imedi /  04 დეკემბერი 2018, 10:43 / სანდო წყარო

საპენსიო სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

საპენსიო რეფორმა

საპენსიო სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. სააგენტოს წარმომადგენლები დღეს ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს გორში შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი მიზანია საპენსიო რეფორმის მნიშვნელობისა და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლების ადგილობრივი აუდიტორიისთვის წარდგენა და რეფორმის ფართო აუდიტორიაში კომუნიკაციის ხელშეწყობა.

საინფორმაციო შეხვედრების დროს საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები დაგროვებითი საპენსიო სისტემის უპირატესობებსა და მოსახლეობის სარგებელზე გაამახვილებენ ყურადღებას.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დაფინანსება ერთი მილიონი ლარი იქნება.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.

დაინტერესებულ პირებს შეუძლია გაეცნონ ინფორმაციას, ვისზე ვრცელდება და არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და ვისთვისაა სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შენატანების უზრუნველყოფა.

ყველა სიახლე

ჟურნალისტები

24 მაისი 2019, 15:02

საქართველო

„რუსთავი 2“- ის ერთ-ერთი მეწილე პარტნიორთა კრებაზე მედიის დასწრებას ითხოვს

რაც შეეხება დავის საგანს, კერძო ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი სხვა მეწილეებისა და არხის მენეჯმენტისგან 28 მილიონს ითხოვს, ადვოკატის განცხადებით ამ თანხიდან ზიანის მიყენებისთვის ნიჟარაძე მილიონნახევარს მიიღებს, დანარჩენ ფინანსებს კი ისევ ტელეკომპანიისკენ მიმართავს.

ირმა ხეცურიანი

24 მაისი 2019, 14:44

სპორტი

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა პარასპორტსმენებმა სან-პაულუს 2019 წლის მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზეს. ირმამ ოქროს მედალი დაისაკუთრა, ნინო თიბილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი. სან პაულუმ ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლა.

დავით გარეჯი

24 მაისი 2019, 14:38

საქართველო

დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. ვიდეო

ცნობილია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ქართული მხარე დაინტერესდა კონკრეტულად, რას ემსახურებოდა და რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდა სასაზღვრო ტერიტორიაზე. პროცესს თვალს ადევნებს საპატრიარქოც. აქვე გეტყგვით, რომ დავით გარეჯიდან ადგილობრივი გიდი აცხადებს, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა კვლავ დაიწყო.

კადრი ჩერნობილიდან

24 მაისი 2019, 14:00

კულტურა

„ჩერნობილი“ IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალია

სერიალის პრემიერა 3 კვირის წინ შედგა და ამჟამად მხოლოდ 5 ეპიზოდია გამოსული, თუმცა IMDb-ზე 9.5 შეფასებით უკვე მოახერხა "პლანეტა დედამიწა 2-ისთვის", სერიალ "მძიმე დანაშაულისა" და "სამეფო კარის თამაშებისთვის" გადაესწრო.

24 მაისი 2019, 14:00

საქართველო

ბსუ-ში მოუსმინეს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ომარ მახარაძე საქართველოში 28 მაისს ჩამოვა, რის შემდეგაც მას არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ სამართალდამცავ უწყებაშიც გამოკითხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო.

24 მაისი 2019, 13:49

ტაბლოიდი

ტაივანში გეი წყვილების მასობრივი ქორწინება გაიმართა

17 მაისს, ტაივანი გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. 23 მაისს, ქვეყანაში „საყოველთაო ქორწინება“ გაიმართა, რომლის დროსაც ხელი მოაწერეს როგორც ჰომოსექსუალმა ასევე ჰეტეროსექსუალმა წყვილებმა.

 სალომე ზურაბიშვილი და ვან ი

24 მაისი 2019, 13:46

საქართველო

ზურაბიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარებისა და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა. თავის მხრივ, შეხვედრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო გამოწვევებს, აშშ-სა და რუსეთთან ურთიერთობებს შეეხო.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 13:23

მსოფლიო

ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა. ვიდეო

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია. Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.

ევერესტი

24 მაისი 2019, 13:18

მსოფლიო

ალპინისტები ევერესტზე საცობში მოჰყვნენ

ევერესტის მწვერვალზე მიმავალ გზაზე ადამიანების ცოცხალი რიგი წარმოიქმნა, რის გამოც ორი ალპინისტი დაიღუპა. CNN-ის ცნობით, ალპინისტი ანჯალი კულკარნი მწვერვალიდან უკანა გზაზე დაიღუპა. მთამსვლელები, რომლებიც სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყენებენ, ამბობენ, რომ საცობში დაახლოებით 320 ადამიანი იდგა.

ყაველაშვილის ქუჩა #10, თბილისი

24 მაისი 2019, 13:09

საქართველო

თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ვიდეო

როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მეხანძრე-მაშველები გამოცხადდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 13:05

მსოფლიო

ტერეზა მეი პოსტს ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს. ამის მიზეზად მან ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობების ვერშესრულება დაასახელა.დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

ტოჩინოშინი

24 მაისი 2019, 12:53

სპორტი

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინს ასანოიამასთან დამარცხება ჩაუთვალეს

ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხდა. შერკინების შემდეგ, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს ჩაუთვალეს.

24 მაისი 2019, 12:48

საქართველო

რა ღონისძიებებს გამართავს მერია 26 მაისს

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები.

კობა გვენეტაძე

24 მაისი 2019, 12:23

ეკონომიკა

გვენეტაძე: მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია

"მნიშვნელოვანია, თუ რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას. ესაა დოლარიზაციის პრობლემა. ხელისუფლების და ეროვნული ბანკის მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკაა დედოლარიზაცია", - აცხადებს გვენეტაძე.

ჰარვი ვაინშტეინი

24 მაისი 2019, 12:13

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინმა მის მიერ შევიწროებულ ქალებს 44 მილიონი დოლარი გადაუხადა

ამერიკული მედიის ცნობით, ჰარვი ვაინშტეინმა და მისი ყოფილი კომპანიის დირექტორთა საბჭომ ქალებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებაში უყენებდნენ ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

24 მაისი 2019, 11:52

ეკონომიკა

25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

24 მაისი 2019, 11:21

ძალოვნები

მოკლული ჩვილის მამას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული დედა ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წელს მიუღწეველი, რაც საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ვან ი

24 მაისი 2019, 11:09

საქართველო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანს შეხვდა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. მას საგარაო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უმასპინძლა. დიპლომატებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს, ერთ ერთი მნიშნელოვანი საკითხი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა იყო.

ერაყი

24 მაისი 2019, 10:54

მსოფლიო

ერაყელი ქრისტიანები გადაშენების პირას არიან

მღვდელმა ბაშარ ვარდა ლონდონში სიტყვით გამოდიოდა, სადაც თქვა, რომ ერაყელი ქრისტიანები 1400-წლიანი დევნის შემდეგ გაქრობის პირას დგანან. მისი თქმით, ერაყში ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც 2003 წელს იქ აშშ-ის ჯარი შევიდა.

ფული

24 მაისი 2019, 10:52

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ლარის კურსის რყევები ჯანსაღი პროცესის ნაწილია

"ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, არის სწორი და მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს ვალუტის დასტაბილურებას", - განაცხადა მერსი ტემბონმა.