imedi /  08 ნოემბერი 2018, 22:47 / სანდო წყარო

საქართველოს მთავრობამ OGP-ს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

OGP-ს სამიტი მექსიკაში

სამიტი მექსიკაში

საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობა – საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს წარუდგინა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობა – საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში მომზადდა.

„საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის – ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. მასში 21 უწყების 23 ვალდებულებაა გაწერილი, რომლებიც OGP-ის ხუთივე გამოწვევას პასუხობს – საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, საჯარო მომსახურების გაუმჯობესების გამოწვევა ხუთ ვალდებულებას მოიცავს.

სამოქმედო გეგმა საჯარო რესურსების უკეთესი მართვის გამოწვევას პასუხობს − საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა; ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის.

უსაფრთხო გარემოს შექმნის გამოწვევას ეხმიანება − საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესების გამოწვევას სამოქმედო გეგმა შემდეგი ვალდებულებით პასუხობს − სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება“,- აცხადებენ სამინისტროში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ის შეუერთდა და უკვე რეალიზებული სამი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. 2014 წელს საქართველო „OGP“-ის მმართველო კომიტეტის წევრი გახდა, ხოლო 2016 წელს − თავმჯდომარე სახელმწიფო 2017-2018 წლების ვადით. როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველომ 2018 წლის 17-19 ივლისს „OGP“-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლა. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ბერა ივანიშვილის ქორწილი

13 ნოემბერი 2018, 19:03

საქართველო

ბერა ივანიშვილი: ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ

როგორც ბერა ივანიშვილი წერს, ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ, მისი თქმით, ეს ინფორმაცია "უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიუნდვია".

მიშელ ობამა
ელისაბედ მეორე

13 ნოემბერი 2018, 18:49

ტაბლოიდი

მიშელ ობამა და ელისაბედ მეორე ერთმანეთს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დგომაში ეხმარებოდნენ

მონარქმა ობამას შეხებას წელზე ხელის მოხვევით უპასუხა და ისინი ერთად ახლოს დადგნენ. მიშელ ობამა თავის მემუარებში წერს, რომ დედოფალიც და თვითონაც მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეაწუხა. „ჩვენ უბრალოდ ჩვენივე ფეხსაცმლისგან დაღლილი ქალები ვიყავით“,- ამბობს ყოფილი პირველი ლედი.

ბაკურიანი

13 ნოემბერი 2018, 18:40

საქართველო

მთავრობამ დაბა ბაკურიანის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტი ხელს უწყობს, რომ მთის კურორტისათვის საჭირო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიის ზონაში რვა მიწის ნაკვეთი მოხვდა, მათ შორისაა დაბა ბაკურიანისა და დიდველის მიმდებარე ტერიტორიები.

საქართველოს გენშტაბი

13 ნოემბერი 2018, 18:38

ძალოვნები

შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შეირაღებული ძალების სახელით გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

13 ნოემბერი 2018, 18:31

ეკონომიკა

საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები თებერვლიდან დაიწყება

2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია Indigo გეგმავს. დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.

13 ნოემბერი 2018, 18:30

ძალოვნები

ბოლნისში ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა

018 წლის 14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა. როდესაც დაზარალებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა.

გელა ბოლქვაძე

13 ნოემბერი 2018, 18:24

სპორტი

გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

გელა ბოლქვაძემ (82 კგ) მინიმალური უპირატესობით დაამარცხა ბელარუსი კლიმოვოჩი და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელ ცურუდას შეხვდება. დათო ჩხარტიშვილმა (60 კგ) დათმო მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მამადოვთან 4-5.

13 ნოემბერი 2018, 18:19

მსოფლიო

ტრამპის თქმით, ამერიკელების გარეშე საფრანგეთი გერმანიასთან მსოფლიო ომში მარცხდებოდა

აშშ-ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, - ამჟამად უფრო დამცინავი ფორმით.

იური მეჩითოვი

13 ნოემბერი 2018, 18:04

კულტურა

იური მეჩითოვის გამოფენა მის მიერ 9 აპრილზე გაკეთებული განცხადებების გამო გადაიდო

ფოტოგამოფენის გადადების საბაბი მეჩითოვის მიერ ტელეკომპანია Al Jazeera-სთვის მიცემული ინტერვიუა. იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ადამიანები ნიჩბებით არ დაუჩეხავთ, არამედ ისინი ასფიქსიით დაიღუპნენ.

ჯო კოული

13 ნოემბერი 2018, 17:53

სპორტი

ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. „ყველა ჩემი ოცნება ასრულდა. პროფესიონალურ ფეხბურთში 20 წელი გავატარე. ჩელსის მაისურით არაერთი ტიტული მოვიგე, რაც სამუდამოდ დამამახსოვრდება,“-განაცხადა 37 წლის ფეხბურთელმა.

პარაკლისი მეტეხის ხიდზე

13 ნოემბერი 2018, 17:32

საქართველო

ბახტაძე, კალაძე და ზურაბიშვილი 100 000 მოწამისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და პარაკლისს ესწრებიან

მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნება. ღონისძიებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებიან.

13 ნოემბერი 2018, 17:31

მსოფლიო

რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ავსტრიელი პოლკოვნიკი გაათავისუფლეს

ზალცბურგის სასამართლომ ყოფილი პოლკოვნიკი პატიმრობაში არ დატოვა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი Kronen Zeitung-ი წერს.

ოთარ კახიძე

13 ნოემბერი 2018, 17:29

საქართველო

ოთარ კახიძემ ყოფილ თანაპარტიელებს სუსის მიერ ჩანერგილები უწოდა

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე ყოფილ თანაპარტიელებს სუსის ჩანერგილებად და სუსტი ნებისყოფის აქტივისტებად მოიხსენიებს. დღეს "ევროპული საქართველო" კიდევ ათობით წევრმა დატოვა.

ბათუმი ბიუჯეტი

13 ნოემბერი 2018, 17:23

საქართველო

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროქტის განხილვაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან

14-15 ნოემბერს ბათუმში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება. პროცესში ჩართვა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ბათუმის მერიამ გამოაქვეყნა პროექტის განხილვის განრიგი.

სესხის აღება

13 ნოემბერი 2018, 17:21

ეკონომიკა

ბანკები სესხის გაცემაზე რეგულაციების ამოქმედებას პირველი იანვრიდან ითხოვენ

ბანკებისთვის სესხის გაცემის ახალი რეგულაციების ამოქმედების თარიღი უცნობია. ამის შესახებ "TBC ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორებმა განაცხადეს.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ კვორუმი შედგა და პარლამენტში სესია დაიწყო

13 ნოემბერი 2018, 17:17

საქართველო

რამდენიმე მცდელობის შემდეგ კვორუმი შედგა და პარლამენტში სესია დაიწყო

რამდენიმე მცდელობის შემდეგ კვორუმი შედგა და პარლამენტში სესია დაიწყო. ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარადგინა.

აგვისტოს ომი

13 ნოემბერი 2018, 17:10

საქართველო

როგორ იძიებს ჰააგის ტრიბუნალი აგვისტოს ომის დანაშაულებს. მოკლედ

ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი სავარაუდოდ მსხვერპლების ისტორიებს ემთხვევა. ICC იძიებს სამხრეთ ოსეთში და მის მიღმა საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე სავარაუდოდ ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებს, გენოციდს.

მიხაელ შუმახერს მომღერალმა საშა ჰერშენბახმა სიმღერა მიუძღვნა

13 ნოემბერი 2018, 17:01

ტაბლოიდი

მიხაელ შუმახერს მომღერალმა საშა ჰერშენბახმა სიმღერა მიუძღვნა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, მიხაელ შუმახერს მომღერალმა საშა ჰერშენბახმა სიმღერა მიუძღვნა სახელწოდებით-„დაბადებული ბრძოლისთვის. ამ ფაქტს მიხაილ შუმახერის მეუღლე გამოეხმაურა.

ლევან ხაბეიშვილი

13 ნოემბერი 2018, 16:56

საქართველო

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა.

13 ნოემბერი 2018, 16:56

ეკონომიკა

ოზურგეთში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა

ოზურგეთში ახალი სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა, სადაც ZARA-ს, MANGO-სა და Bershka-ს პროდუქცია იკერება.ფაბრიკაში უკვე 104 ადამიანია დასაქმებული და მალე 500-მდე გაიზრდება. მათი დიდი უმრავლესობა ადგილობრივია.