imedi /  01 ნოემბერი 2018, 11:59 / სანდო წყარო

უსაფრთხოების მე-12 კონფერენციაზე პრეზიდენტმა რუსულ ოკუპაციაზე ილაპარაკა

რუსეთის ჰიბრიდული ომი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომსა და რუსულ ოკუპაციაზე ვრცელი განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დაპყრობითი ომი აწარმოა. მარგველაშვილის თქმით, რუსეთმა საქართველოში ჰიბრიდული ომი ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოსინჯა, მას შემდეგ კი მოსკოვმა კიდევ უფრო დახვეწა მისი გამოყენების მექანიზმები. 

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 90-იან წლებში ჰიბრიდული ომის მეშვეობით, საქართველოს ევროატლანტიკური, დამოუკიდებელი არჩევანის შეჩერება ხდებოდა. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხშირად, 2008 წელზე საუბრობენ, როგორც რუსეთის ლეგიტიმურ პასუხზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებაში.

ეს ასე არ არის და თითქოს, რაღაც ლოგიკა იყო საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებით, რადგან საქართველოს ჰქონდა გადაწყვეტილი ნატოში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით ჰქონდა დიდი წარმატება. ეს არის სრული პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც ძალიან აქტიურად მუსირებდა, მაგრამ რომელსაც ჩვენ ფარდა უნდა ავხადოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პროპაგანდასთან მიმართებით უნდა გავიაზროთ, რომ დღეს რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ყოველთვის სხვადასხვა ქვეყანაზე გავლენის მოხდენის წინაპირობაა ხოლმე, თავის განვითარების აგრესიულ ფაზაშია. 

"როდესაც საბჭოთა კავშირის დემონტაჟზე ვფიქრობდით, მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საბჭოთა კავშირის დასრულების, ვარშავის პაქტის დასრულების და კრახის შემდეგ 25 წლისთავზე, საბჭოთა იმპერიის ნარჩენი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია იქნებოდა პროაქტიული თავის პროპაგანდისტულ საქმიანობაში. ამ პროაქტიულობას სჭირდება ადეკვატური და ორგანიზებული პასუხი. შესაბამისად, ასეთი შეკრებები მშვენიერი ფორუმია ამ პროპაგანდისტული მანქანისთვის პასუხების ჩამოსაყალიბებლად. ეს უნდა იყოს ფუნდამენტი ერთიანი პოზიციის, ერთიანი მესიჯის, ერთიანი გზავნილის, ყველა იმ ქვეყნის კონსოლიდაციისთვის, რომელსაც სჯერა საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის ერის უფლების, თვითონ განსაზღვროს თავისი მომავალი, სჯერა, რომ ერთა შორის ურთიერთობა უნდა წარმოებდეს არა სამხედრო აგრესიის, არამედ თანამშრომლობის ფონზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

1-2 ნოემბერს ბათუმი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაზე სიტყვით უკვე გამოვიდა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. 

კონფერენცია შედგება ხუთი ინტერაქტიული სესიისგან. პირველი სესიის თემაა „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება,“ რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ გაუძღვება. მეორე სესიაზე განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები, ხოლო მესამეზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი უმასპინძლებს, მონაწილეები იმსჯელებენ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე. კონფერენციის მეოთხე სესიის თემაა: ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ბრიუსელის სამიტის შემდეგ. ამ სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ გაუძღვება. მეხუთე სესია გაიმართება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობით და მასზე განიხილება „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები.“

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ცესკო

21 ნოემბერი 2018, 21:29

არჩევნები 2018

ცესკო ნაციონალურ მოძრაობას მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ნაციონალურ მოძრაობას“ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კომისიის ცნობით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ნიკანორ მელიას ბრალდება მომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

21 ნოემბერი 2018, 21:25

საქართველო

რა პროექტები განახორციელა ფონდმა „ქართუმ“

მოქალაქები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის განცხადებებს აპროტესტებენ, რომლებიც ფონდ „ქართუს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. დღეს მათ კიდევ ერთხელ ახსენებენ იმ საქველმოქმედო პროექტებს, რომელთა განხორციელებაც „ქართუს“ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

21 ნოემბერი 2018, 21:17

საქართველო

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს ახალი შესაძლებლობა ეძლევათ

ახალი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის - 2019 წლიდან მათი მომზადების პროგრამა დაიწყება, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს.

21 ნოემბერი 2018, 21:12

არჩევნები 2018

ქართული ოცნების წევრები არჩევნების დღეს გამოქვეყებული ეგზიტპოლების გამო თავს იმართლებენ

როგორც აღმოჩნდა, პარტიის ლიდერის კრიტიკა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პარტიის წევრებს ასევე, თავის მართლება მოუხდათ იმ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ არჩევნების დღეს გამოაქვეყნა.

მეგალ კელი

21 ნოემბერი 2018, 20:58

ტაბლოიდი

რასიზმში დადანაშაულებული მეგან კელი NBC-დან 30 მილიონ დოლარს მიიღებს

ოქტომბრის ბოლოს ტელეკომპანია NBC-მ კელისთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. ის რასისტული განცხადებებისთვის გაკიცხეს. ჟურნალისტმა თავისი განცხადებების გამო მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა, თუმცა მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აღარ შეცვალა.

ბელარუსული პროდუქციის გამოფენა

21 ნოემბერი 2018, 20:43

ეკონომიკა

თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა

საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ბელარუსული პროდუქციის გამოფენა „Made in Belarus” გაიხსნა. ღონისძიების პირველ დღეს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ბიზნეს-ფორუმი „საქართველო-ბელარუსი: თანამშრომლობის პერსპექტივები“ გაიმართა. ღონისძიებათა ციკლი, რომელიც 22 ნოემბრამდე გასტანს.

21 ნოემბერი 2018, 20:41

ძალოვნები

მარნეულში ავტომობილს მატარებელი დაეჯახა, არის მსხვერპლი

შეხაჯება იმ დროს მოხდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, რა დროსაც მანქანას მატარებელი შეეჯახა.

21 ნოემბერი 2018, 20:37

საქართველო

ჩოხატაურის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა

„ამ დროისთვის დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობას სხვა მხრივ პრობლემები არ აქვს. პრევენციის მიზნით ტექნიკა შევიყვანეთ სოფელ ზოტიც, რათა დამატებითი პრობლემები თავიდან ავიცილოთ“, - ამბობს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.

სამების საკათედრო ტაძარი

21 ნოემბერი 2018, 20:34

საქართველო

გიორგობაზე პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს

„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში“, -ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 ნოემბერი 2018, 20:22

საქართველო

ვის ინტერესებში შედიოდა არასამთავრობოების ბრალდება პირადი მოწმობების გაყალბებაზე

ყალბმა პირადობის მოწმობებმა საზოგადოებას 2012 წელი გაახსენა, როცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები სწორედ ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით ყალბდებოდა და ამ საქმის მთავარი მონაწილეები სწორედ ის პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებიც დღეს ხელს ხელისუფლებისკენ იშვერენ.

მარიხუანის ლეგალიზება აშშ

21 ნოემბერი 2018, 19:54

ტაბლოიდი

აშშ-ის ქალაქში მარიხუანის ლეგალიზების შემდეგ პირველი მყიდველი ქალაქის მერი იყო

ქალაქის თავი მარიხუანის მყიდველთა გრძელ რიგში შენიშნეს. მერმა მარიხუანით შეზავებული შოკოლადი იყიდა. მერი ამბობს, რომ შეძენილი პროდუქტის გამოყენებას არ აპირებს და შოკოლადს მხოლოდ ისტორიული გადაწყვეტილების აღსანიშნავად შეინახავს.

ვანო მერაბიშვილი

21 ნოემბერი 2018, 19:46

საქართველო

პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

შესაძლო ეგზოგენური ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, მსჯავრდებულს ტოქსიკოლოგების რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, შპს „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის გამოკვლეულ იქნა სისხლში ტყვიის შემცველობა.

ეროვნული ბანკი

21 ნოემბერი 2018, 19:31

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ფინანსურ ინსტიტუტებს უცხოური ვალუტით სესხის გაცემისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსურ სექტორში არსებული ტენდენციები და რისკები ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის წინა სხდომის შემდგომ არსებითად არ შეცვლილა.დაკრედიტება კვლავ მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას და წლიურმა ზრდამ 2018 წლის ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18% შეადგინა.

ოკუპაცია

21 ნოემბერი 2018, 19:28

ეკონომიკა

სახელმწიფო პროგრამას ოკუპირებულ რეგიონებში ვაჭრობის წასახალისებლად ახალი კომპონენტი ემატება

ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა.

21 ნოემბერი 2018, 19:26

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგო გამოავლინეს

გოგოს მშობლების სიმაღლე მხოლოდ 180 სანტიმეტრია. მათი თქმით, 6 წლის ასაკში შვილის სიმაღლე უკვე 160 სანტიმეტრი იყო. ამ ასაკის ჩინელი გოგოს საშუალო სიმაღლე 137 სანტიმეტრია. გინესის წიგნის მიხედვით, აქამდე ყველაზე მაღალი გოგო 12 წლის სიფი ჰოლინსი იყო, მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრია.

პიტერ გრინვეი

21 ნოემბერი 2018, 19:20

კულტურა

პიტერ გრინვეი თბილისის კინოფესტივალზე ჩამოვა

ბაფტას მფლობელი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინვეი თბილისიის კინოფესტივალზე ჩამოვა. გრინვეი პროფესიონალი და მოყვარული კინემატოგრაფისტებისთვის მასტერკლასებს გამართავს. არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, ავტორია ისეთი ფილმებისა, როგორებიც არის - The Cook, the Thief, His Wife & Her Lover.

იკერ კასილიასი

21 ნოემბერი 2018, 19:19

სპორტი

კასილიასმა კარიერა შესაძლოა აშშ-ში განაგრძოს

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა საფეხბურთო კარიერა შესაძლოა შეერთებულ შტატებში განაგრძოს. გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის გოლკიპერმა „პორტუ“ შესაძლოა მომავალ ზაფხულს დატოვოს. მიზეზი კლუბის მთავარ მწვრთნელ სერჟიუ კონსეუსაუსთან დაპირისპირებაა.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

21 ნოემბერი 2018, 19:13

ძალოვნები

ზუგდიდში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ზუგდიდში ორი კაცი დაჭრეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, პაციენტებს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცლის არეში აქვთ მიყენებული და ამ წუთებში მათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

არჩევნები საარჩევნო ურნა

21 ნოემბერი 2018, 19:06

არჩევნები 2018

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სიას 3 500-ზე მეტი სრულწლოვანი დაემატა

პირველი ტურისთვის ცესკოს გადაეცა ამომრჩეველთა სია, სადაც იყო 3 558 437 მოქალაქე, ხოლო მეორე ტურისთვის საბოლოო სიაში 3 561 983 მოქალაქეა. სხვაობა 3 546 ამომრჩეველია. „ეს არის ძალიან ლოგიკური, - ასე პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებელთა ნაწილის ბრალდებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.

სელენა გომესი

21 ნოემბერი 2018, 18:55

ტაბლოიდი

დასახელდა თმის ფერი, რომელიც ყველაზე პოპულარულია ჰოლივუდში

თმა ესპრესოს ტონით (espresso hair) ჰოლივუდის ტრენდად იქცა. სტილისტების განმარტებით ასეთი თმა სინამდვილეში ყავისფერის რამდენიმე ტონს აერთიანებს. პირველად თმა ასე ამერიკელმა ტოპმოდელმა ბელა ჰადიდმა და მომღერალმა სელენა გომესმა შეიღება. შემდეგ ეს ტენდენცია მოდელმა კრისი ტაიგენმა და მსახიობმა დაკოტა ჯონსონმაც გააგრძელეს.