imedi /  19 სექტემბერი 2018, 10:57 / სანდო წყარო

რას ითვალისწინებს „სოფლის ექიმის“ მომსახურება

სოფლის ექიმი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამების ერთ- ერთი სერვისი „სოფლის ექიმის“ პროგრამაა.

პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის ექიმი არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული მომზადება.

„პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ითვალისწინებს:

ექიმთან/ექთანთან ვიზიტი;

იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა;

ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად;

 ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად;

ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად;

ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებულ) პირებთან;

ინკურაბელურ (განუკურნებელი სენის მქონე) პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი საჭიროების შესაბამისად;

ქრონიკული (მათ შორის, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები) და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე და მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად.

ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა ექთნის მიერ;

სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;

ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო  და  სტატისტიკური ფორმები) წარმოება,  ცნობებისა  და  რეცეპტების  გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური  პაციენტებისათვის)  (გარდა  „ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ  ცნობის  შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ".

სოფლის ექიმის მომსახურება ასევე ითვალისწინებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი აქტით დამტკიცებული „ექიმის ჩანთიდან“;

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებას.

მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოფლის ექიმს ან სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

ყველა სიახლე

ლელა ქსოვრელი

22 აპრილი 2019, 10:11

ძალოვნები

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დედის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს. თუმცა, გამოძიებისას მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

კონცერტი

22 აპრილი 2019, 10:01

კულტურა

თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა საპრეზენტაციო კონცერტი გამართა

ახალშექმნილმა ორკესტრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია, ხოლო დირექტორი კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე, საზოგადოებას საკმაოდ რთული პროგრამა წარუდგინა. კონცერტზე ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.

თელავის საავადმყოფო

22 აპრილი 2019, 09:58

საქართველო

პანკისში დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის საავადმყოფოში 16 ადამიანი რჩება

მათ შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ და ახლა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში მყოფ პაციენტებს, რომელთა ძირითადი ნაწილი პოლიციელია თავის ტვინის დახურული ტრავმა და სხეულის სხვა დაზიანებები აღენიშნება. ექიმის თქმით, პაციენტების ნაწილი სავარაუდოდ, დღესვე გაეწერება.

22 აპრილი 2019, 09:44

ტექნოლოგიები

Samsung-მა ჩინეთში დასაკეცეკრანიანი სმარტფონის წარდგენა გადადო

2,000-დოლარიანი სმარტფონი მანამდე ამერიკელ ჟურნალისტებს დასატესტად მისცეს. თუმცა, სულ ცოტა სამი ამერიკელი ჟურნალისტისა და ბლოგერის Samsung Galaxy Fold-ის დასაკეც სმარტფონებს, 2 დღეში ეკრანები გაუფუჭდათ.

22 აპრილი 2019, 09:35

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სახელწოდების ცვლილების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 74 პროცენტი. არსებული მონაცემებით, მოქალაქეების 42- მა პროცენტმა ხმა სტევ პენდაროვსკის მისცა.

22 აპრილი 2019, 09:25

მსოფლიო

ცესკო: ზელენსკის ხმათა 73 პროცენტი აქვს

უკრაინაში ბიულეტენების 90 პროცენტი დათვლილია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს შედეგი უპრეცედენტოა.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ 30 აპრილს გამოაცხადებს.

მეგან მარკლი  დორია რეგლანდი

22 აპრილი 2019, 09:14

ტაბლოიდი

მეგან მარკლი მშობიარობისთვის ემზადება, დედამისი უკვე ლონდონშია

ტაბლოიდების მიხედვით, მომავალი ბებია, რომელიც 62 წლისაა, საკმაოდ ბედნიერია, რომ 37 წლის მარკლსა და 34 წლის პრინც ჰარის პირველი შვილი ეყოლებათ. ჯერჯერობით უცნობია ბავშვის სქესი. თუმცა, მედიაში წერენ, რომ სამეფო ოჯახში გოგოს ელოდებიან.

მამუკა ბახტაძე

22 აპრილი 2019, 09:03

საქართველო

მამუკა ბახტაძე ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერებიც ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა. უკრაინის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველადი ოფიციალური მონაცემით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73% უჭერს მხარს.

22 აპრილი 2019, 08:53

საქართველო

ნაციონალები სუსის ანგარიშის მოსმენაზე პანკისში არსებულ ვითარებაზე დასვამენ კითხვებს

"მაშინ, როდესაც სუსი თავის რესურსებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, ოპოზიციის დევნისთვის, რეალურად ქვეყანაში არის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერ უმკლავდებიან თუ არ უმკლავდებიან სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, მათ შორის სუსი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

იუსტიციის საბჭო

22 აპრილი 2019, 08:50

საქართველო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

განსახილველ საკითხებს შორისაა საშტატო ნუსხის განსაზღვრა. საუბარია სიღნაღის რაიონული სასამართლოს საშტატო ნუსხაში რამდენიმე ერთეულის დამატებაზე. ასევე ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოების პალატებისა და კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრაზე.

პარლამენტი

22 აპრილი 2019, 08:47

საქართველო

პარლამენტში დღეს სუსის 2018 წლის საქმიანობაზე ანგარიშის განხილვაა დაგეგმილი

ლილუაშვილის მოსმენა სამი კომიტეტის თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27-გვერდიანი ანგარიში პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა.

ეკლესია

22 აპრილი 2019, 08:38

მსოფლიო

შრი-ლანკაზე დაღუპულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა

გუშინვე შრი-ლანკაზე, ბანდარანაიკეს აეროპორტში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის მასშტაბით 8 ადგილზე აფეთქება მოხდა. შრი-ლანკის მთავრობამ მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა.

პეტრო პოროშენკო

22 აპრილი 2019, 08:32

მსოფლიო

პოროშენკო: ვტოვებ პრეზიდენტის პოსტს, თუმცა არ მივდივარ პოლიტიკიდან

"ამ მძიმე პირობებში ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება იყო. მე მზად ვარ დავეხმარო ახალ პრეზიდენტს მისი სურვილის შემთხვევაში. მზად ვარ, სამუშაო გავწიო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად. დიდება გმირებს,“- თქვა პოროშენკომ.

22 აპრილი 2019, 08:25

მსოფლიო

თურქეთში ოპოზიციის ლიდერს თავს დაესხნენ. ვიდეო

შემთხვევა თურქი სამხედროს დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა. მოგვიანებით, ქემალ კილიჩდარ-ოღლუ დაცვის წევრებმა ერთ ერთ საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც უცნობმა ადამიანებმა ფანჯრებს ქვები დაუშინეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 აპრილი 2019, 08:19

მსოფლიო

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

დონალდ ტრამპსა და უკრაინის ახალ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიევის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.

22 აპრილი 2019, 08:12

მსოფლიო

სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს

გარდა ამისა, მან განაცხადა რომ კიევის მიმართულებით ავიაბილეთი შეიძინა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მას უკრაინაში ჩასვლა და ქვეყნის გარდაქმნაში მონაწილეობა სურს. არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე საუბრისას, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლაზე მისთვის დაწესებული აკრძალვა უკანონოა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

22 აპრილი 2019, 08:06

სპორტი

ახალ რეიტინგში ბასილაშვილი ერთი საფეხურით დაქვეითდა

ამ კვირას, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ითამაშებს. ბასილაშვილი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაებმება და მისი მეტოქე იქნება გერმანელ პეტერ გოიოვჩიკსა და სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს შორის გამარჯვებული.

22 აპრილი 2019, 00:59

ტაბლოიდი

ცენტრალურ ევროპაში ყველაზე რომანტიკული ქალაქები დასახელდა

სიაში ჩეხეთის, პოლონეთის და უნგრეთის ქალაქები არიან. მაგალითად, ჩეხეთში ჩესკი-კრუმლოვი, მიკულოვი, მარიანსკე ლაზნე, კუტნა ჰორა. პოლონეთში - კრინიცა-ზდრუი, კაზიმიერ დოლნი. უნგრეთში - სენტენდრე, ეგერი. ჩესკი-კრუმლოვი - ჩეხეთის ამ ქალაქს, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე თვალწარმტაც ადგილად თვლიან, შთამბეჭდავი ციხე უფრო დომინანტს ხდის.

შემთხვევის ადგილი

22 აპრილი 2019, 00:53

ძალოვნები

ფოთში მანქანა ბოძს დაეჯახა რომელიც შემდეგ კაცს დაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

შრი-ლანკა

22 აპრილი 2019, 00:49

მსოფლიო

შრი-ლანკის აეროპორტში აფეთქებების სერიიდან მალევე ბომბი იპოვეს

შრი-ლანკაზე, ბანდარანაიკეს აეროპორტში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის მასშტაბით 8 ადგილზე აფეთქება მოხდა. სპეციალისტებმა ბომბი გააუნებელყვეს. აეროპორტში ასეფეთქებელი მოწყობილობა აფეთქებების სერიიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს.