imedi /  09 ნოემბერი 2018, 14:05 / სანდო წყარო

მმართველ გუნდში გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას აკრიტიკებენ

სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია, -  ასე აფასებენ მმართველ გუნდში გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას და წინასაარჩევნო მოწოდებას. ფაქტს გმობს ქვეყნის თავდაცვის უწყებაც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, ნუ ეცდებიან ჩარიონ შეირაღებული ძალები პოლიტიკურ და საარჩევნო კამპანიაში. 

"ნაციონალური მოძრაობა" კი მიიჩნევს, რომ ჭანკოტაძე მოქმედი სამხედრო პირი აღარ არის და მას საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცის დაფიქსირების უფლება აქვს. 

"რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს პრეზიდენტს, საქართველოს ჯარის უმაღლეს მთვარსარდალს. ეს არ შეიძლება, იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშულებს საქართველოს ომის დაწყებაში. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს. ჩვენი გმირები - ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და მთვარსარდალი“, - თქვა დევი ჭანკოტაძე თავის მიმართვაში.

დევი ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობდა. საქართველოს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის მარტიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო და ეს თანამდებობა 2012 წლის 8 ოქტომბრამდე ეკავა.

ყველა სიახლე

შალვა თადუმაძე

12 დეკემბერი 2019, 12:32

საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა: შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ "საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, არ დასტურდება თადუმაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა.

ხანგოშვილი

12 დეკემბერი 2019, 12:22

მსოფლიო

რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საპასუხოდ რუსეთმა 2 გერმანელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა 2 გერმანელი დიოლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ადგილობივი მედიის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. 4 დეკემბერს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა საპახუსო ზომა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო.

სერიალი

12 დეკემბერი 2019, 12:16

კულტურა

რუსულმა ტელეარხმა ზელენსკის მონაწილეობით სერიალიდან პუტინზე ხუმრობა ამოჭრა

ხუმრობა მოსკოვში ნაჩვენები სერიიდან ამოიღეს, ამის შესახებ სოცქსელის მომხმარებლებიც წერენ. ზელენსკის პერსონაჟის მიერ პუტინზე გაკეთებული ხუმრობის მონაკვეთი რუსულ ტელეარხზე ამოღებული იყო.11 დეკემბერს რუსულმა ТНТ-მ უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სერიალის ჩვენება დაიწყო.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:58

საქართველო

ვინ რამდენი ხმა მიიღო უვადო მოსამართლეობის კანდიდატებიდან კომიტეტის სხდომაზე

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კომიტეტის სხდომაზე იმ კანდიდატების ხმები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, ასე გადანაწილდა.

12 დეკემბერი 2019, 11:57

მსოფლიო

პარლამენტის მანდატურებმა „ტაბულას“ ჟურნალისტი დარბაზიდან ძალით გაიყვანეს

გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, თიკო ერემაძე მანდატურებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა.

ჰარვი ვაინშტეინი

12 დეკემბერი 2019, 11:45

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინი 25 მილიონს გადაუხდის ქალებს, რომლებიც მას შევიწროებაში ადანაშაულებენ

ცნობილმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია ქალებთან, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. გარიგების თანხა 25 მილიონი დოლარია. ეს ფული 30-ზე მეტ მსახიობსა და სტუდია Weinstein Company-ს თანამშრომლებზე განაწილდება, რომლებმაც ვაინშტეინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:44

საქართველო

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კენჭისყრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მანამდე კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

სოციალური ქსელი

12 დეკემბერი 2019, 11:40

ტექნოლოგიები

YouTube-ი ფარული მუქარის შემცველ ვიდეოებსა და კომენტარებსაც წაშლის

საუბარია შინაარსზე, რომელიც ასახავს ფიზიკურ ძალადობას ან ივარაუდება, რომ ეს შეიძლება მოხდეს. როგორც The Verge წერს, აკრძალვის ქვეშ მოექცევა ვიდეორგოლები, სადაც პირდაპირ არის მოწოდება მკვლელობის შესახებ, მაგალითად "ჩვენ თქვენ მოგკლავთ" ან "მოგკლავ".

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან ავიდა და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ კომიტეტზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

პარლამენტის წინ ლელოსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის შესასვლელთან მოძრაობა "ლელოსა" და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის წევრები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას შეეცადნენ, სადაც იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

ფეხბურთი

12 დეკემბერი 2019, 10:44

სპორტი

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები გაირკვა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ყველაზე საინტერესო შეხვედრა ხარკოვში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "შახტარი" "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა და ბერგამოს კლუბი ლიგის პლეი-ოფში არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა.

აპლიკაცია

12 დეკემბერი 2019, 10:39

ტექნოლოგიები

აიფონის iPod-ად გადაკეთებისთვის კიდევ ერთი აპლიკაცია შექმნეს

Rewound-ი მუსიკალური პლეერია, რომლის გადაწყობაც იმგვარად არის შესაძლებელი, რომ 2000-იან წლებში გამოსულ ნებისმიერ პლეერს დაემსგავსება, მათ შორის iPod Classic-ს. როგორც The Verge წერს, აპლიკაციის გამოყენებისას ჩნდება შეგრძნება თითქოს მუსიკას iPod-ში ვუსმენთ.

პარლამენტი აქცია

12 დეკემბერი 2019, 10:24

ძალოვნები

პარლამენტთან აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

პიკეტირების დროს „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამრთალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ვაშაძე და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე, ადგილიდან გაიყვანეს.

ტერორიზმი

12 დეკემბერი 2019, 10:23

მსოფლიო

დანიაში ტერორიზმის ბრალდებით რეიდების დროს 20 ადამიანი დააკავეს

დაკავებულები ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ეჭვმიტანილმა დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას შეეცადნენ.

12 დეკემბერი 2019, 10:21

საქართველო

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტთან კონტრაქციას მართავს

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციას მართავს. აქციაზე იმყოფება სოსო რობაქიძეც, რომლის თქმითაც, ვაშაძეს, ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს პროტესტის გამოხატვისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ.

ვაჟა სირაძე

12 დეკემბერი 2019, 10:09

საქართველო

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შესასვლელები არ ჩაკეტონ

გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ, გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ისრაელი არჩევნები

12 დეკემბერი 2019, 09:59

მსოფლიო

ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება

კენჭისყრა ისრაელის ქნესეთში მას შემდეგ გაიმართა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამიმ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქემ ბენი განცმა შეძლო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 09:53

საქართველო

საპროცედურო კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 09:38

საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერმინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

12 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება. წინასწარი გამოკითხვებით, პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“ ლიდერობს.