Imedi /  19 სექტემბერი 2018, 16:03 / სანდო წყარო

ცნობილია, რატომ გაუვიდა შარშან ვადა C ჰეპატიტის სამკურნალო წამლების ნაწილს

ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის თანახმად, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს აღრიცხული აქვს 26 236 866 ლარის ვადაგასული მედიკამენტები. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ანგარიშის თანახმად, არის ის, რომ პროგრამის ამოქმედების პირველ ეტაპზე (2015 წელს) ძირითადი პრეპარატი სოფოსბუვირი იყო, რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით ინიშნებოდა.

2016 წლის თებერვლიდან კი სოფოსბუვირი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით - ჰარვონით, რომლის მიხედვითაც შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება.

ანგარიშის თანახმად, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული მატერიალური მარაგების ნაშთი 1 188 788 129 ლარს შეადგენდა.

C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, საუბარია 2000 ადამიანისთვის განკუთვნილ C ჰეპატიტის მედიკამენტებზე, რომლებსაც ვადა გაუვიდა. 

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

24 ივნისი 2019, 15:43

მსოფლიო

სააკაშვილის მომხრეები უკრაინის ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

აქციის მიზეზი ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც „ახალი ძალების მოძრაობის“ კანდიდატებს არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცესკოს შესასვლელი ბლოკირებულია. სააკაშვილს შენობაში არ უშვებენ. ადგილზე ეროვნული გვარდიის შენაერთები გადაჰყავთ.

მაია ცქიტიშვილი

24 ივნისი 2019, 15:34

საქართველო

ცქიტიშვილი: რეფორმის შემდეგ შესაძლოა ახალი პარტიები შეიქმნას

დემოკრატიისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯად აფასებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით არჩევნების ჩატარებას რეგიონალური განვითარების მინისტრი. მაია ცქიტიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებაში ამ პროცესის დაჩქარების სურვილი გამოჩნდა.

ფეხბურთი

24 ივნისი 2019, 15:31

სპორტი

UEFA: ანტისაოკუპაციო მაისურების გამო ქართველი ფეხბურთელების დასჯა არ შეგვიძლია

როგორც UEFA-ს ოფიციალურ განცხადებაში წერია, "იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ ფაქტებს შიდა ტურნირზე ჰქონდა ადგილი, ნებისმიერი შესაძლო სადისციპლინო ღონისძიება, რაც შეიძლება ასეთ იქნას გამოყენებული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქციაში ექცევა."

ნინო სალუქვაძე

24 ივნისი 2019, 15:21

სპორტი

ნინო სალუქვაძემ და მისმა შვილმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

მინსკში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპულ თამაშებზე ნინო სალუქვაძემ და მისმა შვილმა ცოტნე მაჭავარიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შერეულ წყვილთა თანრიგში სალუქვაძემ და მაჭავარიანმა 87.7 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

ეკა გიგაური

24 ივნისი 2019, 15:20

საქართველო

ეკა გიგაური: პარტიების დაფინანსების სისტემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პროპორციული არჩევნებისა და ნულოვანი ბარიერის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას აფასებს. რამდენიმეპუნქტიანი მოსაზრება გიგაურმა სოციალურ ქსელში მისივე გვერდზე ჩამოაყალიბა.

24 ივნისი 2019, 15:16

კულტურა

„ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

"მწერალთა სახლი გაუქმდა. მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო. განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში",- წერია განცხადებაში.

24 ივნისი 2019, 15:01

საქართველო

ნაციონალების ოპოზიციური ერთობა ხელისუფლებას 4 მოთხოვნას უყენებს

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის რაც მოხვდა, ანუ პროპორციული სისტემის შემოღება, არის საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკოსების და ყველას გამარჯვება, თუმცა ეს არ არის ბრძოლის დასასრული. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ საზოგადოების აზრი უნდა გაიგონ, იმ საზოგადოების, რომელიც დღეს 19:00 საათზე ისევ შეიკრიბება.

გია აბაშიძე

24 ივნისი 2019, 14:45

საქართველო

გია აბაშიძე: სასიხარულოა რომ ხელისუფლება ისმენს იმ პროტესტის მუხტს რომელიც სამართლიანი იყო

პოლიტოლოგ გია აბაშიძის განცხადებით, საზოგადოებამ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური გემოვნების მატარებელია, დღეს გაიმარჯვა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ხელისუფლება ისმენს იმ პროტესტის მუხტს და საზოგადოების წუხილს, რომელიც სამართლიანად იყო ამ დღეების განმავლობაში დაგროვილი.

ქართული ღვინო

24 ივნისი 2019, 14:40

ეკონომიკა

„როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურმა საქართველოდან რუსეთში შეტანილ ალკოჰოლურ ნაწარმზე, მათ შორის ქართულ ღვინოზე კონტროლი გააძლიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

პროკურატურა

24 ივნისი 2019, 14:32

ძალოვნები

პროკურატურამ აქციის მონაწილეთა მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

ასევე საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყველა ცალკეული შემთხვევის შესწავლა.

საქართველოს ბანკის მთავარი ოფისი

24 ივნისი 2019, 14:31

ეკონომიკა

საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მილიონ ლარს გამოყოფს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, გარდა იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად ბანკის მხრიდან ტურიზმის სექტორში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს, ბანკი სექტორის განვითარებისთვის, ზაფხულის სეზონზე, დამატებით 1 000 000 ლარს გამოყოფს",- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

24 ივნისი 2019, 14:23

ვიდეო

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ დაიძრნენ

სოფო ქაცარავა

24 ივნისი 2019, 14:22

საქართველო

სოფო ქაცარავა: ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით

"რუსეთს აქამდე არ შეუსრულებია არც ერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება, მათი დაბრუნების შემთხვევაში ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს”, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

Nipsey Hussle

24 ივნისი 2019, 14:14

კულტურა

მოკლული რეპერი Nipsey Hussle წლის ჰიპ-ჰოპ არტისტად დასახელდა

დაჯილდოების ცერემონიაზე რეპერის ხსოვნის პატივსაცემად ხალიჩა ლურჯი იყო. მუსიკოსის მეგობარმა ქალმა, რომელიც ღონისძიებას დაესწრო, ყველას მადლობა გადაუხადა. 33 წლის მუსიკოსს 31 მარტს მის მაღაზიასთან დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელმა, სულ ცოტა, სამჯერ ესროლა რეპერს, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

24 ივნისი 2019, 14:13

საქართველო

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ დაიძრნენ

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით უკვე დაიძრნენ და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. 19:00 საათზე კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან. რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ უკვე დაიძრნენ.

ვაკო მარჩილაშვილი

24 ივნისი 2019, 14:10

სპორტი

საქართველოში მსოფლიოს მორიგი რეკორდი დამყარდა

ვაკო მარჩილაშვილმა თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში რუბიკის კუბის აწყობა ზუსტად 13 წამსა და 18 მილიწამში მოახერხა. ამ მაჩვენებლით 19 წლის ქართველმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ჩინელ ქიუ ჯიანიუს ეკუთვნოდა. მან ამავე სირთულის დაძლევა 13.88 წამში შეძლო. რეკორდი Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დამყარდა

პროპორციული არჩევნები

24 ივნისი 2019, 14:09

საქართველო

უსუფაშვილი: ივანიშვილს უბარიერო არჩევნებით სურს პოლიტიკური სპექტრი „დაშალოს და იბატონოს“

"შენების მოძრაობის" ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" 5 წლის განმავლობაში გაუძლო ყველა დაწოლას, მაგრამ უძლური აღმოჩნდა ხალხის მშვიდობიან და სამართლიან პროტესტთან.

სულხან სალაძე

24 ივნისი 2019, 14:06

საქართველო

სულხან სალაძე: პროპორციული არჩევნები ყველაზე ნათლად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით არჩევნების ჩატარება ყველაზე ნათლად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას, რომ წარმოდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში.

ამინდი

24 ივნისი 2019, 13:58

საქართველო

საქართველოში უახლოეს დღეებში 38 გრადუსამდე დაცხება

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24-26 ივნისს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივნისიდან შედარებით აგრილდება.

ტემპერატურა

24 ივნისი 2019, 13:53

მსოფლიო

საფრანგეთში რეკორდულ სიცხეს ელოდებიან

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ემუქრება დედაქალაქ პარიზს, სადაც შადრევნები უკვე ჩართეს და სეზონისთვის ემზადებიან. საფრანგეთის გარდა, რეკორდულ სიცხეს ელოდებიან გერმანიაში, ბელგიასა და შვეიცარიაშიც. 2003 წლის აგვისტოში საფრანგეთში ძლიერმა სიცხემ თითქმის 15,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.