imedi /  07 ნოემბერი 2018, 12:06 / სანდო წყარო

თბილისის მერიამ ნაციონალების დროს გასხვისებული კორტების ტერიტორია დაიბრუნა

კორტების ტერიტორია მშენებლობა

კახა კალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" დროს იპოდრომის მიმდებარედ გასხვისებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორია თბილისის მერიის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა. 

კახა კალაძის განცხადებით, ეს მიწის ნაკვეთი საბურთალოს და ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარეობს და საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეულია. მერის განცხადებით, 2009 წელს მიწის ეს ნაკვეთი უცხოურ დეველოპერულ კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც ეს მიწა განაშენიანების მიზნით შეიძინა. 

"ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე მინდა გიამბოთ. ეს არის მიწის ნაკვეთი იპოდრომის მიმდებარედ, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის - ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზოგადად, ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ბევრი თბილისელი დადიოდა. სამწუხაროდ, 2009 წელს ტერიტორია უცხოურ სამშენებლო კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც აღნიშნული მიწა განაშენიანების მიზნით შეიძინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარების, წინსვლისა და მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები, სკვერები, პარკები და სხვა ტერიტორიები, სადაც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, რაიმე სახის მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება, სადაც საჩოგბურთო მოედანი მოეწყობა. ასევე, შესაძლებელია სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.  

„რთულია, რომ ამ ადგილს დღეს კორტები ვუწოდოთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, ეს კონკრეტული ადგილი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. აქვე მინდა დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის პროექტის განხორციელება დაიწყოს, სადაც შესაძლებელია, როგორც საჩოგბურთო, ასევე, საფეხბურთო მოედანი მოეწყოს. მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის და დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. მოსახლეობის მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება იყო, თუმცა გადაწყვეტილება უკვე დადებითად არის მიღებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, თბილისის მასშტაბით არაერთი რეკრეაციული სივრცეა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, თუმცა მუნიციპალიტეტი ცდილობს, ეს ყველაფერი გამოასწოროს. 

„ძალიან ბევრი დანაშაულია ურბანული კუთხით წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ქალაქის სათავეში, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და სადაც გადარჩენის, შენარჩუნების თუ აღდგენის თეორიული შესაძლებლობა მაინც არსებობს, ეს მოვახერხოთ. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავაზარალოთ ის ადამიანები, ვისაც მიწის ნაკვეთებში თანხა აქვს გადახდილი. მათ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, ეს იქნება ადგილმონაცვლეობა, გამოსყიდვა თუ რა საშუალებაც არსებობს, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და უკმაყოფილო არავინ დარჩეს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ წინა ხელისუფლებას არ დავემსგავსოთ. ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, რაც ძალიან რთულია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

მოგვიანებით მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ 10 თვის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები და კომპანიას ამ მიწაზე ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს.

ყველა სიახლე

ავიაკომპანია Alitalia

13 დეკემბერი 2019, 11:52

ეკონომიკა

ავიაკომპანია Alitalia-მ გაფიცვის გამო 315 რეისი გააუქმა

ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „პროფკავშირების ნაწილის მიერ გამოცხადებული 24-საათიანი გაფიცვის ​გამო, იძულებულები ვართ, გავაუქმოთ 315 შიდა და საერთაშორისო რეისი, რომელიც 13 დეკემბერს უნდა შესრულებულიყო“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

13 დეკემბერი 2019, 11:25

საქართველო

სარფში 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. ამ ტვირთს, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნებენ.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

13 დეკემბერი 2019, 11:22

საქართველო

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მას ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააცნო. სასულიერო პირის თქმით, მას მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ეპარქიაში მღვდელმსახურება შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო შეუწყვიტეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 დეკემბერი 2019, 11:16

საქართველო

ღარიბაშვილი: აშშ-სთან სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს

საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა.

ნაომი კემპბელი

13 დეკემბერი 2019, 11:15

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი Yves Saint Laurent-ის ახალი კოლექციის რეკლამაში გადაიღეს

ფოტოები როგორც თავად კემპბელის, ასევე ბრენდის Instagram-გვერდზე გავრცელდა. ქალებისთვის შექმნილი სმოკინგების კოლექციის რეკლამაში 49 წლის მოდელი ცნობილმა ბელგიელმა ფოტოგრაფმა, ენტონი ვაკარელომ გადაიღო, რომელიც Yves Saint Laurent-თან მანამდეც თანამშრომლობდა.

თურქეთი საგარეო

13 დეკემბერი 2019, 10:56

მსოფლიო

ანკარა: აშშ-ის სენატის რეზოლუცია სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და თურქულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების შეფერხებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ ჩინეთი

13 დეკემბერი 2019, 10:21

ეკონომიკა

Bloomberg: აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე შეთანხმდნენ

​​​​​​​​აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე შეჯერდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ახლა ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმების პირობები ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა გააცნონ.

გიორგი ჩაკვეტაძე

13 დეკემბერი 2019, 10:03

სპორტი

ქვილითაიას და ჩაკვეტაძის „გენტი“ ევროპის ლიგის პლეიოფში მოხვდა

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „გენტი“ შინ უკრაინულ „ოლექსანდრიას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ. ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე, ქვილითაია კი 90-ე წუთზე გამოჩნდა.

ახალი ზელანდია ვულკანი

13 დეკემბერი 2019, 09:42

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა ცხედრები იპოვეს

კუნძულ უაიტ-აილენდზე, ქალაქ ოკლენდიდან 270 კილომეტრში, ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. პოლიციის ინფორმაციით, ამოფრქვევის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ავსტრალიელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და მალაიზიელი ტურისტები.

დამასკოს ვარდი

13 დეკემბერი 2019, 09:25

კულტურა

იუნესკომ დამასკოს ვარდი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) დამასკოს ვარდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Facebook შეფერხება

13 დეკემბერი 2019, 09:08

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

სოციალური ქსელი Facebook-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ სერვისი Downdetector-ი წერს. ყველაზე მეტად პრობლემები მომხმარებლებს აშშ-ში, ევროპის გარკვეულ ქვეყნებსა და ლათინურ ამერიკაში შეექმნათ.

ვაჟა გაფრინდაშვილი

13 დეკემბერი 2019, 08:53

ძალოვნები

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო დღეს განიხილავს. ე.წ. სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ეს ინფორმაცია ექიმის შვილ ირინა გაფრინდაშვილს ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.

ჯონ სალივანი

13 დეკემბერი 2019, 08:23

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე ჯონ სალივანი დაამტკიცა

ამერიკის სენატმა რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს. კენჭისყრაზე სალივანის კანდიდატურას მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 22-მა მისცა.

დიდი ბრიტანეთი არჩევნები

13 დეკემბერი 2019, 08:17

მსოფლიო

ეგზითპოლი: ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტია იმარჯვებს

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, კონსერვატორები 650-ადგილიან თემთა პალატაში 365 ადგილს მიიღებენ.

სამეფო კარის თამაშები

13 დეკემბერი 2019, 00:50

კულტურა

IMDb-მ წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა

საუკეთესო კინოფილმის წოდება რეჯიშორ ტოდ ფილიპსის „ჯოკერს“ ერგო. საუკეთესო სერიალების კატეგორიაში პირველობა „სამეფო კარის თამაშებმა“ მოიპოვა. IMDb-მ საუკეთესოები ვებგვერდზე ძიების შედეგების საფუძველზე გამოავლინა. ყოველთვიურად პორტალზე 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი შედის.

სომეხთა გენოციდი

13 დეკემბერი 2019, 00:40

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა დღეს მიღებულ რეზოლუციაში ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ეს რეზოლუცია სენატში რესპუბლიკელმა სენატორებმა რამდენჯერმე დაბლოკეს.

პოლ მაკარტნი

13 დეკემბერი 2019, 00:27

კულტურა

პოლ მაკარტნიმ საშობაო ალბომი ჩაწერა, რომელსაც მხოლოდ მისი ოჯახი უსმენს

სერ პოლ მაკარტნიმ თავისი ოჯახისთვის საიდუმლო საშობაო ალბომი ჩაწერა, რომელსაც მისი ახლობლები წელიწადში მხოლოდ ერთხელ უსმენენ. მისი თქმით, საზოგადოება მის შემოქმედებას არასოდეს წარუდგენს, თუმცა მის შვილებს და შვილიშვილებს ალბომი მოსწონთ. მაკარტნის 5 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს.

გურამ ვეკუა

13 დეკემბერი 2019, 00:10

სპორტი

გურამ ვეკუა ჭაბუკ ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

გურამ ვეკუა ჭაბუკ ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ისრაელის ქალაქ ეილათში ვეკუამ ატაცში 126, აკვრაში კი 151 კილოგრამი დაიმორჩილა და ისევე როგორც ორივე დისციპლინაში, ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა. რეკორდი გააუმჯობესა და კარიერაში მსგავს შედეგს პირველად მიაღწია.

მყინვარი

12 დეკემბერი 2019, 23:50

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ანტარქტიკაში ხმელეთის ყველაზე დაბალი წერტილი იპოვეს

ყინულით სავსე კანიონის სიღრმე 3.5 კილომეტრია. ამ დონეზე დაბლა მხოლოდ ოკეანეების ღარეებია. დედამიწის ყველზე დაბალი ხილვადი წერტილი კი მკვდარი ზღვის სანაპიროაა და ის ზღვის დონეზე მხოლოდ 413 მეტრით დაბლაა განლაგებული. აღმოჩენა მეცნიერებს პოლარული სამხრეთის მომავალი ცვლილებების უკეთ გაგებაში დაეხმარება.

12 დეკემბერი 2019, 23:31

მსოფლიო

ნიგერიაში ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

მალის საზღვართან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reueters-ი რეგიონში დაჯგუფების დანაყოფის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 30 სამხედრო დაკარგულად ითვლება.