imedi /  31 ოქტომბერი 2018, 10:24 / სანდო წყარო

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარი თებერვალში გამოქვეყნდება

აბიტურიენტები

2019 წლის აბიტურიენტების მთავარ კითხვას არჩევითი საგნების შერჩევა და იმის დადგენა წარმოადგენს, თუ რომელ უმაღლესში შეძლებენ მათ მიერ არჩეული საგნით მოხვედრას. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.

შესაბამისი ინფორმაცია აბიტურიენტის ცნობარშია მოქცეული, რომელიც, როგორცშეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, 2019 წლის თებერვლამდე არ გამოქვეყნდება.

მიუხედავად ამისა, ცენტრში განმარტეს, რომ ახალი ცნობარის გამოქვეყნებამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ გასული წლის ცნობარით იხელმძღვანელონ, ვინაიდან გამოქვეყნების თარიღისთვის მასში განსაკუთრებული ცვლილებები არ განხორციელდება.

გთავაზობთ 2018 წლის ცნობარს აბიტურიენტებისათვის:

ცნობარი აბიტურიენტებისათვის 2018
(naec.ge, PDF, 05.03.2018, 23:07)

ცნობარის დამატება N4 (ცვლილების თარიღი 23.08.2018)

ცნობარის დამატება N3 (ცვლილების თარიღი 13.08.2018)

ცნობარის დამატება N2  (ცვლილების თარიღი 21.03.2018)

ცნობარის დამატება N1  (ცვლილების თარიღი 15.03.2018)

ცნობარი გეხმარება უნივერსიტეტისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამის/ფაკულტეტის შერჩევაში, გიხსნის საგამოცდო პროცედურის პრინციპსა და ფორმას. ცნობარში ყველა უნივერსიტეტს მინიჭებული აქვს თავის კოდი.

ყველა სიახლე

18 ნოემბერი 2019, 18:10

საქართველო

სპეცრაზმმა პარლამენტის ყველა პიკეტირებული შესასვლელი გაათავისუფლა

სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, გაათავისუფლა. შესასვლელებთან ახლა სპეცრაზმი დგას და ადგილს აკონტროლებს. პარლამენტის წევრები კი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადებიან.

ვაჟა გაფრინდაშვილი

18 ნოემბერი 2019, 18:02

საქართველო

„წითელი ჯვრის კომიტეტმა“ ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

„თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით"- ნათქვამია განცხადებაში.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 18:01

საქართველო

მოძრაობა „სირცხვილია“ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ

მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ტროტუარებზე გადასვლისკენ მოუწოდებენ. მათი განცადებით, ისინი მშვიდობიან პიკეტირებას მიმართავენ. სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა.

18 ნოემბერი 2019, 17:41

ძალოვნები

სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა. LIVE

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი წყლის ჭავლით კარვებისგან გაათავისუფლა. "ქრონიკის" ჟურნალისტის თქმით, აქციის მონაწილეები სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეშის ნაჭრებს ესვრიან. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

18 ნოემბერი 2019, 17:36

საქართველო

აქციის დაშლის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა და პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელების გახსნა დაიწყო.

18 ნოემბერი 2019, 17:31

ძალოვნები

პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე პირი.პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა და დაშლა დაიწყო. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა.

გიორგი რურუა

18 ნოემბერი 2019, 17:30

ძალოვნები

ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილე გიორგი რურუა დააკავეს

Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჯეიმს აპატურაი

18 ნოემბერი 2019, 17:25

საქართველო

აპატურაი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე: ნატოს წევრები და ევროკავშირი ამ პროცესში ჩართულები არიან

მათ აქვთ საქართველოში საელჩოები და მათთან გვაქვს მჭიდრო კონტაქტი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომხდარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და გვაქვს იმედი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება"- განაცხადა აპატურაიმ.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 17:13

საქართველო

მოქალაქეებს აქციის დატოვება თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეუძლიათ

მოქალაქეებს, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე აქციის დატოვება სურთ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეუძლიათ გადაადგილდნენ. "ქრონიკის" ჟურნალისტის ინფორმაციით, თავისუფლების მოედნისკენ გზა თავისუფალია. რუსთაველზე სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

18 ნოემბერი 2019, 16:59

ძალოვნები

შსს პარლამენტის ბლოკირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები.

18 ნოემბერი 2019, 16:58

ძალოვნები

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით დაიძრა

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით ნელი სვლით დაირძა. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცეს. დღეს დილით პარლამენტში დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი მეორე დღეა აქციის გამო გადაკეტილია.

ჯეინ ჰეივარდი

18 ნოემბერი 2019, 16:53

კულტურა

ბრიტანელი მსახიობი ჯეინ ჰეივარდი გარდაიცვალა

ბრიტანელ მსახიობ ჯეინ ჰეივარდს 2-სართულიანი ავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა ქალაქ რიკმანსვორთში მოხდა. 69 წლის ქალი გზაზე გადადიოდა და მისკენ მომავალი ტრანსპორტი ვერ შეამჩნია, რადგან საპირისპირო მხარეს უყურებდა.

საპროტესტო აქცია

18 ნოემბერი 2019, 16:43

საქართველო

პოლიციამ რუსთაველზე სამანქანო გზის გასათავისუფლებლად დემონსტრანტებს ვადა მისცა

თბილისის მერიის წარმომადგენლებმა და სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მყოფი აქციის მონაწილეები გააფრთხილეს - მათ რუსთაველის გამზირზე სამანქანო გზის გასათავისუფლებლად ნახევარსაათიანი ვადა მისცეს.

მეტამფეტამინის ლაბორატორია

18 ნოემბერი 2019, 16:32

მსოფლიო

ორი ამერიკელი პროფესორი მეტამფეტამინის წარმოებისთვის დააკავეს

აშშ-ის შტატ არკანზაში ენდერსონის უნივერსიტეტის ორი პროფესორი ტერი დევიდ ბეიტმანი და ალენ როულენდი მეტამფეტამინის წარმოებაში დაადანაშაულეს. The New York Times ცნობით, უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრში უცნაური სუნი იგრძნეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერში ბენზილქლორიდის შემცველობა იყო.

აქციის დაშლა

18 ნოემბერი 2019, 16:13

საქართველო

პოლიციამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების შეწყვეტისთვის 30 წუთი მისცა.

18 ნოემბერი 2019, 15:52

მსოფლიო

რუსეთმა ქერჩის სრუტეში დაკავებული ხომალდები უკრაინას დაუბრუნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ერთი წლის წინ ქერჩში დაკავებული გემები უკრაინას დღეს გადასცა. კერძოდ, უკრაინულ მხარეს გადაეცა კატერი „ბერდიანსკი“, „ნიკოპოლი“ და ბუქსირი „იანი კაპუ“.

სპეცრაზმი

18 ნოემბერი 2019, 15:49

საქართველო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. პარალელურად, პარლამენტის სამიე შესასვლელი ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ ბლოკირებული. უმრავლესობის წევრები "ქართული ოცნების" ოფისიდან უკვე წავიდნენ პარლამენტისკენ.

ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი 2019, 15:39

საქართველო

კობახიძემ განმარტა, რატომ ეწინააღმდეგება ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას

„კონსტიტუციაში წერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, 73 კი - მაჟორიტარული წესით. გერმანული სისტემა არის ე.წ. პერსონალიზებული პროპორციული სისტემა, სადაც მანდატების განაწილების წესი მთლიანად პროპორციულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 15:27

საქართველო

პარლამენტის სამივე შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვია

პარლამენტში ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პარლამენტის ყველა შესასვლელი ჩაკეტილია. სამივე შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გადანაწილებულნი. ისინი დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ცოცხალი კორდონია აღმართული.

სენეგალი

18 ნოემბერი 2019, 15:23

კულტურა

საფრანგეთმა სენეგალს ომარ ტალის ხმალი დაუბრუნა

საფრანგეთმა სენეგალს მე-19 საუკუნის მუსლიმი მეცნიერის, ომარ ტალის ხმალი დაუბრუნა, ამის შესახებ BBC წერს. არტეფაქტი მანამდე აღმოსავლეთ აფრიკის ლიდერ ომარ საიდ ტალს ეკუთვნოდა, რომელიც საფრანგეთის ანტიკოლონიზაციას ებრძოდა.