imedi /  08 ნოემბერი 2018, 16:07 / სანდო წყარო

ბოკერიას და ხოშტარიას ნაციონალებთან დაახლოება უხერხულობას არ უქმნის

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერები ირწმუნებიან, რომ ჰელსინკში გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთიანდება. 

„როგორც უკვე არაერთგზის ვთქვით საჯაროდ, ჯერ ჩვენ გაქვს საერთო ამოცანა - დავამარცხოთ სალომე ზურაბიშვილი, მერე მთლიანად ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ამის შემდეგ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ოპონირებას და კონკურეციას გააგრძელებენ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ მას არანაირ უხერხულობას არ უქმნის ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ერთმანეთის მისამართით, გაკეთებული განცხადებები.

„არანიარ უხერხულობას არ მიქმნის სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად არჩევნების გზით, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური ძალების გაერთიანება“, - აღნიშნავს ბოკერია.

ასევე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სააკაშვილი-უგულავას შეხვედრა მათი პარტიების გაერთიანებას არ ნიშნავს. 

„არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს ჩვენი პარტიების გაერთიანებას, ან ახლა ან სამომავლოდ. ჩვენი განსხვავებები ნაციონალურ მოძრაობასთან როგორც იყო ასევე რჩება. ვერაფერი ვერ შექმნის უხერხულობას, მაშინ როცა პრაქტიკულად გაერთიანებული ჩვენი ქვეყანა იმ აზრის გარშემო, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ის ძალიან სერიოზული განსხვავები რომელიც პარტიებს შორის არსებობს“, - განმარტავს ელენე ხოშტარია.

ფინეთის დედაქალაქში გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ. როგორც სააკაშვილმა თქვა, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთი ოჯახია.

„ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის იანვარში გამოეყო. მაშინ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და "ჯართი" უწოდა. 

თუმცა 1 წლის თავზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ევროპულმა საქართველომ" მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს გამოუცხადა. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში გიგი უგულავას მიერ ვაშაძისა და სააკაშვილის შესახებ ცოტა ხნის წინ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების კომენტირებისგან თავი შეიკავეს. 

ყველა სიახლე

19 მარტი 2019, 01:00

მსოფლიო

დასახელდა ქალაქები სადაც ნარკოტიკს ყველაზე მეტად მოიხმარენ

კვლევა 20 ევროპული ქვეყნის 73 ქალაქის მონაცემებს ეყრდნობა. ამ სფეროში ის ევროკავშირის ყველაზე დიდი პროექტი გახდა. 2018 წლის მონაცემებით, კოკაინის მოხმარების დონით პირველ ადგილს ბრისტოლი იკავებს, ხუთეულში მოხვდნენ ამსტერდამი, შვეიცარიის 2 ქალაქი: ციურიხი და ბერნი და ასევე ესპანეთის ქალაქი ბარსელონა.

გაზიანი სასმელები

19 მარტი 2019, 00:31

ტექნოლოგიები

კვლევა: გაზიანი სასმელები სიკვდილის რისკს ზრდის

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ გაზიანი და სპორტისთვის განკუთვნილი სასმელები გულის დაავადებებისგან, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოსგან გარდაცვალების რისკს ზრდის. თავისმხრივ აშშ-ის სასმელების ასოციაცია განმარტავს, რომ გაზიანი სასმელები მომხმარებლისთვის უსაფრთხოა.

მოზამბიკი

19 მარტი 2019, 00:07

მსოფლიო

მოზამბიკში ციკლონის მსხვერპლთა რიცხვმა შეიძლება ათასს მიაღწიოს

ტროპიკული ციკლონის „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შეიძლება 1000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში დაღუპულად ოფიციალურად 84 ადამიანი მიიჩნევა. სამხრეთ აფრიკაში კი სტიქიას სულ მცირე 180 ადამიანი ემსხვერპლა.

კატა

18 მარტი 2019, 23:56

ტაბლოიდი

ფრანგმა მინისტრმა თავის კატას Brexit-ი დაარქვა

ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-სთან ლაპარაკისას ევროპელმა მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზებიც ახსნა. „კატა ხმამაღლა მთხოვს გარეთ გავუშვა ხოლმე, კარს ვუღებ, თუმცა ადგილიდან მაინც არ იძვრის“, - აცხადებს ევროპულ ურთიერთობებში საფრანგეთის მინისტრი.

18 მარტი 2019, 23:31

ტაბლოიდი

ავსტრიაში მსოფლიოში უდიდესი კოცონი დაანთეს

ავსტრიის ქალაქ ლუსტენაუში მსოფლიოში ყველაზე დიდი კოცონი დაანთეს. 61-მეტრიანი ხის კოშკის ასაშენებლად დაახლოებით 3 თვე დაიხარჯა და ის ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დაიწვა. ავსტრიაში კოცონს ზამთრის გაცილების ნიშნად ანთებენ.

ბერნი ტორმი

18 მარტი 2019, 23:24

კულტურა

ოზი ოსბორნის გიტარისტი ბერნი ტორმი გარდაიცვალა

ბერნი ტორმი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მას პნევმონია ჰქონდა. ინგლისელმა როკ მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა ბერნის ტორმის პატივი უკვე მიაგო. მუსიკოსის გარდაცვალებას ოზი ოსბორნი მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა. „რა სევდიანი დღეა. ჩვენ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი დავკარგეთ“, - წერს ოზი ოსბორნი.

კევინ ცუჯიჰარა

18 მარტი 2019, 23:02

მსოფლიო

სექსუალური სკანდალის გამო Warner Bros.-ის დირექტორი გადადგა

მარტის დასაწყისში Hollywood Reporter-მა დაწერა, რომ 2013 წელს ცუჯიჰარას 21 წლის მსახიობ შარლოტა კირკთან სექსი ჰქონდა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებით გაირკვა, რომ სანაცვლოდ Warner Bros.-ის გენერალურმა დირექტორმა მას კარიერის მოწყობაში დახმარება შესთავაზა.

სემ სმიტი

18 მარტი 2019, 23:00

ტაბლოიდი

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი სქესის შეცვლაზე ფიქრობს

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი თავის ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტავს, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. „ჩემი ტვინი ყოველთვის ებრძოდა ჩემს ტანს. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა სემ სმიტმა ინტერვიუში.

რიჩარდ ერდმანი

18 მარტი 2019, 22:36

კულტურა

ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ერდმანი გარდაიცვალა

ერდმანი ლოს-ანჯელესში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მედიის ცნობით, ბოლო დროს დემენციით იტანჯებოდა. კარიერის განმავლობაში მსახიობმა მონაწილეობა 160-ზე მეტ ფილმში მიიღო. ერდმანს პოპულარობა სერიალმა „საზოგადოებამ" მოუტანა.

ფილიპე ბარბარინი
რომის პაპი

18 მარტი 2019, 22:16

მსოფლიო

რომის პაპი პედოფილიის დაფარვაში ბრალდებულ კარდინალს შეხვდა

რომის პაპმა ვატიკანში პედოფილიის დაფარვაში ბრალდებული ფრანგი კარდინალი ფილიპე ბარბარინი მიიღო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 7 მარტს სასამართლომ, საფრანგეთში რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი დამნაშავედ ცნო. მას 6-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

მეხანძრე-მაშველებმა შინაური ცხოველები გადაარჩინეს

18 მარტი 2019, 21:49

საქართველო

2018-19 წლებში ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა 189 ცხოველი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 189 ცხოველი გადაარჩინეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა გუშინაც. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრისას ცეცხლმოდებული საწყობიდან ორი ლეკვი გამოიყვანა.

უტრეხტი

18 მარტი 2019, 21:45

მსოფლიო

პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმიდან მალევე ნიდერლანდების პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. სამართალდამცველები 37 წლის გოკმან ტანისს ეძებდნენ, რომელიც წარმოშობით თურქეთიდანაა.

18 მარტი 2019, 21:35

კულტურა

არტ გალერეა რუსუდან გაჩეჩილაძის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

ხელოვანი, რომელიც ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად ითვლება და პროფესორი, რომელმაც სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე არაერთი თაობა აღზარდა: დღეს 82 წლის რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

Skype

18 მარტი 2019, 21:22

ტექნოლოგიები

Skype-ის ჯგუფური ვიდეოზარით 25-ის ნაცვლად 50 ადამიანი ისარგებლებს

Skype-ს ვიდეოზარში ჩართვისას მომხმარებელი შემავალი ზარის ნაცვლად ნოტიფიკაციას მიიღებს. სურვილის შემთხვევაში კი საუბრის რეჟიმში ჩაერთვება. აქამდე Skype-ს ჯგუფური ვიდეოზარით სარგებლობა ერთდროულად 25 ადამიანს შეეძლო. მსგავსი სერვისით სარგებლობა შეუძლია Apple-ის FaceTime-ის 32 მომხმარებელს.

18 მარტი 2019, 21:13

საქართველო

თბილისში შშმ ბავშვების მშობელთა საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პირველი საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას. ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი.

საოკუპაციო ხაზი

18 მარტი 2019, 21:12

საქართველო

სოფელ დიციდან გატაცებული ახალგაზრდა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

სასამართლოს შემდეგ 21 წლის გივი ბერუაშვილი ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ცოტა ხნის წინ გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ. ახალგაზრდა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით გუშინ საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს დააკავეს.

18 მარტი 2019, 21:07

ტაბლოიდი

გერმანიაში 9 წლის ბავშვმა მშობლების დანაზოგი მეზობლებს დაურიგა

ზოგიერთებმა თანხა აიღეს და სანაცვლოდ ბავშვს მცირე ჯილდოც მისცეს. თუმცა ერთ-ერთი სახლის პატრონს მოზარდის საქციელი საეჭვოდ მოეჩვენა და პოლიციაში დარეკა. სამართალდამცველებმა ბავშვს ტომარა აღმოუჩინეს, რომელშიც დაახლოებით 2700 ევრო იყო. ბიჭმა მათ არ უთხრა, თუ საიდან ჰქონდა ფული, სიმართლე კი მშობლებთან დაკავშირების შემდეგ გაირკვა.

18 მარტი 2019, 21:06

თემა

ღვინის ყიდვა მინდა. როგორ შევარჩიო?

თუ თქვენ ღვინის სხვადასხვა სახეობაში კარგად ვერ ერკვევით, მისი შერჩევის პროცესში ყველაზე მეტად ეტიკეტი დაგეხმარებათ. მას, ვინც ბოთლზე განთავსებულ ინფორმაციას სწორად კითხულობს, ოპტიმალური არჩევანის გაკეთებაც შეუძლია.

ბეტან კოულბორნი

18 მარტი 2019, 20:45

მსოფლიო

ბრიტანელ ქალს განქორწინების შემდეგ შვილის მოკვლისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

36 წლის კლერ კოულბორნმა ბავშვი ჰემფშირის საგრაფოში თავისი სახლის აბაზანაში 2017 წელს დაახრჩო. შვილის მოკვლის შემდეგ ქალმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ის დამნაშავედ 15 მარტს ცნეს. კოულბორნის ადვოკატის მტკიცებით, ქალს პიროვნების გაორება აქვს, რაც სპეციალისტება არ დაადასტურეს.

ლუის სუარესი

18 მარტი 2019, 20:40

სპორტი

ლუის სუარესი „ბარსელონას“ ტრავმის გამო გამოაკლდება

საფეხბურთო კლუბის განმარტებით, სუარესი მძიმე ტრავმას გადაურჩა. მას მუხლქვეშა მყესის პირველი სახსრის დაჭიმულობა დაუდგინეს. სანაკრებო პაუზისას ლუის სუარესი ვერც ეროვნულ გუნდს დაეხმარება. სამხრეთამერიკელები ჩინეთის თასზე ასპარეზობენ.