imedi /  04 დეკემბერი 2018, 15:06 / სანდო წყარო

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსების შემცირებას პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს

ირაკლი აბესაძე

ირაკლი აბესაძე

ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსების შემცირებას პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს. ირაკლი აბესაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ ქართულ ოცნების სურვილია პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა იყოს.

„ამით მტკიცდება, რომ მათი სურვილია პრეზიდენტი იყოს ნომინალური ფიგურა, რომელსაც არ ექნება ფინანსური დამოუკიდებლობა და შეზღუდული იქნება საკუთარ აქტივობებში.მათ არ სჭირდებათ ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა საქართველოში“, - აცხადებს აბესაძე.

რაც შეეხება უმრავლესობას, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე იქნება კონსულტაციები არჩეულ პრეზიდენტთან.

„მე ვფიქრობ რომ ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება არის შესაბამისობებში პრეზიდენტის ფუნქციებთან და ვალდებულებებთან.თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ვაპირებ დამატებითი კონსულტაციები გავიარო არჩეულ პრეზიდენტთან და მის წარმომადგენელთან - ლაშა ჟვანიასთან. ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განმარტავს ირაკლი კოვზანაძე.

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს საბიუჯეტო პროცესია და არავითარი პრობლემა არაა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვერსიით, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარი იქნება.

ასევე, 140-დან 60-მდე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა.

პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

11 დეკემბერი 2018, 09:14

საქართველო

თბილისში საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა

თბილისში საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეებს საავტორო კოქტეილის მომზადება ევალებოდათ და გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ოქროს მედლით იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი დაჯილდოვდა.

ავარია

11 დეკემბერი 2018, 08:56

ძალოვნები

აღმაშენებლის ხეივანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც 32 წლის კაცი მართავდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

Brexit

11 დეკემბერი 2018, 08:44

მსოფლიო

Brexit-ის შესახებ ევროკავშირის სპეციალური სამიტი გაიმართება

ტუსკის განცხადებით, მოლაპარაკებები ბრიუსელში 13 დეკემბერს გაიმართება. მისივე თქმით, ევროკავშირი ლონდონთან შეთანხმების გადახედვას გამორიცხავს.

ინტერნეტ ფორუმი

11 დეკემბერი 2018, 08:31

ტექნოლოგიები

თბილისი ინტერნეტ მმართველობის ფორუმს მასპინძლობს

თბილისში დღეს საქართველოს მე-4 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2018 გაიმართება. ღონისძიება ინტერნეტ მმართველობის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენად იქცა და აღიარება მოიპოვა საერთაშორისო დონეზე.

11 დეკემბერი 2018, 08:15

კულტურა

ჯგუფ Queen-ის Bohemian Rhapsody მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენადი სიმღერა გახდა

ამაში კი მთავარი როლი მუსიკალური ბიოგრაფიულმა ფილმმა Bohemian Rhapsody-მ ითამაშა. სურათის კინოეკრანებზე გამოსვლის დღეს სტიმინგ სერვისებზე ამ სიმღერას ერთ ნახევარ მილიონჯერ მოუსმინეს.

საახალწლო განათება

11 დეკემბერი 2018, 08:01

საქართველო

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზი 2D დეკორაცია - 145 ცალი და ფლეშ სტრინგები დაემატება. დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

ლიბანი

11 დეკემბერი 2018, 00:59

მსოფლიო

ლიბანში ტერაქტების სერია აღკვეთეს

ქვეყნის შინაგანს საქმეთა მინისტრის ჰუჰად მაშნუკის განცხადებით, ტერორისტები თავდასხმას კულტურულ და სამხედრო დაწესებულებებზე გეგმავდნენ. თავდასხმები კი არჩევნების პერიოდში იგეგმებოდა.

ახალი წელი აშშ-ში

11 დეკემბერი 2018, 00:51

ეკონომიკა

ცნობილია აშშ-ის 10 ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქი საახალწლოდ

WalletHub-მა კველევა ჩაატარა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი წლის აღსანიშნად 10 ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები დაასახელა. წინასწარი ვარაუდით, ახალი წლების პერიოდში დაგეგმილი ავიარეისების დანახარჯი $1.1 მილიარდს გადააჭარბებს. სულ მცირე 6.4 მილიონი ადამიანი ორ გზაში საშუალოდ 165 დოლარს იხდის.

ტრევორ ენგელსონი
მეგან მარკლი

11 დეკემბერი 2018, 00:24

ტაბლოიდი

მეგან მარკლის პირველი ქორწილის სტუმრებს კანაფი დაურიგეს

მარკლის მამამ განაცხადა, რომ ქორწილის სტუმრებს დაურიგეს ჩანთები, რომელშიც მისასალმებელ წერილთან ერთად კანაფიც იყო მოთავსებული. „ეს უკანონობაა, თუმცა იამაიკისთვის არაფერი განსაკუთრებული, იქ ეს პრაქტიკულად ტრადიციაა. მე კანაფს არ მოვიხმარ და რამდენადაც ვიცი, არც მეგანი."- ამბობს ტომას მარკლი.

დიდთოვლობა ჩრდილოთ კაროლინაში

11 დეკემბერი 2018, 00:04

მსოფლიო

ჩრდილოეთ კაროლინაში დიდთოვლობის გამო მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უქმეებზე თოვლის სიმაღლემ ზოგიერთ რაიონში ნახევარ მეტრს გადააჭარბა. გამოცემის ინფორმაციით, ერთი ადამიანი მაშინ დაიღუპა, როდესაც მის ავტომობილს ხე დაეცა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მდინარეში ნაპოვნი მანქანის მძოლს ამ დრომდე ეძებენ.

წლის ადამიანი

10 დეკემბერი 2018, 23:49

მსოფლიო

Time-მა წლის ადამიანის შორთლისტი გამოაქვეყნა

პოლიტიკოსებიდან სიაში აშშ-ის, რუსეთისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები მოხვდნენ, აგრეთვე აშშ-ის სპეცპროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც აშშ-ის საპერეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობს.

10 დეკემბერი 2018, 23:36

ტექნოლოგიები

ნორვეგიაში ჩრდილოეთის ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი გაიხსნა

ობიექტს ჩინური კომპანია თითქმის 6 წლის განმავლობაში აგებდა. რკინის კონსტრუქციებს კი ერთდროულად 4 ქარხანა ამზადებდა. ხიდის სიგრძე 1500 კილომეტრს აღემატება. ის ადგილობრივებს აეროპორტამდე და აგრეთვე მეზობელ შვედეთამდე გზას უმოკლებს.

ემანუელ მაკრონი

10 დეკემბერი 2018, 23:21

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ფრანგებს საარსებო მინიმუმის გაზრდას დაჰპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ადგილობრივებს საარსებო მინიმუმის ზრდასა და საგადასახადო შეღავათების ნაწილში დათმობაზე წასვლას დაჰპირდა. თითქმის 4-კვირიაა საფრანგეთის რამდენიმე ქალაქი არეულობამ მოიცვა. ადგილობრივები პირველი იანვრიდან საწვავზე დაგეგმილ ფასების მატებას აპროტესტებენ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ISIS-ზე გამარჯვება

10 დეკემბერი 2018, 23:16

მსოფლიო

ერაყში ISIS-ზე დამარცხების წლისთავი იზეიმეს

ISIS-ის დამარცხების შემდეგ, 2017 წელს 10 დეკემბერი ქვეყანაში ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა. ბაღდადში გამართულ ღონისძიებას ერაყის პრემიერმინისტრი ადელ აბდელ მაჰდი, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ქეით მიდლტონი

10 დეკემბერი 2018, 23:13

ტაბლოიდი

ბინა, რომელშიც ქეით მიდლტონი გათხოვებამდე ცხოვრობდა, 1.95 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდება

აპარტამენტი ლონდონის პრესტიჟულ უბანში მდებარეოებს და ის ფორმალურად ქეით მიდლტონის მშობლებს ეკუთვნით. ცოლ-ქმარმა ბინა 2002 წელს 780 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

 Instagram

10 დეკემბერი 2018, 22:59

ტექნოლოგიები

Instagram-მა პირად მიმოწერაში ხმოვანი შეტყობინების რეჟიმი აამოქმედა

აუდიოშეტყობინებების რეჟიმი პირად მიმოწერაში ორივე, Android-სა და iOS პლატფორმაზე ეტაპობრივად ამოქმედდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ Instagram-ზე „სთორის“ გაზიარება შეზღუდული აუდიტორიისთვისაც არის შესაძლებელი. Instagram-ი 2010 წელს დაფუძნდა. 2012 წელს აპლიკაცია Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა.

Samsung

10 დეკემბერი 2018, 22:39

ტექნოლოგიები

Samsung-მა Galaxy A8s-ი წარადგინა

Galaxy A8s-ს 34,10 და 5-მეგაპიქსელიანი 3 კამერა აქვს. ახალი სმარტფონის გაყიდვა 20 დეკემბერს დაიწყება, თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.

ATP

10 დეკემბერი 2018, 22:11

სპორტი

ATP-მ 2018 წლის საუკეთესო მომენტების ვიდეო გამოაქვეყნა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის 2018 წლის შემაჯამებელ ვიდეოში როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და სხვა ცნობილი ჩოგბურთელები მოხვდნენ. სანახაობრივი მომენტების კრებული წლის შემაჯაბელ და ემოციურ მომენტებს აერთიანებს.

გურამ კაშია

10 დეკემბერი 2018, 22:09

სპორტი

გურამ კაშია საპრეზიდენტო ორდენზე: ეს ჩემი ადამიანობის ჯილდოა

„სიტყვები არ მყოფნის. ალბათ, ჩემი ოჯახი იამაყებს ჩემით და მეც ვამაყობ. ალბათ, ეს ჩემი ადამიანობისთვის გადმოცემული ჯილდოა და რაც ყველაზე საამაყოა, ეს ბევრად დიდი ჯილდოა, ვიდრე როგორც ფეხბურთელის და სპორტსმენის. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის,“ - განაცხადა გურამ კაშიამ.

Google+

10 დეკემბერი 2018, 21:49

ტექნოლოგიები

Google+ ვადაზე 4 თვით ადრე დაიხურება

მიზეზი ამჯერად უკვე მეორედ მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაა. შედეგად 52.5-მა მილიონმა მომხმარებელმა იზარალა. სწორედ ამიტომ Google-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აგვისტორს ნაცვლად სოციალურ ქსელს აპრლში დახურავს. Google+ 2011 წელს ჩაეშვა ქსელში.