imedi /  02 ნოემბერი 2018, 16:15 / სანდო წყარო

მარგველაშვილმა 8 ქვეყანაში ელჩები დანიშნა

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება, გიორგი შარვაშიძე მუშაობას ნიდერლანდების სამეფოში 2018 წლის პირველი დეკემბრიდან დაიწყებს, ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყებს, ზაალ გოგსაძე უნგრეთში მუშაობას 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შეუდგება, მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყებს, კონსტანტინე სურგულაძე იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაერო-ს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის პირველი დეკემბრიდან შეუდგება, ირაკლი კოპლატაძე სლოვენიის რესპუბლიკაში მუშაობას 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყებს, არჩილ კალანდია კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება.

გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ვალების განულება

19 ნოემბერი 2018, 11:58

ეკონომიკა

ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება.

19 ნოემბერი 2018, 11:53

მსოფლიო

ფინელები ტრამპის დაუმსახურებელი ქათინაურით გაკვირვებულნი არიან

ფინეთი გაკვირვებულია იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ფინეთის მოსახლეობა ტყეებში ფოთლებისა და სარეველების მოფოცხვისთვის შეაქო. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მას უამბო, რომ ფინელები დიდ დროს ატარებენ ტყეებში და ასუფთავებენ მას.

პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ჩვილი გახდა

19 ნოემბერი 2018, 11:52

საქართველო

პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ჩვილი გახდა

პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ჩვილი გახდა. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცათ. ტრადიციული ცერემონია სამებაში 56-ედ ჩატარდა.

სუსი

19 ნოემბერი 2018, 11:49

ძალოვნები

ქრთამის აღების ფაქტზე სუსის თანამშრომელი და ადვოკატი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს სუსის თანამშრომელი და ადვოკატი. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

უმუშევრობა

19 ნოემბერი 2018, 11:37

ეკონომიკა

საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64.3 პროცენტი შეადგინა.

ნაციონალების საწინააღმდეგო ბილბორდები

19 ნოემბერი 2018, 11:37

არჩევნები 2018

აუდიტი ქალაქში ნაციონალების საწინააღმდეგო ბილბორდების შესახებ მოკვლევას დაიწყებს

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამბობენ, უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს თუ ვისი დაფინანსებით არის გაკეთებული ბილბორდერი "არა ნაცებს! არა ბოროტებას!". 18 ნოემბერს თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა.

ალექსანდერ ზვერევი

19 ნოემბერი 2018, 11:21

სპორტი

ზვერევმა ჯოკოვიჩი ორი სეტში დაამარცხა

ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და გერმანელი ალექსანდერ ზვერევი შეხვდნენ ერთმანეთს. სერბ ჩოგბურთელს შანსი ჰქონდა, რომ ფინალის მოგებით როჯერ ფედერერს გათანაბრებოდა, რომელსაც ეს ტიტული 6-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა ალექსანდრე ზვერვემა მეტოქე ორ სეტში 6:4 6:3 დაამარცხა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები

19 ნოემბერი 2018, 11:18

სპორტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუქარესტში სამი ოქროს მედალი მოიპოვა

3 ოქრო და 1 ბრინჯაო, - ასეთია საქართველოს ნაკრების მონაგარი. მსოფლიოს ჩემპიონები ძმები ავთო (74 კგ) და ნიკა (79 კგ) კენჭაძეები გახდნენ, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), მძიმეწონოსანი როლანდ ანდრიაძე კი ბრინჯაოს დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 108 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

მატეუშ მორავეცკი

19 ნოემბერი 2018, 11:10

მსოფლიო

პოლონეთი: ჩრდილოეთის ნაკადის ამოქმედების შემთხვევაში რუსეთი უკრაინას შეუტევს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი ორის“ ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ შეტევა დაიწყოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა.

მამუკა ბახტაძე

19 ნოემბერი 2018, 11:02

ეკონომიკა

600 000-მდე მოქალაქეს ბანკების მილიარდნახევრიანი დავალიანება გაუნულდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. პრემიერის განცხადებით ეს ინიციატივა ასობით ათას ოჯახს დიდ პრობლემას მოუხსნის.

საარსებო მინიმუმი

19 ნოემბერი 2018, 10:56

ეკონომიკა

საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გათვლებით, საარსებო მინიმუმი ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 3.6 ლარით გაიზარდა. შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმმა, მიმდინარე წლისოქტომბერში , 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 291.5 ლარია.

ოჯახის დაგეგმვა

19 ნოემბერი 2018, 10:49

მსოფლიო

მსოფლიოს 70-მდე უღარიბეს ქვეყანაში კონტრაცეპტივების მოხმარება გაიზარდა

2012 წლის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებსა და გოგოებში კონტრაცეპტივების მოხმარების მაჩვენებელი გაიზარდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, უღარიბესი ქვეყნების 317 მილიონ ქალსა და გოგოს ხელი მიუწვდება კონტრაცეპტივებზე. Family Planning 2020-ის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანია, 2020 წლისთვის მიაღწიონ კიდევ 120 მილიონ ქალამდე და გოგონამდე.

ანდერს ფოგ რასმუსენი

19 ნოემბერი 2018, 10:41

მსოფლიო

რასმუსენი: პუტინს საკუთარი თავის ძლიერ კაცად წარმოჩენა უყვარს და მხოლოდ ძალას სცემს პატივს

დღეს უკეთ ვიცნობ პრეზიდენტ პუტინის ფსიქიკას - ერთადერთი ტაქტიკა, რომლითაც პუტინს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ვუბიძგებთ, არის ის, რომ მას არაფერი დავუთმოთ, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

19 ნოემბერი 2018, 10:38

ძალოვნები

აშშ-მა საქართველოს LiDAR-ის ტიპის ლაზერული ტექნოლოგიის რადარები აჩუქა

"სიჩქარის გადაჭარბება საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზია. ამიტომ, აშშ-ის საელჩოს INL ოფისმა საპატრულო პოლიციას გადასცა LiDAR-ის ტიპის ლაზერული ტექნოლოგიის რადარები, რაც დაეხმარება პოლიციელებს სიცოცხლის გადარჩენასა და უბედური შემთხვევების შემცირებაში,"- წერია განცხადებაში.

19 ნოემბერი 2018, 10:30

საქართველო

ევროპული საქართველო წევრებმა აჭარაშიც დატოვეს

"მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილის და ვარშალომიძის მობრუნებას. ჩემს თანამებრძოლებთან ერთად სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზააცის, მათ შორის ხულოს, ხელვაჩაურის, ბათუმისა და ქობულეთის ხელმძღვანელები,"- განაცხადა რაულ თავართქილაძემ.

წყალდიდობა ვიეტნამში

19 ნოემბერი 2018, 10:29

მსოფლიო

ვიეტნამში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ვიეტნამში წყალდიდობამ და მეწყერმა, სულ მცირე, 12 ადამიანი იმსხვერპლა. ​ხანჰოას პროვინციაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმდა. უამინდობის გამო, შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა. სამაშველო და ზიანის შესამცირებელ სამუშაოებში ჩართულია ასობით ჯარისკაციც.

იემენი

19 ნოემბერი 2018, 10:24

მსოფლიო

იემენში ამბოხებულებმა სარაკეტო თავდასხმები შეწყვიტეს

„თავდასხმების შეწყვეტის მიზანია, არაბულ ქვეყნებს აგრესიის და ბლოკადის გაგრძელების გამართლება შეეზღუდოთ. მზად ვართ, ოპერაცია ყველა ფრონტზე შევწყვიტოთ და სამართლიანი მშვიდობისთვის ვიმუშაოთ“, – აღნიშნულია ჰუსიტების განცხადებაში.

ხანძარი

19 ნოემბერი 2018, 09:53

მსოფლიო

ტრამპმა კალიფორნიისთვის დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფის განკარგულება გასცა

შემცირდა დაკარგული ადამიანების სიაც. ამჟამად 1000-მდე ადამიანი იძებნება. რაც შეეხება მსხვერპლს 80-მდე ადამიანია დაღუპული.კალიფორნიაში ხანძარი 9 ნოემბერს დაიწყო. 10 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იქ საგანგებო მდომარეობა გამოაცხადა.

19 ნოემბერი 2018, 09:42

მსოფლიო

მექსიკაში ორი ადამიანი ცოცხლად დაწვეს

ინტერნეტით გავრცელებულ ჭორს ემსხვერპლა პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაკავებული 21 წლის რიკარდო ფლორესის და მისი ბიძის, 43 წლის ალბერტო ფლორესის სიცოცხლე. WhatsApp-ით მიღებული შეტყობინების შემდეგ აკატლანის რამდენიმე მცხოვრებმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვების გამტაცებლები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და ხალხს შეკრებისკენ მოუწოდა.

კიევი

19 ნოემბერი 2018, 09:33

მსოფლიო

კიევში ტრანსგენდერთა მხარდამჭერი მსვლელობა ჩაიშალა

ლგბტ პირთა უფლებების მხარდამჭერი აქცია კანონიერად იყო სანქცირებული, მსვლელობას უნდა ჩაევლო კიევის ქუჩებზე ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. თუმცა, 40-მდე აქტივისტს, რომლებიც შევჩენკოს სახელობის პარკში, აქციის დასაწყებად მივიდნენ, სხვა ადგილას გადასვლა მოუხდათ, მას შემდეგ, რაც 100-მდე "რელიგიური ექსტრემისტი და ულტრამემარჯვენე ჯგუფი" პარკში კონტრდემონსტრაციის გასამართად მივიდა.