imedi /  03 დეკემბერი 2018, 15:47 / სანდო წყარო

202-ე უსინათლოთა სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

უსინათლოთა სკოლა

მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული უსინათლოთა სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ამ მიზნით ბიუჯეტიდან თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ამის შესახებ შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც არსებულ ვითარებას და საგანმანათლებლო პროცესს გაეცნო.

„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ჩვენს ბავშვებზე და შევუქმნათ შესაბამისი პირობები ყველა მიმართულებით და რა თქმა უნდა, განათლების მიმართულებით. ის, რასაც ვხედავთ დღეს, ამ პირობებში ბავშვების ყოფნა მიუღებელია. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ზრუნვას იმისთვის, რომ პირველ რიგში ამ ბავშვებმა შესაფერის გარემოში მიიღონ განათლება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგის შედეგების გამო, სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. 

სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგი განახორციელა. 

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, მონიტორინგის შედეგად რიგი დარღვევები გამოვლინდა, განსაკუთრებით საყურადღებო კი პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ცხოვრების პირობებია, სადაც მისაწვდომობა, უსაფრთხოება, კვება და სამედიცნო მომსახურება დამაკმაყოფილებელი არ არის. მონტირინგით გაირკვა, რომ  სკოლაში არ არის დანერგილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალადობის პრევენციის სერვისები, ასევე არ არსებობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის რესურსი.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

14 დეკემბერი 2018, 21:02

ძალოვნები

თარჯიმნები თბილისის ბიზნესის სახლს თაღლითობაში ადანაშაულებენ

თბილისის ბიზნესის სახლის თარჯიმნები კომპანიის ხელმძღვანელობას თაღლითობაში ადანაშაულებენ. დასაქმებულები ამბობენ, რომ უკვე თვეებია, ანაზღაურება არ მიუღიათ და მენეჯმენტი მათ ამ თანხის ორ წელზე გადანაწილებას სთავაზობს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 დეკემბერი 2018, 20:57

მსოფლიო

ლუკაშენკო: ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში არასდროს შევა

„მე ყოველთვის ვგრძნობ ამ საფრთხეს ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან, მაგრამ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა მთავარი საკითხია. თუ ჩვენი ოლქებად დაშლა სურთ, როგორც ამას ჟირონოვსკი ამბობს, ეს არასდროს მოხდება“-განაცხადა ლუკაშენკომ.

შაკირა

14 დეკემბერი 2018, 20:48

კულტურა

შაკირას ესპანეთში გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012,2013 და 2014 წლებში ესპანეთში 183 დღეზე მეტ ხანს ცხოვრობდა, თუმცა ამ პერიოდში მიღებული შემოსავლებიდან გადასახადი არ გადაუხდია. უწყების ცნობით, საბოლოო ჯამში, შაკირამ 14,5 მილიონი ევრო არ გადაიხადა.

ემი ადამსი

14 დეკემბერი 2018, 20:40

ტაბლოიდი

ემი ადამსმა ბრედ პიტს ჩახუტებაზე უარი უთხრა

„ფილმ „ვიცეპრეზიდენტის“ გადაღებისას ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. ის მომესალმა და სცადა გადამხვეოდა, მაგრამ უარი იმის გამო მიიღო, რომ კონიუნქტივიტი მქონდა და თავს საშინლად ვგრძნობდი. ასე გავხდი პირველი ქალი ისტორიაში, ვინც ბრედ პიტს ჩახუტებაზე უარი უთხრა!,- გაიხსენა მსახიობმა.

14 დეკემბერი 2018, 20:35

ძალოვნები

რუსთავში არასრულწლოვნებმა ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

არასრულწლოვანთა დანაშაულის მორიგი შემთხვევა. მოზარდებმა ამჯერად, რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა შარტავას გამზირზე მოხდა. ისინი მაღაზიაში შენობის უკანა მხრიდან, ფანჯრიდან შევიდნენ. წაღებულია 20-მდე მობილური ტელეფონი.

14 დეკემბერი 2018, 20:19

სპორტი

ზაზა ბენდელიანის თასისთვის უცხოური გუნდებიც იბრძოლებენ

წლევანდელ გათამაშებაში 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელები ითამაშებენ. ტურნირის ორგანიზატორის „საბურთალოს სახელით ხუთი გუნდი გამოვა. ბენდელას თასისათვის უცხოეთის ორი გუნდი, ყაზახეთის „აქტაუ“ და აზერბაიჯანის „ყარაბახი“ იბრძოლებენ. ბენდელას თასის 29 ე გათამაშება ორშაბათს, დღის პირველ საათზე დაიწყება.

ლაშა გოგია
გია გულორდავა

14 დეკემბერი 2018, 20:10

ძალოვნები

სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა

უფლებადამცველის თქმით, დღეს სავალდებულო სხდომა გაიმართა, რომელიც საპატიმრო ვადის გადახედვას ეხებოდა. უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს, რადგან გოგია მისი თქმით, უდანაშაულოა და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება.

14 დეკემბერი 2018, 20:03

მსოფლიო

„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა ისრაელშიც დაიწყო

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ როგორც საფრანგეთში, ასევე ისრაელშიც ადამიანებისთვის სულ ერთი არ არის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა.17 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო ტალღას საფრანგეთში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა.

უსინათლოთა ფეხბურთი

14 დეკემბერი 2018, 19:49

სპორტი

თბილისში უსინათლოთა და მცირედ მხედველთა ევროპის ჩემპიონატზე უკრაინამ გაიმარჯვა

თბილისში უსინათლოთა და მცირედ მხედველთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში უკრაინა რუსეთს შეხვდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მესამე ადგილზე ინგლისი გავიდა, მეოთხეზე იტალია, მეხუთე ადგილი კი თურქეთმა დაიკავა.

ანტონიო ვალენსია

14 დეკემბერი 2018, 19:44

სპორტი

ვალენსიამ მოურინიოსთან დაპირისპირების გამო შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს

ჟოზე მოურინიოსთან ეკვადორელს პრობლემები ოქტომბრის დასაწყისში შეექმნა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში საკუთარ მწვრთნელზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტი დაალაიკა. ამის გამო მან მოურინიოს ბოდიში მოუხადა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და მოედანზე თავის გამოჩენის საშუალება იშვიათად ეძლევა.

ვაჟა მარგველაშვილი და ჯოშირო მარუიამა

14 დეკემბერი 2018, 19:27

სპორტი

მარგველაშვილი ჩინეთის ტურნირზე სავარაუდოდ ტიტულოვან ჯოშირო მარუიამას დაუპირისპირდება

ჩინეთში დაგეგმილ ტურნირზე ექვსი ქართველი სპორტსმენი გავა. ვაჟა მარგველაშვილის ყველაზე რთული დაპირისპირება ნახევარფინალში ელის. მისი მეტოქე უდიდესი ალბათობით თვით ჰიფუმი აბეს დამმარცხებელი ჯოშირო მარუიამა იქნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

14 დეკემბერი 2018, 19:17

მსოფლიო

მოსკოვი კოსოვოში არმიის შექმნას ეხმაურება

„კოსოვოს პრემიერმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით რეგიონში კრიზისის გამწვავებისკენ აიღო გეზი, ბელგრადსა და პრიშტინას შორის ევროკავშირის შუამავლობა კი ჩაიშალა. ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციის უხეში დარღვევაა“.

ნიკოლა სარკოზი

14 დეკემბერი 2018, 19:16

საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: ნიკოლა სარკოზის ფულს რუსები უხდიან

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლას სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან.განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები,რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის"- წერს სააკაშვილი.

14 დეკემბერი 2018, 19:05

ტაბლოიდი

ინდონეზიაში ჭექა-ქუხილის დროს ტელეფონზე თამაშმა გოგო იმსხვერპლა

ჭექა-ქუხილის დროს 6 წლის გოგო დასატენად შეერთებული ტელეფონით თამაშობდა, რა დროსაც მას მეხმა დაატყა. უბედური გავრცელებული ცნობით, სახლს მეხი დაეცა, დედამ ტელეფონის დამტენი დენის წყაროდან გამორთო, თუმცა შვილის გადარჩენა ვერ შეძლო.

ტყიბულის შახტი

14 დეკემბერი 2018, 19:01

ძალოვნები

ტყიბულის შახტში აფეთქების საქმეზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და კომპანია „საქნახშირის" თანამშრომლები ხუთი ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ზვიად გამსახურდია

14 დეკემბერი 2018, 18:58

საქართველო

ზვიად გამსახურდიას შვილები მამის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ

„ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას რასაკვირველია ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი,"- წერს გამსახურდია.

14 დეკემბერი 2018, 18:50

კულტურა

კინოცენტრმა ფილმების წარმოების დასაფინანსებლად კონკურსი გამოაცხადა

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

14 დეკემბერი 2018, 18:37

საქართველო

ევროპის ფონდი: ტექდათვალიერების შედეგად ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ვერ ვხედავთ

„გვაქვს მაჩვენებლები, რომ აზოტით დაბინძურება გაიზარდა, მტვრის ნაწილაკები იზრდება. მაგალითად, ბათუმში ეს მონაცემი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ის ქმედებები, რომლებიც განხორციელდა, ჩვენი აზრით, არასაკმარისია და არ გვაჩვენებს უკეთეს მდგომარეობას",- განაცხადა ვაშაკიძემ.

კლიმატის ცვლილება

14 დეკემბერი 2018, 18:34

საქართველო

საქართველომ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო საბჭოს მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის მნიშვნელობას და პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნის შესასრულებლად საქართველოს მიერ დაგეგმილი ინიციატივების და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

მეგან მარკლი

14 დეკემბერი 2018, 18:27

ტაბლოიდი

მეგან მარკლი სამეფო პროტოკოლის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს

ორსული ჰერცოგინია არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა Givenchy-ს კაბაში, თუმცა ტაბლოიდებმა მიანც გაუსვეს ხაზი კიდევ ერთ შემთხვევას, როცა მან სამეფო ოჯახის პროტოკოლი დაარღვია. უცნაურია, რომ მედია აქტიურად წერს მეგანის მიერ პროტოკოლის დარღვევის ამ ფაქტზე, როცა ქეით მიდლტონიც გამოჩნდა 2012 წელს მსგავსი ფერის მანიკურით და ამას შემდეგი კადრებიც მოწმობს.