imedi /  11 ოქტომბერი 2018, 16:15 / სანდო წყარო

ქვეყანა 404 - რუსი ბლოგერი ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობაზე წერს

მოგზაურობა აფხაზეთში

აფხაზეთი

ცნობილმა ბლოგერმა და მოგზაურმა არტურ პოპადოს შიგაპოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში იმოგზაურა და ამის შესახებ ბლოგიც დაწერა, სახელწოდებით "ნამდვილი ქვეყანა 404" ("შეუმდგარი სახელმწიფო"). 

მოგზაური აფხაზეთში სოხუმის დაცემის 25 წლისთავზე იყო ჩასული, ამ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს უწოდებენ და ზეიმობენ. არტურ პოპადოს შიგაპოვის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, სახელმწიფოს ასაშენებლად საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდათ.

ფოტო: არტურ პოპადოს შიგაპოვი

ბლოგერის თქმით, აფხაზები "განწირულები არიან, მათ ან რუსეთი შთანთქავს ან საქართველო". ავტორი დასძენს, რომ ასეთი მოსაზრება ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება, ვინც "შავიზღვისპირეთში მდებარე კვაზისახელმწიფოში იმოგზაურებს, რომელსაც ფაქტობრივად არავინ აღიარებს". 

ფოტო: არტურ პოპადოს შიგაპოვი

არტურ პოპადოს შიგაპოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი დიდი ხნის წინ დასრულდა, აფხაზეთმა "წარმატებას მხოლოდ ქალაქების სახელწოდების შეცვლაში მიაღწია". 

ავტორი აფხაზეთში არსებულ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ კარგი ცხოვრების ნიშნები პრეზიდენტის რეზიდენციის სიახლოვეს შეიმჩნევა. ავტორის თქმით, წარსულში აფხაზეთის მაშინდელმა ელიტამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაპირისპირებოდა. მისი თქმით, გაყარეს ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარი და არაფერი გაუკეთებიათ უკან მათ დასაბრუნებლად, არც ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და თუნდაც საზღვრის გახსნისთვის: "ამის ნაცვლად ყველა თავის წვრილმანი პრობლემის მოგვარებას ცდილობს, ფიქრობენ რომ დიდი მეზობელი როგორმე დაეხმარებათ, გამოკვებავს მათ, შემდეგ კი "ვნახოთ რა იქნება". რუსული პასპორტი ყველას ჯიბეში უდევს", - წერს ავტორი.

ფოტო: არტურ პოპადოს შიგაპოვი

ბლოგის ავტორი სტატიის დასასრულს კითხულობს, თუ როგორ შეიძლება აფხაზეთმა მიაღწიოს ცხოვრების იმ დონეს, რაც 25 წლის წინ, საქართველოსთან კონფლიქტამდე გააჩნდა. ამის პასუხად ავტორი წერს: "ჩემი აზრით, მათ უნდა დაივიწყონ წარსული დავა და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუდნენ", რადგან რუსეთს ისინი არ აინტერესებს. ავტორის თქმით, აფხაზეთში ინვესტიციები არ ჩაიდება, საქართველოსთან ერთად კი ოკუპირებულ რეგიონს შესაძლებლობა აქვს გაიმეოროს "ქართული სასწაული" და აღადგინოს კანონის ძალა და ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწოროს. 

ფოტო: არტურ პოპადოს შიგაპოვი

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

24 ოქტომბერი 2018, 00:59

საქართველო

ივანიშვილი მხარდამჭერებს სთხოვს, ყველა წყენა გადადონ და ზურაბიშვილს მხარი დაუჭირონ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურს გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან სამ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა.

ეშმაკის ბორბალი

24 ოქტომბერი 2018, 00:58

მსოფლიო

გერმანიაში „ეშმაკის ბორბლის“ კაბინის ჩამოვარდნისას ბავშვები დაშავდნენ

ინციდენტის დროს კაბინაში 2-დან 8 წლამდე ასაკის სულ რვა ბავშვი იმყოფებოდა. დაზარალებულებიდან ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ხელბურთი

24 ოქტომბერი 2018, 00:21

მსოფლიო

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტის გუნდი დაამარცხა

ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის გათამაშებაზე პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა: მალტის ნაკრებს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 32-16 მოუგო. ხვალ საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება.

ბიძინა ივანიშვილი

24 ოქტომბერი 2018, 00:12

საქართველო

ივანიშვილი: ბურჭულაძემ პოლიტიკაში შემოსვლის სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარი მომთხოვა

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მის პოლიტიკაში ჩართვამდე ფულზე საუბარი ჰქონდა, თუმცა არა იმ ვერსიით, როგორც ამას თავად ბურჭულაძე ჰყვება.

ბიძინა ივანიშვილი

24 ოქტომბერი 2018, 00:12

საქართველო

ივანიშვილი გიგაურზე: ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქტივი

„ეკა გიგაური არ არის ეტალონი და საუკეთესო წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და მიიჩნევს, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქტივი რომელიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში და თავს ესხმის ხელისუფლებას, - ამის შესახებ მან სამ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა.

ესკალატორი

23 ოქტომბერი 2018, 23:49

მსოფლიო

მოსკოვის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში ესკალატორის კიბეები ჩაინგრა

მოსკოვის სამხრეთით ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრ Columbus-ში ესკალატორი ჩაინგრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ესკალატორის ჩანგრევისას არავინ დაზარალებულა. გამოძიება ინციდენტის მიზეზებს ადგენს.

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 23:39

საქართველო

ივანიშვილი: სამედიცინო კანაფის შესახებ კანონპროექტის მომზადებაში მეც ვმონაწილეობდი

სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს ფორმატში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კანაფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ამ კანონპროექტში საუბარი მის კოსმეტიკური და სამედიცინო მიზნით წარმოებაზეა და არ ყოფილა საუბარი ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე.

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 23:22

საქართველო

ივანიშვილი: ხორავას ქუჩის და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელი უზნეობაა

„ხორავას ქუჩის ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. მაგრამ ის რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ამბავსა და გირგვლიანს შორის გავავლოთ პარალელები ეს უზნეობაა. გირგვლიანი სახელმწიფომ მოკლა და ხელი დააფარა ამ მკვლელებს“, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა..

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 23:12

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა დაბომბა თავისი ქვეყანა და არა საქართველომ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქვეყანა დაბომბა. ამის შესახებ მან სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს ფორმატში განაცხადა.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი შეხვედრა

23 ოქტომბერი 2018, 23:07

მსოფლიო

პუტინი და ტრამპი ერთმანეთს პარიზში 11 ნოემბერს შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს 11 ნოემბერს, პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე შეხვდებიან ერთმანეთს.

პლასტმასი

23 ოქტომბერი 2018, 23:00

ტექნოლოგიები

კვლევა: ადამიანის ორგანიზმში პირველად პლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს

კვლევა ავსტრიისა და ვენის უნივერსიტეტების მეცნიერებმა 8 ქვეყანაში ჩაატარეს და ადამიანების ორგანიზმებში მიკროპლასტმასი აღმოაჩინეს. მიკროპლასტმასები გვხდება სხვადასხვა საგნებში, მათ შორის სინთეტიკურ ტანსაცმელში, საღებავში, სასმელ წყალში, ლუდში და წვიმის წყალშიც კი.

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 22:57

საქართველო

ივანიშვილი: ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა

„მე სამწუხაროდ დავბრუნდი პოლიტიკაში და მოვახერხებ რომ გუნდში ვერტიკალი დავამყარო, ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მეტროსადგური

23 ოქტომბერი 2018, 22:39

მსოფლიო

რომის მეტროში ავარიისას 30-მდე ადამიანი დაშავდა

დაშავებულებს შორის ხუთი მძიმე მდგომარეობაშია, ერთმა დაზარალებულმა ფეხები დაკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, ესკალატორზე ავარია გულშემატკივრების გამო მოხდა, ისინი ესკალატორის კიბეებზე დარბოდნენ, რა დროსაც ესკალატორი მოსწყდა და ქვემოთ დიდი სისწრაფით დაეშვა.

წითელა

23 ოქტომბერი 2018, 22:24

მსოფლიო

უკრაინაში წითელათი ერთ კვირაში 800 ადამიანი დაავადდა

უკრაინაში წითელათი დაავადების შემთხვევები ბავშვებში ძალიან მაღალია. ყველაზე მეტად 5-9 წლამდე ბავშვები ინფიცირდებიან. 2018 წელს წითელათი უკრაინაში 33 937 ადამიანი დაავადდა. აქედან 20 539 ბავშვია, ხოლო 13 398 კი მოზრდილი.

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 22:08

საქართველო

ივანიშვილი: ფარცხალაძეზე გამოძიება მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ თავმჯდოარე ბიძინა ივანიშვილი სამ ჟურნალისტთან შეხვედრის ფორმატში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა დასაჯოს ოთარ ფარცხალაძე, ან რატომ არის ცუდი, თუ ის ხვდება ბიზნესმენებს.

23 ოქტომბერი 2018, 21:55

კულტურა

დიდ ბრიტანეთში მუზეუმმა XVIII საუკუნის მოსწავლის რვეულები გამოაქვეყნა

რვეული 13 წლის მოსწავლეს რიჩარდ ბილს ეკუთვნოდა. რვეულზე ჩანაწერები კი მან 1784 წელს გააკეთა. როგორც ჩანს მოსწავლემ რვეულზე მათემატიკის გაკვეთილზე მოწყენილობის გამო დახატა. გამოქვეყნებულმა ნახატებმა სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურეს.

გოგა ჩხეიძე

23 ოქტომბერი 2018, 21:53

სპორტი

გოგა ჩხეიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძემ, 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტები

23 ოქტომბერი 2018, 21:40

სპორტი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ხახალეიშვილმა კანდიდატურა მოხსნა

„ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებიდან კანდიდატურა მოვხსენი, რადგან ასე ჩავთვალე საჭიროდ. შესაძლოა დელეგატებზე ზეწოლაც ხდებოდეს, ზუსტად არ ვიცი, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა დავით ხახალეიშვილმა განაცხადა.

წიგნი „14 გიგაბაიტი”

23 ოქტომბერი 2018, 21:27

კულტურა

აფხაზეთიდან დევნილი 12 არტისტის მეხსიერების ბარათებისგან წიგნი შეიქმნა

„14 გიგაბაიტი” - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი 12 არტისტის მეხსიერების ბარათებისგან შედგება. კრებულის ავტორები ფიქრობენ, რომ ტრავმული წარსულის გააზრება აქტუალურია ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც გაყინული, თუ მოქმედი კონფლიქტი არსებობს. ამიტომ, „14 გიგაბაიტის” ქართული ვერსიის საბაზისო ტირაჟი, მხოლოდ დასაწყისია.

23 ოქტომბერი 2018, 21:24

კულტურა

ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს უბრუნდება

ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს უბრუნდება. „რე-ანიმაცია“ - ასე ჰქვია ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივ პროექტს, რომელიც მულტიპლიკაციური ფილმების რესტავრაციას ითვალისწინებს.