imedi /  19 სექტემბერი 2018, 18:00 / სანდო წყარო

13 წლის ბიჭი თბილისის მერს გზებზე უსაფრთხოების მუსიკალური ნიშნების მოწყობას სთავაზობს

პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი 13 წლის ალექსანდრე ხუნძაკიშვილი თბილისის მერიას გზებზე უსაფრთხოების მუსიკალური ნიშნების მოწყობის იდეით მიმართავს.

შეთავაზება მერიის გვერდზე გამოქვეყნდა.

„გზებზე და ტრასებზე მრავლად არის ყვითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლები, რომლებიც გამოყენებულია უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ავტომობილი ამ ზოლზე გადადის, იგი გამოსცემს გარკვეულ ვიბრაციას და ეს ვიბრაციები მივამსგავსე ნოტებს. შესაბამისად, ჩემი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სიგრძის, სხვადასხვა რაოდენობის, სიმკვრივის ზოლები შეუსაბამოთ ნოტებს და როდესაც ავტომობილები გაივლიან ამ ზოლებზე გარკვეული სიჩქარით, უსაფრთხოების ზოლები გამოსცემენ მელოდიას.

ეს პროექტი ძალზე სახალისო, დასამახსოვრებელი და ამავდროულად, უსაფრთხო იქნება, რადგან, თუ ავტომობილი მითითებულ სიჩქარეზე არ გაივლის, (რაც გამაფრთხილებელ საგზაო ნიშანზე იქნება) მასში მყოფი მგზავრები მელოდიას ვერ გაიგებენ.

იდეის ავტორის თქმით,  აეროპორტის ტრასაზე შეიძლება გაკეთდეს „თბილისოს” მელოდია. ეს მელოდია სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი იქნება. მელოდიის შერჩევაში, მისი ნოტებად გადმოტანაში და ზოლების ტესტირებაში თავადაც მიიღებს მონაწილეობას.

პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში რამდენიმე შეთავაზება განიხილება, მათ შორისაა გიგანტურ ბორბალზე საათის დამონტაჟების იდეა. კალაძის თქმით, პროექტით ორი კომპანიაა დაინტერესებული.

„გარდა ამისა, სულ მალე დედაქალაქში ვიხილავთ ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს და ასევე ნარჩენების მართვის მიმართულებით, ამ ორივე პროექტს განვახორციელებთ, რომელიც იყო ვებგვერდზე შემოსული“, - განაცხადა კალაძემ.

მერიის ვებგვერდზე 243 მიმდინარე პროექტია. განხილვის პროცესშია 12. შეთანხმებულია 2.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ანტონიო ვალენსია

14 დეკემბერი 2018, 19:44

სპორტი

ვალენსიამ მოურინიოსთან დაპირისპირების გამო შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს

ჟოზე მოურინიოსთან ეკვადორელს პრობლემები ოქტომბრის დასაწყისში შეექმნა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში საკუთარ მწვრთნელზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტი დაალაიკა. ამის გამო მან მოურინიოს ბოდიში მოუხადა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და მოედანზე თავის გამოჩენის საშუალება იშვიათად ეძლევა.

ვაჟა მარგველაშვილი და ჯოშირო მარუიამა

14 დეკემბერი 2018, 19:27

სპორტი

მარგველაშვილი ჩინეთის ტურნირზე სავარაუდოდ ტიტულოვან ჯოშირო მარუიამას დაუპირისპირდება

ჩინეთში დაგეგმილ ტურნირზე ექვსი ქართველი სპორტსმენი გავა. ვაჟა მარგველაშვილის ყველაზე რთული დაპირისპირება ნახევარფინალში ელის. მისი მეტოქე უდიდესი ალბათობით თვით ჰიფუმი აბეს დამმარცხებელი ჯოშირო მარუიამა იქნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

14 დეკემბერი 2018, 19:17

მსოფლიო

მოსკოვი კოსოვოში არმიის შექმნას ეხმაურება

„კოსოვოს პრემიერმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით რეგიონში კრიზისის გამწვავებისკენ აიღო გეზი, ბელგრადსა და პრიშტინას შორის ევროკავშირის შუამავლობა კი ჩაიშალა. ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციის უხეში დარღვევაა“.

ნიკოლა სარკოზი

14 დეკემბერი 2018, 19:16

საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: ნიკოლა სარკოზის ფულს რუსები უხდიან

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლას სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან.განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები,რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის"- წერს სააკაშვილი.

14 დეკემბერი 2018, 19:05

ტაბლოიდი

ინდონეზიაში ჭექა-ქუხილის დროს ტელეფონზე თამაშმა გოგო იმსხვერპლა

ჭექა-ქუხილის დროს 6 წლის გოგო დასატენად შეერთებული ტელეფონით თამაშობდა, რა დროსაც მას მეხმა დაატყა. უბედური გავრცელებული ცნობით, სახლს მეხი დაეცა, დედამ ტელეფონის დამტენი დენის წყაროდან გამორთო, თუმცა შვილის გადარჩენა ვერ შეძლო.

ტყიბულის შახტი

14 დეკემბერი 2018, 19:01

ძალოვნები

ტყიბულის შახტში აფეთქების საქმეზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და კომპანია „საქნახშირის" თანამშრომლები ხუთი ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ზვიად გამსახურდია

14 დეკემბერი 2018, 18:58

საქართველო

ზვიად გამსახურდიას შვილები მამის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ

„ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას რასაკვირველია ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი,"- წერს გამსახურდია.

14 დეკემბერი 2018, 18:50

კულტურა

კინოცენტრმა ფილმების წარმოების დასაფინანსებლად კონკურსი გამოაცხადა

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

14 დეკემბერი 2018, 18:37

საქართველო

ევროპის ფონდი: ტექდათვალიერების შედეგად ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ვერ ვხედავთ

„გვაქვს მაჩვენებლები, რომ აზოტით დაბინძურება გაიზარდა, მტვრის ნაწილაკები იზრდება. მაგალითად, ბათუმში ეს მონაცემი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ის ქმედებები, რომლებიც განხორციელდა, ჩვენი აზრით, არასაკმარისია და არ გვაჩვენებს უკეთეს მდგომარეობას",- განაცხადა ვაშაკიძემ.

კლიმატის ცვლილება

14 დეკემბერი 2018, 18:34

საქართველო

საქართველომ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო საბჭოს მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის მნიშვნელობას და პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნის შესასრულებლად საქართველოს მიერ დაგეგმილი ინიციატივების და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

მეგან მარკლი

14 დეკემბერი 2018, 18:27

ტაბლოიდი

მეგან მარკლი სამეფო პროტოკოლის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს

ორსული ჰერცოგინია არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა Givenchy-ს კაბაში, თუმცა ტაბლოიდებმა მიანც გაუსვეს ხაზი კიდევ ერთ შემთხვევას, როცა მან სამეფო ოჯახის პროტოკოლი დაარღვია. უცნაურია, რომ მედია აქტიურად წერს მეგანის მიერ პროტოკოლის დარღვევის ამ ფაქტზე, როცა ქეით მიდლტონიც გამოჩნდა 2012 წელს მსგავსი ფერის მანიკურით და ამას შემდეგი კადრებიც მოწმობს.

14 დეკემბერი 2018, 18:26

ეკონომიკა

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა

ახალი სისტემა ეროვნული ბანკის სერვერებზე განთავსდება. GSS სისტემაში კომერციულ ბანკებთან ერთად საბროკერო კომპანიებიც ჩაერთვებიან. სისტემა ინტეგრირებულია როგორც საფონდო ბირჟის ახალ, ასევე ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმებთან.

სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 18:22

ძალოვნები

დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელი გახდა

ყველა ის პირი, რომელსაც აქამდე კანონი არ აძლევდა შესაძლებლობას დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის დადგენილება გაესაჩივრებინა, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, შეძლებს სასამართლოსთვის მიმართვას.

მელანია ტრამპი

14 დეკემბერი 2018, 18:21

ტაბლოიდი

მელანია ტრამპმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხა

48 წლის მელანიამ მცირეწლოვან პაციენტებს საჩუქრებიც გადასცა. ვიზიტისთვის ტრამპმა Tomas Maier-ის მოსაცმელი და თეთრი კაბა მოირგო, რომელსაც Manolo Blahnik-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

მტკიცებულებები

14 დეკემბერი 2018, 18:20

ძალოვნები

ჩხრეკისას ამოღებული მტკიცებულებების დათვალიერებას დაცვის მხარეც შეძლებს

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს წესი ეწინააღმდეგებოდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გადაწყვეტილება პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა.

მელანია ტრამპი

14 დეკემბერი 2018, 18:07

ტაბლოიდი

სოციალურ ქსელში მელანია ტრამპს თმის ახალი ფერის გამო დასცინეს

Fox News-ის ეთერში მელანია თმის ახალი ფერით გამოცხადდა. კომენტარები განსხვავებული იყო. ბევრი წერდა, რომ მელანიამ გადაწყვიტა ივანკა ტრამპს დამსგავსებოდა. სხვები ხუმრობდნენ, რომ მელანიას პარიკი ეხურა, ასევე გამოითქვა ვარაუდიც, რომ მელანიას შესაძლოა საღებავები აერია და შემთხვევით თმა მეუღლის საღებავით შეიღება.

სასამართლოს მანდატური

14 დეკემბერი 2018, 18:03

საქართველო

საერთო სასამართლოების მანდატურებს მუშაობის ასაკობრივი ზღვარი მოეხსნათ

სარჩელის ავტორები მანდატურები ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია იყვნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს ნორმები იყო დისკრიმინაციული, რადგან მათ 50 წლის შემდეგ სახელმწიფო თანდებობის დაკავების უფლებას უკრძალავდა.

Brexit

14 დეკემბერი 2018, 17:53

მსოფლიო

Brexit-ის მომხრეებმა ლონდონში ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტეს

Brexit-ის მომხრეებმა ლონდონში ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტეს. ყვითელ ჟილეტებში ჩაცმული დემონსტრანტები ავტობუსებსა და ავტომობილებს არ ატარებენ. აქციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობს.

კირა ნაითლი

14 დეკემბერი 2018, 17:47

კულტურა

კირა ნაითლიმ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო

საპატიო ჯილდო მას ხელოვნების დარგსა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. ფოტოებზე მსახიობი პრინც ჩარლზთან ერთად ჩანს. ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

14 დეკემბერი 2018, 17:45

ძალოვნები

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა, რა დროსაც რვა მგზავრი დაშავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გამოძიება 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.