imedi /  21 სექტემბერი 2018, 22:47 / სანდო წყარო

საცხოვრებელ სახლთან ავტომანქანის პარკირება უფასო იქნება

პარკინგი

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება უფასო იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. ვიცემერის თქმით, პარკირებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად მობილიზდება სატრანსპორტო კომპანიაში.

„ამა თუ იმ ზონის მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება სრულიად უფასო იქნება. მათ საათობრივად პარკირების საფასურის გადახდის საკითხი ნამდვილად არ შეეხებათ. აქვე აღსანიშნავია, რომ პარკირებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად მობილიზდება სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც ოპერირებას უწევს მეტროს და ავტობუსების სისტემას. შემოსული თანხები ისევ და ისევ ტრანსპორტის სისტემის განვითარებას მოხმარდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

პარკირების ახალი მოდელი ძალაში სავარაუდოდ 2019 წლის იანვრიდან შევა. 

ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2019 წლიდან უნდა შემოვიდეს, მომზადებული გვაქვს და პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის 50 ლარის გაუქმებას. თბილისის მერია უახლოეს კვირებში წარადგენს კონკრეტულ გეგმას თუ როგორი იქნება ქალაქშისატრანსპორტო პოლიტიკა. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

საუდის არაბეთი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა

21 ოქტომბერი 2018, 20:03

მსოფლიო

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ერ-რიადს ახალ გამოწვევას უგზავნიან

ევროპული ქვეყნის ერთიანი განცხადების თანახმად, საუდის არაბეთმა მტკიცებულებებითა და ფაქტებით უნდა გაამყაროს მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი "პირველივე ჩხუბში" მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა.

21 ოქტომბერი 2018, 20:01

ვიდეო

აფეთქება რუსთავში

ტაივანი ავარია

21 ოქტომბერი 2018, 19:59

მსოფლიო

ტაივანში სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ჩქაროსნული მატარებელი Puyuma Express, რომელიც ტაიტუნგის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კალათბურთი

21 ოქტომბერი 2018, 19:50

სპორტი

„დეტროიტმა“ „ბულსი“ 118:116 დაამარცხა

ზაზა ფაჩულია მოედანზე 23 წუთით გამოჩნდა. ამ დროის განმავლობაში მან 5 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. „დეტროიტი“ 2-დან ორივე მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერებშია. გუნდი მორიგ მატჩს 24 ოქტომბერს „ფილადელფიასთან“ გამართავს.

არჩევნები ავღანეთში

21 ოქტომბერი 2018, 19:46

მსოფლიო

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნების ოთხი დამკვირვებლის ცხედარი იპოვეს

ავღანეთში, 20 ოქტომბერს ბალხის პროვინციიდან გატაცებული არჩევნების ოთხი დამკვირვებელის ცხედარი იპოვეს. მათ გატაცებასა და მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. დამკვირვებლები შაბათს ავღანეთის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ.

ცხვრების მარში მადრიდში

21 ოქტომბერი 2018, 19:35

ტაბლოიდი

ცხვრის ფარამ მადრიდის ცენტრის პარალიზება გამოიწვია

უკვე 26 წელია მადრიდის ცენტრში, წელიწადში ერთხელ ცხვრებს იმ მარშრუტის "გამოყენების უფლება" ეძლევათ, რომლითაც უძველესად, შემოდგომას მწყემსები მათ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ რეკდნენ. ასობით ცხვრის გადაადგილების სანახავად ქალაქში ათობით ათასი ტურისტი და ადგილობრივი გამოვიდა.

კახა კუკავა

21 ოქტომბერი 2018, 19:23

საქართველო

აკაკი ასათიანმა კახა კუკავას სასარგებლოდ არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა

„ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ განაცხადეს, რომ ისინი ხსნიან საკუთარ კანდიდატურას და არჩევნებში მხარს კახა კუკავას უჭერენ.

ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტი

21 ოქტომბერი 2018, 19:00

მსოფლიო

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივეს

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კენჭი დღეს ეგვიპტის პარლამენტმა უყარა. საგანგებო მდგომარეობის ათვლა 15 ოქტომბრიდან დაიწყო. ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა 2017 წლის აპრილში, ორ სალოცავზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გამოაცხადეს.

დათო ხუჯაძე

21 ოქტომბერი 2018, 18:59

კულტურა

აზერბაიჯანელი კომპოზიტორი დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს

აზერბაიჯანელი კომპოზიტორი ჯავანშირ გულიევი მუსიკოს დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს და თავის Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. პოსტზე მიბმულია გულიევისა და ხუჯაძის სიმღერები. გულიევი ამბობს, რომ დათო ხუჯაძემ მისი სიმღერიდან "YARIM GİLƏ" მელოდია მოიპარა.

ანდრეს ესკობარი

21 ოქტომბერი 2018, 18:57

სპორტი

კოლუმბიელი ფეხბურთელი ვარჯიშზე ჩაძინებისთვის გუნდიდან გარიცხეს

მოედანზე სავარჯიშოდ გასული ფეხბურთელი ტრიბუნების ქვეშ მძინარე იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ესკობარი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

21 ოქტომბერი 2018, 18:53

ვიდეო

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულები, საავადმყოფოში რჩებიან

გუსტავ მაგნარ ვიტიო

21 ოქტომბერი 2018, 18:45

ეკონომიკა

Forbs-მა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაცი დაასახელა

ნორვეგიელი გუსტავ მაგნარ ვიტიოს კომპანია Salmar ASA-ს მსხვილი აქციონერია, ეს კომპანია კი მამამისს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, ის ოჯახურ ბიზნესში ჩართული არ არის. ის კარიერას სამოდელო ბიზნესში იწყობს და ინვესტიციებს ტექნოლოგიურ სტარტაპებში დებს.

21 ოქტომბერი 2018, 18:44

ვიდეო

პროკურატურა ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

ღვინის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტი

21 ოქტომბერი 2018, 18:40

საქართველო

გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი აშენდება

უნივერსიტეტის ერთ-ერთ ადგილად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. პროექტის მიხედვით, აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.

21 ოქტომბერი 2018, 18:39

ვიდეო

ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ მასპინძლობს

21 ოქტომბერი 2018, 18:37

ვიდეო

გრიგოლ ვაშაძე აჭარის მოსახლეობას შეხვდა

21 ოქტომბერი 2018, 18:28

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი ისნის მცხოვრებლებს შეხვდა

21 ოქტომბერი 2018, 18:27

ვიდეო

საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში

ფრენბურთი

21 ოქტომბერი 2018, 18:25

სპორტი

სერბეთი ფრენბურთში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სერბი ტიანა ბოშკოვიჩი დასახელდა. ამ სპორტში სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიღო. პირველი იყო პრეცედენტი, როდესაც ფინალში ორმა ევროპულმა გუნდმა ითამაშა. ქალთა შორის ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატს იაპონია მასპინძლობდა.

ლომისის მამათა მონასტერი

21 ოქტომბერი 2018, 18:22

ძალოვნები

ლომისის მონასტერთან დაკავებული ორივე ადამიანი გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა მორჩილი 2000 წელს დაბადებული გურამ ლობჯანიძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის წყაროზე წყლის ამოსატანად იყო ჩასული. მამა პავლე ( იოსებ ტეტელოშვილი) მის დასახმარებლად ჩავიდა, თუმცა მისი თხოვნის მიუხედავად გაეთავისუფლებინათ მორჩილი, ორივე გადაიყვანეს რუსულ სამხედრო ბაზაზე.