imedi /  06 ნოემბერი 2018, 12:52 / სანდო წყარო

მეზვრიშვილი: ოპოზიცია მხარს არ უჭერს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების შეზღუდვას

ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში  მარიხუანის მოხმარების კანონპროექტის განხილვის შესახებ მოსმენის  დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ძალიან გასაკვირია, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს ამ კანონპროექტს,  იმიტომ რომ ეს კანონპროექტი მოხმარების საკითხებს არეგულირებს და პრაქტიკულად, გამოდის, რომ ოპოზიცია, დილანდელი განცხადება რაც მოვისმინე,  არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში  შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება.  ასევე, მარიხუანას ხელმისაწვდომობა  შევზღუდოთ არასრულწლოვნებისთვის, არასრულწლოვნებს დავაკისროთ  პასუხიმსგებლობა მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ  სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის დავაწესოთ სისხლის სამართლებრივი  პასუხისმგებლობა და მომხმარებლებს შევუზღუდოთ მთელი რიგი სამოქალაქო  უფლებები. ცოტა გაუგებარია ამ კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე  რატომ არ უჭერს ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს,“ - განაცხადა ნათია 
მეზვრიშვილმა.

მთავრობის მიერ პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე ინფორმაცია გასულ კვირას გახდა ცნობილი. 

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანის კანაფის შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ნადიმ იასარი

21 ნოემბერი 2018, 14:51

მსოფლიო

დანიაში ყოფილი კრიმინალი ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე მოკლეს

ნადი იასარს დანაშაულებრივი სამყაროსა და მისი საქმიანობის შესახებ წიგნი ჰქონდა დაწერილი, რომელშიც აღწერა, თუ როგორ შეეშვა კრიმინალურ ცხოვრებას. ის სწორედ მისი წიგნის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე მოკლეს.

გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭო

21 ნოემბერი 2018, 14:35

საქართველო

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებს, რომლითაც უშიშროების საბჭო უქმდება, ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკა ბესელია

21 ნოემბერი 2018, 14:28

საქართველო

ეკა ბესელია: არასამთავრობოებს წყაროს გაუთქმელობის ვალდებულება არ აქვთ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებაზე მესამე სექტორის განცხადებას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება. ეკა ბესელია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაასახელონ, ვისგან მიიღეს ინფორმაცია.

მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკი

21 ნოემბერი 2018, 14:26

საქართველო

დონალდ ტუსკმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე საქართველოსადმი მხარდაჭერა დაადასტურა

ბახტაძესა და ტუსკს შორის შეხვედრაზე ისაუბრეს განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, მთავრობის ხედვას ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლირების, განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით.

21 ნოემბერი 2018, 14:23

საქართველო

კოსტავა-შარტავას ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა საკომუნიკაციოები, ასევე სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები. გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ქსელები. ასევე ტრორუარები, ახალი ბორდიულები. გაკეთდა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები.

რობერტ დენირო

21 ნოემბერი 2018, 14:17

ტაბლოიდი

რობერტ დენირო ცოლს გაშორდა

ამავე ინფორმაციით, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დენირომ და გრეის ჰაიტაუერმა განქორწინება გადაწყვიტეს. წყვილმა 1997 წელს იქორწინა. 1999 წელს ისინი ერთმანეთს დროებით დაშორდნენ და 5 წლის შემდეგ შერიგდნენ.

სალათის ფოთოლი ნაწლავის ჩხირი

21 ნოემბერი 2018, 14:10

მსოფლიო

კანადისა და აშშ-ის ოფიციალური უწყებები მოსახლეობას სალათის ფოთოლზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, კანადის ოფიციალურ უწყებებთან თანამშრომლობის შემდეგ, ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობამ სალათის ფოთლის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავოს. 2018 წლის განმავლობაში აშშ-ის 11 შტატში 32 ადამიანი მოიწამლა სალათის ფოთლით.

21 ნოემბერი 2018, 13:46

საქართველო

მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი შესაძლოა გაუქმდეს

ასევე გაირკვა, რომ მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი, როგორც სქემის სავალდებულო შემადგენელი აღარ იარსებებს და ის მხოლოდ სარეკომენდაციო სახით დარჩება, ანუ მასწავლებელს, რომელსაც მისი შევსების სურვილი ექნება, შეავსებს კიდეც.

მარსის ზედაპირზე აღმოჩენილი ტბა

21 ნოემბერი 2018, 13:36

ტექნოლოგიები

NASA 2020 წელს მარსზე „ეზეროს ტბის“ შესასწავლად რობოტს გაგზავნის

NASA-ში მიიჩნევენ, რომ წითელ პლანეტაზე უძველესი ცხოვრების ნიშნები შეიძლება იმ კრატერის კლდეებში, რომლის სიგანეც 50 კილომეტრს აღწევს. თანამგზავრიდან მიღებული ტბის გამოსახულებები მიუთითებს იმაზე, რომ იქ მდინარეების განშტოებები იყო.

21 ნოემბერი 2018, 13:33

სპორტი

ტოჩინოშინმა ჩიოტაირიუ დაამარცხა

ტურნირის მე-11 დღეს ლევან გორგაძემ დასავლეთის მეოთხე ​​მაეგაშირა ჩიოტაირიუ დაამარცხა. ამ დროისთვის ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე 6 მოგება და 5 მარცხია.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის

21 ნოემბერი 2018, 13:33

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის

ვიდრე უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის, დიდი ბრიტანეთი სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის უკრაინას. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გეივინ უილიამსონმა გააკეთა.

სალმან მუჰამედ ბინ სალმანი

21 ნოემბერი 2018, 13:21

მსოფლიო

სენატი ტრამპს ჰაშაღის მკვლელობის შესახებ პასუხებს სთხოვს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა დონალდ ტრამპს საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის გამოძიების მეორედ ჩატარების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნეს.

21 ნოემბერი 2018, 13:21

ეკონომიკა

2007 წელს გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გაუქმდა

"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამ დრომდე ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადგენილია, რომ უმრავლეს შემთხვევებში ლიცენზიანტების მხრიდან ადგილი აქვს ხე-ტყის უკანონოდ და უსისტემოდ მოპოვებას და კანონმდებლობის მოთხოვნების უხეშ დარღვევას,"- წერია განცხადებაში.

21 ნოემბერი 2018, 13:19

საქართველო

ტექინსპექტირების პროცესის მონიტორინგი მკაცრდება

რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ყოველდღიურ რეჟიმში, ლაივკამერების საშუალებით ტექინსპექტირების პროცესზე შესაძლებელი იქნება თვალყურის დევნება.

გაზი

21 ნოემბერი 2018, 13:16

ეკონომიკა

თელავის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი გაზიფიცირებულია

პროექტის ფარგლებში მოეწყო 57 255 მეტრის გაზსადენი. ამ სამუშაების შედეგად , 1286 აბონენტს გაზიფიცირების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს. 2013 წლიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით 93 სოფლის 22 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მიეცა.

ადამიანის უფლებები საუდის არაბეთი

21 ნოემბერი 2018, 13:14

მსოფლიო

Amnesty International: საუდის არაბეთის ციხეებში უფლებადამცველებს აწამებენ

საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების დამცველებს დაკითხვის დროს ან პატიმრობისას აწამებენ, - ამის შესახებ ორგანიზაცია Amnesty International-ს ახალ ანგარიშში წერია. ანგარიში ყოფილ პატიმრებთან ინტერვიუებს ეყრდნობა. „აქტივისტებს ხშირად აწამებენ ელექტროშოკით, გაშოლტვით და სექსუალურად ძალადობდნენ მათზე“.

21 ნოემბერი 2018, 13:03

ძალოვნები

სოფელ ზედა ვანში სახლის კედლის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა

ვანის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამოშლას კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ზედა ვანში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.

გამომძიებლების სტაჟირება გამომძიებლის გადამზადება

21 ნოემბერი 2018, 12:52

ძალოვნები

შსს-მ გამომძიებლების გადამზადება და სტაჟიორების მიღება დაიწყო

ძალოვანი უწყების სისტემური განახლების და რეფორმების ფარგლებში, ახალი გამომძიებლები მხოლოდ კონკურსის გზით შეირჩევიან. სამინისტროს 1200 მოქმედი გამომძიებელი გადამზადების სპეციალურ კურსს აკადემიაში გაივლის. გამომძიებლებს მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და აკადემიის ტრენერები გადაამზადებენ.

მთავრობის ინიციატივით ქართული დიასპორისთვის ვებპორტალი შეიქმნება

21 ნოემბერი 2018, 12:51

საქართველო

მთავრობის ინიციატივით ქართული დიასპორისთვის ვებპორტალი შეიქმნება

დავით ზალკალიანი ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. უცხოეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას მინისტრმა საკომუნიკაციო პლატფორმის და საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გააცნო.

სოფელი დიღომი წყალარინების ქსელი

21 ნოემბერი 2018, 12:48

ეკონომიკა

სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის გაკეთება იწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისი წინასაარჩევნო დაპირება სრულდება და სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.