imedi /  27 ოქტომბერი 2018, 23:38 / სანდო წყარო

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადება “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს შეეხება, რომელიც სოფელ ქვეშეთში აშენებულ მის სახლს უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

კვირიკაშვილის შეფასებით, საუბარი იმაზე, თითქოს ქვეშეთში სახლი პრემიერმინისტრობის პერიოდში აიშენა, „რეალობის განზრახ დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ ემსახურება.

„მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც სოფელ ქვეშეთში წლების წინ აშენებულ ჩემს სახლს ეხებოდა.

მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი მდებარეობს, 10 წლის წინ შევიძინე, ხოლო სახლის მშენებლობა 2010 წელს დავასრულე, რაც ასახულია კიდეც თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ვავსებ - შეგიძლიათ იხილოთ 2013 წლის (ამ დროს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ახალი დანიშნული გახლდით) ქონების დეკლარაცია, რომელიც საჯაროა, სადაც დაფიქსირებულია 250 კვ.მ. სახლი დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმ წლებში, როცა სახლი ავაშენე, საჯარო სამსახურში არ ვმუშაობდი. 2006 წლიდან 2011 წლის ბოლომდე მე ვიყავი ბანკის გენერალური დირექტორი და სიუჟეტში ნაჩვენები სახლი სწორედ ბანკში მუშაობისას მიღებული ანაზღაურებით აშენდა.

სახლის ასაშენებლად ნაწილობრივ სესხითაც ვისარგებლე, რისთვისაც იპოთეკით დატვირთულია თბილისში მდებარე სახლი, რომელშიც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და რომელიც ასევე შეძენილია 2006 წელს იპოთეკური სესხით. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დღესაც დატვირთულია იპოთეკით, შესაბამისად, 10 წელზე მეტია, ყოველთვიურად ვიხდი ბანკში არსებულ სესხს.

ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია ჩემს დეკლარაციაში, რომლის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს სახლი ქვეშეთში პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ავაშენე, გახლავთ რეალობის განზრახ დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაასახელა. მანამდე ის „ოცნების“ ხელისუფლების ჯერ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი იყო. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა. მოგვიანებით კვირიკაშვილმა თქვა, რომ ამ პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო.   

50 წლის გიორგი კვირიკაშვილის კარიერის დიდი ნაწილი საფინანსო და საბანკო სექტორებში საქმიანობას უკავშირდება. 2012 წელს ივანიშვილის კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლამდე ის პოლიტიკაში ერთხელ უკვე იყო. 1999–2004 წლებში პარლამენტში „ახალი მემერჯვენეების“ წევრი გახლდათ და პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2006–2011 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ხელმძღვანელობდა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა 2018 წლის 13 ივნისს დატოვა

ყველა სიახლე

ერთხელ ჰოლივუდში

24 ოქტომბერი 2019, 00:49

კულტურა

„ერთხელ ჰოლივუდში“ კინოთეატრებში ახალი სცენებით დაბრუნდება

25 ოქტომბრიდან ფილმის ახალ ვერსიას აშშ-ის და კანადის 1000 კინოთეატრში აჩვენებენ. დამატებითი სცენების გათვალისწინებით სურათის ქრონომეტრაჟი 10 წუთით გაიზრდება. „ერთხელ ჰოლივუდში“ ტარანტინოს მე-9 ფილმია.

მარტინი სკორსეზე

24 ოქტომბერი 2019, 00:23

კულტურა

სკორსეზემ რომის კინოფესტივალზე „ირლანდიელი“ წარადგინა

რომის კინოფესტივალზე რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის „ირლანდიელის“ ჩვენება შედგა. სურათი ჩარლზ ბრანდტის რომანის ეკრანიზაციაა, რომლის მთავარი გმირიც დაქირავებული მკვლელი ფრენკ შირანი, მეტსახელად ირლანდიელია. მის როლს რობერტ დე ნირო ასრულებს.

სელენა გომესი

24 ოქტომბერი 2019, 00:11

კულტურა

სელენა გომესმა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა

ამის შესახებ BIllboard-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვიდეორგოლი სიმღერაზე „Lose You to Love Me“ სოფი მიულერმა გადაიღო. რეჟისორმა ამისთვის iPhone 11 Pro გამოიყენა. სიმღერა გომესის ახალ ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

ბენი განცი

23 ოქტომბერი 2019, 23:47

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ბენი განცს სთხოვა

ოპოზიციის ლიდერს ამისთვის 28 დღე ექნება. განცის წარუმატებლობის შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს პრემიერმინისტრობის სხვა კანდიდატის შერჩევას სთხოვს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა.

მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი

23 ოქტომბერი 2019, 23:39

ეკონომიკა

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობით ევროპაში ლიხტენშტაინი ლიდერობს

ანალიტიკურმა კომპანია Growth from Knowledge-მ(GfK) წელიწადში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში 42 ქვეყანა მოხვდა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რეიტინგში პირველ ადგილზეა ლიხტენშტაინი.

ავარია ზუგდიდი

23 ოქტომბერი 2019, 23:12

ძალოვნები

შსს ზუგდიდში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელიც რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე „ფოლკსვაგენს“ შეეჯახა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ზუგდიდში შენიშნეს. შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

23 ოქტომბერი 2019, 22:59

საქართველო

სახალხო დამცველი თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, საგამონაკლისო წესით დაუშვან აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.

რუდი ჯულიანი ლევ პარნასი

23 ოქტომბერი 2019, 22:46

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის საარჩევნო კამპანიის დონორების სასამართლო პროცესი დაიწყო

პროკურატურა საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბიზნესმენებს ლევ პარნასს და იგორ ფრუმანმას საარჩევნო კამპანიის უცხოური სახსრების გამოყენების დაფინანსებას ედავებიან. ისინი სექტემბერში აშშ-ის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

იტალია, რომი

23 ოქტომბერი 2019, 22:37

მსოფლიო

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე სამჯერ გაიზარდა

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 10 წელიწადში სამჯერ გაიზარდა.ქვეყანაში რთულ ეკონომიკურ პირობებში ბავშვების 2,5% ცხოვრობს. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3,7%-ს შეადგენდა. იტალიის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 8,4%-ია.

საჰარ ტაბარი

23 ოქტომბერი 2019, 22:14

მსოფლიო

ირანში დაკავებული Instagram-ის ვარსკვლავი ტელეეთერში გამოჩნდა

ინტერვიუში 22 წლის საჰარ ტაბარი ყვება, რომ პოპულარობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და სასურველი მიზნის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, ახლა კი ყველაფერს ნანობს. ქალი ოქტომბრის დასაწყისში, მკრეხელობის ბრალდებით დააკავეს.

Moodyʼs

23 ოქტომბერი 2019, 22:05

ეკონომიკა

Moodyʼs-მა რუსეთის ბანკებს საკრედიტო რეიტინგი გაუუარესა

სარეიტინგო კომპანია Moodyʼs-მა რუსული ბანკების საკრედიტო რეიტინგი „პოზიტიურიდან“ „სტაბილურისკენ“ შეცვალა. სააგენტომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკის სუსტი ზრდის ფონზე მიიღო, რაც უახლოესი 12-18 თვის მანძილზე ქვეყნის საბანკო სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეაფერხებს.

23 ოქტომბერი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის

საფრანგეთში, პასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის და ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისაგან იცავს. კვლევის შედეგები პორტალ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა. მკვლევარების ჯგუფმა ჩაატარა ცდა თაგვებზე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცილას შეუძლია დიეტის იმიტაცია რომელიც ეფექტურია გულის და ონკოლოგიური დაავადებების დროს.

მამუკა ხაზარაძე ლელო

23 ოქტომბერი 2019, 21:38

ეკონომიკა

მოძრაობა „ლელო“ პროგრესბანკის დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოითხოვს

მოძრაობა „ლელო“ პროგრეს ბანკთან დაკავშირებით კობა გვენეტაძის განცხადებას ეხმაურება და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას. შესაბამისი განცხადება მოძრაობის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჟირალონგკორნი

23 ოქტომბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ტაილანდის მეფემ სასახლის თანამშრომლები „უაღრესად ბოროტი“ საქციელისთვის გაათავისუფლა

ამის მიზეზი მათ მიერ თანამდებობების საკუთარი თავების და ახლობლების სასარგებლოდ გამოყენება გახდა, რაც მეფემ „უაღრესად ბოროტ“ საქციელად შეაფასა. გათავისუფლებულებს შორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და სამეფო დაცვის ორი თანამშრომელია.

23 ოქტომბერი 2019, 20:51

სპორტი

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმის დრამატულ თეატრში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. თამაშები 24 ოქტომბერს 15:00 საათიდან დაიწყება. ჩემპიონის ტიტულისთვის გუნდები ევროპის 39 ქვეყნიდან იბრძოლებენ. საქართველოდან ჩემპიონატში სამი ქალთა და ორი ვაჟთა გუნდი მონაწილეობს.

გაერო ჟენევა

23 ოქტომბერი 2019, 20:35

მსოფლიო

სირიელმა ქურთმა ჟენევაში გაეროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა

31 წლის კაცმა თავზე საწვავი გადაისხა და შენობაში შეჭრას აპირებდა. დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

ქრთამის აღება

23 ოქტომბერი 2019, 20:33

ძალოვნები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ქარელის საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. უწყება ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2019, 20:14

მსოფლიო

ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ფინანსთა მინისტრს დავავალე, რომ თურქეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს ძალაში შესული ფინანსური სანქციები გაუქმდეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მოქალაქეების დეპორტაცია

23 ოქტომბერი 2019, 19:47

მსოფლიო

გერმანიიდან რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა

ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ქვეყნის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნიდან 2017 წელს რუსეთის 184 მოქალაქე გააძევეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 422-მდე გაიზარდა.

ელ კლასიკო ბარსელონა რეალი

23 ოქტომბერი 2019, 19:35

სპორტი

„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს 18 დეკემბერს შეხვდებიან

მატჩის ახალ თარიღს „ლა ლიგის“ ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ამ დღეს სამეფო თასის მატჩები უნდა გაიმართოს. შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.