imedi /  22 სექტემბერი 2018, 16:57 / სანდო წყარო

მეუფე იაკობი: გარკვეული ძალები ცდილობენ ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ

მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ბოლო დროს ეკელსიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელევიზიებისთვის მიცემულ მის ინტერვიუზე განმარტებას აკეთებს. მისი განცხადებით, ანონსები, რომელის ტელევიზიით უკვე გავრცელდა, სრულიად აცდენილია რეალობას. ეპისკოპოსი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩვენი ერის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობა.
ახლაც არსებობენ ძალები , რომლებიც ცდილობენ, ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეკლესიის კარი ღიაა ეკლესიის შვილებისთვის. ეკლესია და სამღვდელოება, ყოველთვის ეცდება თავისი სამწყსო დაიცვას შეცდომებისგან.

მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ტელეარხს. ორი მათგანი, რომელიც ჩაწერა „რუსთავი2“-მა და „ტვ პირველმა“, როგორც ანონსებიდან ვიხილე, დღეს გავა ეთერში. ინტერვიუს სულისკვეთება სრულად არის აცდენილი დაანონსებული გადაცემისაგან.

თემების მგძნობიარობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი სათქმელი შეულამაზებლად და დაუმახინჯებლად უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან. ამის გამო გთავაზობთ ინტერვიუების სრულ ვერსიებს, როგორც „რუსთავი 2“-თან, ასევე “ტვ პირველთან“.

დარწმუნებული ვარ, ეკლესია და სახელმწიფო ეხლაც ღირსეულად, ერთმანეთის მოსმენით და ქრისტეს შეგონებით, აირჩევენ სწორ გზას“, - ნათქვამია განცხადებაში.
 

 


19 სექტემბერს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან,  საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ  პოლიტიკურ პირს.

მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ბოლო დღეების განმავლობაში მეუფეებმა პეტრემ და იაკობმა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით არაკორექტული განცხადებები გააკეთეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ კანაფის პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული არაა, საჭიროა საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ის გაუძღვება, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა არ მოიწონა და პრეზიდენტობის კანდიდატს „კანაფის დედოფალი“ უწოდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

17 დეკემბერი 2018, 12:19

საქართველო

2019 წელს საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტია დაგეგმილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 2019 წელს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვა. მინისტრის შეფასებით, 2018 წელი ნატოსთან ინტერგრაციის კუთხით, წარმატებული წელი იყო.

Ski TV-ის ოფისი

17 დეკემბერი 2018, 12:11

მსოფლიო

ათენში ტელეკომპანია Ski TV-ის ოფისთან აფეთქება მოხდა

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტებმა 5 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს.

დავით ზალკალიანი

17 დეკემბერი 2018, 11:57

საქართველო

ზალკალიანი: აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ველისციხეში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მეტროსადგური

17 დეკემბერი 2018, 11:57

საქართველო

სადგურის მოედნის ერთ-ერთი ჩასასვლელი 2019 წლის 15 მარტამდე დაიკეტა

მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

ქედის კულტურის ცენტრი

17 დეკემბერი 2018, 11:50

ეკონომიკა

ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციაში მილიონ ნახევარზე მეტ ლარზე მეტი დაიხარჯება

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წელს ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო. პროექტის მთლიანი ღირებულება კი მილიონ ნახევარზე მეტ ლარს შეადგენს.

17 დეკემბერი 2018, 11:48

ეკონომიკა

გასულ წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება უმნიშვნელოდ შემცირდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა 0,4 პროცენტით და შეადგინა 11531,2 მილიონი კილოვატსაათი.

მთავარი პროკურატურა

17 დეკემბერი 2018, 11:46

საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, რომლის შესახებაც სიუჟეტი ერთ-ერთ ტელევიზიაში გავიდა.

საფულე

17 დეკემბერი 2018, 11:43

ეკონომიკა

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 56.4 ლარით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალურმა ხელფასმა საშუალოდ 5.3%-ით მოიმატა და მაჩვენებელმა 1125.5 ლარი შეადგინა.

ავარია

17 დეკემბერი 2018, 11:39

ძალოვნები

ადგილები, სადაც 2018 წელს ყველაზე მეტი ავტოავარია მოხდა თბილისში

მიმდინარე წლის ნოემბრამდე თბილისში ყველაზე მეტი ავარია კახეთის გზატკეცილზე მოხდა, შედეგად კი 6 ადამიანი დაიღუპა. ავტოავარიების სიხშირით მეორე ადგილზე აღმაშენებლის ხეივანია, მესამე ადგილზე კი მტკვრის მარცხენა სანაპირო.

მკვლელობა

17 დეკემბერი 2018, 11:33

ძალოვნები

მარნეულში დააკავეს კაცი, რომელმაც მოკლული მამიდის ცხედარი სარდაფში გადამალა

შსს-მ მარნეულში მამიდის მკვლელობისთვის 1986 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 დეკემბერი 2018, 11:32

ეკონომიკა

ქართველ ფერმერებს ბელარუსები კონსულტაციებს გაუწევენ

შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

დავით კირკიტაძე

17 დეკემბერი 2018, 11:22

ძალოვნები

შსს დავით კირკიტაძეს პოლიციელის მიმართ ძალადობის ფაქტს ედავება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. უკავშირებოდა თუ არა მათი მობილიზება გუშინდელ აქციას გუნდში ამას ვერ ამბობენ, თუმცა ადგილზე რჩებიან.

17 დეკემბერი 2018, 11:07

მსოფლიო

საფრანგეთში 300-მდე მიგრანტმა Comédie-Française-ის თეატრში შეჭრა სცადა

მიგრანტებმა, უმეტეს წილად აფრიკელებმა, ორჯერ სცადეს თეატრში შეჭრა, სადაც ამ დროს მიმდინარეობდა სპექტაკლი „ლუკრეცია ბორჯია“, თუმცა ისინი დაცვის სამსახურის წევრება გააჩერეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კონგრესი

17 დეკემბერი 2018, 11:04

საქართველო

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

რაგბი

17 დეკემბერი 2018, 10:47

სპორტი

12 იანვარს „ლოკომოტივი“ თბილისში „ფიამე ოროს“ დაუპირისპირდება

საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირი სწორედ „კალვიზანოსთან“ თბილისში გამართული შეხვედრით დაიწყო - ოქტომბერში, ავჭალის სტადიონზე სტუმრებმა მოიგეს - 17:6. 15 დეკემბერს კი „ლოკომოტივმა“ იტალიაში აიღო რევანში - 20:13 და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. „კალვიზანო“ ათი ქულით ლიდერობს.

17 დეკემბერი 2018, 10:47

მსოფლიო

სინგაპურელ გეი წყვილს სუროგაციით გაჩენილი ბავშვის შვილად აყვანის უფლება მიეცა

სინგაპურში ჰომოსექსუალმა სასამართლო პროცესი მოიგო, რომელიც მას საშუალება მისცემს იშვილოს ბავშვი, რომელიც კაცმა სუროგაციის დახმარებით გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ციპი ჰოტოველი

17 დეკემბერი 2018, 10:22

საქართველო

ისრაელი: ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო

ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ჰოტოველიმ განაცხადა. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ თქვა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლიცია

17 დეკემბერი 2018, 10:20

ძალოვნები

ფოთში თონეში აფეთქება მოხდა

„კაცს სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია ჰოსპიტალში“, - განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფოს მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

17 დეკემბერი 2018, 10:17

კულტურა

ეგვიპტეში უმაღლესი ქურუმის 4 400 წლის სამარხი იპოვეს. ფოტოკოლაჟი

15 დეკემბერს ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გიზაში, პირამიდების კომპლექსში,„განსაკუთრებულად კარგად შენახული“ სამარხი იპოვეს, რომ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში მოღვაწე უმაღლეს ქურუმს ეკუთვნოდა.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 09:54

ეკონომიკა

საბერძნეთში საპენსიო რეფორმით მიყენებული ზარალი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა

პენსიონერების განმარტებით, მათი შემოსავალი საკმაოდ მცირეა და არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში არაა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საბერძნეთში უმუშევრობის დონე საგრძნობლად გაიზარდა, ბოლო 9 წლის განმავლობაში კი ოჯახების შემოსავალი 40 პროცენტით შემცირდა.