imedi /  09 ნოემბერი 2018, 20:10 / სანდო წყარო

როგორ აფასებენ მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის აგვისტოს ომის შესახებ განცხადებას

სააკაშვილის აღიარება, რომელიც ყველას კარგად ჰქონდა დავიწყებული და დღემდე არ იძებნებოდა: ყოფილი ხელისუფლების მცდელობით, ომთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება წაშლილია და აღარ არსებობს.

ეს ვიდეომასალა 2008 წლის ნოემბერშია გადაღებული. 8 აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ მან და მისმა ხელისუფლებამ განახორციელეს საბრძოლო მოქმედებები იმისთვის, რომ აეყვანათ კონტროლქვეშ ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა.

დღეს ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მაგრამ მალევე წაიშალა, თუმცა მომხმარებლებმა მისი გავრცელება მაინც მოასწრეს. ამ სიტყვებს მიხეილ სააკაშვილი და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს უკვე აღარ იმეორებენ.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად, საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების 20%, მათ შორის ის ტერიტორიებიც, რომლებსაც ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

ყველა სიახლე

ვაჟა სირაძე

17 ნოემბერი 2019, 14:30

ძალოვნები

ვაჟა სირაძე: პარლამენტის ტერიტორიაზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაცია განმარტა. მისი თქმით, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის.

17 ნოემბერი 2019, 14:06

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილი: წითელი ჯვარი იზოლატორში შესვლას ვერ ახერხებს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილს თათა გაფრინდაშვილს დაკავებულის მალე გათავისუფლების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.

შსს

17 ნოემბერი 2019, 14:05

ძალოვნები

შსს აქციის მონაწილეებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდებს

პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

ალექსანდრ ლუკაშენკო

17 ნოემბერი 2019, 13:57

მსოფლიო

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 2020 და 2025 წლებშიც იყრის

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირის პოსტზე კენჭს 2020 და 2025 წლებშიც იყრის. ამის შესახებ მან საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ილია მეორე

17 ნოემბერი 2019, 13:50

საქართველო

ილია მეორე: ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი იცვლება და ყველაფერი არამყარია

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

თომ ევანსი ნიკოლ შერზინგერი

17 ნოემბერი 2019, 13:30

ტაბლოიდი

ნიკოლ შერზინგერს ახალი შეყვარებული ჰყავს

ჯგუფ The Pussycat Dolls-ის სოლისტს, მომღერალ ნიკოლ შერზინგერს ახალი შეყვარებული ჰყავს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩოგბურთელ გრიგორ დიმიტროვთან განშორების შემდეგ მომღერალი ყოფილ შოტლანდიელ მორაგბეს თომ ევანსს ხვდება.

აქცია რუსთაველზე

17 ნოემბერი 2019, 13:20

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კახეთიდან უერთდებიან. პარტიამ აქტივი სოფელ ჩალაუბნში შეკრიბა. აქციის მონაწილეები დედაქალაქისკენ უკვე გაემგზავრნენ. თბილისში აქციაზე დასასწრებად ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მხარდამჭერებიც ემზადებიან. ისინი გორიდან თბილისისკენ უკვე გაემგზავრნენ.

მიხეილ გაჩეჩილაძე

17 ნოემბერი 2019, 13:00

სპორტი

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მორაგბე დასახელდა

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მორაგბე დასახელდა. მიხეილ გაჩეჩილაძე „ენისეისთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა და წლის საუკეთესო მორაგბისთვის დაწესებული პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო.

Saudi Aramco

17 ნოემბერი 2019, 12:51

ეკონომიკა

Saudi Aramco ბაზარზე აქციების 1,5%-ს გაიტანს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსებისთვის ინვესტორთა განაცხადების მიღება დაიწყო და განთავსების ფასის დიაპაზონი - 30-32 რიალი (8-8,5 დოლარი) დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თავდაცვის სამინისტრო

17 ნოემბერი 2019, 12:40

საქართველო

ღარიბაშვილის უწყება: თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები განსაკუთრებულად მოწმდება

რაც შეეხება ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს, სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გოტაბაია რაჯაპაქსა

17 ნოემბერი 2019, 12:33

მსოფლიო

შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა

შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა, გოტაბაია რაჯაპაქსამ გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს. რაჯაპაქსას მთავარმა კონკურენტმა, მმართველი „გაერთიანებული ეროვნული პარტიის“ კანდიდატმა საჯიტ პრემადასამ უკვე აღიარა მარცხი და განაცხადა, რომ ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

გეოგლიფები

17 ნოემბერი 2019, 12:15

მსოფლიო

პერუს უდაბნოში მეცნიერებმა 143 გიგანტური გეოგლიფი აღმოაჩინეს

იამაგატას უნივერსიტეტის მეცნიერებმა პერუში, ნასკას უდაბნოში 143 გიგანტური გეოგლიფი აღმოაჩინეს. იაპონელი მეცნიერების აღმოჩენის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდი წერს. პლატოზე გამოსახულია ცხოველები, გაურკვეველი დანიშნულების ხაზები და მითიური არსებები. 143 გეოგლიფი მეცნიერებმა საველე სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს.

საპატრიარქო

17 ნოემბერი 2019, 12:10

საქართველო

საქართველოში მოქმედმა რელიგიათა ხელმძღვანელებმა პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს

საპატრიარქოს ინფორმაციით, სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები.

რუსთაველის გამზირი აქცია

17 ნოემბერი 2019, 11:22

საქართველო

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან ერთად მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ.

როდნი რიდი

17 ნოემბერი 2019, 10:42

მსოფლიო

ტეხასის სასამართლომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯა გადადო

ტეხასის სასამართლომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის როდნი რიდის სიკვდილით დასჯა გადადო, მას შემდეგ რაც საქმეს საზოგადოების მხრიდან რეზონანსი მოყვა და მსჯავრდებულს ცნობილმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ BBC წერს. სიკვდილით დასჯა როდნი რიდს 1996 წელს 19 წლის სტეისი სტაიტსის მკვლელობისთვის მიუსაჯეს.

Huawei Mate X 5G

17 ნოემბერი 2019, 10:17

ტექნოლოგიები

Huawei-ის დასაკეცი სმარტფონების პირველი პარტია 2 წუთში გაიყიდა

Huawei-ის ონლაინმაღაზიაში დასაკეცი სმარტფონის Huawei Mate X 5G-ის პირველი პარტია გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიამ გასაყიდად ახალი სმარტფონის მცირე პარტია გაიტანა, თუმცა საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, მარაგი 2 წუთში ამოიწურა.

გოგა ბითაძე

17 ნოემბერი 2019, 10:03

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, შინ „მილუოკი ბაქსი“ მიიღო და 83:102 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18:20 წუთი გაატარა და თავის აქტივში 7 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

17 ნოემბერი 2019, 10:00

საქართველო

ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება, - ამის შესახებ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.

საპროტესტო აქცია

17 ნოემბერი 2019, 09:24

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

„ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 საათზე, ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და გავაპროტესტოთ მისი უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხულიო სესარ განდარილია

17 ნოემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს ხულიო სესარ განდარილიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი. სანქციები ასევე ეხება ხულიო სესარ განდარილიას ორ შვილს. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.