imedi /  04 დეკემბერი 2018, 15:42 / სანდო წყარო

თბილისის მერია მძღოლებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს

თბილისის მერია

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, დღეს, 4 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ყველა სიახლე

21 მაისი 2019, 19:01

მსოფლიო

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მერვე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, ვადამდელი არჩევნების თარიღად კი 21 ივლისია გამოცხადებული.

ჩვილი

21 მაისი 2019, 18:41

ტაბლოიდი

გერმანიაში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ

მეუღლეები სამშობიაროდან სახლში ჩვილთან და უფროს შვილთან ერთად ბრუნდებოდნენ. როდესაც ტაქსი მათ სახლთან მივიდა, მათ მგზავრობის საფასური გადაიხადეს და მანქანიდან გადმოვიდნენ. რამდენიმე წუთში მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი მანქანაში დარჩათ. მამამ მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.

21 მაისი 2019, 18:33

ტექნოლოგიები

ინტერნეტში Instagram-ის მილიონობით მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა გაჟონა

პლატფორმა Amazon Web Services-ზე აღმოაჩინეს ღია ბაზა Instagram-ის 49 მილიონი მომხმარებლის მონაცემებით. ბაზაში არსებული მონაცემებში იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ასევე ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და რეკლამის ღირებულება თითოეულ გვერდზე. ბაზაში თითოეული ჩანაწერი შეიცავდა შეფასებას აუდიტორიის დაფარვის, ხელმომწერების და მოწონებების მიხედვით.

უზენაესი სასამართლო

21 მაისი 2019, 18:21

საქართველო

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ.

შეჯიბრში გამარჯვებულებთა პრიზები

21 მაისი 2019, 18:15

ტაბლოიდი

ესპანეთში სპორტული შეჯიბრების გამარჯვებულს ვიბრატორი გადასცეს

ესპანეთში ქალებს შორის სქვოშის შეჯიბრის გამარჯვებულებს პრიზის სახით ვიბრატორი, სადეპილაციო ლენტი და ქუსლების ელექტროსაფხეკი გადაეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. შეჯიბრის მონაწილეებმა სქვოშის ადგილობრივ ფედერაციას საჩივრით მიმართეს და ორგანიზატორები სექსიზმში დაადანაშაულეს.

კრისტინ ლაგარდი

21 მაისი 2019, 18:04

ეკონომიკა

კრისტინ ლაგარდი: საქართველომ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს განვითარება, ფინანსური რეფორმები და ახალი საბანკო რეგულაციები შეაფასა. სსფს ხელმძღვანელთან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკამ“ ინტერვიუ ჩაწერა.ის თბილისს 19 მაისს ეწვია. ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.

Huawei-ს ოფისი

21 მაისი 2019, 17:55

ტექნოლოგიები

Huawei-ს დამფუძნებელი: აშშ-ს მთავრობა ჩვენს შესაძლებლობებს ვერ აფასებს

აშშ-ის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე კომენტირებისას ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის Huawei-ს დამფუძნებელმა თქვა, რომ სანქცია ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან კომპანია ამ სცენარისთვის უკვე მზად იყო. 20 მაისს აშშ-ის გაყიდვების დეპარტამენტმა Huawei-ს ლიცენზია 19 აგვისტომდე მისცა.

პეტრო პოროშენკო

21 მაისი 2019, 17:49

მსოფლიო

პოროშენკოს წინააღმდეგ სახელმწიფოს ღალატის მუხლით გამოძიება დაიწყო

უკრაინაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება იურისტი ანდრეი პორტნოვის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც პოროშენკოს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს.

21 მაისი 2019, 17:48

საქართველო

პედაგოგთა პროფკავშირი: ზოგიერთი დირექტორი საპენსიო ასაკის მასწავლებლებს სკოლიდან წასვლას აიძულებს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) განცხადებით, რამდენიმე სკოლის დირექტორები საპენსიო ასაკის მქონე პედაგოგებს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერას აიძულებს, რათა სახელმწიფო ჯილდო მიიღონ. როგორც, სპმთპ-ის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრობლემის შესახებ პროფკავშირებს რამდენიმე პედაგოგმა მიმართა. მათი თქმით, დირექტორების ნაწილი საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აშინებენ რომ იმ შემთხვევაში, თუ სკოლიდან არ წავლენ, საათების განაწილების დროს, საათობრივი დატვირთვის გარეშე დარჩებიან

21 მაისი 2019, 17:44

თემა

როგორ დავეხმარო ახლობელს, რომელსაც დეპრესია აქვს? ინსტრუქცია

დეპრესია ფსიქიკური აშლილობისყველაზე გავრცელებული ფორმაა. ძალიან ხშირად ადამიანი ან ვერ აცნობიერებს, რასთან აქვს საქმე, ან შინაგანად არ არის მზადექიმთან მისასვლელად. დეპრესია, შესაძლოა, სათანადოდ ვერ შეაფასონ არა მხოლოდ თავად პაციენტებმა, არამედ მათმა ახლობლებმაც. როგორ უნდა მოვიქცეთ ადამიანთან, რომელსაც დეპრესია აქვს დაროგორ დავეხმაროთ მას?

21 მაისი 2019, 17:30

ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლართან მიმართებით ოფიციალურადაც გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით დღევანდელი ვაჭრობისას დაახლოებით 2 თეთრით გაუფასურდა. 22 მაისისთვის 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, 2.7676 ლარით განისაზღვრა, 21 მაისის კურსი 2,7470 ლარს შეადგენდა. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც და ოფიციალური გაცვლითი კურსი 3,0643 ლარით განისაზღვრა.

51-ე სკოლის ჰიმნი

21 მაისი 2019, 17:26

საქართველო

როგორ ჟღერს 51-ე სკოლის სკანდალური ჰიმნის ბოლო ვერსია. ვიდეო

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანია 51-ე სკოლის მოსწავლეების ჰიმნი. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეებს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბი სწორედ ამ კლიპს უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტს შსს უარყოფს.

21 მაისი 2019, 17:23

ვიდეო

როგორ „გადარჩა" მუცო

ჰენრიხ მხიტარიანი

21 მაისი 2019, 17:14

სპორტი

ჰენრიხ მხითარიანი ევროპის ლიგის ფინალზე ბაქოში არ ჩავა

„მხითარიანი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკარგი იქნება, თუმცა სპორტსმენის უსაფრთხოებაზე მთავარი არაფერია“, - აცხადებენ კლუბში. თვითონ ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი და მას „მატჩის გამოტოვება სტკივა“.

ჭკვიანი სათვალე Google Glass

21 მაისი 2019, 17:12

ტექნოლოგიები

Google-მა ჭკვიანი სათვალის ახალი ვერსია წარადგინა

კომპანია Google-მა დამატებითი რეალობის სათვალის ახალი ვერსია Google Glass Enterprise Edition 2 წარმოადგინა, რომელიც კორპორატიული კლიენტებისთვის არის განკუთვნილი. ეს Google Glass-ის პირველი განახლებაა 2017 წლის შემდეგ, როდესაც კორპორატიული კლიენტებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის პირველი ვერსია გამოვიდა.

ჯეიმი ოლივერი

21 მაისი 2019, 17:03

ეკონომიკა

ჯეიმი ოლივერის სარესტორნო ქსელი კრიზისშია

ცნობილი მზარეული ჯეიმი ოლივერი აცხადებს, რომ მის სარესტორნო ქსელში დასაქმებულ 1,300 ადამიანს სამსახურის დაკარგვა ემუქრება. BBC-ის ცნობით, პრობლემა ოლივერის იტალური სამზრეულოს 23 რესტორანს ეხება. ჯეიმი ოლოვერის ბიზნესს სირთულეები ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაეწყო, როდესაც რამდენიმე რესტორნის დახურვა მოუწია. 2017 წლს მან Union Jacks-ის რესტორნები დახურა და ჟურნალი Jamie-ის გამოცემა შეაჩერა. იმავე წელს, მან რესტორნების ბიზნესში საკუთარი ჯიბიდან £3 მილიონი სტერლინგი ჩადო.

21 მაისი 2019, 16:56

ეკონომიკა

მსოფლიოს აეროპორტების საუკეთესო სასტუმროები დასახელდა

სიის ლიდერი სინგაპურის ჩანგის აეროპორტში მდებარე სასტუმრო Aerotel Singapore გახდა. ის ერთადერთი სარანზიტო სასტუმროა მსოფლიოში, რომელსაც ღია აუზი აქვს, გვერდით კი ბარი და ჯაკუზია განთავსებული. მეორე ადგილი ლონდონის სტანსტედის აეროპოტში მდებარე Radisson Blu Stansted-ს მიანიჭეს, მესამე ადგილზე კი ნიუ-იორკის კენედის სახელობის აეროპორტში მდებარე სასტუმრო TWA Hotel-ი მოხვდა.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

21 მაისი 2019, 16:47

მსოფლიო

ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

ირანი ტრამპის შეთავაზებას უარით პასუხობს. ამის შესახებ CNN ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში მოჰამედ ჯავად ზარიფმა თქვა, რომ აშშ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს, როდესაც რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს.

21 მაისი 2019, 16:39

ეკონომიკა

Massimo Dutti-ს საქართველოს წარმომადგენლობა მომხმარებლებს მიმართავს

Massimo Dutti-ს საქართველოს წარმოამადგენლობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც წარმომადგებლობა განმარტავს, თბილისში უკანონოდ ნიშანდებულის საქონლის ამოღების შესახებ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ჯულიან ასანჟი

21 მაისი 2019, 16:30

მსოფლიო

ასანჟის შენახვა ეკვადორს $800 000 დაუჯდა

WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის შენახვა ეკვადორის ხელისუფლებას არა 6 მილიონი, არამედ 800 ათასი დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ ქვეყნის კონტროლის მთავარი სამმართველოს მოხსენებაშია ნათქვამი. ადგილობრივი გამოცემა Comercio-ს ცნობით, სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ სახელმწიფოს ასანჟის შენახვა 795 372 დოლარი დაუჯდა.