imedi /  03 დეკემბერი 2018, 14:16 / სანდო წყარო

სააკაშვილის ძალადობრივ მოწოდებებზე მისი გუნდი პასუხისმგებლობას არ იღებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებზე მისი გუნდი ისევ არ იღებს პასუხისმგებლობას.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მათი ერთ-ერთი რიგითი წევრია.

„მეორე ტურში რაც ხდებოდა, ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის ნათელი მაგალითი და სამართლიან არჩევნებთან არაფერი ჰქონდა საერთო. მოთხოვნა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ვითხოვთ მთლიანად საპარლამენტო საარჩევნო სისტემის შეცვლას საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც იზიარებს სრულიად ოპოზიცია, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და კანონში უნდა ჩაიდოს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით კონკრეტული ამკრძალავი ნორმები, რომ არ იღებდნენ ძალადობაში მონაწილეობას. კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შემოთავაზებებში და „ქართულ ოცნებისგან“ ასეთ კონსტრუქციულ ნაბიჯს მოვითხოვთ.

16 დეკემბერი არის საბოლოო ვადა, რომ დავიწყოთ დისკუსია. რუსთაველზე მისული თვითორგანიზებული ნაკადი გაორმაგდება და გარწმუნებთ, შეიძლება 10-ჯერ მეტი იყოს და მოგიწევთ მათთვის ანგარიშის გაწევა. ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია, თქვენ მოჰპარეთ არჩევანი ხალხს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველი გუნდი კი "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ თავმოყრილი ოპოზიციის დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვს და 16 დეკემბერს აქციის ჩატარებას აპირებს.

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შედეგებს არ ენდობა და მოსახლეობასა და ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

„მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას. მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გიორგი ჩოგოვაძე

18 დეკემბერი 2018, 20:25

კულტურა

ტურიზმის ადმინისტრაციამ მედიასაშუალებებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების პრეზენტაცია გამართა

2018 წელს საქართველოს შესახებ პუბლიკაციები ისეთმა ცნობილმა მსოფლიო გამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორებიც National Geographic-ი, Forbes-ი, The New York Times-ი, The Telegraph-i და Vogue არის. მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა იმოგზაურეს.

სავალუტო ტაბლო რუსეთში

18 დეკემბერი 2018, 20:12

ეკონომიკა

პუტინმა ქუჩის ტაბლოებზე ვალუტის კურსზე ინფორმაციის ჩვენება აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვალუტის რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელთა თანახმად, ქვეყანაში სავალუტო პუნქტების ტაბლოებზე ვალუტის კურსის შესახებ ინფორმაციის ჩვენება აკრძალა.

უკრაინის საზღვაო ძალები

18 დეკემბერი 2018, 20:07

მსოფლიო

უკრაინის მთავრობამ საზღვაო დოქტრინის ახალი რედაქცია დაამტიკიცა

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, დოკუმენტი გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის საზღვაო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ახალი დოქტრინის მიზანი აზოვისა და შავ ზღვაში უკრაინის პოზიციების გაძლიერებაა. 25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს.

თავდაცვის სამინისტრო

18 დეკემბერი 2018, 19:47

ძალოვნები

თავდაცვის სამინისტრო: რეკრუტი ცრუობს, როცა ამბობს, რომ სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

გიორგი ქობულია

18 დეკემბერი 2018, 19:45

ეკონომიკა

ეკონომიკურ ატაშეებს დესპანები ჩაანაცვლებენ

ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, ახალი პოზიცია, დესპანი იქნება შემოღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „ელჩების კონფერენცია 2018“-ზე განუცხადა.

მანქანები

18 დეკემბერი 2018, 19:40

ეკონომიკა

საქართველოში საწვავი გაიაფდა

„რომპეტროლის“ ქსელში ერთი ლიტრი ევრო რეგულარის ფასი 2.56 ლარი იყო, დღეს კი 2.49 ლარია. „ვისოლის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.54-დან 2.49-მდე შემცირდა. „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებში კი, ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.36-დან 2.29 ლარამდე დაიკლო.

ელგუჯა ხოკრიშვილი

18 დეკემბერი 2018, 19:40

საქართველო

საქართველოს ელჩი: გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. ელჩი ამას ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს.

პარკები

18 დეკემბერი 2018, 19:35

ეკონომიკა

როგორ კონტროლდება პარკების აკრძალვაზე დაწესებული რეგულაციები. ვიდეო

წარმოებაში, საშუალოდ, ყოველთვიურად 100-დან 120 ტონამდე პლასტიკის პარკებს აწარმოებენ, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მათი კონტროლი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს ევალება.

თეუჩეჟ ყატის გამოფენა

18 დეკემბერი 2018, 19:27

კულტურა

საქართველოს ცნობილი ჩერქეზი მხატვარი თეუჩეჟ ყატი სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის მოწვევით თბილისს თეუჩეჟ ყატი სტუმრობს. ცნობილი ჩერქეზი საზოგადო მოღვაწის და მხატვრის ნამუშევრები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსდა. ბიბლიოთეკაში სულ 55 გრაფიკული ნახატია წარმოდგენილი. ნამუშევრები ქართული კლასიკური ლიტერატურის მოტივებზეა შესრულებული.

ლიონელ მესი

18 დეკემბერი 2018, 19:12

სპორტი

ლიონელ მესი „ოქროს ბუცის“ მფლობელია

2017-18 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი გოლისთვის „ბარსელონას“ კაპიტანი „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელი სპორტსმენის ანგარიშზე 34 გოლია. ლიონელ მესისთვის ეს მე-5 „ოქრო ბუცი“ არის. „ოქროს ბუცი“ კრიშტიანუ რონალდუს ოთხჯერ აქვს მოგებული.

Ford-ის ძაღლის სახლი

18 დეკემბერი 2018, 19:03

ტექნოლოგიები

Ford-მა გამოიგონა ძაღლის სახლი, რომელიც ფოიერვერკების ხმას ახშობს

უამრავი ძაღლი თუ სხვა შინაური ცხოველი სადღესასწაულო დღეებში ფოიერვერკების ხმას უფრთხის. ამ მხრივ ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ვიდრე ადამიანები. ძაღლის სახლი ფოიერვერკების ხმას მასზე დამაგრებული მიკროფონების საშუალებით ამოიცნობს, ხმაურის ჩახშობას კი დამცავი პანელებით უზრულველყოფს.

განათლების სამინისტრო

18 დეკემბერი 2018, 18:55

საქართველო

2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თქვეს, რომ მედლების დარიგება წელს ვეღარ მოესწრება და 2019 წლის იანვარში გადაიწევს. უწყებაში ამბობენ, რომ მედლების გადასაცემად მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან.

დამასკო
სირია

18 დეკემბერი 2018, 18:51

მსოფლიო

დამასკოში ომის დაწყების შემდეგ პირველად აანთეს საახალწლო ნაძვის ხე

სირიის დედაქალაქ დამასკოში ომის დაწყების შემდეგ პირველად აანთეს ნაძვის ხე და დაკიდეს საახალწლო განათებები. გასულ წლებში, ქალაქი ავიადარტყმების ქვეშ იყო.

კარლ ჰარცელი

18 დეკემბერი 2018, 18:44

საქართველო

კარლ ჰარცელმა ინაუგურაციის დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებები შეაფასა

სიტყვის თავისუფლება უნდა რჩებოდეს სიწყნარისა და სიმშვიდის ფარგლებში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

18 დეკემბერი 2018, 18:44

ტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა არარსებული ადამიანების ფოტოები შექმნა

კვლევითმა კომპანია Nvidia-მ, რომელიც სპეციალიზებულია მანქანის სწავლებაზე, აჩვენა ნეირონული ქსელის ოთხწლიანი პროგრესი, - მას უკვე ადამიანების რეალისტური პორტრეტების შექმნა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Verge-ი ავრცელებს.

ნაძვის ხე

18 დეკემბერი 2018, 18:42

ტაბლოიდი

ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებმა ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს. ფოტო

ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ნაძვის ხე დადგეს. მათ სახანძრო კიბეებით ნაძვის ხის ფორმის კონსტრუქცია ააწყვეს, სამაშველო აღჭურვილობით მორთეს, იატაკზე კი ხანძარსაწინააღმდეგო თეთრი ქაფი დაასხეს.

გარევაჭრობა

18 დეკემბერი 2018, 18:37

ეკონომიკა

ადგილები თბილისში, სადაც საახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში 18 დეკემბრიდან -14 იანვარის ჩათვლით გარევაჭრობა ნებადართული მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში იქნება.

Amazon-ის ამანათები

18 დეკემბერი 2018, 18:31

ტექნოლოგიები

Amazon-ი ამერიკულ პოლიციას ქურდობის საქმეების გახსნაში დაეხმარება

ამისთვის კონცერნი ცარიელ ამანათებს გამოიყენებს. ამ გზით კი Amazon-ი იმ ქურდებს გამოავლენს, რომლებიც სახლებთან დატოვებულ ამანათებს იპარავენ. სატესტო პროგრამას ნიუ-ჯერსიში ცდიან. მანამდე მსგავსი პროექტი განხორციელდა აშშ-ის რამდენიმე სხვა ქალაქში.

თბილისის მერია

18 დეკემბერი 2018, 18:27

ეკონომიკა

ისანში, ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი აფანასიევი) ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 220-მეტრიან მონაკვეთზე, წყალმომარაგების ქსელი იცვლება.

18 დეკემბერი 2018, 18:20

ტაბლოიდი

კანადელი გოგო სმენადაქვეითებულ მამას კონცერტის დროს სიმღერის ტექსტს ჟესტებით უხსნიდა. ვიდეო

კანადელმა კარი კარბერმა როკ-ჯგუფის, Three Days Grace-ის კონცერტზე სმენადაქვეითებული მამა წაიყვანა და საყვარელი სიმღერის ტექსტი ჟესტურ ენაზე აუხსნა.