imedi /  21 ოქტომბერი 2018, 18:40 / სანდო წყარო

გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი აშენდება

ღვინის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტი

გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

უნივერსიტეტის ერთ-ერთ ადგილად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

პროექტის მიხედვით, აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო საცხოვრებელი. პროექტი კავკასიის უნივერსიტეტს ეკუთვნის. არსებული ინფორმაციით, ღვინის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამა წლიურად 2250 ლარი ეღირება, ხოლო პროფესიული - 1125 ლარი.

"გურჯაანი მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტია და ამიტომ ყველაზე სწორია, სასწავლებელიც აქ აშენდეს. ამ ლოგიკით დავარწმუნე კავკასიის უნივერსიტეტი, რომ შესაფერისი ადგილი გურჯაანია. ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ისწავლიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები. ჩატარდება არაერთი კვლევა მეღვინეობა- მევენახეობის მიმართულებით, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სტატსუსს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს. როგორც ხელმძღვანელობა მეუბნება, 2020 წლისთვის უკვე მზად იქნებიან სტუდენტების მისაღებად.“-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

19 ნოემბერი 2018, 21:15

საქართველო

პრემიერმინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელს ეწვევა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. შედგება მამუკა ბახტაძის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რის შემდეგაც მხარეების ერთოლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

Huawei 5G smartphone

19 ნოემბერი 2018, 21:12

ტექნოლოგიები

ცნობილია როდის წარადგენს Huawei დასაკეც 5G სმარტფონს

სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ Huawei დაადასტურა, რომ მობილურების მსოფლიო კონგრესზე (MWC) 5G დასაკეც სმარტფონს წარადგენს. MWC 2019 თებერვლის მიწურულს გაიმართება. ნოემბრის დასაწყისში Samsung-მა დასაკეცი სმარტფონი წარადგინა, თუმცა გაჯეტი 5G არ არის.

19 ნოემბერი 2018, 20:55

საქართველო

ვინ აღმოჩდნენ სინამდვილეში „რუსთავი 2“-ის ყალბი რეპორტაჟის გმირები

გადაცემა P.S-ის ანონსში მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა ძალადობის კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს კაცი ქალს. წამყვანი კი ეუბნებოდა მაყურებელს, რომ ისინი ნახავდნენ ვიდეოკადრებს, თუ როგორ ძალადობდნენ პროკურორები ბიზნესმენზე.

19 ნოემბერი 2018, 20:38

საქართველო

რას ფიქრობს მოსახლეობა საბანკო დავალიანების განულებაზე

რიგითი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი ერთჯერადი არ უნდა იყოს და მთავრობა იმ ადამიანებსაც უნდა დაეხმაროს, რომელთაც სხვა ტიპის პრობლემური სესხები აქვთ.ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ მსგავსი უპრეცედენტო პროექტი ევროპის მასშტაბით ჯერ არ განხორციელებულა.

ინდოეთი ავარია

19 ნოემბერი 2018, 20:31

მსოფლიო

ინდოეთში ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა უტარ-პრადეშის შტატში მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტოცისტერნა გაჩერებულ სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. მედიკოსების თქმით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

19 ნოემბერი 2018, 20:14

საქართველო

არასამთავრობოთა ნაწილი საბანკო დავალიანების განულებას ამომრჩეველთა მოსყიდვად მიიჩნევს

როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

Skype ხმოვან ასისტენტ Alexa-ზე

19 ნოემბერი 2018, 20:06

ტექნოლოგიები

Skype-დან დარეკვა Amazon-ის ხმოვანი ასისტენტით უკვე შესაძლებელია

ისეთ მოწყობილობაზე, როგორიც Echo Show არის ვიდეოზარით სარგებლობის ფუნქციაც იქნება ხელმისაწვდომი. Amazon-ის ხმოვანი ასისტენტიდან Skype-ს მომხმარებლები დამატებით სერვისს - SkypeOut-საც გამოიყენებენ, რითაც მობილურ და საქალაქთაშორისო ოპერატორებზე ზარის განხორციელებას შეძლებენ.

ხასო ხანგოშვილი

19 ნოემბერი 2018, 19:58

საქართველო

პანკისელი უხუცესი მაჩალიკაშვილს: სააკაშვილის დროს 9 ახალგაზრდა მოგვიკლეს

ხანგოშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სპეცოპერაციების დროს საერთო ჯამში ქისტი ეროვნების ცხრა ახალგაზრდა მოკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაიწვა.

აჭარის ფინანსთა სამინისტრომ აკადემია გახსნა

19 ნოემბერი 2018, 19:57

ეკონომიკა

აჭარის ფინანსთა სამინისტრომ აკადემია გახსნა

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა.უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის დავით გაბაიძის თქმით, საქართველოს ფინანსთა აკადემიის წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანია რეგიონისათვის.

19 ნოემბერი 2018, 19:50

ძალოვნები

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის თემურ გიორგაძის საქმეზე ერთ-ერთი მტკიცებულება გასაჯაროვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, კრწანისის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის თემურ გორგაძის საქმეზე ერთ-ერთი მტკიცებულება გაასაჯაროვა და განცხადებაც გაავრცელა.

PlayStation 4

19 ნოემბერი 2018, 19:47

ტექნოლოგიები

Sony-მ PlayStation 4-სთვის PUBG წარადგინა

PlayStation 4-ისთვის მალე PlayerUnknown’s Battlegrounds-ი გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ცნობები ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა Sony-მ ინფორმაცია ოფიციალურად ახლა დაადასტურა და გამოსვლის თარიღიც დააანონსა.

ბლოკჩეინი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

19 ნოემბერი 2018, 19:38

ტექნოლოგიები

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

საჯარო რეესტრიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

ხანძარი სკოლაში

19 ნოემბერი 2018, 19:29

ძალოვნები

ნინოწმინდის სოფელ ყულალისის სკოლაში ხანძარი გაჩნდა

სკოლაში სახანძრო–სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების მისვლამდე, ცეცხლს მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები საკუთარი ძალებით აქრობდნენ. ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი დაიწვა.

ლაშა ნაცვლიშვილი

19 ნოემბერი 2018, 19:23

ძალოვნები

მეზვრიშვილი: მინისტრი ყველა სამართალდარღვევაზე რეაგირებისას თანაბარ მიდგომას ითხოვს

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ 2017 წელს, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მხრიდანაც რამე გადაცდომის ჩადენა დადასტურდება.

სასწრაფო დახმარების მანქანა

19 ნოემბერი 2018, 19:20

საქართველო

ხობის მუნიციპალიტეტში ხანძრისას შვიდმა ადამიანმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო

ხუთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის, ორი კი ხობის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, სამი მათგანი შოკის განყოფილებაშია მოთავსებული, ორი კი ობსერვაციაში.

უსმან დემბელე

19 ნოემბერი 2018, 19:14

სპორტი

„ბარსელონამ“ უსმან დემბელეს ულიმატუმი წაუყენა

მისდამი პრეტენზიებს შორისაა ვარჯიშებზე დაგვიანება, აგრეთვე კოლექტივთან დაბალი ინტეგრაცია. გარდა ამისა, დემბელე არ ჩქარობს ესპანურის შესაწვლას და ძირითადად მხოლოდ ფრანგ კოლეგასთან სამუელ უმტიტისთან კონტაქტობს.

რუსეთმა „თურქული ნაკადის“ ზღვაზე გამავალი ნაწილის მშენებლობა დაასრულა

19 ნოემბერი 2018, 19:12

მსოფლიო

რუსეთმა „თურქული ნაკადის“ ზღვაზე გამავალი ნაწილის მშენებლობა დაასრულა

რუსეთმა „თურქული ნაკადის“ ზღვაზე გამავალი ნაწილის მშენებლობა დაასრულა.სამშენებლო სამუშაოების დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ.

ფოთის პორტი

19 ნოემბერი 2018, 19:10

ეკონომიკა

ფოთის პორტში საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა

ფოთის პორტში საკონსაკონტეინერო გადაზიდვები 2018 წლის 9 თვის განმავლობაში 263,250 TEU კონტეინერი გადამუშავდა, რაც 14,8%-ით მეტია წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით (229,350 TEU, 2017 წელი).

ამირან გოგოლაძე იაჰო ვალამა

19 ნოემბერი 2018, 19:05

სპორტი

ამირან გოგოლაძემ მეტოქე 8 წამში ნოკაუტით დაამარცხა

რუსეთში გამართულ M-1 Challenge-ის 99-ე ტური ტურში ქართველი სპორტსმენი ფინელ იაჰო ვალამას დაუპირისპირდა. გოგოლაძეს შთამბეჭდავი გამარჯვების მოსაპოვებლად 8 წამი ეყო, რადგან ქართველმა მეტოქეს მოძრაობის გაკეთებაც არ აცალა და ნოკაუტით დაამარცხა.

19 ნოემბერი 2018, 18:58

ტექნოლოგიები

როგორ იხანგრძლივებენ სიცოცხლეს ამაზონის ტყეში მცხოვრები ტომები

კვლევაში იანომამოს ტომიდან 72 ადამიანი, ხოლო ეკუანადან 83 ადამიანი მონაწილეობდა. როგორც აღმოჩნდა, პირველი ტომის წარმომადგენლებში წნევა ასაკთან ერთად არ იცვლება, მეორე ტომის წარმომადგენლებში კი უმნიშვნელოდ იზრდება.