imedi /  19 ოქტომბერი 2018, 16:37 / სანდო წყარო

„იბერიას“ თანამშრომლები მენეჯმენტს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას სთხოვენ

ბრიფინგი

ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტებმა გაერთიანებული პროფკავშირების ოფისში ბრიფინგი გამართეს და ხელმძღვანელობისგან რეორგანიზაციასთან და ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს. ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

„16 ოქტომბერს სხვადასხვა ტელევიზიების საშუალებით გავიგეთ, რომ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა. მეორე დღეს მოვითხოვეთ თათბირი, თათბირზე ლოგიკურია გვქონდა ბევრი კითხვა. რა ბედი გველოდა, ვიყავით თუ არა ტელევიზიის თანამშრომლები, გავაგრძელებდით თუ არა მომავალში მუშაობას, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ იყო კითხვები ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაც უკვე ნამუშევარი გვაქვს, ვერც ამაზე მივიღეთ პასუხი. ამის შემდეგ, შევთავაზეთ, რომ ჩვენ ჩვენი რესურსით ვიმუშავებდით მანამ ვიდრე შევძლებდით, ოღონდ უნდა გვცოდნოდა გონივრული ვადა როდემდე შეიძლებოდა ჩვენი უხელფასოდ მუშაობა. ამაზეც ვერ მივიღეთ პასუხი", - განაცხადეს მათ.

თანამშრომლები ხელმძღვანელობას წერილით მიმართავენ, სადაც მოითხოვენ კითხვებზე პასუხებს. 16 ოქტომბერს ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

სექტემბერში ტელეკომპანიამ ეთერში ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლითაც კომპანიის დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ხელისუფლება მის ბიზნესსა და ტელევიზიაზე ზეწოლას ახდენდა. ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გახლდათ, რომელმაც სასამართლოზე გამოკითხვისას განაცხადა, რომ ამ ჩანაწერების შექმნის პროცესში გაცნობიერებულად მონაწილეობდა და საუბრის ინსცენირების მიზანი ოქუაშვილის უცხოელი პარტნიორების იმაში დარწმუნება იყოს, რომ ვალს მათ ხელისუფლების ზეწოლის გამო ვერ უხდიდა. ყიფიანის თქმით, ჩანაწერები არა შიდა, არამედ გარე მოხმარების იყო.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილი ამ გზით ცდილობდა სახელმწიფოს მიმართ „ომეგა ჯგუფის“ მიერ დაგროვილი ვალის, 51 მილიონი ლარის გადახდისთვის თავის არიდებას.

იმავდროულად, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა. რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ტელევიზიებით გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ანალოგიური აღმოჩნდა ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

ყველა სიახლე

სერ როდ სტიუარტი

16 სექტემბერი 2019, 13:57

კულტურა

როდ სტიუარტმა პროსტატის კიბო დაამარცხა

როდ სტიუარტის თქმით, ის კიბოს სამი წლის განმავლობაში ებრძოდა, ახლახანს ჩატარებულმა ტესტებმა კი დაადასტურა, რომ დაავადებისგან სრულად განიკურნა. როგორც მუსიკოსმა განაცხადა, მკურნალობა დროულად დაიწყო.მან კაცებს ექიმებთან დროული ვიზიტისა და შემოწმებისკენ მოუწოდა.

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღი

16 სექტემბერი 2019, 13:53

საქართველო

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყებიდან მალევე შეწყდა. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო ოთახები, საპირფარეშო და დერეფანი გახდა. ასევე - მოუწესრიგებელი სააღმზრდელო გარემო და საღებავის მკვეთრი სუნი.

ავსტრალიური კაჭკაჭი

16 სექტემბერი 2019, 13:32

ტაბლოიდი

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, - წერს CNN. კერძოდ, 75 წლის კაცს, რომელიც ველოსიპედით მგზავრობდა, გააფთრებული კაჭკაჭი თავს დაესხა. კაცმა წონასწორობა დაკარგა და ღობეს შეეჯახა. შედეგად, მან თავის მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

თორნიკე შენგელია ბასკონია

16 სექტემბერი 2019, 13:32

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ბასკეთის თასი მოიგო

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ბასკეთის თასი მფლობელი გახდა. ტურნირი ყოველი სეზონის დაწყებამდე იმართება, მასში ესპანეთის ამ რეგიონის 2 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. „ბასკონიამ“, რომელშიც შენგელიას გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი - ამერიკელი მეტ ჯენინგი თამაშობს, ბილბაოს „რეტაბეტი“ 66:55 დაამარცხა.

ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 13:32

მსოფლიო

პარიზში ელექტრო ველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

სექტემბრიდან ამოქმედდა პროგრამა Veligo, რომელიც მოქალაქეებს ელექტროველოსიპედების გრძევალდიანი პერიოდით დაქირავების შესაძლებლობას აძლევს. ის თვეში 40 ევრომდე ღირს, რომლის ნახევარიც შესაძლებელია, რომ დამქირავებელმა დაუფაროს დასაქმებულს.

ტოჩინოშინი

16 სექტემბერი 2019, 13:21

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს მეოთხედ გაიმარჯვა. ლევან გორგაძის მეტოქე კომოსუბი შოთა ენდოს იყო. მან შეხვედრის დაწყებისთანავე აიცილა პირდაპირი შეჯახება და იაპონელს ბრძოლა მოუგო. მას ბალანსი 4:5-თან აქვს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დარჩენილ 6 შეხვედრაში 4 მოგება ესაჭიროება.

 ნაომი კემპბელი

16 სექტემბერი 2019, 13:03

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი საქველმოქმედო საღამოზე გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე Fashion For Relief Charity Party, გამჭვირვალე კაბით მივიდა, რომლის ქვეშაც სავარაუდოდ საცვლები არ ეცვა. მან ღონისძიებიდან ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა. კემპბელს ღონისძიებაზე ფრანგი დიზაინერის ტიერი მიულერის კაბა ეცვა.

გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 13:01

საქართველო

გახარიამ მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალდებას უპასუხა

ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

დემნა გვასალია

16 სექტემბერი 2019, 12:57

კულტურა

დემნა გვასალია Vetements ტოვებს

ქართველი დიზაინერი „ბალენსიაგაში“ რჩება და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს წარუდგენს საზოგადოებას. დემნა გვასალიამ Vetements-ში 5 წელი იმუშავა და ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მისი მომხმარებლები ცნობილი ვარსკვლავები არიან.

ქობულეთი მერია სწავლა

16 სექტემბერი 2019, 12:52

საქართველო

ქობულეთში ბაღებსა და სკოლებს მიღმა დარჩენილი ბავშვები მშობლებმა მერიაში მიიყვანეს

ქობულეთში, ბავშვები რომლებიც საბავშო ბაღსა და სკოლის მიღმა დარჩნენ, მშობლებმა მერიაში მიიყვანეს. მათი განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში ის ბავშვები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ. ბავშვები არც მოსამზადებელ ჯგუფებში დაუშვეს.

ფორსაჟი

16 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო პანტიანი-მანგლისის გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ გზის კმ4-კმ7 მონაკვეთზე მოძრაობა 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება ხოლმე. მოძრაობას შსს-ს რეგიონული ქვედაყანოფები დაარეგულირებენ.

ელექტრონული სიგარეტი

16 სექტემბერი 2019, 12:22

საქართველო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტროსიგარეტებზე რეგულაციების შესაძლო შერბილებას აკრიტიკებს

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, საკანონმდებლო პროექტი თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს (აიქოსის) მიმართ რეგულაციების შერბილებას ან გაუქმებას მოითხოვს.

აშშ ირანი დროშები

16 სექტემბერი 2019, 12:15

მსოფლიო

ტრამპი და როუჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთმანეთს არ შეხვდებიან

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ გაიმართება. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება. გამოცემა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აბას მუსავის კომენტარს ავრცელებს, რომელმაც პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა.

გია ვოლსკი

16 სექტემბერი 2019, 12:07

საქართველო

უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ „ევროპელების“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

ვოლსკის თქმით, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შეუძლებელია არ ესმოდეთ, რომ მათი ინიციატივა "რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის არის გამიზნული".

ინდოეთი

16 სექტემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ ანდრა-პრადეში ტურისტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. უბედური შემთხვევა მდინარე გოდა-ვარზე მოხდა. ნავზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

ქარიშხალი „უმბერტო“

16 სექტემბერი 2019, 11:46

მსოფლიო

„უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია

შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია, - წერს Fox News. მისი სიჩქარე საათში უკვე 120 კილომეტრია. შტორმი სავარაუდოდ ბერმუდის კუნძულებს დაატყდება თავს. „უმბერტომ“ ბაჰამის კუნძულებზეც ძლიერი წვიმა გამოიწვია.

16 სექტემბერი 2019, 11:34

საქართველო

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამების მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამების მეგობრებმა მიიყვანეს. მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი ვეკუა

16 სექტემბერი 2019, 11:30

სპორტი

ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59-ჯერ აზიდვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

თბილისში მორიგი რეკორდი დამყარდა. სავაჭრო ცენტრ ისთ პოინთში გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა,

ლარი

16 სექტემბერი 2019, 11:24

ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი 76 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება.

ილია მეორე გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

ილია მეორემ პრემიერი საპატრიარქოში მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ილია მეორემ გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა. პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.