imedi /  24 სექტემბერი 2018, 09:41 / სანდო წყარო

შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევაზე ჯარიმები წესდება

ძაღლები

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ცვლილებები შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია. შესაბამისად, შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევაზე ჯარიმები წესდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს,

ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ.

კანონპროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის წესების დარღვევა და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საზოგადოებრივ ადგილებში შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მოკლე საბელის ან საბელისა და ალიკაპის გარეშე ძაღლების გასეირნება კი გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ცვლილებების თანახმად, შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს სახით გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით ისევე, როგორც შინაური ბინადარი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა.

ამასთან, ინიციატივის მიხედვით, შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების დაჭერისთვის დადგენილი წესების დარღვევა კი 150 ლარის ოდენობით.

გათვალისწინებულია ჯარიმები სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებაზეც. ამ ქმედებისთვის პირის 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ცვლილებებით ჯარიმაა განსაზღვრული თავშესაფრის მოწყობის სტანდარტების დარღვევაზეც და ეს კანონდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ინიციატივის გათვალისწინებით, გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ისევე, როგორც გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ამ ქმედებათა განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს დარღვევისთვის გათვალისწინებული სახდელის გაორმაგებული ოდენობით დაკისრებას.

13 სექტემბერს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცხოველების წამებისთვის სასჯელის გამკაცრებაზე ცვლილებათა პაკეტი მომზადდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გერმანიის პოლიცია

17 დეკემბერი 2018, 17:50

მსოფლიო

გერმანულ პოლიციაში ნეონაცისტები გამოააშკარავეს

ჯგუფში 4 კაცი და 2 ქალი იყო გაერთიანებული. გამოძიების თანახმად, ისინი ერთმანეთს გერმანიაში აკრძალულ ნაცისტურ სიმბოლოებს უგზავნიდნენ და უცხოელებისა და შშმ პირების მიმართ სიძულვილს გამოხატავდნენ.

პარლამენტი

17 დეკემბერი 2018, 17:48

საქართველო

ბიუროს სხდომაზე კახეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატებმა იკამათეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაურის ფონზე განიხილეს ინაუგურაციის დღეს, კახეთში ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული საპროტესტო აქცია და თანმდევი მოვლენები. მომხდარში უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებდა.

გიგა ოთხოზორია

17 დეკემბერი 2018, 17:37

საქართველო

სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ოთხოზორიას ოჯახის სარჩელის განხილვაში საქართველოც შეიძლება ჩაერთოს

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოში გიგა ოთხოზორიას ოჯახის ინდივიდუალური სარჩელის განხილვაში შესაძლოა სახელმწიფოც ჩაერთოს.

დავით კირკიტაძე

17 დეკემბერი 2018, 17:19

ძალოვნები

დავით კირკიტაძე დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე კახეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. დღეს დილით, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მისულები, კირკიტაძემ მაშინ თქვა, რომ ის თავად აპირებდა პოლიციაში მისვლას.

17 დეკემბერი 2018, 17:16

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლებს ფსიქოთერაპევტის დახმარება ურჩიეს

მსახიობ გვენდოლინ კრისტის, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ ბრიენა ტარტის როლს ასრულებს, მიაჩნია, რომ სერიალის ფინალის შემდეგ ფანებს ფსიქოთერაპიის სეანსი დასჭირდაბათ. ამის შესახებ პორტალი E! News-ი წერს.

კახა კალაძე

17 დეკემბერი 2018, 17:11

ეკონომიკა

თბილისის მერი დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს საკრებულოს თავად წარუდგენს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს ის თბილისის საკრებულოს თავად წარუდგენს. ამის შესახებ მან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ანა დოლიძე

17 დეკემბერი 2018, 17:07

საქართველო

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კამათი ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

17 დეკემბერი 2018, 17:05

ტაბლოიდი

მედია: ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლიმ შობის ერთად აღნიშვნაზე უარი თქვეს

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლიმ ნორფოლკის საგრაფოში მდებარე სახლში შობის ტრადიციული არდადეგების გატარებაზე უარი თქვეს.

YouTube

17 დეკემბერი 2018, 17:04

ტექნოლოგიები

YouTube-მა მუსიკალურ აპლიკაციაზე პოპულარული ჩარტები აამოქმედა

YouTube Music-ის 29-ვე ბაზარზე ხუთი მუსიკალური ჩარტია ხელმისაწვდომი. აქედამ სამი თითოეული ქვეყნისთვის სპეციფიკური ორი კი საერთაშორისო მნიშვნელობის არის. მუსიკალური ჩარტები ყოველკვირეულად ახლდება. ცვლილება ბოლოს პლატფორმაზე მაისში განხორციელდა,

კატერინა შვარცნეგერი

17 დეკემბერი 2018, 16:59

ტაბლოიდი

მსახიობ კრის პრეტს არნოლდ შვარცნეგერის შვილთან რომანი აქვს

წყვილის რომანის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. მოგვიანებით კი დადასტურდა, რადგან პრეტმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა და კატერინას 29 წლის იუბილე მიულოცა."შენი ღიმილი ოთახს ანათებს. მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი გამომიგზავნა”, - დაწერა კრისმა.

პარლამენტი

17 დეკემბერი 2018, 16:57

საქართველო

პარლამენტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს აღარ განიხილავს

პარლამენტიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი გაიწვიეს. უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა, რომელიც ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, პარლამენტის ბიუროს პროექტის უკან გამოთხოვით მიმართა.

მკვლელობა

17 დეკემბერი 2018, 16:52

ძალოვნები

თემქაზე მოკლული გოგოს საქმეში მსჯავრდებულის ადვოკატმა განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი მსჯავრდებულის გამართლებას ითხოვს.

გიორგი ქობულია

17 დეკემბერი 2018, 16:51

ეკონომიკა

ქობულია: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ინვესტიციებს სავარაუდოდ 20-30%-ით გაზრდის

„ჩვენი ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30 პროცენტით გაიზრდება. ჩვენ ასევე გავზრდით ვაჭრობის მაჩვენებელს აშშ-სთან. ამიტომ ახალი კანონპროექტის მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი“.

ბათუმი

17 დეკემბერი 2018, 16:45

ეკონომიკა

National Geographic Traveler-ი: აჭარა უფრო მეტია, ვიდრე ზღვა

„წარმოიდგინეთ ლურჯ ზღვასთან, თეთრი იალქნების ფონზე სიმწვანეში ჩაფლული სახლები, ამას დაუმატეთ ლას-ვეგასი, თანამედროვე სასტუმროებით, კაზინოებით, კაფეებითა და გადატვირთული პრომინადით... და ბოლოს, გადაინაცვლეთ უძველეს, ისტორიულ ადგილებში“.

17 დეკემბერი 2018, 16:42

კულტურა

პოლ მაკარტნიმ ლონდონში სოლო კონცერტი გამართა

კონცერტის დასასრულს მან გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუწყო: პოლ მაკარტნის სცენაზე მუსიკალური ჯგუფის კიდევ ერთი ყოფილი წევრი რინგო სტარი შეუერთდა. მომღერლებმა დუეტში სიმღერა Get Back-ი შეასრულეს.

კინო სკოლაში

17 დეკემბერი 2018, 16:41

კულტურა

პროექტის „კინო სკოლაში“ 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „კინო სკოლაში“ 2018 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ დაიხურა, რომელშიც 350 კინოსკოლელისგან შემდგარი 50 გუნდი ჩაერთო. ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაჯილდოვდნენ შემდეგ კონკურსებში გამარჯვებული კინოსკოლელები.

საარსებო მინიმუმი

17 დეკემბერი 2018, 16:39

ეკონომიკა

საქართველოში ნოემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა. ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 174.3 ლარი იყო. ეს მაშინ, როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 173.8 ლარი იყო.

ჩიქოვანის ქუჩა

17 დეკემბერი 2018, 16:36

ეკონომიკა

თბილისში ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

Goldman Sachs

17 დეკემბერი 2018, 16:36

ეკონომიკა

მალაიზიამ Goldman Sachs-ისა და თავისი ყოფილი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ საქმე აღძრა

მომხდარზე საქმე სულ მცირე ექვს ქვეყანაში აღძრეს. მათ შორის ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატებია. ლისნერი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Goldman Sachs-ის თავმჯდომარედ მუშაობდა. მან დაკავებული თანამდებობა 2016 წელს დატოვა. ენჯი კი 2014 წლის მაისამდე მუშაობდა კომპანიაში აღმასრულებელ დირექტორად.

სიგარეტები

17 დეკემბერი 2018, 16:24

ეკონომიკა

კანონპროექტი: ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდება

პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. ცვლილების მიხედვით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთი გათანაბრდება.