imedi /  24 სექტემბერი 2018, 14:59 / სანდო წყარო

პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ხუთი, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე დროებით უმუშევარია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც მათი დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და სამუშაო ადგილია მითითებული. ამის შესახებ 1tv წერს.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ კანდიდატებიდან ყველაზე ხანდაზმული თემურ შაშიაშვილია, ყველაზე ახალგაზრდა კი ზვიად ბაღდავაძე. ამასთან, პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი დროებით უმუშევარია: ზვიად ბაღდავაძე, ირაკლი გორგაძე, გრიგოლ ვაშაძე, ზვიად იაშვილი და თეიმურაზ შაშიაშვილი. ექვსი კანდიდატი კერძო სექტორშია დასაქმებული.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ბესარიონ თედიაშვილი შპს „თფ ქონსტრაქშენს“-ის დამფუძნებელი, ასევე საქართველოს გოლფისა და მინიგოლფის ფედერაციების პრეზიდენტია; „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ჩხეიძე შპს იურიდიული ფირმა „ჩხეიძე და პარტნიორების“ დირექტორია; პარტია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზას" კანდიდატი თამარ ცხორაგაული მეწარმეა, თუმცა სამუშაოს ადგილი მითითებული არ აქვს; საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ვლადიმერ ნონიკაშვილი შპს გამომცემლობა „პარაგრაფის“ დირექტორია; კერძო ბიზნესით დაკავებულია პრეზიდენტობის კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძეც – მას ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი აქვს; სასტუმრო „ბოჰო ტიფლისშია“ დასაქმებული „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ოთარ მეუნარგია.

სიაშია პარლამენტის ორი წევრი დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი. რამდენიმე კანდიდატი საგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული: პარტია „გირჩის“ კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი მიხეილ ანთაძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი, გიორგი ანდრიაძე კი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.

პარტიული თანამდებობები უკავიათ შემდეგ კანდიდატებს: შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე), მიხეილ სალუაშვილი („სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ თავმჯდომარე), ზვიად მეხატიშვილი („საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ კომიტეტის წევრი), ვახტანგ გაბუნია („ქრისტიან დემოკრატიული პარტიის“ რეგიონული მდივანი), დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობის“ ლიდერი), აკაკი ასათიანი („ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარე), გელა ხუციშვილი („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი), კახა კუკავა („თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე).

ცესკომ 46 კანდიდატიდან 25 დაარეგისტრირა. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ვინ არიან და რომელი საარჩევნო ნომრით დარეგისტრიდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები შეგიძლათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ოდრი ჰეპბერნი

15 დეკემბერი 2018, 01:03

ტაბლოიდი

ოდრი ჰეპბერნი ბოლო ასწლეულის მოდის მთავარ სტილისტად დაასახელეს

გამოკითხვაში დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, იტალიიდან, ავსტრალიიდან და იაპონიიდან 6 000 ქალი მონაწილეობდა. ჰეპბერნი მოდის სტილის განმსაზღვრელად აშშ-ის გარდა ყველა დანარჩენი ქვეყნიდან გამოკითხულმა ქალებმა აღიარეს. გამოკითხული ამერიკელი ქალები კი მიიჩნევენ, რომ ბოლო ასწლეულის მოდის ძირითადი მიმართულებები პრეზიდენტ ჯონ კენედის მეუღლემ ჟაკლინ კენედიმ განსაზღვრა.

15 დეკემბერი 2018, 00:50

ტაბლოიდი

ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის სამიტზე თანამშრომელს თმები აუჩეჩა. ვიდეო

ბრიუსელში ევროკავშირის შტაბბინაში შესვლამდე ის მოულოდნელად თავის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალს მიუახლოვდა და თმები აუჩეჩა. შემდეგ იუნკერი სხვა კოლეგისკენ გაემართა, რომელიც მეგობრულად გადაკოცნა.

15 დეკემბერი 2018, 00:39

მსოფლიო

შვედეთი პრემიერმინისტრის გარეშე დარჩა

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის დანიშვნა უკვე მესამედ ვერ შეძლო. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს შეუძლია დეპუტატებს პრემიერობის კანდიდატი მხოლოდ 4-ჯერ შესთავაზოს.

15 დეკემბერი 2018, 00:19

ტაბლოიდი

მიშელ ობამამ ბავშვთა საავადმყოფოში იცეკვა. ვიდეო

აშშ-ის ყოფილმა ლედიმ მიშელ ობამამ კოლორადოს შტატის ქალაქ დალასში ბავშვთა სახლში იცეკვა. ბარაკ ობამას ცოლმა ბავშვებს ზღაპარი „ღამე შობამდე“ წაუკითხა, მათ კითხვებს უპასუხა, შემდეგ კი სანტა საცეკვაოდ მიიწვია.

იოსებ სტალინი

15 დეკემბერი 2018, 00:06

ტაბლოიდი

აუქციონზე სტალინის სატელეფონო ცნობარი გაიყიდა

ცნობარში სამთავრობო ხაზის ყველა იმ პერიოდის აბონენტია შეყვანილი. სამთავრობო ტელეფონების ცნობარი 1950 წელსაა გამოცემული და მასში სსრკ-ის იმ დროინდელი ყველა მაღალჩინოსნის ტელეფონის ნომერია თავმოყრილი. მათ შორისაა სტალინის კაბინეტების, აგარაკების სატალეფონო ნომრები, ასევე ლავრენტი ბერიასა და სხვა ხელმძღვანელი პირების სატელეფონო ნომრები.

14 დეკემბერი 2018, 23:47

ტაბლოიდი

ლაპლანდიაში საშობაო სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ვიდეო

ყოველწლიურად სანტას ოფისი 500 000-მდე წერილს იღებს. მის სანახავად იქ პირადად ასობით ადამიანი ჩადის. ამის გამო სანტა კლაუსის ადგილსამყოფელი ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

შსს

14 დეკემბერი 2018, 23:37

ძალოვნები

შსს-ში დეტექტივის თანაშემწის 50 ვაკანსიაზე 829 განაცხადი შევიდა

„კანდიდატებისთვის აკადემიაში სწავლის პერიოდი ანაზღაურებადი იქნება და მოსამსახურეები ამ პერიოდის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ნახევარს მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივის მიზანია უწყებაში მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

Fake News

14 დეკემბერი 2018, 23:05

მსოფლიო

ევროკავშირმა დეზინფორმაცია სტრატეგიულ გამოწვევად დაასახელა

5 დეკემბერს ევროკომისიამ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გეგმა წარადგინა. მისი მთავარი მიზანია 2019 წელს ევროპარლამენტსა და 2020 წელს ევროკავშირის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებში შესაძლო ჩარევა არ დაუშვას.

ტოშინოშინი

14 დეკემბერი 2018, 22:53

სპორტი

იაპონიის ყველაზე წარმატებული სუმოისტის გამოსავლენ კონკურსში ტოჩინოშინიც მონაწილეობს

დასახელებულ სპორტსმენებს შორისაა ტოჩინოშინიც (ლევან გორგაძე). გასული წლის ბოლოს ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება მოახერხა.

14 დეკემბერი 2018, 22:23

საქართველო

ინაუგურაციას სამშვიდობო მისიებში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მონაწილე გმირებიც დაესწრებიან

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პრეზიდენტის ინაუგურაცია არა დედაქალაქში ან პარლამენტში, არამედ რეგიონში ტარდება. დარწმუნებული ვარ, თელაველებს, მათი პოლიტიკური სიმპათიისა და ანტიპათიის მიუხედავად, უხარიათ, რომ თელავს ეს პატივი ერგო წილად და ქალაქი ემზადება ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის“, - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

14 დეკემბერი 2018, 22:21

კულტურა

IMDb-მა წლის ყველაზე პოპულარული სერიალები დაასახელა

სიის ლიდერი „მოსიარულე მკვდრები“ (Walking Dead) გახდა. მეორე ადგილზე „შავი სარკე“ (Black Mirror) გავიდა, მესამე ადგილს კი Westworld-ი იკავებს.

14 დეკემბერი 2018, 22:10

ეკონომიკა

საქართველოში შესაძლოა მიწის სააგენტო შეიქმნას

„გვაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც მიწის მართვის მიმართულებით ბევრ პრობლემას დაარეგულირებს და მოაგვარებს. დღეს, რეალურად ქართული მიწის ფონდის ანალიზი არ არსებობს და მსგავსი ორგანო აუცილებელია, რადგან მოხდეს მიწის ინვენტარიზაცია“, - თქვა დანელიამ.

ადა მარშანია

14 დეკემბერი 2018, 21:43

საქართველო

ადა მარშანია: კობახიძეს ჩვენი ხელით უნდოდა „ნაციონალების“ ცემა

„როდესაც თავხედი, ხულიგანი და არამართალი ადამიანი ზის, ნოტაციებს გვიკითხავდა და გვიყვიროდა, რომ მონები და სატელიტები ვართ ივანიშვილის, ვინ მოითმენდა ამას?! კიდევ კარგად მოითმინა ირმამ.2020 წლამდე ყველაფერს გავაკეთებთ, საზოგადოებასთან ერთად, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შანსები“, - თქვა მარშანიამ.

სტრასბურგი სროლა

14 დეკემბერი 2018, 21:43

მსოფლიო

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგშში საშობაო ბაზრობაზე სროლისას დაჭრილი მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ პარიზის პროკურატურაში განაცხადეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 21:31

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ უკრაინის 6 მოქალაქე და ლუკა ჩხეტია პატიმრობაში დატოვა

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

14 დეკემბერი 2018, 21:12

ძალოვნები

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე 2 მოწმე გამოიკითხა

ბრალდების მხარის თქმით, დგინდება, რომ „იმედში“ შეჭრის სპეცოპერაციას ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა. საქმეზე მორიგი სხდომა, 21 დეკემბერს მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება.

14 დეკემბერი 2018, 21:09

საქართველო

თამბაქოს მოწევის მონიტორინგი 8 000-მდე დაწესებულებაში განხორციელდა

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ძირითადად დარღვევები სამედიცინო, სასწავლო და საჯარო დაწესებულებებში ხდება. მონიტორინგი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ განხორციელდა.

14 დეკემბერი 2018, 21:02

ძალოვნები

თარჯიმნები თბილისის ბიზნესის სახლს თაღლითობაში ადანაშაულებენ

თბილისის ბიზნესის სახლის თარჯიმნები კომპანიის ხელმძღვანელობას თაღლითობაში ადანაშაულებენ. დასაქმებულები ამბობენ, რომ უკვე თვეებია, ანაზღაურება არ მიუღიათ და მენეჯმენტი მათ ამ თანხის ორ წელზე გადანაწილებას სთავაზობს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 დეკემბერი 2018, 20:57

მსოფლიო

ლუკაშენკო: ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში არასდროს შევა

„მე ყოველთვის ვგრძნობ ამ საფრთხეს ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან, მაგრამ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა მთავარი საკითხია. თუ ჩვენი ოლქებად დაშლა სურთ, როგორც ამას ჟირონოვსკი ამბობს, ეს არასდროს მოხდება“-განაცხადა ლუკაშენკომ.

14 დეკემბერი 2018, 20:53

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში სასამართლომ ექიმებს პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ ფეხის ამპუტაციის უფლება მისცა

პაციენტი ამპუტაციის წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ ფეხის შენარჩუნებას არატრადიციული მეთოდებით აპირებდა. სასამართლომ პაციენტის ნების საწინააღმდეგ ამპუტაციის ნებართვა გასცა. დიდ ბრიტანეთში ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციისთვის პაციენტის თანხმობაა საჭირო, თუკი მას უკვე შეუსრულდა 16 წელი. გამონაკლისია თუკი პაციენტი გონებაზე არ არის, ან ის ფსიქიკურადაა ავად.