21 სექტემბერი 2018, 16:29 / სანდო წყარო

ნარკოტიკების მონიტორინგის ევროპული ცენტრი: კანაფის წარმოება გაეროს კონვენციებს არ ეწინააღმდეგება

ალექსის გუზდელი

ალექსის გუზდელი

ნარკოტიკების მონიტორინგის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელი ალექსის გუზდელი საქართველოში კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივაცია-წარმოების ინიციატივას ეხმაურება. მისი თქმით, სამედიცინო კანაფის წარმოება გაეროს ნარკოტიკების კონვენციებს არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან ლისაბონში, „იმედის კვირასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

"2 წლის წინ ვენის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭომ თქვა რომ დეკრიმინალიზაცია, უსაფრთხო მოხმარების დაწესებულებები და სამედიცინო კანაფის წარმოება არ ეწინააღმდება გაეროს ნარკოტიკების კონვენციებს, მაგრამ კონტროლის გარკვეული პირობები უნდა იყოს დაცული. სამედიცინო კანაფის პროდუქტები ისეთივე მედიკამენტია, როგორც მაგალითად ყაყაჩოს მცენარიდან მიღებული მედიკამენტი მორფინი, რომელიც მილიონობით ადამიანს აძლევს შვებას", - განმარტა გუზდელმა.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

15 სექტემბერს ღამით, საკრებულოსთან სასულიერო პირებმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა გააპროტესტეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

ევროპაში მოქმედ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ალექსის გუზდელთან ვრცელ ინტერვიუს მაყურებელი კვირას „იმედის კვირაში იხილავს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ჯარი

21 ნოემბერი 2018, 08:12

მსოფლიო

პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე პენტაგონი კონსულტაციებს მართავს

„პოლონეთი ნატოს საიმედო მოკავშირეა, მისი როლი ცენტრალურ ევროპაში უმნიშვნელოვანესია, ამიტომ შეერთებული შტატები ძალისხმევას არ იშურებს. სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, იმართება კონსულტაციები ალიანსის მოკავშირეებთან და ასევე განვაგრძობთ დამატებითი ძალის არსებობის აუცილებლობის შეფასებას“ - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია

21 ნოემბერი 2018, 08:05

მსოფლიო

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ბიუჯეტი იზრდება

ოფიციალურია პირების განცხადებით, რუსეთის მხრიდან გააქტიურებული აგრესიისა და ბოლო დროს, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში მომხდარი ინციდენტების ფონზე, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე დეტალურ გამოძიებას ჩაატარებს და დამნაშავეებს გამოავლენს.

ლევან ბაგრი

21 ნოემბერი 2018, 07:58

არჩევნები 2018

ევროპული საქართველოს გორის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის ლევან ბაგრის განმარტებით, მისთვის მიუღებელია პარტიის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა. მისთვის უცნობია აპირებენ თუ არა პარტიის დატოვებას სხვა წევრებიც. ცოტა ხნის წინ გორის ორგანიზაცია 10-მდე წევრმა დატოვა, მათ შორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

მაშველები

21 ნოემბერი 2018, 07:48

ძალოვნები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კაცი ჭის წმენდისას დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე მუშაობდნენ. კაცის ორმოდან ამოყვანის ოპერაციაში მაშველებთან ერთად მძიმე ტექნიკაც იყო ჩართული. სამძებრო სამუშაოების პროცესს მიწის ჩამოშლის საფრთხე ართულებდა.

მამუკა ბახტაძე

21 ნოემბერი 2018, 01:24

საქართველო

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ვებპორტალი მოემსახურება

დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სპეციალური ვებპორტალის შექმნას გულისხმობს. დიასპორული ვებპორტალის მეშვეობით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო სერვისებს მიიღებენ.

21 ნოემბერი 2018, 01:05

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ კანონი მიიღო

დოკუმენტზე მსჯელობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. დოკუმენტის ავტორების აზრით, კანონი ხელს შეუშლის სხვა სახელმწიფოებს ცრუ ინფორმაციების გავრცელების გზით ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ემანუელ მაკრონის პარტია „წინ რესპუბლიკა“.

შერემეტოვო

21 ნოემბერი 2018, 00:59

მსოფლიო

შერემეტოვოს აეროპორტში თვითმფრინავი კაცს დაეჯახა

შემთხვევა ასაფრენ ბილიკზე მოხდა. მორაობისას ეკიპაჟმა ავიადისპეტჩეტრებს შეატყობინა, რომ უცხო ნივთს დაეჯა, ამასთან განგაშის სიგნალი ამოქმედდა, რის გამოც თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა.

კიმ ჩონ იანი

21 ნოემბერი 2018, 00:25

მსოფლიო

თეთრმა სახლმა ინტერპოლის ხელმძღვანელის პოსტზე მხარი სამხრეთკორეელ კანდიდატს დაუჭირა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ინტერპოლის ხელმძღვანელის პოსტზე თეთრი სახლი მხარს სამხერთკორეელ კანდიდატს, კიმ ჩონ იანს დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადა

21 ნოემბერი 2018, 00:18

ტაბლოიდი

ნიუ-იორკში მარტოობის მოყვარულებისთვის რესტორანი გაიხსნა

აქ მაგიდები ისეა განთავსებული, რომ სტუმრები სხვებისგან მაქსიმალურად იზოლირებულები იყვნენ. კერძის შეკვეთა კი სპეციალური ფორმის შევსებითაა შესაძლებელია, რათა მომსახურე პერსონალთან ზედმეტი კონტაქტი არ დამყარდეს.

20 ნოემბერი 2018, 23:58

ტექნოლოგიები

საერთაშორისო კოსმოსური სადგური 20 წლისაა

საერთაშორისო კოსმოსური სადგური ეს უმსხვილესი ვარსკვლავური ლაბორატორიაა. 2 ათეული წლის განმავლობაში უნიკალურ პირობებში ათასობით სამეცნიერო ექსპერიმენტი და თასობით ექსპედიცია ჩატარდა.

Manuel Antonio Beach-ი

20 ნოემბერი 2018, 23:42

ტექნოლოგიები

12 საუკეთესო უცნობი სანაპირო დასახელდა

გამოცემა New York Post-მა სამოგზაურო ინდუსტრიის ექსპერტის, ლოტი გროსის მიერ დასახელებული იმ საუკეთესო სანაპიროების რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც ტურისტებს უმალავენ.

20 ნოემბერი 2018, 23:33

ტაბლოიდი

ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ორი ინდაური შეიწყალა

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ ორივე შეწყალებული ინდაური კენჭისყრით 50 ინდაურში აარჩიეს. შეწყალებულებს ვირჯინიაში, ფერმაში გაუშვებენ, სადაც ფრინველები სიცოცხლის ბოლომდე დარჩებიან. მადლიერების დღეს აშშ-ში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ.

საბრინა ლეიტესი

20 ნოემბერი 2018, 23:07

ტაბლოიდი

ბრაზილიელმა ქალმა მძარცველს სცემა და პატიება ათხოვნინა

22 წლის საბრინა ლეიტესი საკუთარი სახლის ეზოში იდგა, როცა მასთან მოტოციკლი გაჩერდა, 2 ბოროტმოქმედით. მათ მობილური ტელეფონი მოითხოვეს. გოგო 4 წელი ჯიუ-ჯიზუზე დადიოდა. მან გადაწყვიტა მძარცველებისთვის ჭკუა ესწავლებინა

ნადეჟდა სავჩენკო

20 ნოემბერი 2018, 23:00

მსოფლიო

სააპელაციო სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში დატოვა

კიევის სააპელაციო სასამართლომ სავჩენკოს ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქტომბერში კიევის რაიონულმა სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა 30 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა. სავჩენკო პატიმრობაში 2018 წლის 22 მარტიდან არის.

ბიძინა ივანიშვილი

20 ნოემბერი 2018, 22:49

არჩევნები 2018

ივანიშვილი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არალეგიტიმურია

მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. „რაც ჩვენ მოვედით, საქართველოში არჩევნების გაყალბების მცდელობას არ ყოფილა. მე პირადად ნათქვამი მაქვს: ხელს მოვაჭრი ვინმემ გაბედოს და თავში გაივლოს, რომ ყუთში სხვის ბარათის ჩაგდებას გაიფიქრებს"- განაცხადა ივანიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი

20 ნოემბერი 2018, 22:41

არჩევნები 2018

ბიძინა ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილის სახით „ოცნებამ“ რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი შეარჩია

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს.

ემანუელ მაკრონი

20 ნოემბერი 2018, 22:36

მსოფლიო

მაკრონის პარტიის შემოწირულობებზე გამოძიება დაიწყო

პარიზის პროკურატურამ საფრანგეთის პრეზიდენტის პარტიის - „წინ რესპუბლიკა“-ს შემოწირულობების გარშემო წინასწარი გამოძიება დაიწყო, ვინაიდან მათი წარმომავლობა არ დასტურდება.

20 ნოემბერი 2018, 22:36

არჩევნები 2018

ივანიშვილი: მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს

„მე მესმის ხმები, რომ ივანიშვილი ცდილობს ნაცები დაიყენოს წინ და იოლია გამრჯვება. ღმერთმა დამიფაროს ასეთი მცდელობისგან. უნდა იყოს უკეთესსა და კარგს შორის არჩევანი"- განაცხადა ივანიშვილმა.

20 ნოემბერი 2018, 22:28

ტაბლოიდი

ჩინეთში ბანკის თანამშრომლებს უფროსის ნებართვის გარეშე დაფეხმძიმება აუკრძალეს

კომპანიის წესის მიხედვით, თუკი დაორსულების შემთხვევაში ქალს მუშაობის გაგრძელება სურს, მან ორსულობა უნდა შეწყვიტოს. ერთ-ერთმა ქალმა ადგილობრივ პროფკავშირს მიმართა და თქვა, რომ მან ორსულობა არ შეწყვიტა, ამისთვის კი ხელმძღვანელობამ ფინანსურად დასაჯა. ქალმა პროფკავშირებს სხვა მსგავსი შემთხვევების შესახებაც მოუყვა.

ბიძინა ივანიშვილი

20 ნოემბერი 2018, 22:27

არჩევნები 2018

ივანიშვილი: 5 წელი დასჭირდა იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხელწერა ეცნო

„თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რა დონზე ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ფესვები გადგმული, რა დონზე ჰყავდათ ევროპელები და ამერიკელები მოტყუებული, რომ საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება გვაქს"- განაცხადა ივანიშვილმა.