imedi /  21 ნოემბერი 2018, 14:28 / სანდო წყარო

ეკა ბესელია: არასამთავრობოებს წყაროს გაუთქმელობის ვალდებულება არ აქვთ

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებაზე მესამე სექტორის განცხადებას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება. ეკა ბესელია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაასახელონ, ვისგან მიიღეს ინფორმაცია. ბესელიას თქმით, მესამე სექტორის წევრები იმ გამონაკლისთა ჩამონათვალში არ არიან, რომლებსაც წყაროს გაუთქმელობის უფლებას კანონი ანიჭებს.

„ასეთი გამონაკლისთა შემთხვევებით, კანონით სარგებლობენ მხოლოდ კონკრეტული პირები და არსებობს ჩამონათვალი. მაგალითად: ადვოკატი, პარლამენტის წევრი, მოძღვარი, ჟურნალისტი და სხვა. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ რაღაც გაყალბებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი და წყაროს არ ასახელებს, ეს არ არის სერიოზული პოზიცია და განცხადება. ამოცანა ხომ ის არის, რომ გადავამოწმოთ, გამოვავლინოთ თუ არის რაიმე დარღვევა. ამ ფონზე ასეთი განცხადებები არ ჩანს სერიოზულად და გაცილებით უფრო მძიმე ფონს ქმნის მეორე ტურისთვის. გამოძიების დაწყება ეს არის ზუსტად დემონსტრირება, რომ ხელისუფლება თვალს არ ხუჭავს საჯაროდ გაკეთებულ ასეთ განცხადებებზე ისეთ პირობებშიც კი, როცა ოფიციალური მიმართვაც არ ყოფილა და ახლა თუ ამბობენ, რომ არ აქვთ არანაირი ფაქტი და რაღაცას ყურმოკვრით ამბობენ. ეს არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა

ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიშა ბენიძე მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე არიან. ცნობილია, რომ გიგაური პროკურატურაში ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე ინფორმატორის დასახელებას არ აპირებს

ყველა სიახლე

აარონ ფილიპი

18 თებერვალი 2019, 16:34

მსოფლიო

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ტრანს მოდელი მოდის ინდუსტრიაში ჩაერთო. ფოტოისტორია

აარონ ფილიპმა უკვე მიიღო მონაწილეობა ASOS-სა და H&M-ის გადაღებებში. მოდელის თქმით, დღეს სამოდელო ბიზნესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ნაკლებობაა. აარონ ფილიპი ამბობს, რომ ამ ინდუსტრიაში მისი ჩათვლით სულ სამი შშმ მოდელი მუშაობს.

18 თებერვალი 2019, 16:27

მსოფლიო

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა

განაცხადებების რაოდენობის შემცირებას საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას უკავშირებენ. გადაწყვეტილების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვა გამარტივდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უარის თქმის ძირითადი მიზეზი ის არის რომ ისინი ქვეყანას, კანონით დადგენილი სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ დატოვებდნენ.

იაგო ბოლოთაშვილი

18 თებერვალი 2019, 16:26

ძალოვნები

კახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

იაგო ბოლოთაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, მან უმაღლესი განათლება შსს-ს აკადემიაში მიიღო. უწყებაში მუშაობა კი 2006 წლიდან, გამომძიებლის პოზიციიდან დაიწყო. სხვადასხვა წლებში ის ძალოვან უწყებაში არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა.

ვიშეგრადი

18 თებერვალი 2019, 16:11

მსოფლიო

ისრაელში დაგეგმილი ვიშეგრადის ოთხეულის შეხვედრა გაუქმდა

19 თებერვალს იერუსალიმში დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც მონაწილეობა ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების პრემიერმინისტრებს უნდა მიეღოთ, გაუქმდა. როგორც ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა ანდრეი ბაბიშმა განმარტა, ამის მიზეზი შეხვედრაში მონაწილეობაზე პოლონეთის უარი გახდა.

მარკ ცუკერბერგი

18 თებერვალი 2019, 16:03

ტექნოლოგიები

ბრიტანეთის პარლამენტი Facebook-ის ლიდერებს „ციფრულ განგსტერებად“ მოიხსენიებს

180-გვერდიან ანგარიშში ბრიტანელი კანონმდებლები Facebook-ს როგორც „ციფრულ განგსტერს“ ისე მოიხსენიებენ და სოცქსელს მოუწოდებენ მეტი რეგულაციები აამოქმედონ. ანგარიშში ნათქვამია, რომ Facebook-მა პირადი მონაცემების კონფიდენციალურობისა და კონკურენციის კანონები დაარღვია.

18 თებერვალი 2019, 15:55

საქართველო

ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი საქართველოშიც გამოცხადდა

2019 წლის პრიზის მოსაპოვებლად 14 ქვეყანა შეარჩიეს: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა აღნიშნულ კონკურსში პირველად მონაწილეობენ მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა.

18 თებერვალი 2019, 15:54

ტექნოლოგიები

როგორ დავადგინოთ ჩვენი წარმომავლობა. დნმ-ტესტი

ვებგვერდი 23andme.com-ი მომსახურება 99 დოლარი ღირს. არსებული ინფორმაციით, ტესტის ჩაბარების შემდეგ ადამიანს ექნება ზუსტი ინფორმაცია მისი წარმომავლობისა და წინაპრების შესახებ. სერვისი ერთგვარად აკავშირებს დნმ-ნათესავს, ანუ თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს დნმ-თან ძალიან ახლოსაა

პოლიცია

18 თებერვალი 2019, 15:51

მსოფლიო

იტალიაში 30-მდე მაფიოზი დააკავეს

სპეცოპერაცია ნეაპოლში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად მაფიოზური ორგანიზაციის წევრობა, გამოძალვა, იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ კოორდინაციას ციხიდან კლანის მმართველები, ძმები სალვატორე და ნიკოლა სეკუინოები უწევდნენ.

ჯერემი კორბინი

18 თებერვალი 2019, 15:39

მსოფლიო

7 ბრიტანელმა დეპუტატმა ლეიბორისტული პარტია დატოვა

ერთ-ერთი დეპუტატის, ლუკიანა ბერგერის თქმით, "ლეიბორისტული პარტია" ინსტიტუციურად ანტისემიტური გახდა, რის გამოც მას პარტიაში დარჩენა სასირცხვილოდ მიაჩნია. პარტიიდან წასული წევრები ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ არაფერს ამბობენ.

18 თებერვალი 2019, 15:36

ტაბლოიდი

50 Cent-ს პოლიცია მოკვლით ემუქრებოდა

2018 წლის ივნისის თვეში რაციის საშუალებით ინსპექტორმა ემანუელ გონსალესმა, კოლეგებს ამერიკული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის მოკვლა უბრძანა. შემთხვევას ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი სერიოზულად მოეკიდა და საქმეში მაშინვე ადვოკატები ჩართო.

ენგურჰესი

18 თებერვალი 2019, 15:22

ეკონომიკა

ენგურჰესში წყლის დონის კლების გამო აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტი ემუქრება

ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ დაიკლო, რის გამოც მარტში აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნება. როგორც ენგურჰესის ადმინისტრაციული და საერთო საკითხების მენეჯერი ნუგზარ სართანია ამბობს, საცავში წყლის დონემ დაიწია და დაახლოებით 20 მეტრის მარაგია დარჩენილი.

ლევან კობიაშვილი

18 თებერვალი 2019, 15:19

სპორტი

UEFA კობიაშვილზე: მეორე ვადით ის ეროვნული ნაკრების წარმატების ფონზე აირჩიეს

"ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კარგი გუნდური მოთამაშე ვიყავი“, – ამბობს კობიაშვილი, რომელიც ბუნდესლიგაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით (351) ისტორიაში მეორე უცხოელია.

კევინ დიურანტი

18 თებერვალი 2019, 15:04

სპორტი

NBA-ში ყველა ვარსკვლავის მატჩი შედგა

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის, ქალაქ შარლოტში შემდგარი საკალათბურთო ზეიმსი ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ გოლდენ სტეიტ უორიორზის ფორვარდი კევინ დიურანტი აღიარეს. თამაშის MVP-იმ 31 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მოაგროვა.

წიგნები

18 თებერვალი 2019, 14:57

კულტურა

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მაია დანელიასა და ცენტრის ლიტერატურული პროგრამის მენეჯერის, ნინო ნადიბაიძის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებსა და პარტნიორებთან.

18 თებერვალი 2019, 14:50

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მშობელთან დაკავშირებული ტერმინების შემოღებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვლას მხარი დაუჭირა. ცვლილება იყო განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილი, რომელთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო დამტკიცებით, ერთნაირსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაციას ბოლო მოეღება.

გიგა ზედანია

18 თებერვალი 2019, 14:48

საქართველო

ილიაუნის აკადემიური საბჭო და სტუდენტები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ განაცხადა, ისინი შეთანხმდნენ, რომ ბიზნესსკოლისთვის ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა უზრუნველყოფილი იქნება.

18 თებერვალი 2019, 14:40

მსოფლიო

ატლანტის ოკეანეში იშვიათი სახეობის ვეშაპები შეამჩნიეს

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა იშვიათი სახეობის ვეშაპი შვილთან ერთადაც შეამჩნიეს. ოკეანოლოგთა ვარაუდით დედალი ვეშაპი დაახლოებით 17 წლის იყო. აღმოჩენა მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს და სახელად პიკო დაარქვეს. მკვლევართა ვარაუდით ვეშაპს ბოლოს ნაშიერი 2011 წელს ჰყავდა.

18 თებერვალი 2019, 14:37

ტექნოლოგიები

ჩინეთის იმპერატორი 121 ცოლთან ღამის გასატარებლად გეომეტრიულ გრაფიკს იყენებდა

დროის გაზომვიდან ზღვის ნავიგაციამდე - მათემატიკა ძველი ცივილიზაციების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მათემატიკის ისტორია ძველი ეგვიპტიდან, მესოპოტამიიდან და ძველი საბერძნეთიდან იწყება, თუმცა ამ ქვეყნების დაცემის შემდეგ, დასავლეთში მათემატიკის განვითარება ფაქტობრივად საუკუნეების განმავლობაში შეწყდა.

18 თებერვალი 2019, 14:19

საქართველო

ბესელია: ჩემი გვარი კომიტეტზე მომხსენებლთა სიიდან ამოიღეს

ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, მისი გვარი ამოღებულია ორი კანონპროექტიდან, სადაც ის გეგმის თავდაპირველი ვარიანტით პასუხისმგებელ პირთა შორის იყო.

საბავშვო ბაღები

18 თებერვალი 2019, 14:17

საქართველო

2018 წელს ცხენის ხორცი 4 საჯარო ბაღის მენიუში აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, საქართველოს საჯარო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა.