imedi /  03 დეკემბერი 2018, 14:23 / სანდო წყარო

ომბუდსმენი: შეუძლებელია შშმ პირების განათლებაზე საუბარი, თუ გარემო არაა მისაწვდომი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გარემოს მისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეფასების ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას სახელმწიფო უწყებების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა 2017-2018 წლებში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებისა, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შშმ პირთათვის გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფა რჩება. 

ომბუდსმენის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება გაეროს კონვენციის მოთხოვნებს; ქვეყანას არ გააჩნია ამ მიმართულებით ერთიანი ხედვა და დოკუმენტი; რეგულაციები ფრაგმენტულად არის მოცემული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში და ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთათვის უსაფრთხო, დაუბრკოლებელი და მისაწვდომი გარემოს შექმნას ნებისმიერ შენობასა და საზოგადოებრივ სივრცეში.

„მისაწვდომობის უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა სხვა უფლებასთან და შეუძლებელია, ვისაუბროთ ხარისხიან განათლებაზე, დასაქმებაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე, თუ გარემო არ არის მისაწვდომი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2014 წელს მიღებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი“ ეყრდნობა მოძველებულ სტანდარტებს, არ ითვალისწინებს სხვადასხვა სახის შეზღუდვის მქონე პირთა ინტერესებს და აღსრულების ეფექტიან მექანიზმს. 

თანამედროვე ამერიკული სტანდარტი - „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და ობიექტები“ (ICC A.117), რომელზეც მთავრობა 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებაში მიუთითებს, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის, დაბალია მის შესახებ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების რელევანტურ უწყებათა და მოქალაქეების ინფორმირებულობის დონე, ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა აღიარებულ ამერიკულ სტანდარტს ერთადერთ სავალდებულოდ გამოსაყენებელ რეგულაციად არ განიხილავს.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში უმეტესად არ არის დანერგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი სამშენებლო სტანდარტები და არ ხორციელდება სათანადო ზედამხედველობა მათ აღსრულებაზე; გამოწვევად რჩება შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი ნორმების აღსრულების/ზედამხედველობის მექანიზმის არაეფექტურობა და შესაბამისი სამსახურების, მათ შორის მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკაც.

სახალხო დამცველმა იდენტიფიცირებული პრობლემების დროულად და ეფექტიანად მოგვარების მიზნით, პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს მიმართა კონკრეტული რეკომენდაციებით.

ნინო ლომჯარიამ სპეციალური ანგარიში 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის ფარგლებში წარადგინა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია შშმ პირთა უფლებების წახალისება ყველა სფეროში, ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევა მათ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

დღეს იუსტიციის მინისტრმა შშმ პირებისთვის გამარტივებული სერვისის შესახებ ბრძანება გამოსცა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

15 დეკემბერი 2018, 19:53

საქართველო

ირაკლი კობახიძე ლიეტუვის სეიმის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის სპიკერს, ვიქტორას პრანკიეტის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მხარეებმა ასევე მზადყოფნა გამოხატეს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

15 დეკემბერი 2018, 19:46

მსოფლიო

საქართველოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი ჩამოვიდა

ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო.

15 დეკემბერი 2018, 19:32

მსოფლიო

პოროშენკომ უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების შესახებ განაცხადა

კიევში გამართულ გაერთიანებულ კრებაზე, უკაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის დაუძნების შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. ახალი ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს.

პაოლო სკარონი

15 დეკემბერი 2018, 19:26

სპორტი

კლუბ „მილანის“ პრეზიდენტს მანქანიდან 10 000 ევრო მოპარეს

ქურდმა მანქანა გატეხა და ჩანთა მოიპარა, რომელშიც 10 000 ევრო იდო. პაოლო სკარონი დამნაშავეს მანქანით დაედევნა, თუმცა მას გზის გაგრძელების საშუალება სავარაუდოდ ქურდის თანამზრახველმა არ მისცა.

15 დეკემბერი 2018, 19:13

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა ისევ აიკრძალა

ქარბუქისა და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

არქიტექტორი

15 დეკემბერი 2018, 18:56

კულტურა

თბილისში საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალი ჩატარდა

არქიტექტურის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პრემია 2018-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნამუშევრების ატვირთვა ორი თვე მიმდინარეობდა. სულ წარდგენილი იყო 153 ქართველი და უცხოელი არქიტექტორის 168 ნამუშევარი. პრიზები 10 ნომინაციაში გაიცა.

15 დეკემბერი 2018, 18:51

მსოფლიო

ნეპალში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხრამში გადავარდა, არის მსხვერპლი

ინციდენტი 14 დეკემბერს საღამოს მოხდა. ადგილობრივები თანასოფლელის დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ამ დრომდე მაშველებს არ დაუდგენიათ სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსში.

ალმასი

15 დეკემბერი 2018, 18:39

ტექნოლოგიები

ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ალმასი კანადაში აღმოაჩინეს

სამთო კომპანია Dominion Diamond Mines-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კანადაში, დაიავიკის ველზე 552-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს. ძვირფასი ქვის ზომებია 33.74 მილიმეტრი 54.56 მილიმეტრზე. კომპანიაში განმარტავენ, რომ ალმასი ჯერ არაა შეფასებული.

15 დეკემბერი 2018, 18:37

საქართველო

ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-მა კალაძის ნათქვამი განზრახ დაამახინჯა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს ჟურნალისტს და მეთერთმეტე, რომლის თანახმადაც, უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა ფაქტის განზრახ დამახინჯება.

სუ-27

15 დეკემბერი 2018, 18:15

მსოფლიო

უკრაინაში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნისას პილოტი დაიღუპა

უკრაინაში ჟიტომირის რეგიონში დაშვების დროს გამანადგურებელი სუ-27 ჩამოვარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, პილოტი დაიღუპა.

15 დეკემბერი 2018, 18:14

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მემორიალს პატივი მიაგო

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც ლოცვას დაესწრო.

15 დეკემბერი 2018, 18:11

საქართველო

საქართველოში მოლდოვას ვიცეპრემიერი ჩამოვიდა

„კრისტინა ლესნიკი მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კრისტინა ლესნიკი ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ელჩების კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს

15 დეკემბერი 2018, 17:51

ძალოვნები

შსს აჭარაში ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2018, 17:48

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების სია ცნობილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების სიას ასაჯაროვებს. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ თქვა, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ევროპისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები.

წიგნი

15 დეკემბერი 2018, 17:46

კულტურა

დავით კლდიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის გერმანელ მთარგმნელს სპეციალური ჯილდო გადაეცა

ღონისძიების ფარგლებში, პირველად უჩვენეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამის ამსახველი ვიდეოფილმი. დავით კლდიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის ცნობილ მთარგმნელს რახელ გრაცფილდს კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

15 დეკემბერი 2018, 17:43

ტაბლოიდი

ბერლინში ღამის კლუბები უსახლკაროებს შეიფარებენ

ბერლინში ქალაქის ღამის კლუბებმა გადაწყვიტეს, სუსხიან დღეებში უსახლკარო ადამიანებს დაეხმარონ. Electronic Beats-ის ინფორმაციით, ორი კლუბი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას, კვირაში ორჯერ საცეკვაო მოედნები თავშესაფრად აქციონ.

თვითმკვლელობა

15 დეკემბერი 2018, 17:35

საქართველო

2018 წლის ათ თვეში საქართველოში თვითმკვლელობის 1500-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა

2018 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში განზრახ მკვლელობის 60 შემთხვევა აღირიცხა. მათგან გახსნილია 37 საქმე. ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობის 70 შემთხვევას. გაიხსნა - 51 ანუ 72,8%. მატება წინა წელთან შედარებით - 34%.

ელექტრომობილი

15 დეკემბერი 2018, 17:19

ტექნოლოგიები

ელექტრომობილების დატენვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი

ახალი თაობის ელექტრობილების დატენვა რეკორდულად მცირე დროში, - 15 წუთში იქნება შესაძლებელი. რამდენიმე კომპანია, მათ შორის გერმანული BMW, Porsche და Siemens-ი გეგმავს, აწარმოონ ელექტრომობილები, რომელიც მძღოლებს რაც შეიძლება მცირე დროს დააკარგვინებს მის დატენვაში.

15 დეკემბერი 2018, 17:18

საქართველო

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისში ლიეტუვის სეიმის სპიკერი ჩამოვიდა

საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია. საგარეი საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.

15 დეკემბერი 2018, 17:10

ტაბლოიდი

ნიდერლანდებში მეთხუთმეტე საუკუნის ეკლესიაში ახალ წელს ტექნო რეივით აღნიშნავენ

2019 წლის 5 იანვარს ამ კლუბში რიგით მეორედ აღინიშნება ახალი წლის მოსვლა. ახალი წლის Enigma-ს ლაინაფი ისეთ არტისტებს მოიცავს, როგორებიცაა: Juan Sanchez, Mirella Kroes და Mike Ravelli.