imedi /  09 ნოემბერი 2018, 00:11 / სანდო წყარო

მამა ბართლომე შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს

თბილისის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბართლომე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში მის მიმართ განხორციელებულ ტერორს იხსენებს.

„მოდიოდნენ ჩემთან სახლში, მეუბნებოდნენ, რომ ვარ ჰიპერაქტიული მღვდელი, არაიდენტიფიცირებული პირი და ა.შ და ამაზე მუშაობდა ოდეერი. ოდეერი მაშინ საპატრიარქოშიც მუშაობდა... ეს მოხდა იმიტომ, რომ მე რელიგიის შესახებ კანონზე ხმა ამოვიღე“, - ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა. მისი თქმით, იმ ხელისუფლების პირობებში მონასტერს უამრავი ადამიანი მიმართავდა მათი შიშის გამო.

მან დღეს პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა. არქიმანდრიტი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „ცოცხით გაერთიანებული ხალხია“.

ფინეთის დედაქალაქში გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ. როგორც სააკაშვილმა თქვა, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთი ოჯახია.

„ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის იანვარში გამოეყო. მაშინ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და "ჯართი" უწოდა. 

თუმცა 1 წლის თავზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ევროპულმა საქართველომ" მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს გამოუცხადა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

13 ნოემბერი 2018, 20:06

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძრის ჩაქრობაში პატიმრებიც მონაწილეობენ

პატიმრებს გაწეული სამუშაოსთვის საათში 1 დოლარს გადაუხდიან. ამგვარ ოპერაციებში პატიმრების გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში საკმაოდ გავრცელებულია. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ გზით აშშ-ის ბიუჯეტი წელიწადში 100 მილიონ დოლარს ზოგავს.

პენსიების ზრდა

13 ნოემბერი 2018, 19:48

ეკონომიკა

მაჭავარიანი: პენსია წინასაარჩევნოდ ან პარტიის ქეიფზე არ უნდა იზრდებოდეს

როგორც მინისტრმა თქვა, პენსიის ინდექსაციის წესი უნდა დამკვიდრდეს. მისი შეფასებით, პენსია წინასაარჩევნოდ, ან რომელიმე "პარტიის ქეიფზე არ უნდა ხდებოდეს". ასე უპასუხა მინისტრმა ოპოზიციონერ რომან გოცირიძის კრიტიკას იმის შესახებ, რომ პენსია გასულ წლებში არ გაიზარდა.

აბასთუმანი

13 ნოემბერი 2018, 19:35

ეკონომიკა

აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი სექტემბერში გამოაცხადა და მასში "ბილდინგ დეველოპერმა" გაიმარჯვა. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულებას ამზადებენ.

ანაკლიის პორტი

13 ნოემბერი 2018, 19:22

ეკონომიკა

ანაკლიის პორტმა როტერდამში ორ დიდ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ როტერდამში ორ მნიშვნელოვან ფორუმში მიიღო მონაწილეობა. „ Intermodal Europe 2018“ და „Transport and Logistics“ დიდი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფოუმებია, სადაც მთავარი თემა აბრეშუმის გზის სამომავლო პერსპექტივებია.

ბრალდებული ქალი

13 ნოემბერი 2018, 19:18

საქართველო

ახალციხეში დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ ბავშვები დაუბრუნეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ახალციხეში დედის მიერ ხუთი წლის შვილის ცემის გამო, მინდობით აღზრდაში გაყვანილი არასრულწლოვნები, საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.„სააგენტო ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა, ამ ეტაპზე, მამა დაფიქსირებულია ბავშვების გამყვან პირად და კანონმდებლობის თანახმად, 10 დღის ვადით გაიყვანა არასრულწლოვნები“.

სახელმწიფო ბიუჯეტი

13 ნოემბერი 2018, 19:18

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განმარტა

ფინანსტა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები იმიტომ გვიანდება, რომ ხელისუფლება "ზედმეტად არის შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო".

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა

13 ნოემბერი 2018, 19:11

საქართველო

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა

შევევედროთ უფალს, რომ ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა, საქართველო გადარჩება.ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული პარაკლისის მიმდინარეობისას აღნიშნა.

რაგბის გულშემატკივრები

13 ნოემბერი 2018, 19:08

სპორტი

მსოფლიო რაგბის ფედერაცია Twitter-ზე თბილისში გულშემატკივრების მიერ შესრულებულ ჰიმნს აქვეყნებს

„მსოფლიო რაგბის“ Twittter-ის ოფიციალურ გვერდზე ქართველი გულშემატკივრების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნის ვიდეო გავრცელდა. „ნამდვილი ვნება! დაუჯერებელი სცენები თბილისიდან, სადაც ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა ეროვნული ჰიმნის სამღერად, გასულ კვირას იტალიის წინააღმდეგ გამართული მატჩის წინ“, – წერია ვიდეოს აღწერაში.

ბერა ივანიშვილის ქორწილი

13 ნოემბერი 2018, 19:03

საქართველო

ბერა ივანიშვილი: ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ

როგორც ბერა ივანიშვილი წერს, ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ, მისი თქმით, ეს ინფორმაცია "უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიუნდვია".

მიშელ ობამა
ელისაბედ მეორე

13 ნოემბერი 2018, 18:49

ტაბლოიდი

მიშელ ობამა და ელისაბედ მეორე ერთმანეთს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დგომაში ეხმარებოდნენ

მონარქმა ობამას შეხებას წელზე ხელის მოხვევით უპასუხა და ისინი ერთად ახლოს დადგნენ. მიშელ ობამა თავის მემუარებში წერს, რომ დედოფალიც და თვითონაც მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეაწუხა. „ჩვენ უბრალოდ ჩვენივე ფეხსაცმლისგან დაღლილი ქალები ვიყავით“,- ამბობს ყოფილი პირველი ლედი.

ბაკურიანი

13 ნოემბერი 2018, 18:40

საქართველო

მთავრობამ დაბა ბაკურიანის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტი ხელს უწყობს, რომ მთის კურორტისათვის საჭირო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიის ზონაში რვა მიწის ნაკვეთი მოხვდა, მათ შორისაა დაბა ბაკურიანისა და დიდველის მიმდებარე ტერიტორიები.

საქართველოს გენშტაბი

13 ნოემბერი 2018, 18:38

ძალოვნები

შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შეირაღებული ძალების სახელით გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

13 ნოემბერი 2018, 18:31

ეკონომიკა

საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები თებერვლიდან დაიწყება

2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია Indigo გეგმავს. დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.

13 ნოემბერი 2018, 18:30

ძალოვნები

ბოლნისში ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა

018 წლის 14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა. როდესაც დაზარალებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა.

გელა ბოლქვაძე

13 ნოემბერი 2018, 18:24

სპორტი

გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

გელა ბოლქვაძემ (82 კგ) მინიმალური უპირატესობით დაამარცხა ბელარუსი კლიმოვოჩი და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელ ცურუდას შეხვდება. დათო ჩხარტიშვილმა (60 კგ) დათმო მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მამადოვთან 4-5.

13 ნოემბერი 2018, 18:19

მსოფლიო

ტრამპის თქმით, ამერიკელების გარეშე საფრანგეთი გერმანიასთან მსოფლიო ომში მარცხდებოდა

აშშ-ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, - ამჟამად უფრო დამცინავი ფორმით.

იური მეჩითოვი

13 ნოემბერი 2018, 18:04

კულტურა

იური მეჩითოვის გამოფენა მის მიერ 9 აპრილზე გაკეთებული განცხადებების გამო გადაიდო

ფოტოგამოფენის გადადების საბაბი მეჩითოვის მიერ ტელეკომპანია Al Jazeera-სთვის მიცემული ინტერვიუა. იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ადამიანები ნიჩბებით არ დაუჩეხავთ, არამედ ისინი ასფიქსიით დაიღუპნენ.

ჯო კოული

13 ნოემბერი 2018, 17:53

სპორტი

ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. „ყველა ჩემი ოცნება ასრულდა. პროფესიონალურ ფეხბურთში 20 წელი გავატარე. ჩელსის მაისურით არაერთი ტიტული მოვიგე, რაც სამუდამოდ დამამახსოვრდება,“-განაცხადა 37 წლის ფეხბურთელმა.

პარაკლისი მეტეხის ხიდზე

13 ნოემბერი 2018, 17:32

საქართველო

ბახტაძე, კალაძე და ზურაბიშვილი 100 000 მოწამისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და პარაკლისს ესწრებიან

მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნება. ღონისძიებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებიან.

13 ნოემბერი 2018, 17:31

მსოფლიო

რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ავსტრიელი პოლკოვნიკი გაათავისუფლეს

ზალცბურგის სასამართლომ ყოფილი პოლკოვნიკი პატიმრობაში არ დატოვა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი Kronen Zeitung-ი წერს.