imedi /  04 დეკემბერი 2018, 12:27 / სანდო წყარო

კალაძე: მეტრო „ვარკეთილის“ ჭერის საპროექტო სამუშაოები არაფრად ვარგა და თავიდან ჩატარდება

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ საპროექტო სამუშაოები თავიდან ჩატარდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და  დამატებით კვლევებია საჭირო.


„მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, დაზარალებული მოქალაქეები გვყავდა. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ოპერატიულად მივიღეთ და ყველას მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადეთ. ამის პარალელურად, „ვარკეთილის“ საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა და გაკეთებული შეფასებებიდან გამომდინარე, შეიქმნა საჭიროება, რომ დამატებითი კვლევები და საპროექტო სამუშაოები ჩატარდეს. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს, უპირველესი და უმთავრესი უსაფრთხოებაა, რაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დადასტურებულად გეტყვით, რომ პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს სრული დოკუმენტაცია გვექნება და მომავალი წლიდან პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ანალოგიური მდგომარეობაა მეტროსადგურ „გურამიშვილის“ პროექტთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მომავალი წლის თებერვლიდან, თბილისის „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება. 

„მეტროსადგურების და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი  უკვე დაწყებულია. სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს სრულყოფილად მოვემსახუროთ. თებერვალში მეტროსადგურებს კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა გავზარდოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, მომავალი წლიდან, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად დავიწყებთ. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არეალების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

ყველა სიახლე

ირმა ხეცურიანი

24 მაისი 2019, 14:44

სპორტი

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა პარასპორტსმენებმა სან-პაულუს 2019 წლის მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზეს. ირმამ ოქროს მედალი დაისაკუთრა, ნინო თიბილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი. სან პაულუმ ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლა.

დავით გარეჯი

24 მაისი 2019, 14:38

საქართველო

დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. ვიდეო

ცნობილია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ქართული მხარე დაინტერესდა კონკრეტულად, რას ემსახურებოდა და რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდა სასაზღვრო ტერიტორიაზე. პროცესს თვალს ადევნებს საპატრიარქოც. აქვე გეტყგვით, რომ დავით გარეჯიდან ადგილობრივი გიდი აცხადებს, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა კვლავ დაიწყო.

კადრი ჩერნობილიდან

24 მაისი 2019, 14:00

კულტურა

„ჩერნობილი“ IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალია

სერიალის პრემიერა 3 კვირის წინ შედგა და ამჟამად მხოლოდ 5 ეპიზოდია გამოსული, თუმცა IMDb-ზე 9.5 შეფასებით უკვე მოახერხა "პლანეტა დედამიწა 2-ისთვის", სერიალ "მძიმე დანაშაულისა" და "სამეფო კარის თამაშებისთვის" გადაესწრო.

24 მაისი 2019, 14:00

საქართველო

ბსუ-ში მოუსმინეს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ომარ მახარაძე საქართველოში 28 მაისს ჩამოვა, რის შემდეგაც მას არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ სამართალდამცავ უწყებაშიც გამოკითხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო.

24 მაისი 2019, 13:49

ტაბლოიდი

ტაივანში გეი წყვილების მასობრივი ქორწინება გაიმართა

17 მაისს, ტაივანი გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. 23 მაისს, ქვეყანაში „საყოველთაო ქორწინება“ გაიმართა, რომლის დროსაც ხელი მოაწერეს როგორც ჰომოსექსუალმა ასევე ჰეტეროსექსუალმა წყვილებმა.

 სალომე ზურაბიშვილი და ვან ი

24 მაისი 2019, 13:46

საქართველო

ზურაბიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარებისა და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა. თავის მხრივ, შეხვედრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო გამოწვევებს, აშშ-სა და რუსეთთან ურთიერთობებს შეეხო.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 13:23

მსოფლიო

ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა. ვიდეო

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია. Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.

ევერესტი

24 მაისი 2019, 13:18

მსოფლიო

ალპინისტები ევერესტზე საცობში მოჰყვნენ

ევერესტის მწვერვალზე მიმავალ გზაზე ადამიანების ცოცხალი რიგი წარმოიქმნა, რის გამოც ორი ალპინისტი დაიღუპა. CNN-ის ცნობით, ალპინისტი ანჯალი კულკარნი მწვერვალიდან უკანა გზაზე დაიღუპა. მთამსვლელები, რომლებიც სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყენებენ, ამბობენ, რომ საცობში დაახლოებით 320 ადამიანი იდგა.

ყაველაშვილის ქუჩა #10, თბილისი

24 მაისი 2019, 13:09

საქართველო

თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ვიდეო

როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მეხანძრე-მაშველები გამოცხადდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 13:05

მსოფლიო

ტერეზა მეი პოსტს ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს. ამის მიზეზად მან ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობების ვერშესრულება დაასახელა.დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

ტოჩინოშინი

24 მაისი 2019, 12:53

სპორტი

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინს ასანოიამასთან დამარცხება ჩაუთვალეს

ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხდა. შერკინების შემდეგ, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს ჩაუთვალეს.

24 მაისი 2019, 12:48

საქართველო

რა ღონისძიებებს გამართავს მერია 26 მაისს

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები.

კობა გვენეტაძე

24 მაისი 2019, 12:23

ეკონომიკა

გვენეტაძე: მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია

"მნიშვნელოვანია, თუ რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას. ესაა დოლარიზაციის პრობლემა. ხელისუფლების და ეროვნული ბანკის მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკაა დედოლარიზაცია", - აცხადებს გვენეტაძე.

ჰარვი ვაინშტეინი

24 მაისი 2019, 12:13

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინმა მის მიერ შევიწროებულ ქალებს 44 მილიონი დოლარი გადაუხადა

ამერიკული მედიის ცნობით, ჰარვი ვაინშტეინმა და მისი ყოფილი კომპანიის დირექტორთა საბჭომ ქალებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებაში უყენებდნენ ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

24 მაისი 2019, 11:52

ეკონომიკა

25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

24 მაისი 2019, 11:21

ძალოვნები

მოკლული ჩვილის მამას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული დედა ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წელს მიუღწეველი, რაც საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ვან ი

24 მაისი 2019, 11:09

საქართველო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანს შეხვდა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. მას საგარაო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უმასპინძლა. დიპლომატებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს, ერთ ერთი მნიშნელოვანი საკითხი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა იყო.

ერაყი

24 მაისი 2019, 10:54

მსოფლიო

ერაყელი ქრისტიანები გადაშენების პირას არიან

მღვდელმა ბაშარ ვარდა ლონდონში სიტყვით გამოდიოდა, სადაც თქვა, რომ ერაყელი ქრისტიანები 1400-წლიანი დევნის შემდეგ გაქრობის პირას დგანან. მისი თქმით, ერაყში ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც 2003 წელს იქ აშშ-ის ჯარი შევიდა.

ფული

24 მაისი 2019, 10:52

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ლარის კურსის რყევები ჯანსაღი პროცესის ნაწილია

"ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, არის სწორი და მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს ვალუტის დასტაბილურებას", - განაცხადა მერსი ტემბონმა.

ნათია თურნავა, ზაზა დვალიშვილი და ვახტანგ ამბოკაძე

24 მაისი 2019, 10:40

ეკონომიკა

ესკოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაზა დვალიშვილი წარადგინეს

"ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის, დერეგულირების რთულ და საინტერესო პერიოდში ესკოსგან კვლავ ველით წარმატებულ ფუნქციონირებას და თანამშრომლობას. ველით წინსვლას, ახალ იდეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როდესაც გამოცდილება და პროფესიონალიზმი თანხვედრაშია და დგას ქვეყნის სამსახურში“ -აღნიშნა მინისტრმა.