imedi /  01 ნოემბერი 2018, 11:19 / სანდო წყარო

ელიზაბედ რუდი: საქართველოს შეუძლია სამხედრო ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად გამოყენება

ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც ერთმანეთში აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ ხედავთ, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში დეზინფორმაციის წყება წამოვიდა განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან და განსაკუთრებით, „რუსთავი ორის“ ორგანიზებით. სწორედ ამ პოლიტიკაში და დეზინფორმაციულ კამპანიაში ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოსდა ბოლტონი ჩამოვიდა, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება. პირიქით და რეალურად სიტუაცია გახლდათ ისეთი, რომ ბოლტონმა იმავე დღეს, ასევე მეტისის წერილმა კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში გავრცელებული რეფორმების მიმართ და განსაკუთრებით თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. ანტისატანკო ჯაველინების სისტემის საქართველოსთვის გადაცემა არის მნიშვნელოვანი მოვლენა. პირად საუბარში მოვისმინე მეტისისგან, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნდობა და აღიარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი სიცრუეს უწოდებს ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.

„საქართველოსა და აშშ-ს აქვთ ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობა და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია, საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად გამოყენება და კონტროლი. ინფორმაცია, რაც გავრცელდა, არის აბსოლუტური სიცრუე”, - განაცხადა რუდმა.

ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, სრულიად გაურკვეველი და უცნობი ReportBlogs-ის წარმომავლობა საეჭვოა და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს.

26 ოქტომბერს, ბოლტონი ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს სტუმრობდა. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გიგი უგულავა

19 ნოემბერი 2018, 12:58

არჩევნები 2018

უგულავამ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელებს „სუსისგან გაფუჭებულები“ უწოდა

პარტიული აქტივის წასვლას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავას განცხადებით, ეს ადამიანები "სუსიგან გაფუჭებული და შეშინებულები არიან".

ხორცი

19 ნოემბერი 2018, 12:53

ეკონომიკა

საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 პროცენტით აღემატება. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით შემცირდა და 923.0 ათასი სული შეადგინა.

კადრი ფილმიდან

19 ნოემბერი 2018, 12:51

კულტურა

რუსთავის ციხეში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ბირ დუინოს“ კინოფესტივალის გამარჯვებულია

„დაწესებულება #16“ ქართული დოკუმენტალისტიკის ისტორიაში პირველი ფილმია, რომელიც ციხეში გადაიღეს. ორი წლის განმავლობაში ავტორი თითქმის ყოველდღიურად „ცხოვრობდა“ სასჯელაღსრულების დაწესებულების ბენეფიციარებთან. გადაღების დროს ზოგი გათავისუფლდა, ზოგი დღემდე იხდის სასჯელს.

19 ნოემბერი 2018, 12:48

ძალოვნები

ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც კანადის ყალბი ვიზები ჰქონდათ. საიმიგრაციო ბიუროს განცხადებით ქართველები აბუ დაბიდან მანილაში 11 ნოემბერს ჩავიდნენ. ი

19 ნოემბერი 2018, 12:47

სპორტი

რომელ ქალაქებში და სად იქნება შესაძლებელი დიდ ეკრანზე საქართველო-ყაზახეთის მატჩის ყურება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ქვეყნის ოთხ სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალური მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. საქართველო-ყაზახეთის მატჩის საფეხბურთო გარემოში ნახვის მსურველებსბათუმის დრამატულ თეატრთან არსებული სივრცე უმასპინძლებს.

19 ნოემბერი 2018, 12:44

არჩევნები 2018

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 10-მდე უბნის კომისიის წევრმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის 67- ე საარჩევნო ოლქის 10-მდე უბნის კომისიის წევრმა დატოვა თანამდებობა. მათ შორის ორი უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, ორი მოადგილე და დანარჩენი კომისიის რიგითი წევრები არიან.

 სინგჰ საჯანი

19 ნოემბერი 2018, 12:39

მსოფლიო

კანადაში საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხეზე საუბრობენ

„ჩვენ სერიოზულად მივუდექით ამ საკითხს და თავდაცვით პოლიტიკაში შესაბამისი ცვლილებები შევიტანეთ. ჩვენ უნდა განვუმარტოთ მოქალაქეებს ყალბი ახალი ამბების გავლენა. არავის სურს მოტყუვდეს. ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოქმედებს და ჩვენ მათი სამიზნე ვხდებით“, – განაცხადა საჯანმა

მორის ყვითელაშვილი

19 ნოემბერი 2018, 12:39

სპორტი

მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ყვითელაშვილის მიერ შესრულებული ტექნიკური ელემენტები ყველაზე მაღალი ტექნიკური ქულით შეფასდა. ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში მორის ყვითელაშვილის მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი პირველი ისტორიული შედეგია, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა აჩვენა ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც გრან -პრის ეტაპია.

გრიგოლ ვაშაძე ჭარბვალიანობა

19 ნოემბერი 2018, 12:37

საქართველო

ვაშაძე: თუ გვინდა მამუკა ბახტაძის ინიციატივა შესრულდეს, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ მოსახლეობას სურს, პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივა შესრულდეს, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს.

19 ნოემბერი 2018, 12:32

ტექნოლოგიები

კვლევა: პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა შესაძლოა დედათქვენის ბრალი იყოს

თუ თქვენს პირად ცხოვრებაში ბევრი პარტნიორი ჩნდება და ვერაფრით პოულობთ თქვენს მეორე ნახევარს, სავარაუდოდ ეს დედათქვენის ბრალია, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომს სამეცნიერო პორტალი Plos One-ი ავრცელებს.

ბიბილოვი დონეცკში ჩავიდა

19 ნოემბერი 2018, 12:31

მსოფლიო

ბიბილოვი დონეცკში ჩავიდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტი დონეცკში ჩავიდა.გავრცელებული ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, დენის პუშილინის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება.

გურული დღიურები

19 ნოემბერი 2018, 12:27

კულტურა

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ უკრაინულად გამოცემულ 5 საუკეთესო წიგნს შორისაა

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ უკრაინულად გამოცემულ 5 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა. „გურული დღიურები“ უკრაინულად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ითარგმნა. წიგნი გამომცემლობა Charitable Found The Literary Initiatives Foundation-მა გამოსცა. „გურული დღიურები“ უკრაინულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.

ცემენტის ხარისხი

19 ნოემბერი 2018, 12:14

ეკონომიკა

საქართველოში შეფუთული ცემენტის 36 სახეობიდან ევროპული სტანდარტი მხოლოდ 13-მა დააკმაყოფილა

საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის მორიგი, რიგით მეხუთე ტესტირება ჩატარდა. შედეგების მიხედვით, შეფუთული ცემენტის 36 სახეობიდან ევროპული სტანდარტი მხოლოდ 13-მა დააკმაყოფილა.

ემანუელ მაკრონი

19 ნოემბერი 2018, 12:09

მსოფლიო

საფრანგეთში მაკრონის რეიტინგი დაეცა

საფრანგეთის რეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 25%-ით შემცირდა. ექსპერტები ამას ქვეყანაში გამართულ მასშტაბურ დემონსტრაციებს უკავშირებენ. საფრანგეთში საწვავის გადასახადის დაწესებასა და საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით 17 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება.

ირაკლი კობახიძე

19 ნოემბერი 2018, 12:09

საქართველო

ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების სოციალური ინიციატივები ჩამოთვალა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ გაიზარდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2.5-ჯერ გაიზარდა სოციალური დახმარების ბიუჯეტიც.

ვალების განულება

19 ნოემბერი 2018, 11:58

ეკონომიკა

ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება.

19 ნოემბერი 2018, 11:53

მსოფლიო

ფინელები ტრამპის დაუმსახურებელი ქათინაურით გაკვირვებულნი არიან

ფინეთი გაკვირვებულია იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ფინეთის მოსახლეობა ტყეებში ფოთლებისა და სარეველების მოფოცხვისთვის შეაქო. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მას უამბო, რომ ფინელები დიდ დროს ატარებენ ტყეებში და ასუფთავებენ მას.

პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ჩვილი გახდა

19 ნოემბერი 2018, 11:52

საქართველო

პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ჩვილი გახდა

პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ჩვილი გახდა. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცათ. ტრადიციული ცერემონია სამებაში 56-ედ ჩატარდა.

სუსი

19 ნოემბერი 2018, 11:49

ძალოვნები

ქრთამის აღების ფაქტზე სუსის თანამშრომელი და ადვოკატი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს სუსის თანამშრომელი და ადვოკატი. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ბელტრან ლეივა

19 ნოემბერი 2018, 11:40

მსოფლიო

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ბელტრან ლეივა გარდაიცვალა

მექსიკელი ნარკობარონი, ბელტრან ლეივა გულის შეტევით გარდაიცვალა. ლეივა 2016 წლიდან ალტიპლანოს ციხეში იხდიდა სასჯელს. მკერდის არეში ძლიერი ტკივილის გამო, ის ქალაქ ტოლუკას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.