imedi /  26 ნოემბერი 2018, 14:33 / სანდო წყარო

აჭარის ტელევიზიამ ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა

12:40 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა. შენობაში, სადაც ტრანსფორმატორია განთავსებული, მოკლე ჩართვა მოხდა და ძლიერი დაკვამლიანება იყო. 

დამწვარია ე.წ. ამომრთველი. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მივიდნენ და შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეებმა დაკვამლიანების კერა მალევე იპოვეს.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციისა და "ენერგო პრო-ჯორჯიას" წარმომადგენლები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ტელეკომპანიას და როდის განახლდება მაუწყებლობა.

"ელექტროენერგია არ მიეწოდება არც ტელევიზიას და არც რადიოს, ვერ მუშაობს ვებგვერდი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ ერთ საათში დენის მიწოდება აღდგება. ტექნიკა დაზიანებული არ არის"-განაცხადა ტექნიკური სამსახურის მენეჯერმა მიშა შეშელიძემ.

სავარაუდოდ,  ეთერში ვერ გავა 15:00 საინფორმაციო გამოშვება. 

რამდენიმე წუთით შეფერხება იყო რადიოშიც, თუმცა მაუწყებლობა მალევე აღდგა. 

ყველა სიახლე

მარკ ესპერი

21 ოქტომბერი 2019, 23:21

მსოფლიო

მედია: პენტაგონის ხელმძღვანელი საუდის არაბეთში მოულოდნელად ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანთან გართულებული ურთიერთობის ფონზე საუდის არაბეთში ჩავიდა. მარკ ესპერი ერ-რიადს ავღანეთში ვიზიტის შემდეგ ეწვია. მედია წერს, რომ ვიზიტი დაანონსებული არ იყო. ესპერი სავარაუდოდ შეხვდება მეფე სალმანს და პრინც მოჰამედს შეხვდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ოქტომბერი 2019, 23:19

მსოფლიო

ნეთანიაჰუმ მთავრობა ვერ ჩამოაყლიბა

ისრაელის პრემიერმინისტრის განცხადებით, მან მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და მანდატი ქვეყნის პრეზიდენტს დაუბრუნა. მოგვიანებით რუვენ რივლინიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ის გეგმავს საპარლამენტო ფრაქციებთან მოლაპარაკებები გამართოს, ხოლო მანდატს ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეს, ოპოზიციის ლიდერს ბენი განცს გადასცემს.

სვანეთი

21 ოქტომბერი 2019, 22:25

საქართველო

ჭუბერში 18 წლის ბიჭი ვარჯიშისას მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა

მესტიის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. 18 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ყარსგურიში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ზიმბაბვე

21 ოქტომბერი 2019, 21:56

მსოფლიო

ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში სულ მცირე 55 სპილო მოკვდა

ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში სულ მცირე 55 სპილო მოკვდა. ზოოპარკის პრესსპიკერის თქმით, მიზეზი შიმშილია, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენს. გვალვამ ზიმბაბვეში მოსავლის დონე მასიურად შეამცირა. მოსახლეობის მესამედს მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე საკვებით დახმარება სჭირდება.

საცობები

21 ოქტომბერი 2019, 21:53

საქართველო

რას გეგმავს მერია თბილისში საცობებისგან თავის დასაღწევად

საცობებისგან თავის დაღწევის ახალი გზა მერიისაგან. დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა, შესაძლოა, ახალმა სისტემამ დაარეგულიროს. თბილისის მთავრობა ამას ახალი წლიდან გეგმავს. თუ ჩანაფიქრი აღსრულდება, გზებზე აღარ დადგებიან პატრულის თანამშრომლები, რომლებიც ნაკადს ხელით არეგულირებენ.

ლიტერა

21 ოქტომბერი 2019, 21:38

კულტურა

„ლიტერას“ გამარჯვებულები დასახელდნენ

საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში ბექა ახალაიას „მტრედების იონამ“ გაიმარჯვა, ნომინაციას საუკეთესო დოკუმენტური პროზა 2 გამარჯვებული ჰყავს. ესენი არიან სალომე ბენიძე და დინა ოგანოვა პროზისთვის SHEROES და ნინო ლომაძე დოკუმენტირი პროზისთვის „ვაშლის ბაღები“

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინი

21 ოქტომბერი 2019, 21:20

მსოფლიო

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ჩრდილოეთ სირიისა და აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი განიხილეს. იტყობინება Reuters-ი კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით. სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს.

ოქროს ბურთი

21 ოქტომბერი 2019, 21:20

სპორტი

„ოქროს ბურთის“ პირველი 5 ნომინანტი დასახელდა

ესენი არიან: „ლივერპულის“ თავდამსხმელი სადიო მანე, „მანჩესტერ სიტის“ ფორვადი სერხიო აგუერო, „ბარსელონას“ ნახერმცველი ფრენკი დე იონგი, „ტოტენჰემის“ მეკარე უგო ლორისი და „აიაქსის“ თავდამსხმელი დუშან ტადიჩი. 2018 წელს „ოქროს ბურთი“ ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა მიიღო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

21 ოქტომბერი 2019, 20:46

საქართველო

სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსგან დაკომპლექტდა

ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველში დღეს სლოვენიის წარმომადგენელი დაემატა. EUMM გახდა პირველი სამოქალაქო მისია, რომელიც ევროკავშირის ოცდარვავე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლით დაკომპლექტდა.

პრაღა, ჩეხეთი

21 ოქტომბერი 2019, 20:36

მსოფლიო

ჩეხეთში რუსი ჯაშუშების ქსელი გამოააშკარავეს

მიხაილ კოუდელკას თქმით, ამ ქსელის ამოცანაში, რომელიც უკვე განადგურებულია, ჩეხეთსა და პარტნიორ ქვეყნებზე ჰაკერული თავდასხმები შედიოდა. ჩეხური სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ მის უკან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იდგა და მას პრაღაში რუსეთის საელჩო აფინასებდა.

უკრაინა

21 ოქტომბერი 2019, 20:00

მსოფლიო

უკრაინაში ავიაკატასტროფისას ყოფილი მინისტრი დაიღუპა

უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად აგრარული პოლიტიკის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვეტმფრენი, რომელსაც ყოფილი ჩინოსანი მართავდა, პოლტავის ოლქის სოფელ ტარასენკოვოში ჩამოვარდა.

შტორმი და ცუნამი აპლიკაცია

21 ოქტომბერი 2019, 19:54

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ახალი გეოფიზიკური მოვლენა აღმოაჩინეს

მიწისძვრებსა და ქარიშხლებზე მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად მეცნიერებმა ახალი გეოფიზიკური მოვლენის „შტორმული მიწისძვრების“ არსებობის შესახებ განაცხადეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ძლიერი ქარიშხლები სეისმურ აქტივობას იწვევენ. მეცნიერების მტკიცებით, ეს მოვლენა შესაძლოა რამდენი საათს ან დღე გაგრძელდეს.

კონგო

21 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

კონგოში სამგზავრო ავტობუსის ავარიას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

დედაქალაქ კინშასაში მიმავალი ავტობუსი ქალაქ მბანზა-ნგუნგუში მოყვარა ავარიაში. შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 18 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო და კონტროლი დაკარგა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

გაზმომარაგება

21 ოქტომბერი 2019, 19:10

ეკონომიკა

გლდანში 350 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ სავარაუდოდ მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი შევიდა კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“. საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა ხალხის ევაკუაცია და შენობების განიავება.

Deutsche Bank-ი

21 ოქტომბერი 2019, 18:48

ეკონომიკა

Deutsche Bank-ი თანამშრომლებს 10%-ით ამცირებს

გერმანიის უმსხვილესი Deutsche Bank-ი თანამშრომლების 10%-ით შემცირებას გეგმავს. ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის კრისტიან შივნინგის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია ახალი ტექნლოგიების დანერგვის შედეგად ხარჯების შემცირება. მიმდინარე წელს ბანკის მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ადგურ ხარაზია

21 ოქტომბერი 2019, 18:43

საქართველო

სოხუმის დეფაქტო მერი თანამდებობიდან გადადგა

სოხუმის დეფაქტო მერმა ადგურ ხარაზიამ თანამდებობა დატოვა. ხარაზიამ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ მისი მიზანი "სავარაძელი არასდროს ყოფილა". მისი თქმით, ბევრი ღამე არ ძინებია ადამიანების პრობლემებზე ფიქრში. ადგურ ხარაზია სოხუმის მერის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

ქუთაისი აქცია

21 ოქტომბერი 2019, 18:42

საქართველო

ქუთაისში სტუდენტებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს

,,რუსეთი ოკუპანტია“, ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია" - ამ სლოგანებით ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრის წინ სტუდენტების საპროტესტი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.

21 ოქტომბერი 2019, 18:25

საქართველო

გახარიამ უზბეკეთის ვიცეპრემიერთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერმინისტრ ელიორ განიევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფოტოგრაფია

21 ოქტომბერი 2019, 18:22

ტაბლოიდი

ქუთაისში დანიელმა მოგზაურმა ფულის თხოვნის საინტერესო მეთოდს მიაგნო. ფოტო

დანიიდან საქართველოში ჩამოსასვლელად მან ორ მეგობართან ერთად დიდი გზა გამოიარა. ცოტა ხნის წინ თბილისშიც იყვნენ, ახლა კი ქუთაისში არიან და ბრაზილიაში წასასვლელად ფულს აგროვებენ. ერთი მათგანი ფულს მუსიკის მოსმენაში იღებს, მეორე სუვენირ მაგნიტებს ყიდის, მესამე კი ქუჩაში დახმარებას ითხოვს.

გაზით მოწამვლა

21 ოქტომბერი 2019, 18:19

ძალოვნები

თბილისში ერთ-ერთ სამორინეში ხუთი ადამიანი გაზით მოიწამლა

თბილისში ერთ-ერთ სამორინეში გაზის გაჟონვის შედეგად ხუთი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გლდანში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.