Imedi /  03 ოქტომბერი 2018, 13:30 / სანდო წყარო

კობახიძე: პარლამენტში გახარიას და თადუმაძის დაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ

ირაკლი კობახიძე ომეგა ჯგუფი

ირაკლი კობახიძე

"ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში შსს მინისტრს გიორგი გახარიასა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს იბარებს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ფიქრობს, რომ მათი დაბარების საფუძველი არ არსებობს. 

„იმ პირობებში, როდესაც არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე, მე პირადად თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, ნამდვილად, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. კობახიძის შეფასებით, მტკიცებით ფორმაში საუბარი არასწორია.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, მტკიცებითი ფორმით არ გირჩევთ საუბარს, და მით უმეტეს, არ გირჩევთ ისეთი ბრალდებების წამოყენებას, რომელსაც თქვენ აყენებთ. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ ჩვენ 2012 წელს. ბიურო არ არის ამის ადგილი. ბიურო არ არის ამის განხილვის ადგილი. რაზეც თქვენ საუბრობთ, ტოტალური კორუფცია, სისტემური კორუფცია, ელიტური კორუფცია, ძალადობა და ასე შემდეგ, ეს არის 2012 წლამდე ხელისუფლების ხელწერა და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და შესაბამისი პირები დაბარებულები არიან.

ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა უმცირესობის წევრთა კიდევ ერთ განცხადებასაც, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტში შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარებას ეხებოდა.

„აბსოლუტურად გახსნილი იყო როგორც ერთი, ისე მეორე ორგანო. ისინი მოდიოდნენ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგცეს პასუხი... იქაც მტკიცებითი ფორმით საუბარი იმაზე, რომ ვიღაც დანაშაულის მონაწილეა, ფაქტობრივად, ახლა თქვენ დანაშაული დააბრალეთ კონკრეტულ პირებს, თან არასრულწლოვანს. როდესაც ასე ამბობთ, რომ იქ არის ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირი, მაშინ თქვით, რომ ჩვენი ეჭვის საფუძველზე.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საქმეს, არავის არ აქვს არც მოსვლის პრობლემა, არც კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა და ეს მოხდა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და იგივე მოხდება ახლაც. და მიზეზი ზუსტად ის არის, რომ დასამალი აქ არაფერი არ არის და ყველაფერი ნათელია, ყველაფერი არის ცხადი. არავის არავისთვის ხელი არ დაუფარებია და საბოლოო ჯამში, ამ დასკვნამდე მივიდა, რეალურად, კომისიაც, ოღონდ სხვანაირად წერია და მესმის აბსოლუტურად პოლიტიკური კონიუქტიურიდან გამომდინარე, რომ სხვანაირი დასკვნა თქვენგან ვერ დაიდებოდა, მით უმეტეს, ამ სარჩევნო პროცესში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ საბოლოო შედეგი, ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, თქვენი კომისიის მუშაობის და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის, იყო ერთი და იგივე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

როკ კაბორე

19 იანვარი 2019, 09:26

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში მთავრობა გადადგა

ბურკინა-ფასოს პრეზიდენტმა როკ კაბორემ ხელი მოაწერა მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. პრეზიდენტმა ტიებას მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა მანამ დააკმაყოფილა, ვიდრე ის გარდამავალ პერიოდში ახალი წევრებით შეივსება.

ხანძარი მექსიკაში

19 იანვარი 2019, 09:06

მსოფლიო

მექსიკაში გაზსადენი ორ სხვადასხვა ადგილზე აფეთქდა

დღე-ღამის განმავლობაში მექსიკის ცენტრალურ ნაწილში გაზის მილსადენს ცეცხლი მეორედ გაუჩნდა. ამჯერად ხანძარი კერეტაროს შტატშია. მანამდე ხანძარი იყო გაზსადენზე იდალგოს შტატში, რომლის შედეგადაც, შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 20 და დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.

ლატვიური ტაძარი

19 იანვარი 2019, 08:42

მსოფლიო

რიგაში განბანის ცერემონია ჩაიშალა

ლატვიის მართმადიდებლურმა ეკლესიამ რიგაში განბანვის ცერემონია არ ჩაატარა. მის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილების მიზეზები არსებული ამინდის გამო ადამიანების უსაფრთხოების ზომებით ახსნეს.

ჯერმეინ მარშალი

19 იანვარი 2019, 08:28

სპორტი

ფრანგი კალათბურთელი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ნანტის“ საკალათბურთო გუნდის მოთამაშე ჯერმეინ მარშალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. 28 წლის კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი არ სახლდება. პოლიცია მომხდარს იძიებს. კლუბის ხელმძღვანელობამ უახლოესი თამაშები გადადო.

ბეტმენი

19 იანვარი 2019, 08:04

ტაბლოიდი

ამერიკელს ბეტმენის 1, 4 მილიონ დოლარად ღორებული კოლექცია მოპარეს

ამერიკის შტატ ფლორიდაში მცხოვრებმა რენდი ლოურენსმა განაცხადა, რომ ბეტმენის კომიქსების კოლექცია მოპარეს, რომლის საერთო ღირებულებამაც 1,4 მილიონი დოლარი იყო. გამოცემა Bleeding Cool-მა დაზარალებული წერილი გამოაქვეყნა.

ნათლისღება

19 იანვარი 2019, 00:59

საქართველო

დღეს ნათლისღებაა

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გან­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და.

19 იანვარი 2019, 00:40

საქართველო

ბათუმში განბანვის რიტუალი შესრულდა

დღესასწაულის დადგომისთანავე, ბათუმში მრევლი ზღვის სანაპიროსთან შეიკრიბა. ზღვა სასულიერი პირებმა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. შესრულდა საგალობლებიც, ასევე დაანთეს სანთლები.

19 იანვარი 2019, 00:16

კულტურა

2019 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქი პლოვდივია

ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა თავის დევიზად სიტყვა „ერთად“ შეარჩია. 2019 წელს 500-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც როგორც პლოვდივში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში გაიმართება.

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპი

18 იანვარი 2019, 23:48

მსოფლიო

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს თებერვლის ბოლოს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეორე შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპი თავის რეზიდენციაში კიმ ჩენ ინის წარმომადგენელს შეხვდა.

სტეფან ლიოვენი

18 იანვარი 2019, 23:38

მსოფლიო

შვედეთის პრემიერმინისტრი მეორე ვადით აირჩიეს

მანამდე სხვადასხვა პარტიული ბლოკები კოალიციური უმრავლესობის ჩამოყალიბებას 4 თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. ლიოვენი მინისტრთა ახალ კაბინეტს 21 იანვარს წარადგენს.

18 იანვარი 2019, 23:07

მსოფლიო

Audi-ს ყოფილ მენეჯერებს აშშ-ში ბრალი წაუყენეს

ავტოკონცერნის ყოფილ თანამშრომლებს იმაში ადანაშაულებენ, რომ სპეციალური მოწყობილობების დახმარებით, რომელსაც ავტომობილებში ამონტაჟებენ, ატყუებდნენ მოწყობილობას, რომელიც ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მაჩვენებელს ზომავს.

ნასტია რიბკა

18 იანვარი 2019, 22:47

მსოფლიო

მოსკოვში დააკავეს მოდელი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას ადასტურებს

ნასტია რიბკა მოსკოვის მთავარ აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ტაილანდიდან გააძევეს. ადვოკატმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბელარუსი მოდელის დაკავებაა აღბეჭდილი. რიბკამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მტკიცებულება, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ადასტურებდა.

მაშა და დათვი

18 იანვარი 2019, 22:45

კულტურა

მულტფილმი „მაშა და დათვი“ YouTube-ზე ნახვების რაოდენობით გინესის რეკორდებში მოხვდა

მულტფილმის ერთ-ერთმა ეპიზოდმა „მაშა პლიუს ფაფა“ YouTube-ზე ნახვების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამ ვიდეორგოლს 3 მილიარდ 400 მილიონმა ადამიანმა უყურა.

კალა-უშგული

18 იანვარი 2019, 22:23

საქართველო

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Fossil

18 იანვარი 2019, 22:06

ტექნოლოგიები

Google-ი ჭკვიანი საათების მიმართულებას ავითარებს

Google-მა ჭკვიანი საათის კომპანია Fossil-ის ტექნოლოგიაზე $40 მილიონი დახარჯა. შედეგად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მფლობელობაში მწარმოებლის ინტელექტუალური პორტფოლიო გადავიდა. Fossil-ს ბაზრის 4% უჭირავს.

შსს ლაბორატორია

18 იანვარი 2019, 21:59

ძალოვნები

შსს საერთაშორისო სტანდარტების უახლესი დნმ-ლაბორატორიით აღიჭურვება

თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაში დაეხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დნმ ექსპერტიზის ეფექტურობას.

18 იანვარი 2019, 21:44

კულტურა

საქართველო საფრანგეთის კულინარიულ გამოფენაზე წარდგება

მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება ქართული კულინარიული შედევრები და ღვინო წარადგინოს. კულინარიული გამოფენა ლიონში 26-დან 31 იანვარის ჩათვლით გაიმართება.

18 იანვარი 2019, 21:33

ტექნოლოგიები

რა ავტომობილები წარადგინეს დეტროიტის ავტოშოუზე

დეტროიტში ტრადიციული ავტოშოუ წელს ელექტრომანქანებისა და პიკაპების სიმრავლით გამოირჩევა. თუმცა კობო-ცენტრში პროდუქცია არ წარუდგენიათ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა მერსედესი, BMW, აუდი, პორშე და იაგუარი.

სალომე ზურაბიშვილი

18 იანვარი 2019, 21:16

საქართველო

რა შეიცვალა სახელმწიფო პრემიების გაცემის წესში

სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2018 წლის 23 მარტს გამოცემული ბრძანებულება შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ გააუქმა და ახალი ბრძანებულება გამოსცა.

Facebook Messenger

18 იანვარი 2019, 21:06

ტექნოლოგიები

განახლებული Facebook Messenger-ი ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება

როგორც მესენჯერის გუნდი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს, სრულ განახლებას შესაძლოა კიდევ დასჭირდეს გარკვეული დრო. Facebook Messenger-ის სახეცვლილი დიზაინი ოქტომბერში გამოჩნდა. საკომუნიკაციო საშუალების ახალი ვერსია ჯერ ყველა მომხმარებელს არ მიუღია.