imedi /  25 სექტემბერი 2018, 13:37 / სანდო წყარო

ხაინდრავა: სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომზე თქვა ის, რაც საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტში წერია

გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

„დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს გიგა ბოკერია, პეტრე ცისკარიშვილი, ელენე თევდორაძე, ლევან ბერძენიშვილი, წერია, მეხუთე მუხლში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუცია.

„საპარლამენტო ასამბლეის ზუსტად ეს დოკუმენტი, რომელშიც მონაწილეობდა ყველა ქვეყანა, დევს ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ჟენევაშიც და თბილისშიც. ამიტომ, სიცრუეა ის, რისი მონაწილეც ყველანი ხართ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თითქოს ისეთი რამ თქვა, რომელიც ავნებს საქართველოს. რაც აქ წერია ის თქვა, და თქვა, რომ ეს ყველამ იცის", - განაცხადა ხაინდრავამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (2004-2005 წლები) სალომე ზურაბიშვილის მთავარ დამსახურებად ბევრი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაში მის წვლილს ასახელებს. ამ მოლაპარაკებებს რუსეთთან სწორედ ზურაბიშვილი აწარმოებდა. ამის მიუხედავად, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისთანავე, 2008 წლის აგვისტოს ომზე განცხადების გამო, ზურაბიშვილი პრორუსულ შეხედულებებში დაადანაშაულეს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხოდ მან თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაიწყო. თუმცა, საქართველო წამოეგო რუსულ პროვოკაციას, რამაც კონფლიქტის ახალი ტალღის პროვოცირება გამოიწვია.

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ბევრ წარმომადგენელს არ მოეწონა. მაგრამ მოგვიანებით მან განმარტა, რომ 2008 წელს რუსეთი მოქმედებდა როგორც აგრესორი, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ მოსკოვს მიზნების განხორციელებაში შეუწყვეს ხელი, რადგან რუსულ პროვოკაციაზე სამხედრო რეაგირება მოახდინეს. ეს კი რუსეთმა გამოიყენა როგორც საბაბი, საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის დასაწყებად.

„ეს იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენი სამოქალაქო ვალია ეს გვახსოვდეს“, - დაწერა ზურაბიშვილმა.

ეს განმარტება შეესაბამება "ქართული ოცნების" პოზიციას, რომელიც გულისხმობს, რომ რუსეთი 2008 წლის ომში აგრესორი და ომის ინიციატორი იყო, მაგრამ რომ არა სააკაშვილის მთავრობის ავანტიურისტული მიდგომა, მოსკოვს არაფერი გამოუვიდოდა.

ყველა სიახლე

დაპირისპირება

25 ივნისი 2019, 23:16

საქართველო

პარლამენტთან ორ ადგილზე დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს რამდენიმე პირი აქციაზე დააკავა ან ადგილიდან გაიყვანა. აქციის წამყვანებმა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება სთხოვეს, აქციის მონაწილეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

პარლამენტთან პუტინის თვალებდათხრილი ბანერი გაშალეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

მამუკა ბახტაძე

25 ივნისი 2019, 22:47

საქართველო

პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

სააკაშვილი: მელია არ უნდა დავაჭერინოთ! ამოვიდა ყელში!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს. "მელია არ უნდა დავაჭერინოთ არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", - წერს სააკაშვილი.

შალვა ნათელაშვილი

25 ივნისი 2019, 22:18

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ.

სტეფანი გრიშემი

25 ივნისი 2019, 22:01

მსოფლიო

მელანია ტრამპის თანაშემწე თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის თანაშემწე კომუნიკაციებისა და პერსონალის საკითხებში სტეფანი გრიშემი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციების გარდა სტეფანი გრიშემი კომუნიკაციების დირექტორის პოსტსაც შეითავსებს და ამავდროულად მელანია ტრამპის წარმომადგენელიც იქნება.

გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი 2019, 21:59

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს: კობახიძე ეტა რაზ, გახარია ეტა დვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.

სანდრა რულოვსი

25 ივნისი 2019, 21:56

საქართველო

სანდრა რულოვსი: ხალხი გასაპროტესტებლად გავიდა, რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა მოუნდებოდა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას და მის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია პატიმრობას არ იმსახურებს.

აქცია

25 ივნისი 2019, 21:28

საქართველო

პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეს. რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა.

ჯორჯ მარტინი

25 ივნისი 2019, 21:28

კულტურა

ჯორჯ მარტინმა „ჩერნობილი“ შეაქო

ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ მარტინმა, რომლის რომანების მიხედვითაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე სეზონი გადაიღეს, ბრიტანული HBO-ს მიერ გადაღებული მინი-სერიალი „ჩერნობილი“ შეაფასა. მან ასევე შეაქო ჯარედ ჰარისი, რომელმაც სერიალში მეცნიერი ვალერი ლეგასოვი განასახიერა.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 21:14

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას განუმარტეს, რომ მომიტინგეთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობა გაჩნდა.

კლოდ კერნი

25 ივნისი 2019, 20:54

საქართველო

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) 2020 წლის არჩევნების ნულოვანი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

შეკვეთილი

25 ივნისი 2019, 20:53

საქართველო

შეკვეთილში აქციის ოთხმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო

შეკვეთილში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, ოთხმა ადამიანმა კი შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 20:47

საქართველო

ოპოზიციის შეფასებით მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს, იმიტომ რომ "საქართველოს მოქალაქეს პარლამენტში შესვლა შეუძლია. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები შეერთებული შტატების სენატში და წარმომადგენლების პალატაში შევდივართ პირადობის მოწმობის გარეშე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პროკურატურა

25 ივნისი 2019, 20:27

ძალოვნები

გენპროკურატურა სასამართლოს აქციისას დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას დაკავებული პირებიდან უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 20:26

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები უკვე მეექვსე დღეა იკრიბებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ფესტივალი

25 ივნისი 2019, 20:15

კულტურა

ფესტივალი Mountain Set: Kazbegi-ი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Mountain Set: Kazbegi-ი კუს ტბის მიმდებარედ, სფეისჰოლის ტერიტორიაზე ჩატარდება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, არჩილ ხაჭაპურიძის თქმით, ფესტივალის ჩატარების თარიღი და თვე უცვლელია და კვლავ 28-29-30 ივნისს გაიმართება.

პოლიტიკა

25 ივნისი 2019, 19:53

საქართველო

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე 26 ივნისს იმსჯელებენ

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე ხვალ იმსჯელებენ. საკითხს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ. დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ყველა აუცილებელი პროცედურის და სამართლიანი განხილვის განხილვის შედეგად მიიღება.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 19:47

საქართველო

ნიკა მელია ამბობს, რომ ბრალის წარდგენა მისთვის პატივია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა. ნიკა მელიას თქმით, მან პირდაპირი ეთერით გაიგო, რომ ბრალი წაუყენეს, რაც შეეხება იმას აპირებს თუ არა ხვალ პროკურატურაში მისვლას, მელიას ეს ჯერ არ გადაუწყვეტია.

25 ივნისი 2019, 19:42

ტექნოლოგიები

ელექტრო ავტომობილების ძველი აკუმულატორები შესაძლოა სტადიონების გასანათებლად გამოიყენონ

ლაპარაკია ექვსი ევროპული საფეხბურთო სტადიონის განათებაზე. ამერიკული კომპანია Eaton-ი, რომელიც ამისთვის Nissan Leaf-ის აკუმულატორებს იყენებს, ჯერჯერობით უცნობ საფეხბურთო სტადიონებთან მართავს მოლაპარაკებებს. Eaton-ის ვიცეპრეზიდენტი ქრეიგ მაკდონელი განმარტავს, რომ პროექტით ევროპის მასშტაბით საფეხბურთო სტადიონების გაერთიანებაა დაინტერესებული.