imedi /  25 ოქტომბერი 2018, 16:18 / სანდო წყარო

ქუთაისის მერია: მოსახლეობა მდინარე ოღასკურას დაბეტონებით კმაყოფილია

ქუთაისი

ქუთაისი

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მოსახლეობა მდინარე ოღასკურას კალაპოტის ბეტონში მოქცევით კმაყოფილია. მერია მოსახლეობის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.

მერიის ცნობით, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები, წლების განმავლობაში მუდმივი საფრთხის წინაშე ცხოვრობდნენ ოღასკურასთან ახლოს. როგორც მერიაში აცხადებენ, მოსახლეობა დაახლოებით 15 წელია ითხოვს ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა, ყოველთვის უარით ისტუმრებდნენ სამუშაოებისთვის საჭირო სოლიდური თანხების არქონის გამო.

„გასულ წლის ოქტომბერში ოღასკურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მთელი ქალაქი, ასევე მიმდებარე ტერიტორია დატბორა. დაგვეტბორა კომერციული ფართები და უზარმაზარი ზარალი მივიღეთ. რამდენიმე ათეული წელია ვითხოვთ მის მოწესრიგებას და კალაპოტში მოქცევას, თუმცა, უშედეგოდ. როგორც იქნა ამდენი წლის შემდეგ მდინარის კალაპოტი და ჯებირები კაპიტალურად კეთდება და მთელი უბანი კმაყოფილი ვართ ამ პროექტით. პირველი ის, რომ დატბორვის საფრთხე აღარ გვექნება და მეორე, ზაფხულში ქვეწარმავლები არ შეგვაწუხებენ", - განაცხადა ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებელმა დარეჯან უგლავამ.

ადგილობრივი მცხოვრებლის, თალიკო გოგიშვილის განცხადებით, გასულ წელს ადიდებულ მდინარეში დახრჩობას 4 წლის შვილიშვილთან ერთად, სამართალდამცველების დახმარებით გადაურჩა.

„შეწუხებული ვიყავით სულ. წვიმის დროს გადმოდიოდა მდინარე და ნიაღვარივით მოდიოდა, კინაღამ დავიხრჩვი. 4 წლის ბავშვთან ერთად გადმოვდიოდი ხიდზე, პოლიციელი რომ არ დამხმარებოდა, ორივე დავიხრჩობოდით. ასეთი დაბრკოლებები ყოველ წელს იყო აქ. ის, რაც აქ კეთდება, ძალიან სასიამოვნოა და თავს დაცულად ვგრძნობთ", - განაცხადა ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებელმა თალიკო გოგიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა თვითმმართველობისგან ოღასკურას დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრებას და სათვალთვალო კამერებიც დამონტაჟებას ითხოვს.

ქუთაისის მერია ასევე ავრცელებს ეკოლოგების კომენტარებს. მათი თქმით, მდინარეში ბუნებრივად შეიქმნა შესაფერი გარემო ეკოსისტემისთვის. მათივე განმარტებით, მსოფლიოს ბევრ ქალაქში ძალიან ბევრი მდინარე, სწორედ ბეტონის კალაპოტშია მოქცეული იმისთვის, რომ ის ადვილად გასაწმენდი იყოს და დატბორვის საფრთხე არ შეექმნას ქალაქებს.

ყველა სიახლე

ბავშვებზე ძალადობა

19 მარტი 2019, 10:28

მსოფლიო

იაპონიის მთავრობამ ბავშვების ფიზიკური დასჯა აკრძალა

თებერვალში იაპონიის პრემიერმა შინძო აბემ ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ყველა ფაქტის შესწავლის ბრძანება გასცა. ამის საფუძველი ქალაქ ტიბაში 10 წლის გოგოს გარდაცვალება გახდა. მედიის ცნობით, მას სისტემატურად სცემდნენ, არ აჭმევდნენ და სიცივეში ამყოფებდნენ. ძალადობის ბრალდებით, მოზარდის მამაა დაკავებული.

დონალდ ტრამპი

19 მარტი 2019, 10:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპი თავის ხელფასს სხვადასხვა უწყებას გადაურიცხავს

„მართალია, პრესას არ უყვარს ამაზე წერა და მეც ეს არ მჭირდება, წლის განმავლობაში პრეზიდენტის ყოველწლიურ ხელფასს, 400 000 დოლარის ოდენობით, სხვადასხვა უწყებას შევწირავ. ეს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტისთვისაა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩეკის ფოტოც გამოაქვეყნა.

19 მარტი 2019, 09:52

კულტურა

რეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა

ხუციევი 1925 წელს თბილისში დაიბადა. მისი ნამდვილი გვარი ხუციშვილია. რეჟისორმა ისეთი ფილმები გადაიღო, როგორებიცაა „გაზაფხული ზარეჩნაის ქუჩაზე", „2 თედორე“, „ივლისის წვიმა“, „ბოლოსიტყვაობა“ და „უსასრულობა“.

ფლორენს პარლი

19 მარტი 2019, 09:35

საქართველო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: 2008 წელს რუსეთმა საქართველო ნაწილებად დაგლიჯა

როგორც პარლიმ განმარტა, საქართველოს ან უკრაინის მსგავსი შემთხვევების განმეორება დანარჩენი მსოფლიოსთვის გზავნილი იქნება. „თუ ჩვენ კვლავ გვეყოლება კიდევ ერთი საქართველო ან უკრაინა ნატოს საზღვრებს შიგნით, ეს იქნება არა მხოლოდ კატასტროფა, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის აშშ-ის ძალაუფლების მკვეთრი შემცირების სიგნალი“, – განაცხადა ფლორენს პარლიმ.

სალომე ზურაბიშვილი

19 მარტი 2019, 09:16

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლს ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი 19 მარტს ქვემო ქართლს ეწვევა, რეგიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივ საწარმოებს ესტუმრება. პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

ლინას ლინკევიჩუსი

19 მარტი 2019, 09:03

საქართველო

ლინკევიჩუსი: საქართველო გახდება ნატოს წევრი და მოსკოვი ირიბ ვეტოს ვერ გამოიყენებს

„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ სწავლება საქართველოს დაეხმარება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობისთვის მოსამზადებელ გზაზე, აამაღლებს ნატოსთან თავსებადობას და გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

19 მარტი 2019, 08:50

მსოფლიო

თურქეთში დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დიარბაქირში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. იქ ასობით ადამიანი იმ სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის “ წევრი ზუკლუფ გეზენი დაკრძალეს.

19 მარტი 2019, 08:38

ეკონომიკა

გერმანიაში ღვინის გამოფენაში 27-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია იყო წარმოდგენილი: ორ მათგანს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები გადაეცა.

19 მარტი 2019, 08:23

ტაბლოიდი

ინდოეთში ყინულის კაფე გაიხსნა

ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის შტატში, ჰიმალაის მთებთან ახლოს ტურისტებს ყინულის კაფეში ეპატიჟებიან. იქ მდებარე ძნელად მისასვლელ სოფელ გიაში ადგილობრივმა მცხოვრებმა უჩვეული კაფე მოაწყო, რომელიც ყინულისგანაა აგებული და სადაც სტუმრებს ცხელ სასმელებს სთავაზობს.

ალეხანდრო ტოლედო

19 მარტი 2019, 08:14

მსოფლიო

აშშ-ში პერუს ექსპრეზიდენტი დააკავეს

აშშ-ში პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო დააკავეს. ის კალიფორნიაში, ერთ-ერთ რესტორანში სიმთვრალის გამო აიყვანეს. ინციდენტი კვირას ღამით მოხდა, პოლიტიკოსი საპატიმროდან 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ.

19 მარტი 2019, 01:00

მსოფლიო

დასახელდა ქალაქები სადაც ნარკოტიკს ყველაზე მეტად მოიხმარენ

კვლევა 20 ევროპული ქვეყნის 73 ქალაქის მონაცემებს ეყრდნობა. ამ სფეროში ის ევროკავშირის ყველაზე დიდი პროექტი გახდა. 2018 წლის მონაცემებით, კოკაინის მოხმარების დონით პირველ ადგილს ბრისტოლი იკავებს, ხუთეულში მოხვდნენ ამსტერდამი, შვეიცარიის 2 ქალაქი: ციურიხი და ბერნი და ასევე ესპანეთის ქალაქი ბარსელონა.

გაზიანი სასმელები

19 მარტი 2019, 00:31

ტექნოლოგიები

კვლევა: გაზიანი სასმელები სიკვდილის რისკს ზრდის

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ გაზიანი და სპორტისთვის განკუთვნილი სასმელები გულის დაავადებებისგან, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოსგან გარდაცვალების რისკს ზრდის. თავისმხრივ აშშ-ის სასმელების ასოციაცია განმარტავს, რომ გაზიანი სასმელები მომხმარებლისთვის უსაფრთხოა.

მოზამბიკი

19 მარტი 2019, 00:07

მსოფლიო

მოზამბიკში ციკლონის მსხვერპლთა რიცხვმა შეიძლება ათასს მიაღწიოს

ტროპიკული ციკლონის „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 1000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში დაღუპულად ოფიციალურად 84 ადამიანი მიიჩნევა. სამხრეთ აფრიკაში კი სტიქიას სულ მცირე 180 ადამიანი ემსხვერპლა.

კატა

18 მარტი 2019, 23:56

ტაბლოიდი

ფრანგმა მინისტრმა თავის კატას Brexit-ი დაარქვა

ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-სთან ლაპარაკისას ევროპელმა მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზებიც ახსნა. „კატა ხმამაღლა მთხოვს გარეთ გავუშვა ხოლმე, კარს ვუღებ, თუმცა ადგილიდან მაინც არ იძვრის“, - აცხადებს ევროპულ ურთიერთობებში საფრანგეთის მინისტრი.

18 მარტი 2019, 23:31

ტაბლოიდი

ავსტრიაში მსოფლიოში უდიდესი კოცონი დაანთეს

ავსტრიის ქალაქ ლუსტენაუში მსოფლიოში ყველაზე დიდი კოცონი დაანთეს. 61-მეტრიანი ხის კოშკის ასაშენებლად დაახლოებით 3 თვე დაიხარჯა და ის ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დაიწვა. ავსტრიაში კოცონს ზამთრის გაცილების ნიშნად ანთებენ.

ბერნი ტორმი

18 მარტი 2019, 23:24

კულტურა

ოზი ოსბორნის გიტარისტი ბერნი ტორმი გარდაიცვალა

ბერნი ტორმი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მას პნევმონია ჰქონდა. ინგლისელმა როკ მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა ბერნის ტორმის პატივი უკვე მიაგო. მუსიკოსის გარდაცვალებას ოზი ოსბორნი მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა. „რა სევდიანი დღეა. ჩვენ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი დავკარგეთ“, - წერს ოზი ოსბორნი.

კევინ ცუჯიჰარა

18 მარტი 2019, 23:02

მსოფლიო

სექსუალური სკანდალის გამო Warner Bros.-ის დირექტორი გადადგა

მარტის დასაწყისში Hollywood Reporter-მა დაწერა, რომ 2013 წელს ცუჯიჰარას 21 წლის მსახიობ შარლოტა კირკთან სექსი ჰქონდა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებით გაირკვა, რომ სანაცვლოდ Warner Bros.-ის გენერალურმა დირექტორმა მას კარიერის მოწყობაში დახმარება შესთავაზა.

სემ სმიტი

18 მარტი 2019, 23:00

ტაბლოიდი

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი სქესის შეცვლაზე ფიქრობს

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი თავის ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტავს, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. „ჩემი ტვინი ყოველთვის ებრძოდა ჩემს ტანს. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა სემ სმიტმა ინტერვიუში.

რიჩარდ ერდმანი

18 მარტი 2019, 22:36

კულტურა

ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ერდმანი გარდაიცვალა

ერდმანი ლოს-ანჯელესში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მედიის ცნობით, ბოლო დროს დემენციით იტანჯებოდა. კარიერის განმავლობაში მსახიობმა მონაწილეობა 160-ზე მეტ ფილმში მიიღო. ერდმანს პოპულარობა სერიალმა „საზოგადოებამ" მოუტანა.

ფილიპე ბარბარინი
რომის პაპი

18 მარტი 2019, 22:16

მსოფლიო

რომის პაპი პედოფილიის დაფარვაში ბრალდებულ კარდინალს შეხვდა

რომის პაპმა ვატიკანში პედოფილიის დაფარვაში ბრალდებული ფრანგი კარდინალი ფილიპე ბარბარინი მიიღო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 7 მარტს სასამართლომ, საფრანგეთში რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი დამნაშავედ ცნო. მას 6-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.