imedi /  13 ნოემბერი 2018, 19:03 / სანდო წყარო

ბერა ივანიშვილი: ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ

ბერა ივანიშვილის ქორწილი

ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც თითქოს მისი ჯვრისწერის დღეს, სვეტიცხოვლიდან ხალხი გამოაძევეს. ამის შესახებ საუბრებს ბერამ Facebook-ზე ვრცელი სტატუსით უპასუხა. 

როგორც ბერა ივანიშვილი წერს, ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ, მისი თქმით, ეს ინფორმაცია "უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიუნდვია".

"ამიტომაც ახლა მივმართავ მათ, ვისი გონებაც ბოღმითა და შურით არ არის შებინდული და ვისაც უბრალოდ მავანთა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ სიმართლე არ დაანახა. დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია. ჩემმა აწ უკვე მეუღლემ კი, ეკლესიაში მოსვლა 20 წუთით დააგვინა, მხოლოდ იმიტომ, რომ საცობში მოხვდა. შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად, ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს.  

არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა - მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში.

ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში. არ მესმის, რაზე უნდა ვაბარებდე მათ ანგარიშს?!  

ქველმოქმედება სულიერი მოთხოვნილებაა და არა ვალდებულება. ადამიანი სიკეთეს შინაგანი მოთხოვნილებით აკეთებს, და თუ ქველმოქმედება რაიმე სახის ვალდებულებით იტვირთება, მაშინ ის კარგავს თავის არსსა და მადლს. 

მინდა ყველას ვუსურვო, რომ გაუხსნან გული სიყვარულს. მხოლოდ სიყვარულს ძალუძს გახადოს ადამიანი უფრო ძლიერი, ქალი უფრო ლამაზი, მამაკაცი უფრო კეთილი, სული უფრო მსუბუქი, ცხოვრება კი უფრო მშვენიერი!", - წერს ბერა ივანიშვილი Facebook-ზე.

 

 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი გუშინ დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა.

მანამდე სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის და მისი მეუღლის პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო, ჯვრისწერის წინ დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ყველა სიახლე

ნენ უინტონი

22 მაისი 2019, 00:59

კულტურა

BBC-ის საინფორმაციო გამოშვების პირველი ქალი წამყვანი გარდაიცვალა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის (BBC) საინფორმაციო გამოშვების პირველი ქალი წამყვანი ნენსი უიგინტონი 93 წლისა გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ნენსი უიგინტონმა, რომელიც ნენ უინტონის სახელით იყო ცნობილი, ტელეკომპანიის ეთერში პირველად საინფორმაციო გამოშვება 1960 წლის 20 ივნისს წაიყვანა.

22 მაისი 2019, 00:36

ტექნოლოგიები

ვაშინგტონის შტატში ადამიანის ცხედრის კომპოსტირება ლეგალური გახდა

ვაშინგტონი გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც ადამიანის ცხედრის კომპოსტირება ლეგალური გახდა. ახალი კანონი ძალაში მომავალი წლის მაისიდან შევა. ადამიანის კომპოსტირება თითქმის ისეთივე იქნება, როგორც ნარჩენების, - სხეულს სპეციალურ სითხეში განათავსებენ ორგანულ მასალებთან ერთად.

პატრიკ ალესი

22 მაისი 2019, 00:16

კულტურა

საფრანგეთში გარდაიცვალა დალაქი რომელმაც თმის საშრობით ვარცხნილობის შექმნა მოიგონა

ალესის ნამდვილი სახელი ხესუს გონსალესია. ის ესპანეთის ქალაქ სანტანდერში 1930 წელს დაიბადა. მისი ოჯახი საფრანგეთში ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გადასახლდა. მოდის სამყაროში კარიერა მან ერთ-ერთ სილამაზის სალონში კურიერად დაიწყო.

პრეზიდენტის რეზიდენცია,
კიევი, უკრაინა

21 მაისი 2019, 23:49

მსოფლიო

პუტინმა უკრაინის საკითხი მერკელთან და მაკრონთან განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან განიხილა. ამის შესახებ Reuters-ი კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 მაისს გახდა.

მაღალი ტატრები

21 მაისი 2019, 23:47

მსოფლიო

2019 წელს ევროპაში სამოგზაუროდ საუკეთესო მიმართულებები დასახელდა

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინას სამხრეთში მდებარე ჰერცეგოვინას ისტორიული მხარე, იტალიური ქალაქი-პორტი ბარი, შეტლანდიის კუნძულები შოტლანდიაში, ფრანგული ქალაქი ლიონი, ჯუჯა სახელმწიფო ლიხტენშტაინი, შვეიცარიული ქალაქი ვევე და ნახევარკუნძული ისტრია ხორვატიაში.

გიგა ბოკერია

21 მაისი 2019, 23:23

საქართველო

ბოკერია: ჩვენ არჩევნებზე ვართ კონცენტრირებულები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“, წამყვანის კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას ოპოზიციის საპროტესტო აქციებში, ბოკერიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ახლა არჩევნებზეა კონცენტრირებული.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2019, 23:05

საქართველო

კობახიძე: სულ მცირე ყოველი მეორე ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის მიერ ჩატარებულ შიდაკვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მინიმუმ ყოველი მეორე ადამიანი მმართველ პარტიას უჭერს მხარს. გადაცემაში „პირისპირ“ კობახიძემ თქვა, რომ სურათი სავარაუდოდ, არ უნდა შეიცვალოს 2020 წლამდე, რადგან ამის ტენდენცია არ ჩანს.

ნიკა მელია

21 მაისი 2019, 22:58

საქართველო

მელია საპროტესტო აქციებზე: ფუჭი გასროლების განხორციელება არ შეიძლება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ ამ აქციას ხელისუფლების შეცვლა მოყვება.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2019, 22:54

საქართველო

კობახიძე: კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს, შავგულიძისნაირი კი პარლამენტში ბევრია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის დანიშვნის მიზეზს დაბალ აქტივობას უკავშირებს. კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ თქვა, რომ მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი მერის არჩევნებია, ხოლო როდესაც საქმე ეხება 1 მაჟორიტარის არჩევას, გასაკვირი არ არის, რომ აქტივობა ნაკლები იყო.

მონტრო

21 მაისი 2019, 22:11

ტაბლოიდი

საფრანგეთში სოფლის მერი მოსახლეობას ვიაგრას უფასოდ სთავაზობს

საფრანგეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მერი მოსახლეობის რაოდენობის კლების პრობლემასთან ბრძოლას უჩვეულო მეთოდით აპირებს. ჯინ დიბოუზი 650 ადამიანით დასახლებულ სოფელს ვიაგრას უფასოდ სთავაზობს.

Huawei-ს ოფისი

21 მაისი 2019, 21:31

ტექნოლოგიები

Huawei-ს ოპერაციული სისტემა ბაზარზე შესაძლოა შემოდგომაზე გამოჩნდეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ Huawei Consumer Business Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთიანი ოპერაციული სისტემა ტელეფონებისთვის, კომპიუტერებისთვის, პლანშეტებისთვისა და სხვა პროდუქციისთვის.

„შავი სარკე“

21 მაისი 2019, 21:06

კულტურა

„შავი სარკის“ მეხუთე სეზონის სამივე სერიის ტრეილერები გამოქვეყნდა

5 ივნისს Netflix-ზე სერიალ „შავი სარკის“ მეხუთე სეზონი გამოვა, რომელიც მხოლოდ სამი სერიისგან შედგება. სერიებში მთავარი როლები ენდრიუ სკოტმა, ენტონი მაკიმ და მომღერალმა მაილი საირუსმა შეასრულეს. Netflix-მა მეხუთე სეზონის თითოეული სერიისთვის ცალკე ტრეილერი გამოაქვეყნა.

21 მაისი 2019, 20:55

ძალოვნები

51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა

51-ე სკოლის სასადილოში დაწყებული შელაპარაკებაზე, რომელიც სასწავლებლის გარეთ ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა, დღეს ახალი დეტალები გაირკავ. აღმოჩნდა, რომ ერთმა მე-11 კლასელმა, მეორეს მხარი გაჰკრა, რასაც საქმის გარჩევა მოჰყვა.

ნიდერლანდების პოლიცია

21 მაისი 2019, 20:51

მსოფლიო

ნიდერლანდებში ჯებჰატ ან-ნუსრას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღო. პარალელურად გერმანიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა კიდევ 6 ადამიანის სახლებში, რომლებიც, სავარაუდოდ, იმავე ბატალიონის წევრები იყვნენ.

რამაზ ჩინჩალაძე

21 მაისი 2019, 20:46

ძალოვნები

ადვოკატები ეჭვობენ, რომ ფეხბურთელები შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე დაიყოლიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პირობას დებს, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო უმკაცრეს ზომებს გაატარებს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გარიგებული მატჩების საქმეში ფიგურირებს. არ არის გამორიცხული, მკაცრი ზომები გატარდეს იმ კლუბების მიმართაც, სადაც ეს სპორტსმენები თამაშობდნენ.

ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო

21 მაისი 2019, 20:33

კულტურა

ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

Sony Pictures Entertainment-მა კვენტინ ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once upon in time in Hollywood) ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს-ანჯელესში ხდება. მთავარი პერსონაჟები სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი რიკ დალტონი და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი არიან.

21 მაისი 2019, 20:17

ეკონომიკა

ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზს ასახელებენ

კომერციულ ბანკებში ოფიციალურ კურსთან შედარებით მნიშვნელოვანი სხვაობა ფიქსირდება. ბანკებში ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 80 თეთრად არის შესაძლებელი. ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზს ასახელებენ.

ტერეზა მეი

21 მაისი 2019, 20:14

მსოფლიო

მეი დეპუტატებს განმეორებით რეფერენდუმზე მსჯელობას დაჰპირდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ ბრიტანელი დეპუტატები ევროკავშირიდან შემადგენლობიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ გამოსვლის უფლებას მიიღებენ, თუმცა ამისთვის მათ Brexit-ის პირობების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების დამტკიცება მოუწევთ.

21 მაისი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

კვლევა: ძაღლები ერთნაირი გენოტიპის ადამიანებს უყვართ

არის თუ არა ძაღლების სიყვარული კავშირში გენებთან? შვედმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ამ საკითხს ვრცელი კვლევა მიუძღვნეს. მათ შვედეთში 35 ათასი ტყუპის მონაცემი შეისწავლეს და გამოარკვიეს, რომ ხშირ შემთხვევაში ძაღლებს ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად დაბადებული ტყუპები ფლობენ. რადგან მათ ერთნაირი გენოტიპი აქვთ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო

21 მაისი 2019, 19:45

საქართველო

ბათუმელი ექიმი რემონტის გაჭიანურებას საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარვებში აპროტესტებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ექიმმა ბენო ჭელაძემ პროტესტის ნიშნად კარვები გაშალა. ის რამდენიმე ადამიანთან ერთად საავადმყოფოს ახალი შენობის დასრულებისა და ტექნიკური აღჭურვილობის პროცესის დაჩქარებას ითხოვს.