imedi /  09 ნოემბერი 2018, 16:45 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, სტუდენტებისათვის კონკურსს - „ჩემპიონი შემფასებელი" აცხადებს. კონკურსის პირობებით, ქართული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებმა უნდა გააანალიზონ ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები და შეაფასონ მათი საინვესტიციო პოტენციალი.

ეროვნული ბანკის ცნობით, ახალგაზრდებს კონკურსი საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში გამოიყენონ დაგროვილი ცოდნა და გამოიმუშავონ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები. გამარჯვებულ სტუნდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში 2-თვიანი სტაჟირება გაიარონ.

მსურველები 2018 წლის 26 ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა კი 2018 წლის 25 დეკემბერია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მარტინ ონილი

21 ნოემბერი 2018, 15:55

სპორტი

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა მარტინ ონილმა პოსტი დატოვა. ონილთან ერთად სამწვრთნელო შტაბი მისმა თანაშემწემ როი კინმაც დატოვა. მიზეზი ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგი გახდა. ირლანდიელებმა მეოთხე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

სალომე ზურაბიშვილი

21 ნოემბერი 2018, 15:50

არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ევროკავშირს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიების გაძლიერება უნდა მოვთხოვოთ

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ევროკავშირს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიების გაძლიერება უნდა მოთხოვოს.

პირადობები

21 ნოემბერი 2018, 15:46

საქართველო

სერვისების განვითარების სააგენტო: პირადობის მოწმობის გაყალბება შეუძლებელია, რადგან სამმაგ კონტროლს გადის

„არ მოგვისმენია არც ერთი ფაქტი, არგუმენტი, გარემოება და არც ერთი ციფრი. მოვისმინეთ მხოლოდ ბრალდებები. მოვუწოდებ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მომზადებულები მივიდნენ პროკურატურაში, რათა მათი საუბარი არ დარჩეს მხოლოდ ცილისწამებად და ბრალდებად”,- განაცხადა სოსო გიორგაძემ.

ევროსაბჭო

21 ნოემბერი 2018, 15:39

საქართველო

ევროსაბჭოში მსოფლიო დემოკრატიის ფორუმზე ქართველებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

ევროსაბჭოში მსოფლიო დემოკრატიის ფორუმის მიმდინარეობისას ქართველმა მამენელებმა რუსეთი ოკუპაცია სწორედ ამ შინაარსის ბანერებით გააპროტესტეს. პანელზე, სადაც ქალთა უსაფრთხოებაზე საუბრობდნენ "რუსეთი ოკუპანტია" ტრანსპარანტები გაშალეს.

ელდარ შენგელაიას სავარძელი

21 ნოემბერი 2018, 15:36

კულტურა

ტოკიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოთეატრში ელდარ შენგელაიას „სავარძელს“ აჩვენებენ

ტოკიოში ყველაზე პრესტიჟულ კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში“ პირველი დეკემბრიდან გავა ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი „სავარძელი.“ ქართველი რეჟისორის ნამუშევარს იაპონელი მაყურებელი 6 კვირის განმავლობაში ნახავს. ფილმის მიმართ ტოკიოში დიდი ინტერესია. ჩვენებების დაწყებამდე, იაპონური მედია ელდარ შენგელაიასთან ინტერნეტის მეშვეობით წერს ინტერვიუებს.

დავით ალადაშვილი

21 ნოემბერი 2018, 15:30

კულტურა

სტრასბურგში დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში ქართველ პიანისტს უმასპინძლეს

სტრასბურგის ცენტრში მდებარე საკათედრო ტაძარში გამართულ საღამოზე, სბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი, დიპლომატები და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელები დაესწრნენ.

მიხეილ გიორგაძე ავარია

21 ნოემბერი 2018, 15:28

საქართველო

მიხეილ გიორგაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან, სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში 18 ნოემბერს, გამთენიისას მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა.

ტაჯიკეთი

21 ნოემბერი 2018, 15:25

მსოფლიო

ტაჯიკეთში უცხოელი ტურისტების მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ტაჯიკეთის სასამართლომ ჰუსეიმ აბდუსამადოვს, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში უცხოელი ტურისტები მოკლდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

აეროპორტი

21 ნოემბერი 2018, 15:20

ეკონომიკა

ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ახალი ევროპული მიმართულებების დამატებაზე უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან კონსულტაციების მორიგი რაუნდი წარმატებით დასრულდა. ქუთაისი-კრაკოვი-ქუთაისის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ: ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

კიბერდანაშაული კიბერთავდასხმა

21 ნოემბერი 2018, 15:10

ტექნოლოგიები

საქართველოში ინტერნეტთავდასხმების რაოდენობა შემცირდა

2018 წლის ივნის-სექტემბერში საქართველოში ინტერნეტთავდასხმების რაოდენობა შემცირდა. "კასპერსკის ლაბორატორიის" ცნობით, ივნის-სექტემბრის მონაცემებით, საქართველო არ შედის იმ 20-ეულში, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში ხშირად ხდებოდა კიბერთავდასხმები.

თეიმურაზ გორჯესტანი

21 ნოემბერი 2018, 15:07

საქართველო

ზურაბიშვილის ვაჟი ვაშაძის შვილს ქართულ ენაზე დებატს სთავაზობს

"მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ნოდარ”, - განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

ვეშაპი პლასტიკური ნარჩენები

21 ნოემბერი 2018, 15:03

მსოფლიო

ინდონეზიაში მკვდარი ვეშაპის სხეულში 6 კილოგრამი პლასტიკური ნარჩენები იპოვეს

ინდონეზიაში, ვაკატობის საზღვაო ეროვნული პარკის სანაპიროზე, კაშალოტის სახეობის მკვდარი ვეშაპი გამოირიყა. ძუძუმწოვრის კუჭში 6 კილოგრამი პლასტიკური ნარჩენები აღმოაჩინეს. ვეშაპის ორგანიზმში 115 ერთჯერადი ჭიქა, 4 პლასტმასის ბოთლი, 25 ერთჯერადი ცელოფანი და ორი „შლოპანცი“ იპოვეს.

21 ნოემბერი 2018, 14:56

კულტურა

Apple-მა საშობაო მულტფილმი გადაიღო

ვიდეოს სახელწოდებაა Share Your Gifts(გაზიარე შენი საჩუქრები). მისი მთავარი გმირი მხატვარია, რომელიც თავის ნამუშევრებს არავის უჩვენებს, მათ შორის თავის ძაღლსაც კი.

ოლივერ კანი შესაძლოა ბაიერნის პრეზიდენტი გახდეს

21 ნოემბერი 2018, 14:55

სპორტი

ოლივერ კანი შესაძლოა ბაიერნის პრეზიდენტი გახდეს

ოლივერ კანი შესაძლოა „ბაიერნის" პრეზიდენტი გახდეს. ბაიერნის ყოფილი მეკარე ოლივერ კანი პრეზიდენტობის თანამდებობაზე მთავრი კანდიდატია.

ნადიმ იასარი

21 ნოემბერი 2018, 14:51

მსოფლიო

დანიაში ყოფილი კრიმინალი ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე მოკლეს

ნადი იასარს დანაშაულებრივი სამყაროსა და მისი საქმიანობის შესახებ წიგნი ჰქონდა დაწერილი, რომელშიც აღწერა, თუ როგორ შეეშვა კრიმინალურ ცხოვრებას. ის სწორედ მისი წიგნის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე მოკლეს.

გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭო

21 ნოემბერი 2018, 14:35

საქართველო

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებს, რომლითაც უშიშროების საბჭო უქმდება, ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკა ბესელია

21 ნოემბერი 2018, 14:28

საქართველო

ეკა ბესელია: არასამთავრობოებს წყაროს გაუთქმელობის ვალდებულება არ აქვთ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებაზე მესამე სექტორის განცხადებას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება. ეკა ბესელია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაასახელონ, ვისგან მიიღეს ინფორმაცია.

მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკი

21 ნოემბერი 2018, 14:26

საქართველო

დონალდ ტუსკმა ბახტაძესთან შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა

ბახტაძესა და ტუსკს შორის შეხვედრაზე ისაუბრეს განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, მთავრობის ხედვას ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლირების, განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით.

21 ნოემბერი 2018, 14:23

საქართველო

კოსტავა-შარტავას ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა საკომუნიკაციოები, ასევე სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები. გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ქსელები. ასევე ტრორუარები, ახალი ბორდიულები. გაკეთდა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები.

რობერტ დენირო

21 ნოემბერი 2018, 14:17

ტაბლოიდი

რობერტ დენირო ცოლს გაშორდა

ამავე ინფორმაციით, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დენირომ და გრეის ჰაიტაუერმა განქორწინება გადაწყვიტეს. წყვილმა 1997 წელს იქორწინა. 1999 წელს ისინი ერთმანეთს დროებით დაშორდნენ და 5 წლის შემდეგ შერიგდნენ.