imedi /  15 ოქტომბერი 2018, 12:59 / სანდო წყარო

ნინო ლომჯარია: ჩანაწერებით თავად სუბელიანის უფლებების დარღვევაც იკვეთება

სახალხო დამცველი

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

„ჩანაწერებით თავად სუბელიანის უფლებების დარღვევაც იკვეთება, რეალურად, მისი კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, თუკი მას ექნება სურვილი, მოგვაწოდოს დამატებითი ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ. თუმცა ჩანაწერში არის საუბარი ისეთ ფაქტებზე, რაც მის წინააღმდეგ მეტყველებს ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, ამიტომ, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება, რამდენად ექნება სურვილი მას ჩვენთან თანამშრომლობის,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აუდიოჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. 

საქმე ეხება „რუსთავი2“-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს. ტელეკომპანიის მტკიცებით, მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში: ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო თანამდებობა მალევე დატოვა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.

9 ივნისს მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

ყველა სიახლე

ძაღლები

20 მარტი 2019, 16:06

საქართველო

კომპანია ბათუმის ნაგავსაყრელზე გადაღებული მკვდარი ძაღლების ვიდეოს ავტორი პროვოკატორს უწოდებს

კომპანია "სევერის" წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ნაპოვნი მკვდარი ძაღლების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ბეიკერის ორმოში ათავსებენ იმ ძაღლებს, რომლებიც დაავადებულები არიან და ქალაქში ეპიდემიის საშიშროებას ქმნიან.

თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 15:53

საქართველო

წულუკიანი ბოკერიას: ამორგეთ თავი ტელეფონიდან და მომისმინეთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ანგარიშის წარდგენისას აგვისტოს ომზეც ილაპარაკა. თუმცა, მინისტრის ანგარიშის წარდგენას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. წულუკიანს სხდომაზე გიგა ბოკერიამ მიმართა, რომ ხმამაღლა ესაუბრა, რადგან არაფერი ესმოდა, რაზეც წულუკიანმა ბოკერიას მისი უფრო ყურადღებით მოსმენა ურჩია.

ბავშვი

20 მარტი 2019, 15:51

მსოფლიო

5 წლის არგენტინელი ბიჭი უდაბნოში 24 საათი დაკარგული იყო

5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელმაც დასავლეთ არგენტინის უდაბნოში 24 საათი გაატარა, სავაადმყოფოდან გაწერეს. ბენჯამის სანჩესი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. ის მოხალისეებმა ბოლო ლოკაციიდან 21 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2019, 15:50

საქართველო

კობახიძე: არ უნდა დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის რევანში რომელიც ასე ლამაზად აკონტროლებდა სასამართლოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. უპასუხა ოპონენტებსაც და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ასეთი უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის არც ერთ ქვეყანაშია დადგენილი.

20 მარტი 2019, 15:31

საქართველო

წულუკიანი: ეროვნული არქივის კინოთეატრი „რუსთაველს“ არ ჩამოუვარდება

რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაიხსნა ეროვნული არქივის კინოდარბაზი - ეს არის კინოდარბაზი, სადაც 1970-90 იან წლებში იმართებოდა ეროვნულ არქივში შენახული ფირების ჩვენება და იყო ის კულტურული სივრცე, რა თქმა უნდა, საბჭოური და ძველებური სტილის.

ძაღლები

20 მარტი 2019, 15:29

საქართველო

ბათუმის ნაგავსაყრელთან მოკლული ძაღლები იპოვეს. ვიდეო

მოქალაქემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ვიდეო გადაიღო, რომელშიც ნაგავსაყრელზე დაყრილი მკვდარი ძაღლებია აღბეჭდილი. ვიდეო წყარომ imedinews-ს მიაწოდა. მას ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე მკვდარი ძაღლები მიკროავტობუსით გვიან ღამით მიაქვთ ხოლმე.

თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 15:05

საქართველო

წულუკიანი: სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულს დამოუკიდებელი მექანიზმი გამოიძიებს

„საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც გამოძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის - პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პრინცი ჩარლზი

20 მარტი 2019, 14:53

ტაბლოიდი

პაპარაცებმა პრინცი ჩარლზი პლაჟზე საცვლებით გადაიღეს

ჟურნალისტები იმან გააკვირვა, რომ ასაკის მიუხედავად, პრინცი შესანიშნავ ფორმაშია. ნოემბერში მას 70 წელი უსრულდება. მათი ყურადღების მიღმა არც ჩარლზის საცურაო კოსტიუმი დარჩენილა. პრინცს პლაჟზე მხიარული ფერის ყვავილებიანი საცვალი ეცვა.

მგელი

20 მარტი 2019, 14:47

საქართველო

წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა

წალკის მერის პირველი მოადგილის, ანზორ ხინიკაძის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ქალი და ერთი კაცია. როგორც ანზორ ხინიკაძე ამბობს, მგელი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს.

ასტანა

20 მარტი 2019, 14:43

მსოფლიო

ასტანას ნურსულთანს არქმევენ

ყაზახეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი უწოდა. პარლამენტში მიღებულ ცვლილებას, ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაღა სჭირდება.

ადა მარშანია

20 მარტი 2019, 14:32

საქართველო

ადა მარშანია დეპუტატებს მოუწოდებს „დუნიაზე თავი არ მოიჭრან“. ვიდეო

ადა მარშანიას განცხადებით, "პატრიოტები" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით არც მმართველი გუნდის და არც ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტმა ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და ბევრჯერ "მოიჭრა თავი".

კოკაინი

20 მარტი 2019, 14:28

მსოფლიო

ფილადელფიის პორტში კოკაინის რეკორდული რაოდენობა იპოვეს

ფილადელფიის მთავრობამ ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის, ისტორიაში ყველაზე დიდი დოზის განადგურების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Abc News-ი წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ფილადელფიის პორტში ნაპოვნია 450 კილოგრამი კოკაინი, რომლის ღირებულებაც $18 მილიონს შეადგენს.

თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 14:24

საქართველო

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოსმენა დაიწყო

ერთ-ერთი საკითხი რაზეც თეა წულუკიანს მოუწევს დღეს პასუხების გაცემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესია. თავად წულუკიანი კი გეგმავს, 35 წუთის განმავლობაში ჯერ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბროს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პარლამენტში დღევანდელი მოხსენებისას 2018 და მიმდინარე წლის რამდენიმე თვის ანგარიშს წარადგენს.

ბრეტ კონოლი

20 მარტი 2019, 14:23

სპორტი

ჰოკეისტმა ბრეტ კონოლიმ ტრამპის მიწვევა არ მიიღო

„პატივისცემით, უარს ვამბობ. მხოლოდ ესაა, რისი თქმაც შემიძლია. ეს დიდი ცერემონიაა, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს“, - განაცხადა სპორტსმენმა. მანამდე თეთრ სახლში სტუმრობაზე უარი კონოლის თანაგუნდელმა დევანტე სმიტ პელიმ თქვა. “ვაშინგტონ კაპიტალსის“ კიდევ ერთი ჰოკეისტი, რუსი ალექსანდრ ოვეჩკინი კი თეთრ სახლში სტუმრობას სიამოვნებით დათანხმდა.

ძროხა

20 მარტი 2019, 14:17

ტაბლოიდი

ნიუ-იორკში ფერმიდან გაქცეულმა ძროხამ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეაფერხა

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ამის მიზეზი ძროხა გახდა. ფერმიდან გაქცეული ცხოველის დაჭერა სამართალდამცველებმა ერთი საათის განმავლობაში ვერ მოახერხეს. საბოლოოდ ძროხა "დააკავეს" და ფერმაში დააბრუნეს.

თიბისი ბანკი

20 მარტი 2019, 14:03

ეკონომიკა

„თიბისი ბანკის“ აქციების ფასი დაახლოებით 33%-ით გაიზარდა

თებერვალში ვარდნის შემდეგ "თიბისის" აქციების ფასი დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო, თუმცა ამ დროისთვის 4 ფუნტით გაძვირდა. აქციების ფასის ვარდნა 14 თებერვალს დაიწყო. ამ დროს დამფუძნებლებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე გახდა ცნობილი.

ნინო ლომჯარია

20 მარტი 2019, 13:54

საქართველო

ლომჯარია: კობახიძის ავტორობით მომზადებული პროექტი გამოწვევებს ვერ პასუხობს

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველი ამ საკითხზე ვენეციის კომისიას თავის დეტალურ მოსაზრებებს გადაუგზავნის, ასევე, სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას, კანონპროექტის დამატებითი შეფასებისთვის.

პარლამენტი

20 მარტი 2019, 13:46

საქართველო

პარლამენტმა მოსამართლეებზე უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ორეტაპიანია: საბჭო პარლამენტს 18 კანდიდატს წარუდგენს, ამის შემდეგ კი პარლამენტი კანდიდატურებს ინდივიდუალურად განიხილავს და ჩატარდება კენჭისყრა.

ჰაერის დაბინძურება

20 მარტი 2019, 13:46

საქართველო

ცნობილია საქართველოს ქალაქებში ჰაერის დაბინძურების ახალი მაჩვენებლები

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1,1-ჯერ, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში – უმნიშვნელოდ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება.

კუნძული

20 მარტი 2019, 13:40

მსოფლიო

ჰონგ-კონგი მსოფლიოს უდიდესი ხელოვნური კუნძულის შექმნას აპირებს

ჰონგ-კონგი მსოფლიოს უდიდესი ხელოვნური კუნძულის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ოფიციალურად 20 მარტს გახდა ცნობილი. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შესაბამის სამუშაოებს 2025 წლისთვის დაიწყებს. ხელოვნურ კუნძულზე გადასვლას კი მცხოვრებლები 2032 წლისთვის შეძლებენ.