imedi /  18 ნოემბერი 2018, 23:03 / სანდო წყარო

კვლევა: ევროპელ სტუდენტებს შორის, ქართველები ყველაზე ნაკლებად კრიტიკულები არიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ

საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 28 000 აბიტურიენტი ხდება მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება სტუდენტების მხრიდან სხვადასხვა მოლოდინს უკავშრდება როგორც სასწავლო პროცესის, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ. 

IPM კვლევები დაინტერესდა, როგორია ქართველი სტუდენტების მხრიდან მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასება და განსხვავდება თუ არა ის სხვა ევროპელი სტუდენტების შეფასებისგან? როგორც საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტის“ შედეგები გვიჩვენებს, საქართველოში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების შეფასება სხვა ევროპული ქვეყნების სტუდენტების შეფასებისგან საკმაოდ განსხვავდება.

კერძოდ, ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები არაკრიტიკულები არიან უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების პროცესის მიმართ და საკმაოდ დადებითად აფასებენ მას. ევროპელ სტუდენტებთან შედარებით, ისინი ყველაზე კმაყოფილები არიან ლექტორების მხრიდან ხელშეწყობით და აკადემიური მოსწრებისადმი ყურადღებით. ასევე, თავიანთ სასწავლო პროგრამას ყველაზე მეტად საქართველოს უსდ-ების სტუდენტები უწევენ რეკომენდაციას.

იგივე შეიძლება ითქვას სწავლების ხარისხსა (76%) და სწავლების ორგანიზებაზე (72%). სხვა ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტებთან შედარებით, სწავლების ხარისხი და სწავლების ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიურად შეფასებული კომპონენტებია საქართველოში უსდ-ების სტუდენტების მხრიდან.

კვლევის თანახმად, საქართველოში სტუდენტები მკვეთრად დადებითად აფასებენ არა მხოლოდ მათ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარე სწავლების პროცესს, არამედ სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებულ სხვა ისეთ კომპონენტებსაც, რომელთა ხარისხითაც საქართველო ევროპულ ქვეყნებს აშკარად ჩამორჩება. კერძოდ, საქართველოს უსდ-ების სტუდენტები სასწავლო ინფრასტრუქტურითაც კი საკმაოდ კმაყოფილები არიან. ამ კომპონენტს ჩეხ (77%) და ფინელ (82%) სტუდენტებთან შედარებით, საქართველოს უსდ-ების სტუდენტთა უფრო მცირე რაოდენობა აფასებს პოზიტიურად (72%), თუმცა სასწავლო ინფრასტრუქტურით ჩვენს ქვეყანაში სტუდენტები გაცილებით კმაყოფილები არიან, ვიდრე მაგალითად, ავსტრიის (62%) ან ჰოლანდიის (65%).

ყველა სიახლე

ადა მარშანია

21 მარტი 2019, 13:24

საქართველო

მარშანია: პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი მოგვადგებოდა და ყველას გაგვრეკავდა

დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე დღეა გრძელდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც იუსტიციის მინისტრს უსმენენ. დღეს სხდომა დეპუტატების საპასუხო გამოსვლებით გრძელდება.

ხანძარი

21 მარტი 2019, 13:22

ძალოვნები

წალენჯიხაში ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ხანზარი ჯერ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა შემდეგ კი მთელს სახლს მოედო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

მამუკა ბახტაძე

21 მარტი 2019, 13:18

საქართველო

მამუკა ბახტაძემ მარნეულელებს ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანულად მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იყო.

ტოჩინოშინი

21 მარტი 2019, 13:13

სპორტი

ტოჩინოშინი ზედიზედ მესამედ დამარცხდა

მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა სახელგანთქმულ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ჰაკუჰომ, იორიკირის ილეთის გამოყენებით, ტოჩინოშინი დოჰიოდან გაიყვანა. ამ დროისთვის ტოჩინოშინ 6 გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს. ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად,

სალომე ზურაბიშვილი

21 მარტი 2019, 13:04

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი აფრიკის ქვეყნებში ციკლონის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ციკლონის შედეგად დაღუპულებისა და მათი ოჯახებისთვის ლოცულობს. პრეზიდენტი წერს, რომ ქვეყნები, რომლებსაც თავს დაატყდა ტრაგიკული ციკლონი, ისევ დადგებიან ფეხზე. სალომე ზურაბიშვილმა სამძიმრის შესახებ განცხადება Twitter-ზე დაპოსტა.

21 მარტი 2019, 12:51

საქართველო

უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“ მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა.

ტაქსები

21 მარტი 2019, 12:49

საქართველო

რომელია ტაქსის მძღოლებში ყველაზე გავრცელებული სახელი. სტატისტიკა

22 მარტი ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც საქართველოს 7 ქალაქს მოიცავს, ტაქსის მძღოლების პოპულარული სახელები, ავტომობილები და ასაკობრივი აქტივობა გამოვლინდა. ტაქსის მძღოლებს შორის ყველაზე გავრცელებული სახელი არის გიორგი.

ეკონომიკა

21 მარტი 2019, 12:42

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა შარშან 4.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. შარშან საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებამ 41 მილიარდ 77 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ერთ მოსახლეზე ეს რიცხვი 16,207 ლარია, ნომინალურად კი 4,345 დოლარს შეადგენს.

ასტანა

21 მარტი 2019, 12:36

მსოფლიო

ასტანისთვის ნურსულთანის დარქმევის მოწინააღმდეგეები დააკავეს

ყაზახეთის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის დედაქალაქს ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი უნდა დაერქვას.

ბრიჯიტ ბრინკი

21 მარტი 2019, 12:24

მსოფლიო

ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთში აშშ-ის ელჩი იქნება

ბრიჯიტ ბრინკი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილეა. ამერიკელ დიპლომატს საგარეო სამსახურში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ბრიჯოტ ბრინკს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შალვა შავგულიძე

21 მარტი 2019, 12:24

საქართველო

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მათი საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.

არსენ ავაკოვი

21 მარტი 2019, 12:21

მსოფლიო

არსენ ავაკოვი: სააკაშვილის უკრაინაში ჩამოსვლა 300 დოლარიანი პიარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, რადგანაც მას უკრაინაში შესვლა სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვს აკრძალული.

შავი ზღვა

21 მარტი 2019, 12:18

საქართველო

საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განისაზღვრება სწორი მიმართულებები და შემუშავდება გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და დარგის მდგრად განვითარებას.

ბავშვებზე ძალადობა

21 მარტი 2019, 12:16

ძალოვნები

შსს: 2018 წელს ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის 12% სექსუალურ ძალადობაზე მოდის

რა ვითარებაა საქართველოში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის თვალსაზრისით და როგორ ასრულებს ქვეყანა ლანსაროტეს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც, სწორედ ამ მიმართულებებს ეხება, ამ თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს.

აბულფაზლ გადიანი

21 მარტი 2019, 12:06

მსოფლიო

ირანელ დისიდენტს სამი წიგნის გადაწერა მიუსაჯეს

დამნაშავე 74 წლის აბულფაზლ გადიანია, რომელიც რეფორმატორული ორგანიზაცია "ირანის ისლამური რევოლუციის მოჯაჰედების" დამფუძნებელია. მან აიათოლას დესპოტი უწოდა და მისი მმართველობის დასასრულებლად, მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა.

21 მარტი 2019, 12:02

ტაბლოიდი

ავსტრალიელ კაცს ავტომობილში კოალა დახვდა 🐨 ვიდეო

ავსტრალიელ ტიმ უიტროუს საკუთარ ავტომობილში კოალა დახვდა. უიტროუ თავის ძაღლთან ერთად ვენახების სანახავად იყო წასული და მანქანა ღია დატოვა, რათა ძაღლს ავტომობილიდან გადასვლა შეძლებოდა. როდესაც ავსტრალიელი დაბრუნდა, უკანა სავარძელზე კოალა იპოვა.

თიბისი ბანკი

21 მარტი 2019, 11:56

ძალოვნები

„თიბისიზე“ კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში კომპიუტერებია ამოღებული

"თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერთავდასხმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რუსთაველის N12-დან კომპიუტერები ამოიღეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

პიან სან ჯაკომო

21 მარტი 2019, 11:40

ძალოვნები

შვეიცარიელ კაცს სახლში მძინარე ქართველები დახვდნენ

შვეიცარიული გამოცემა polizeiticker-ის ცნობით, მეზობლებმა ღამით საეჭვო პირები შეამჩნიეს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის შესახებ მეპატრონეს შეატყობინეს, რომელმაც სახლში მისვლისას ორი მძინარე ადამიანი ნახა. პოლიციელებმა დამნაშავეები მალევე დააკავეს.

21 მარტი 2019, 11:38

საქართველო

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება აქციით მოითხოვეს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულთა ახლობლებმა გუშინ ღამე გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც დაკავებულები სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

ბილ გეითსი

21 მარტი 2019, 11:20

ეკონომიკა

ბილ გეითსი $9.5 მილიარდით გამდიდრდა

ბილ გეითსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანტროპია. ამიტომ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მილიარდერის ქონება მცირდება, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. გეითსი უმდიდრესი ადამიანია და მილიარდერი დროთა განმავლობაში უფრო მეტად მდიდრდება.