Imedi /  25 სექტემბერი 2018, 10:08 / სანდო წყარო

ფშავ-ხევსურეთში 27 ბავშვი სასკოლო განათლების გარეშეა დარჩენილი

პანსიონი

პანსიონი

ფშავ-ხევსურეთის 10-ზე მეტ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს სასკოლო განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ. შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბარისახოს სკოლა-პანსიონში მოსწავლეები რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფლებიდან დადიოდნენ. მაგალითად მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი წიკლაური ერთადერთი ბავშვია არხოტიდან, რომლის ოჯახიც მუდმივად სოფელ ამღაში ცხოვრობს. არხოტში ზამთრობით სულ 4-5 ოჯახი რჩება ხოლმე საცხოვრებლად. ბარისახოდან ამღამდე 30 კილომეტრზე მეტია.

"17 სექტემბერს, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო, გიორგი არხოტიდან ბარისახოში ჩამოსულა, მაგრამ როცა უთხრეს, რომ პანსიონი დაკეტილი იყო, უკან, ამღაში დაბრუნდა", - წერს გამოცემა.

თეონა და ნოდარ წიკლაურები კაწალხევიდან არიან და მათ ბარისახომდე, სკოლაში მოსახვედრად 20 კილომეტრზე მეტის გავლა სჭირდებოდათ. სკოლის გარეშეა დარჩენილი ლიქოკის ხეობაში მცხოვრები 5 ბავშვიც. ჭალისოფლიდან ბარისახომდე 8 კილომეტრია.

კიდევ ერთი ისტორია, რომლის შესახებაც "მთის ამბები" წერს, მე-9 კლასელი ნიკოლოზ არაბულია, რომლის ოჯახით თბილისიდან მთაში დაბრუნდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ  ბავშვი პანსიონში იცხოვრებდა, შაბათ-კვირას კი მშობლებთან, ხადუში დაბრუნდებოდა. 

სამივე პანსიონი დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. მათ მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრი“ მართავს. 2018 წელს ცენტრი დუშეთის მერიის ბიუჯეტიდან 121 ათასი ლარით ფინანსდება. აქედან, პანსიონებში რეგისტრირებული 27 ბავშვის კვებისთვის 19 ათასი ლარია გათვალისინებული, ერთ ბავშვზე ყოველდღიურად 3.25 ლარი.

ცენტრის დირექტორის ნინო ვერძეულის თქმით, პანსიონებში მუშაობის განახლება შესაძლებელია, მაგრამ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ. როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 22 აგვისტოს N 508 დადგენილებით, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები შეცვალა, რომლებსაც ეს პანსიონები ვეღარ აკმაყოფილებენ.

განათლების სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსის ეკა დგებუაძის თქმით, სავალდებულო ლიცენზიის მისაღებად, პანსიონებში პირობების გაუმჯობესებაზე სასწავლო წლის დაწყებამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა ეზრუნა, რადგან ეს მისი პასუხისმგებლობა იყო.

"ველოდებით მუნიციპალიტეტიდან გარანტიებს, რომ დაფინანსებას გამოყოფს და პირობებს გააუმჯობესებს. ინსტიტუციაში ბავშვის ყოფნა ისედაც არ არის მიზანშეწონილი და ასეთ პირობებში მითუმეტეს", - თქვა ეკა დგებუაძემ.

ყველა სიახლე

ყავის დალევა

22 აპრილი 2019, 13:49

ტექნოლოგიები

დასახელდა რამდენი ჭიქა ყავაა სასარგებლო

საშუალოდ ერთი ჭიქა ყავა 95-165 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, ამასთან სპეციალისტების თქმით, შედეგის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ერთ კილოგრამზე 3-6 მილიგრამი კოფეინის მიღება, მაგალითად თუ ადამიანი არის 60 კგ, მას შეუძლია მიიღოს 180-დან 240 მილიგრამმდე.

22 აპრილი 2019, 13:40

საქართველო

ზურაბიშვილი ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

პრეზიდენტი უკრაინასთან ურთიერთობების გარღმავებას ელის. „ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას, უკრაინელ ხალხს კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვულოცავ. ველი ახალ პრეზიდენტთან მუშაობას და ორმხივი ურთიერთობების გაღრმავებას“, - დაწერა Twitter-ზე პრეზიდენტმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი

22 აპრილი 2019, 13:39

მსოფლიო

აშშ თავის მოქალაქეებს შრი-ლანკაზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

"ტერორისტული ჯგუფები განაგრძობენ თავდასხმების მომზადებას.სამიზნე შეიძლება გახდეს ტურისტული ადგილები, სატრანსპორტო კვანძები, მაღაზიები, ადგილობრივი ხელისუფლების შენობები, სასტუმროები, კლუბები, რესტორნები, სამლოცველოები და პარკები“, - წერია განცხადებაში.

ჯონ ლენონი

22 აპრილი 2019, 13:33

ტაბლოიდი

ჯონ ლენონის ფორტეპიანო აუქციონზე გაიყიდა

ლოტი 575 ათას დოლარად გაიყიდა. მუსიკალური ინტრუმენტი კომპანია Gotta Have Rock and Roll -მა გაყიდა. კომპანიის მტკიცებით, ფორტეპიანო ჯონ ლენონმა 1966 წელს იყიდა და მისი გამოყენებით ბევრი თავისი ჰიტი დაწერა. ჯონ უინსტონ ონო ლენონი ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი იყო.

Nissan

22 აპრილი 2019, 13:27

მსოფლიო

კომპანია Nissan-ის ყოფილ დირექტორს ახალი ბრალი წაუყენეს

ტოკიოს პროკურატურის განცხადებით, გონი თაღლითურ სქემას იყენებდა და Nissan-ის ფულს ომანში რეგისტრირებულ კომპანიას ურიცხავდა, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობდა, საბანკო ანგარიშს კი თავად გონი აკონტროლებდა. 2015 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში კარლოს გონმა ჯამში 15 მილიონი დოლარი გადარიცხა აშშ-ში.

22 აპრილი 2019, 13:20

ტაბლოიდი

კონგოს პარკში გორილები კამერის წინ პოზირებენ

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გორილების ნაციონალურ პარკში რეინჯერმა ორ გორილასთან ერთად სელფი გადაიღო. ფოტოზე ჩანს, რომ ცხოველებმა ფოტოსთვის სპეციალური პოზა შეარჩიეს. ამის შესახებ BBC წერს.

22 აპრილი 2019, 13:20

მსოფლიო

შრი-ლანკაში აფეთქებისას დანიელ მილიარდერს სამი შვილი დაეღუპა

შრი-ლანკაში აფეთქებებისას დაღუპულთა შორის დანიის უმდიდრესი ადამიანის შვილებიც არიან. ტერორისტულ თავდასხმას ანდერს ჰოლჩის სამი შვილი ემსხვერპლა. მილიონერის 4 შვილი შრი-ლანკაში სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდა.

კახა კუჭავა

22 აპრილი 2019, 13:11

საქართველო

კუჭავა: გასარკვევია სრულფასოვანია თუ არა ჰესის მშენებლობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხში ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანო ჩართული არ იყო, მაგრამ მომხდარის შემდეგ კომიტეტი ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება.

სოფო კილაძე

22 აპრილი 2019, 12:55

საქართველო

სამადაშვილი სოფო კილაძეს: თქვენ დღეს ფსკერზე დახვედით

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუსის ყოველწლიური ანგარიში მოსმენაა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ სოფო კილაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პანკისის ხეობა

22 აპრილი 2019, 12:50

საქართველო

ლილუაშვილი პანკისის მოვლენებზე: პოლიციელზე აღმართული ხელი სახელმწიფოზე აღმართული ხელია

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. როგორც დეპუტატებთან სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, პანკისში დამატებითი ძალები მას შემდეგ შევიდნენ, რაც იქ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს პრობლემები შეექმნათ.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 აპრილი 2019, 12:46

საქართველო

სუსი: ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების ფაქტები შემცირდა

"მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით საქართველო არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფსს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას განსაკუთრებული აქტივობების შესახებ, სუსი განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

22 აპრილი 2019, 12:46

მსოფლიო

დღეს დედამიწის დღეა 🌍

დღეს დედამიწის დღეა. ესაა ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ის პირველად 1970 წელს აღნიშნეს, დღესდღეობით კი მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად 193-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.

ვულკანი

22 აპრილი 2019, 12:40

მსოფლიო

ბალიზე ვულკანი „აუგუნგი“ ამოიფრქვა

ხელისუფლებამ ვულკანის სიახლოვეს არსებული ტერიტორიებიდან ევაკუაცია მოახდინა და მოქალაქეები და ტურისტები გაიყვანა. ვულკანმა ამოფრქვევისას ჰაერში ფერფლი 2 კილომეტრის სიმაღლემდე გატყორცნა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ამინდი

22 აპრილი 2019, 12:19

საქართველო

როდის გამოიდარებს საქართველოში

თბილისში 22 აპრილს ცივი, წვიმიანი და ნისლიანი ამინდი იქნება. 23-24 აპრილს შესაძლოა მცირე დროით იწვიმოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 25-28 აპრილის უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კანიე უესტი

22 აპრილი 2019, 12:14

ტაბლოიდი

კანიე უესტმა სააღდგომო წირვა ჩაატარა

მუსიკალურ ფესტივალზე Coachella რეპერმა კანიე უესტმა სააღდგომო წირვა ჩაატარა და ახალი სიმღერა Water წარადგინა. მუსიკოსმა 25 კომპოზიცია შეასრულა და თითოეული მათგანი საგალობლის სტილში იყო დაწერილი. რეპერთან ერთად იმღერეს Ty Dolla $ign, Chance The Rapper, Ant Clemons და DMX-მა.

ევროპული საქართველო

22 აპრილი 2019, 12:13

საქართველო

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითხოვს

"ევროპული საქართველო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი წევრის, ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გაწვევას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. "ევროპელების" თქმით, გზირიშვილი, ხარებავა და ქადაგიძე მათზე დაკისრებულ მოვალეობას შესაბამისად არ ასრულებენ.

22 აპრილი 2019, 12:10

საქართველო

პანკისში მშენებარე ჰესის დირექტორი გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არასამთავრობოებს აკისრებს

კომპანიის დირექტორი გუშინ, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკისრებს. მისივე თქმით, გუშინ პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებას არ ჰქონდა ადგილი. „რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს - „ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ დაახლოებით 30 მოსახლეს გამოცდება და იქ ამთავრებს თავის საქმიანობას“.

ბათუმის საკრებულო

22 აპრილი 2019, 11:57

საქართველო

ბათუმში ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს და ისევ აიპებში დასაქმებულთა სიებს ითხოვს

ნაციონალური მოძრაობისი წევრები ისევ მოითხოვენ მერიის აიპებში დასაქმებულთა სიების გაცემა. ჯელალ ქიქავას თქმით, ამ სამსახურებში დასაქმებული არიან საკრებულოს დეპუტატების ნათესავები, მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი პატარიძეა. ბრალდებებს პასუხობს ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი პატარიძე.

მაროკო

22 აპრილი 2019, 11:44

მსოფლიო

მაროკოში აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

მაროკოს დედაქალაქ რაბატში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან უმუშევრობისა და კორუფციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 42 დემონსტრანტის გათავისუფლებას მოითხოვენ. ხელისუფლება დაკავებულებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს.

22 აპრილი 2019, 11:40

ტაბლოიდი

მოსკოვში ლენინის ძეგლზე დაამონტაჟეს ბანერი „ექვემდებარება დემონტაჟს“

ლენინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, პროექტის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ „გაათავისუფლონ ქვეყანა სახელმწიფო ტერორის წარმომადგენლების ძეგლებისგან“. „ლენინის, სტალინის, ძერჟინსკის და კიროვის ძეგლები, ეს სახელმწიფო ძალადობის ძეგლებია“, - ამბობენ პროექტის წევრები.