imedi /  21 ნოემბერი 2018, 20:34 / სანდო წყარო

გიორგობაზე პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარი

სამების საკათედრო ტაძარი

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ავრცელებს.

„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, ხოლო წირვა, – 10:00 საათზე.

წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა“, -ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

განათლების სამინისტრო

20 თებერვალი 2019, 11:11

საქართველო

სამინისტრომ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს გააცნო

შეხვედრაზე სკოლის დირექტორებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს და ისაუბრეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები წლების განმავლობაში. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხო სკოლის აუცილებლობაზე, მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების აუცილებლობაზე.

სანიაღვრე გვირაბი

20 თებერვალი 2019, 10:59

ეკონომიკა

მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის განახლება იგეგმება

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 259 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. გვირაბი გასული საუკუნის 40-იან წლებში მოეწყო. 90-იან წლებში შეწყდა მისი მოვლა-ექსპლუატაცია, ხოლო 2004 წელს გამაგრდა და გაიწმინდა.

აშშ

20 თებერვალი 2019, 10:46

ეკონომიკა

აშშ-ში საქართველოსთვის დახმარების მოცულობა გაიზარდა

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ვანდალიზმი

20 თებერვალი 2019, 10:39

მსოფლიო

აშშ-ში „კოცნის“ ქანდაკება ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა

ლეგენდარულ ფოტოზე გამოსახული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ჯორჯ მენდონსას გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ, ძეგლი, რომელიც ფოტოზე გამოსახულ ლეგენდარულ კოცნას გამოხატავდა, ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა, მასზე გრაფიტი #MeToo გააკეთეს.

ვეცხლის ქუჩა

20 თებერვალი 2019, 10:37

ძალოვნები

გაირკვა, რომ ვერცხლის ქუჩაზე სროლისას კიდევ 1 ადამიანი დაიჭრა

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, სადაც სროლას მსხვერპლი მოჰყვა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ეს ინფორმაცია imedinews-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავარია

20 თებერვალი 2019, 10:20

ძალოვნები

გაგარინის ქუჩაზე ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, თუმცა ქალის ჰოსპიტალიზება საჭირო არ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ამ დროისთვის გაგარინის აღმართზე მოძრაობა აღდგენილი და თავისუფალია.

ახალგორი

20 თებერვალი 2019, 10:18

საქართველო

ახალგორის გამოსასვლელთან ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა

დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნეს. ეს ინფორმაცია imedinews-ს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაუდასტურა. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება 5-მა ადამიანმა შეძლო.

ქართული ოცნება

20 თებერვალი 2019, 10:18

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. საბჭოზე სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ.

ნაგავი

20 თებერვალი 2019, 10:13

საქართველო

2019 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ 24-საათიან პატრულირებას, როგორც სიგარეტის ნამწვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადმოგდების, ისე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის, სხვა ფაქტების გამოსავლენად.

კახა კალაძე

20 თებერვალი 2019, 10:02

საქართველო

კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება

"ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დროშები

20 თებერვალი 2019, 09:52

მსოფლიო

2023 წლისთვის უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს

ამ საკითხებზე საუბრისას, პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ბლოკში მისაღებად ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებაზე ხელმოწერას დაესწრო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტიც.

კაილი ჯენერი

20 თებერვალი 2019, 09:44

ტაბლოიდი

მედია: კაილი ჯენერი დაინიშნა

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. მათ საერთო ქალიშვილი, შტორმი ჰყავთ, რომელსაც ცოტა ხნის წინ, 1 წელი შეუსრულდა.

კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი

20 თებერვალი 2019, 09:36

მსოფლიო

ტრამპის შემდეგ კიმ ჩენ ინი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდება

მთავრობის წევრებზე დაყრდნობით სააგენტოწერს, რომ ორი ლიდერის აუდიენცია სავარაუდოდ მარტის ბოლოს შედგება. პეკინში ვიზიტამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დონალდ ტრამპთან გამართავს მოლაპარაკებებს.

დრეიკი

20 თებერვალი 2019, 09:34

ტაბლოიდი

დრეიკმა მობილური ტელეფონის ჩასადებში 400 000 დოლარი გადაიხადა

მან მაღაზიას Jason of Beverly Hills სპეციალური შეკვეთა მისცა. გაირკვა, რომ 18-კარატიანი თეთრი ოქროსა და ლურჯი ბრილიანტებით გაწყობილ ჩასადებში, რომელსაც OVO Sound-ის ლოგო ამშვენებს, 32 წლის ვარსკვლავმა 400 000 დოლარი გადაიხადა.

20 თებერვალი 2019, 09:27

კულტურა

ბრაიან ადამსმა ჯენიფერ ლოპესთან დუეტი ჩაწერა

ბრაიან ადამსის ოფიციალურ Youtube არხზე ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.That’s How Strong Our Love Is – ასე ჰქვია სინგლს. კანადელი ვარსკვლავი 60 წლის იუბილეს, მე-14 სტუდიური ალბომით Shine a Light აღნიშნავს.

20 თებერვალი 2019, 09:22

ეკონომიკა

HUAWEI-ს ახალი მოდელის გამოსვლის თარიღი ცნობილია

P30 სერიის მოდელების პრეზენტაცია პარიზში, 26 მარტს გაიმართება. ახალ მოდელს განსაკუთრებული "ზუმი" ექნება. ამ დროისთვის მეტი დეტალი ცნობილი არ არის.

ხუან გუაიდო

20 თებერვალი 2019, 09:17

მსოფლიო

გერმანელი ექსპერტების ნაწილი გუაიდოს აღიარებას არ მიესალმება

ექსპერტების მიერ შედგენილი დოკუმენტი ცოტა ხნის წინ ბუნდესტაგში დეპუტატებს გადასცეს. ანალიტიკოსების მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ ბერლინის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გერმანიის მთავრობის ტრადიციულ პრაქტიკას - აღიაროს მთლიანად სახელმწიფო და არა ცალკეული მთავრობა.

ამინდი

20 თებერვალი 2019, 09:10

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება

თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 4-9 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება. კვირის განმავლობაში ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და დედაქალაქში 12 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი.

მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი 2019, 09:04

საქართველო

პარლამენტის წინაშე მაია ცქიტიშვილი წარდგება

მინისტრი გასულ წელს შეაფასებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მინისტრის მოხსენება იქნება კომპლექსური, დეპუტატებს კი საშუალება მიეცემათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა.

20 თებერვალი 2019, 09:00

ძალოვნები

პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო

პროექტი 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ორ ეტაპად განხორციელდა. „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი 28 მარტის ჩათვლით საქართველოს 9 რეგიონის (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, თბილისი, კახეთი) 300-მდე სკოლას მოიცავს.