imedi /  22 სექტემბერი 2018, 00:16 / სანდო წყარო

როგორ უნდა იცავდნენ ბაღებსა და სკოლებში ჰიგიენას. სტანდარტი

ბაგა ბაღი

სკოლისა და საბვშვო ბაღის გარემოს სიჯანსაღეს გადამწყვეტი როლი ენიჭება ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის ეფექტიანობისათვის. ამ მიზნით სკოლის/ბაღის ადმინისტრაციამ უნდა დაიცვას სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, რაც თავის მხრივ სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისაგან პრევენციის ხელშემწყობია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს რამდენიმე რეკომენდაციას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი, ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო პერიოდში სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყოველდღიურად უნდა ლაგდებოდეს სველი წესით სოდის, საპნის ან სინთეზური სარეცხი საშუალებების გამოყენებით.

ჯგუფური ოთახების, საკლასო ოთახების და სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახები უნდა ლაგდებოდეს მეცადინეობების დამთავრების შემდეგ, გაღებული ფანჯრების და ფრამუგების მდგომარეობაში. თუ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ორცვლად, ოთახები უნდა დალაგდეს 2-ჯერ, მოირეცხოს იატაკი, გაიწმინდოს მტვრიანი ზედაპირები (მაგიდები, სკამები, ფანჯრის რაფები, გამათბობლები დასხვა).

თვეში ერთხელ შენობა გენერალურად უნდა დასუფთავდეს არა მარტო სარეცხი საშუალებებით, არამედ სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით. ამისათვის გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.

ფანჯრები უნდა გაიწმინდოს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ მაინც. სანიტარიული კვანძი, კვების ბლოკი (ბუფეტი) და სამედიცინო კაბინეტი ყოველ დღე უნდა დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით.

სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობა უნდა დასუფთავდეს ყოველ დღე, ეპიდსიტუაციის მიუხედავად. უნიტაზის დასაჯდომის, ჩასარეცხი ავზისა და კარის სახელურები უნდა გაირიცხოს ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებით. ნიჟარები, უნიტაზები უნდა გაირეცხოს ჯაგრისით სარეცხი-სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით მათ ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად.

სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოიყენებულ უნდა იქნეს ამ მიზნებისათვის განკუთვნილი, სათანადოდ მარკირებული ინვენტარი, რომელიც ინახება განცალკევებით და ექვემდებარება დამუშავებას ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდგომ.

სკოლის/ბაღის სათავსების დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმია და სადეზინფექციო საშუალებები, უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი გარეშე პირთათვის.

კვების ბლოკი (ბუფეტის) უნდა დასუფთავდეს ბავშვების ყველა გასვლის შემდეგ (საუზმე, სადილი, სამხარი). საკვების მიღების დასრულების შემდეგ მაგიდები უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებებით (საპონი, სოდა დასხვა).

კვების ბლოკის ჭურჭელი რეცხვის წინ უნდა გათავისუფლდეს საკვების ნარჩენებისაგან, შემდგომ კი გაირეცხოს ჯაგრისით ცხელ წყალში (>500C) და სარეცხ საშუალებებში (აბაზანის ერთი განყოფილება). ამის შემდეგ ჭურჭელი უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში. ბოლოს კი გაივლოს გამდინარე ცხელი წყლით (650C) და გაშრეს სპეციალურ საშრობ კარადაში ან თაროებზე.

ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში ჭურჭლის დასუფთავების ეტაპების რიგი იცვლება: საჭმლის ნარჩენებისაგან გათავისუფლებული ჭურჭელი უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში, გამოიხარშოს 2%-იანი სოდის ხსნარში – 15 წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ჭურჭელი გაირეცხოს გამდინარე ცხელი წყლით და გაშრეს.

ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში ყოველდღიურ დეზინფექციას ექვემდებარება ყველა ოთახი, სადაც გამოვლინდა დაავადების შემთხვევა. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების ხანგრძლივობა კერაში დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების მითითებების შესაბამისად, დაავადების კერის ლიკვიდაციამდე.

ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში კერაში დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (ხშირად შეხებადი ზედაპირები, კარები, კარისა და ფანჯრის სახელურები, მაგიდის ზედაპირები). ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ხშირად უნდა განიავდეს საბავშვო ოთახები/კლასები (ყველა შესვენებაზე), გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით. ნაწლავური ინფექციების გავრცელების პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭურჭლის, სასადილო მაგიდების ზედაპირების, სანიტარიულ-ტექნიკური აღჭურვილობის დეზინფექციის მართებულად ჩატარებას.

სკოლის/ბაღის ტერიტორია ყოველდღიურად უნდა დასუფთავდეს, ხოლო ნაგავი მოგროვდეს და ჩაიყაროს ეზოში არსებულ თავსახურიან ნაგავშემკრებ კონტეინერებში, რომელიც შენობიდან არანაკლებ 25-30 მეტრის მოშორებითაა განთავსებული.

ყოველდღიურად უნდა ხორციელდებოდეს მყარი ნარჩენების შეგროვდება ოთახებში, სამზარეულოში, ადმინისტრაციულ და სხვა სათავსებში და უსაფრთხო გატანა შენობიდან.

ნაგვის კონტეინერების დაცლა მათი 3/4-ით გავსებისთანავე უნდა ხდებოდეს, რათა არ გადაივსოს.

ნაგვის ლპობისა და ხრწნის თავიდან აცილების მიზნით, ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს კონტეინერების გატანა სკოლის/ბაღის ტერიტორიიდან, განსაკუთრებით, წლის თბილ პერიოდში. ყოველთვიურად, კონტეინერები უნდა გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია (10%-იანი ქლორიანი კირის ხსნარით 60წთ-ის განმავლობაში, ან სხვა ნებისმიერი შესაბამისი დეზინფექტანტით).

სკოლაში/ბაღში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ.

სკოლის/ბაღის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, უნდა ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება მწერებისა და მღრღნელების გამრავლების საწინააღმდეგო საშუალებებით (დეზინსექცია, დერატიზაცია)“, - წერია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სომხეთის ჯარი

16 დეკემბერი 2018, 18:36

მსოფლიო

სომხეთი ჯარის განვითარებისთვის $2,5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

სომხეთის ხელისუფლება უახლოეს 5 წელიწადში ჯარის განვითარებისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

შერიფ შექათის მშობლები

16 დეკემბერი 2018, 18:23

მსოფლიო

შერიფ შექათის მშობლები სტრასბურგში თავდასხმის დროს დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებენ

ტერორისტის მამა ამბობს, რომ მან არ იცოდა შვილის განზრახვების შესახებ, თორემ პოლიციას შეატყობინებდა. თავდამსხმელის დედა კი აცხადებს, რომ ის შოკირებული იყო, როცა შეიტყო მისი შვილის ქმედების შესახებ.

ალექსანდრ ვუჩიჩი

16 დეკემბერი 2018, 18:10

მსოფლიო

ბელგრადში 10000-მდე დემონსტრანტმა ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკა გააპროტესტა

გამოცემის ცნობით, აქციაში, რომელზეც ისმოდა ლოზუნგი "ქურდი ვუჩიჩი", "შეაჩერე სისხლიანი მაისურები!", ბელგრადის მერიც კი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან და სახელმწიფო ტელევიზია RTS-თან მარშითა და ლოზუგნების ყვირილით ჩაიარეს.

ლაშა ჟვანია

16 დეკემბერი 2018, 18:07

საქართველო

ლაშა ჟვანია: ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა

ჟვანია სავარაუდოდ ხვალ მიმართავს პატრიარქს, რათა მან საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად შეუდგეს მუშაობას. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო.

დიმიტრი გაბუნია

16 დეკემბერი 2018, 18:02

საქართველო

დიმიტრი გაბუნია: სალომე ზურაბიშვილი გუნდს მომავალ კვირაში წარადგენს

დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან თელავში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკუთარ გუნდს მომავალ კვირაში წარადგენს.

ფეთჰულა გიულენი

16 დეკემბერი 2018, 17:55

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს, რომ ტრამპი გიულენის ექსტრადიციის საკითზე მუშაობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურ ანკარას ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციას დაჰპირდა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ზაფხულში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკაშვილი

16 დეკემბერი 2018, 17:25

საქართველო

სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვის მოწოდებით გამოდის

მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პირდაპირი ეთერის დროს თელავში მიმდინარე ინაუგურაცია შეაფასა, ამასთან ილაპარაკა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აქციის შესახებ და თქვა, რომ დღევანდელმა დღემ მას 2003 წელი გაახსნეა.

აქციის მონაწილეები

16 დეკემბერი 2018, 17:23

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა გომბორზე აქცია-პერფორმანსს გეგმავს

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონა გომბორის უღელტეხილისკენ გეგმავს გამგზავრებას, სადაც სავარაუდოდ, გაიმართება აქცია-პერფორმანსი და გაერთიანების ლიდერების მხრიდან გაკეთდება საგანგებო განცხადება.

დავით დარჩიაშვილი

16 დეკემბერი 2018, 17:18

საქართველო

დარჩიაშვილი: აქციები პერმანენტულ სახეს გაზაფხულიდან მიიღებს

სამართალდამცველებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერების მოგერიება გურჯაანში უწევთ, მათ თელავშიც დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მოინდომეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა. გზის გადაკეტვის სურვილი კი მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა ინაუგურაციიდან წამოსული სტუმრების ავტომობილები დაინახეს.

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 17:09

საქართველო

გახარია ომბუდსმენს ახსენებს, რომ ზოგჯერ პოლიციელის და ჟურნალისტის უფლებებსაც სჭირდება დაცვა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის გამოხმაურების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

16 დეკემბერი 2018, 17:06

საქართველო

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა

„ზურაბიშვილი ვერ გახდება ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მან ხმები ქართველ ხალხს მოპარა. ის ვერ გახდება ჩვენი და იმ ქართველი ჯარისკაცების პრეზიდენტი, ვისაც ომის დაწყებაში ადანაშაულებს“, -განაცხადა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.

აქცია თელავში

16 დეკემბერი 2018, 16:55

საქართველო

თელავში აქციაზე ვითარება გამწვავდა

ნაციონალური მოძრაობა აქციას თელავშიც მართავს. მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას აპროტესტებენ. გარდა იმისა, რომ სამართალდამცველებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერების მოგერიება გურჯაანში უწევთ, მათ თელავშიც დაუპირისპირდნენ.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2018, 16:53

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა. ვიდეო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სარკოზი საქართველოში მეხუთე პრეზიენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

16 დეკემბერი 2018, 16:47

მსოფლიო

2018 წელს მექსიკიდან აშშ-ში გადასვლის მცდელობისას 260 მიგრანტი დაიღუპა

დაღუპული 260 მიგრანტიდან 117 მექსიკელია, ხოლო დანარჩენი 116 მიგრანტის წარმომავლობა უცნობია. მიგრანტების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სიცხე და გაუწყლოვნებაა. მათგან 50 მიგრანტი მექსიკასა და აშშ-ს საზღვართან მდებარე მდინარის გადაცურვისას დაიხრჩო.

თეიმურაზ გორჯესტანი

16 დეკემბერი 2018, 16:46

საქართველო

თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა

თეიმურაზ გორჯესტანმა წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება გაიმეორა და თქვა: "როგორც სპორტის სასახლეში გამოსვლისას ვთქვი, დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე", - თქვა გორჯესტანმა.

ტყვიის შემცველობა

16 დეკემბერი 2018, 16:29

საქართველო

სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

როგორც საქსტატის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ნათელა გოგოლაძე ამბობს, მშობლები ამბობენ, რომ თუ მათ შვილებს დასჭირდებათ, თავად ჩაუტარებენ ამ გამოკვლევებს.

16 დეკემბერი 2018, 16:18

მსოფლიო

ქალაქ აფრინში ბაზრობაზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

ალეპოს პროვინციაში, ქალაქ აფრინის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქება ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულების შესახებ ცნობა ამ დრომდე არ გავრცელებულა.

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 16:18

საქართველო

გიორგი გახარია პოლიციელებს მადლობასა და ბოდიშს ერთდროულად უხდის

"მე ვპირდები მათ, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციას სამართლებრივი შეფასება მოჰყვება. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს,"- თქვა გახარიამ.

კონსტიტუცია

16 დეკემბერი 2018, 16:16

საქართველო

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერი 2018, 16:14

საქართველო

კობახიძე: როცა სააკაშვილი წაგებულ ომს ზეიმობდა, სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი შეაფასა.