imedi /  21 სექტემბერი 2018, 18:23 / სანდო წყარო

დასახელდა მიზეზები, თუ რატომ არ უნდა შეიყვანოთ სკოლაში ბავშვი, რომელიც გამართულად ვერ ლაპარაკობს

სკოლა

გამოცემა edu.aris.ge დაინტერესდა თუ, რა მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ არ შეიყვანოთ სკოლაში ბავშვი, რომელიც გამართულად ვერ ლაპარაკობს. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბავშვს შესაძლოა, სიტყვებისა და წინადადებების არამარტო წარმოთქმის, არამედ გაგების დონეზეც აქვს პრობლემები. ამას რეცეპტული ენის დარღვევას ეძახიან და შეუიარაღებელი თვალით რთული შესამჩნევია სასკოლო ასაკის ბავშვებში. ამ შემთხვევაში, მოსწავლეს გაუჭირდება იმ ენობრივად გაშუალებულ გამოწვევებთან გამკლავება, რაც ასაკობრივად მოეთხოვება .მაგალითად: პედაგოგის მიერ გაცემული რამდენიმე საფეხურიანი მითითებების გაგება, გრძელი და რთული ქვეწყობილ-თანწყობილი წინადადებებიდან შინაარსის გამოტანა, თანატოლის ლაპარაკის გაგება და ადეკვატური პასუხის დაბრუნება, ასევე მონათხრობი ამბის გააზრება.

მას შესაძლოა არ აქვს ასაკის შესაბამისი სიტყვათა მარაგი. აქ იგულისხმება არსებითი სახელების, ზედსართავი სახელების, ზმნების, კავშირებისა და წინადადებების სხვა წევრების საცავი, რაც სჭირდება 6 წლის ბავშვს.

ეს იმას ნიშნავს რომ, მოსწავლე ვერ იგებს წიგნში მოცემულ ტერმინოლოგიას, უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა. საუბრისას აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს და იყენებს ე.წ. სარეველა სიტყვებს. უფრო რთულ შემთხვევებში, როდესაც ბავშვმა არ იცის ამა თუ იმ საგნის დასახელება მას ანაცვლებს შინაარსობრივად მსგავსი სიტყვებით. მაგალითად, სიტყვა „დანის“ ნაცვლად ამბობს ჩანგალს.

ასევე შესაძლოა, ასაკის შესაბამისად არ აქვს განვითარებული ენობრივად გაშუალებული სმენითი აღქმა. ეს იმას ნიშნავს რომ, მოსწავლე ვერ მოახერხებს სიტყვის ბგერებად დაშლას და პირიქით ბგერების სიტყვაში გაერთიანებას. იგი ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან ჟღერადობით მსგავს ბგერებსა და სიტყვებს. ეს ყველაფერი კი კრიტიკულად შეუშლის ხელს ბავშვს როგორც სიტყვის ამოკითხვის დროს, ასევე კარნახით ჩაწერის დროს.

"თუ 6 წლის ბავშვს აქვს გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები ან ამბის თხრობის სირთულე, ეს ავტომატურად აისახება წერისა და კითხვის პრობლემაში. ბავშვი წერისას აწყობს წინადადებას ზუსტად ისე, როგორც საუბრისას. ნაწერი გაუმართავია. წინადადებების წევრები ერთმანეთთან არასწორადაა დაკავშირებული, ან მცდარია წინადადებაში წევრების თანმიმდევრობა. შედეგად, შინაარსის გამოტანა რთულია. ხოლო ამბის თხრობის სირთულის დროს, როცა ბავშვს უჭირს მოვლენების თანმიმდევრულად გადმოცემა ანალოგიურ შეცდომას უშვებს ე.წ. „თავისუფალი თემის“ ან ტექსტის შინაარსის წერის დროს,"- წერს გამოცემა.

ამავე ინფორმაციით, ენობრივი დეფიციტის გამო მეორადად წარმოქნილი წერა-კითხვის სირთულეები უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე და ზოგადად სწავლის მოტივაციაზე. მეტყველების ზოგიერთი პრობლემა –როგორიცაა „ბგერის დარღვევა“ უარყოფითად აღიქმება ხოლმე უშუალოდ თანატოლების მხრიდან. თუ ბავშვი ამახინჯებს სიტყვებს ბგერების სწორად წარმოთქმის პრობლემის ხარჯზე, იგი შესაძლოა გახდეს კლასში ჩაგვრის ობიექტი და გაუჭირდეს თანაკლასელებთან დამეგობრება.

ყველა სიახლე

სასამართლო

24 აპრილი 2019, 13:32

ძალოვნები

ორ ნიგერიელს ჯგუფური გაუპატიურებისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებულები, ნიგერიის მოქალაქეები ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო.

ბენ აფლეკი

24 აპრილი 2019, 13:20

კულტურა

ბენ აფლეკი ფილმს იღებს

ბენ აფლეკი Universal Pictures-ის ახალ პროექტში ჩაერთო. ფილმის სახელწოდებაა Ghost Army და ის აშშ-ის არმის საიდუმლო ქვედანაყოფზეა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში მოქმედებდა. ბენ აფლეკი ფილმში ერთ-ერთ როლსაც შეასრულებს.

საპროტესტო აქციები ლონდონში

24 აპრილი 2019, 13:06

მსოფლიო

„გასაბერ ტრამპს“ ლონდონში ისევ გაუშვებენ

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს ადგილობრივი აქტივისტები ჰაერში დონალდ ტრამპის ფორმის გიგანტურ ბუშტს ისევ გაუშვებენ. დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი 3-5 ივნისს გაიმართება.

მეტრო

24 აპრილი 2019, 12:45

საქართველო

აღდგომას მეტრო და ავტობუსები უფასო იქნება

„ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო",- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

24 აპრილი 2019, 12:45

საქართველო

პანკისში პოლიციის დროებით საგუშაგოს ამონტაჟებენ

ადგილზე მეოთხე დღეა რჩება დაცვის 50-მდე პოლიციელი. ისინი 24-საათიანი რეჟიმით პოლიციურ კონტროლს ახორციელებენ. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ყვითელი ლენტით ისევ შემოსაზღვრულია.ადგილზე რჩება სამშენებლო კომპანია "ფერის" კუთვნილებაში არსებული ტრაქტორი, რომელიც დაპირისპირების დღეს მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა.

არჩევნები ინდონეზიაში

24 აპრილი 2019, 12:38

მსოფლიო

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან გარდაცვლილთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში არჩევნებზე მუშაობის დროს გადაღლილობისგან გარდაცვლილი საარჩევნო კომისიების წევრების რიცხვი 139-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პოლიტიკისა, იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრმა ვირანტომ განაცხადა.

საბაგირო

24 აპრილი 2019, 12:31

საქართველო

ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათის მიმართულებით საბაგიროების აშენება იგეგმება

"5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. სამივე მიმართულებაზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ისეთი შესაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსებია“, – განაცხადა კალაძემ.

24 აპრილი 2019, 12:25

საქართველო

როგორი სანიტარიული მდგომარეობაა აგრარულ ბაზრებში წინასააღდგომოდ

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. კონტროლდება როგორც ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე მაღალი რისკის სურსათის: ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

ნინო სალუქვაძე

24 აპრილი 2019, 12:14

სპორტი

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პირველივე ჯერზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ქალთა ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ლიზი კილაძე 563 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა. ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კარიერაში მე-9 იქნება.

დასაქმება

24 აპრილი 2019, 12:14

საქართველო

მერია გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს

„ისწავლე და დასაქმდი“- მერია გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერიის თქმით, რეგისტრაცია დღეს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, სასწავლო კურსი კი 3 თვეს გრძელდება. მისივე თქმით, შარშან 1000 ადამიანი გადაამზადეს და მათი 80% დასაქმებულია.

24 აპრილი 2019, 12:13

საქართველო

კახა კალაძე: ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეფერხებული მოძრაობის პრობლემა მოგვარდება

ქალაქის მერის თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე მეტროს შახტთან დაკავირებული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორია რკინის ჯებირებითაა შემოღობილი, რაც ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას ხელს უშლის.

პატრიცია ჰილი და ფრენკ ჰილი

24 აპრილი 2019, 12:07

ტაბლოიდი

აშშ-ში 69 წლის ქალმა მეუღლე პორნოარხის ყურების გამო მოკლა

აშშ-ის არკანზასის შტატში 69 წლის ქალს ასამართლებენ, რომელმაც 65 წლის მეუღლე პორნოარხის ყურების გამო მოკლა. საქმის მასალების მიხედვით, წყვილს სატელიტური ტელევიზიის ყურებისთვის გაზრდილი გადასახადი მოუვიდა, რამაც პატრიციას გაღიზიანება გამოიწვია. როდესაც მან ქვითარი შეისწავლა, აღმოჩნდა, რომ ფრენკმა კვლავ ჩართო პორნოარხი, რომელიც მანამდე პატრიციამ გაათიშინა.

24 აპრილი 2019, 11:59

ტექნოლოგიები

Instagram-ს ქვიზების სტიკერი დაემატა

ახალი ფუნქცია iOS-ისა და Android -ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. სიახლის საშუალებით, Instagram-ის "სთორებში" შეკითხვის დასმა და აუდტორიისთვის სავარაუდო პასუხების შეთავაზებაა შესაძლებელი.

კალაძე

24 აპრილი 2019, 11:58

საქართველო

კახა კალაძე მოადგილეებისა და ვიცემერის ხელფასების ზრდას უარყოფს

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ვხედავ, ვალდებული ვარ, განმარტებები და შედარებები გავაკეთო. წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მოსახლეობამ ინფორმაცია უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს კიდეც ცხრილი, 2013 წელს რამდენი იყო მერის მოადგილეების ხელფასები და დღეს რამდენია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

24 აპრილი 2019, 11:55

საქართველო

ბათუმის ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლებს შეიძენს

სსიპ "ბათუმის ბულვარის" მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის 5 საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლს შეიძენენ.

კახი კალაძე

24 აპრილი 2019, 11:46

საქართველო

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

თბილისის მერის კახი კალაძის გადაწყვეტილებით, 1500 მძღოლს, რომლებმაც დადგენილ ვადაში ვაუჩერები ვერ აიღეს, ეს ვადა 15 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდებათ. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შრი-ლანკა

24 აპრილი 2019, 11:38

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების საქმეზე 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიის საქმეზე 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარემ განცხადა. ლაკშმან კირიელას თქმით, დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა 100-მდე გაიზარდოს. ბოლო მონაცემებით, თავადასხმებს 359 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 39 უცხოეთის მოქალაქეა.

24 აპრილი 2019, 10:59

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭომ სექსუალური ძალადობის საკითხზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ სამხედრო კონფლიქტების დროს სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის შესახებ გერმანიის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. დოკუმენტს მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

ტარიელ ონიანი

24 აპრილი 2019, 10:33

მსოფლიო

ესპანეთმა რუსეთისგან ტარიელ ონიანის ექსტრადირება მოითხოვა

ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. როგორც Deutsche Welle-სთვის გახდა ცნობილი, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ონიანი კრიმინალური სამყაროს ცნობილი მოღვაწეა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“, „ტაროს“ სახელით იცნობენ.

24 აპრილი 2019, 10:30

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოყვანაზე მოლაპარაკებაა

„ვფიქრობთ, რომ მალე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერმინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრის შემდეგ.