imedi /  04 დეკემბერი 2018, 17:03 / სანდო წყარო

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა

ევროსაბჭო

ევროსაბჭო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 4 დეკემბრის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების -„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - აღსრულების საკითხი.

„მინისტრთა კომიტეტისა და მისი სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა. აღნიშნულის დასასაბუთებლად კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2018 წლის ივნისსა და ოქტომბერში კომიტეტის წინაშე წარდგენილი არგუმენტები“, - ნათქვამია განცხადებაში.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.

ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

ყველა სიახლე

24 თებერვალი 2019, 00:50

ეკონომიკა

ლაგერფელდის მმართველობით Chanel-ი $10-მილიარდიანი ბიზნესი გახდა

კარლ ლეგერფელდის 26 წლიანი საქმიანობის პერიოდში Chanel-ის ბრენდის ბიუჯეტი 10 მილიარდი დოლარი გახდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდია - წერს Bloomberg-ი.

ნიკოლას მადურო

24 თებერვალი 2019, 00:32

მსოფლიო

ნიკოლას მადურომ კოლუმბიასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა

ნიკოლას მადურომ მეზობელ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. მადურომ კოლუმბიელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24-საათიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მადურომ კარაკასში გამართულ მიტინგზე განაცხადა.

24 თებერვალი 2019, 00:00

ეკონომიკა

ირანი ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტორების მოზიდვას გეგმავს

ირანში 250 ნავთობის საბადოდან 120 -ის დამუშავება არ ხდება. ასევე 130 გაზის საბადოდან 100-ზე ბუნებრივი აირის მომოვება არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა სალეჰ ჰინდიმ ნავთობის ინდუსტრიის მე-6 კონფერენციაზე განაცხადა, წერს Trend.

23 თებერვალი 2019, 23:31

ტაბლოიდი

შაკირამ ვენესუელის მოქალაქეების მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა

კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი შაკირა, ვენესუელაში შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს. ის ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გახსნას კორიდორი და მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს.

23 თებერვალი 2019, 23:24

ტაბლოიდი

თბილისის ზოოპარკში კოჭლი დათვის ბელი მიიყვანეს, რომელსაც გარინჩა დაარქვეს

თბილისის ზოოპარკმა დაობლებული დათვის ბელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის გარინჩას პატივსაცემად სახელი დაარქვეს. ზოოპარკში ამბობენ, რომ ბელი ცაგერიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩამოიყვანა.

კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა
სინგაპური

23 თებერვალი 2019, 23:03

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი ვიეტნამში დონალდ ტრამპის შესახვედრად მატარებლით გაემგზავრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 23 თებერვალს დილით ვიეტნამისკენ ბრონირებული მატარებლით გაემართა, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ გამოცემა „ტასი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურად კიმ ჩენ ინის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია დახურულია.

უორენ ბაფეტი

23 თებერვალი 2019, 22:50

ეკონომიკა

უორენ ბაფეტის კომპანიამ ერთ დღეში $4,3 მილიარდი დაკარგა

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-იმ ერთ დღეში 4,3 მილიარდი დოლარი დაკარგა. მიზეზი ჰოლდინგ Kraft Heinz-ის აქციებზე ფასის ვარდნა გახდა. ამის მიზეზი კი იყო დივიდენდების შემცირება და რეგულატორის მიერ დაწყებული გამოძიება.

23 თებერვალი 2019, 22:11

ტაბლოიდი

„მეფე ლომში“ მუფასას სიკვდილი ძაღლმაც განიცადა😭ვიდეო

არამხოლოდ ადამიანები ტირიან მულტფილმის „მეფე ლომი“ ყველაზე ტრაგიკული სცენის დროს, რომლის დროსაც სიმბა, დაღუპულ მამა მუფასას ნახულობს. როგორც აღმოჩნდა, ამ სცენას არანკლებ მტკივნეულად განიცდიან ძაღლებიც. სევდიანი ძაღლის ვიდეო უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

23 თებერვალი 2019, 21:53

საქართველო

პრეზიდენტმა მაია ცქიტიშვილი დაიცვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წევრ ნატო ჩხეიძის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის წევრი დაიცვა.

23 თებერვალი 2019, 21:48

ტექნოლოგიები

YouTube-ი აცრების საწინააღმდეგო ვიდეოებზე რეკლამას არ განათავსებს

YouTube-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აცრების საწინააღმდეგო ვიდეოები ეწინააღმდეგება არხის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, "საშიში და მავნებლური" შინაარსის ვიდეოების მონეტიზაცია აკრძალულია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

23 თებერვალი 2019, 21:36

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილს აშშ-ის დიდი სლემის ტურნირმა დაბადების დღე მიულოცა 🎉🎾

ქართველ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ოცეულში დაბრუნდა. ATP-ის ქართველი ჩობურთელი მეოცე პოზიციას იკავებს. დღეს ბასილშვილი 27 წლის გახდა. მას დაბადების დღე აშშ-ის დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირის ოფიციალურ გვერდზე მიულოცეს.

23 თებერვალი 2019, 21:26

კულტურა

ოსკარის 91-ე ცერემონიამდე რამდენიმე საათი რჩება

წითელი ხალიჩა უკვე გაშლილია. კინოაკადემიის ისტორიაში მეორედ ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება. კომიკოსი კევინ ჰარტი, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა წაყვანა ცერემონია, ჰომოფობიაში ამხილეს. ამის გამო კომიკოსმა კანდიდატურა თავად მოიხსნა.

23 თებერვალი 2019, 21:12

საქართველო

უზენაესის მოსამართლე შეიძლება არამოსამართლეც გახდეს

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უზენაესი მოსამართლეების არჩევის მეთოდებთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ ილაპარაკა. მან ისაუბრა იმ კანონებზე და წესებზე, რომლის მიხედვითაც აირჩევენ უზენაეს მოსამართლეებს.

23 თებერვალი 2019, 21:11

ეკონომიკა

ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები უქმდება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ტყის ახალი კოდექსი გადაუგზავნა. მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი კანონმდებლებმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განიხილონ. ტყის ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2019, 20:58

საქართველო

თალაკვაძე: ოპოზიციას ეკა ბესელიას სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

„ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება და ქართული ოცნება 2020 წლამდე შეინარჩუნებს პარლამენტში უმრავლესობას. დეპუტატების გასვლით, რა თქმა უნდა, აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა თავიდანვე საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყო თვითმიზანი, ეს იყო შედეგი და იყო საშუალება რომ განგვეხორციელებინა რეფორმები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

23 თებერვალი 2019, 20:16

საქართველო

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხუან გუაიდოს სოლიდარობას უცხადებს

„საქართველო უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ვენესუელელი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების კუთხით და სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოსა და ვენესუელელ ხალხს“ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს.

23 თებერვალი 2019, 20:00

საქართველო

სკოლის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

საქართველოში, სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 18 მარტს აღდგება.

23 თებერვალი 2019, 19:39

ეკონომიკა

საპენსიო დანაზოგის ნახევარი სებ-ის ანგარიშზეა და სარგებლის სახით 6,75% ერიცხება

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში (სებ) გაიხსნა მიმდინარე ნომინალური პროცენტიანი ანგარიში, სადაც საპენსიო დანაზოგის ნახევარია განთავსებული და რეფინანსირების განაკვეთის ფარგლებში იქ არსებულ თანხას 6.75% სარგებლის სახით ერიცხება.

23 თებერვალი 2019, 19:09

საქართველო

ფოფხაძემ, ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დატოვეს

„გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგებში. გედევან ფოფხაძემ პარტიას განცხადებით მიმართა. ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან“.

მეცნიერები

23 თებერვალი 2019, 19:07

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მორფინის შემცვლელს მიაგნეს

ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა ორგანიზმში ბუნებრივად არსებული მოლეკულა ნანომეტრიული ზომის ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გარდაქმნეს. ვირთხებზე ჩატარებული პირველი ცდები იმედისმომცემია, - წერს შვეიცარიული გაზეთი Le Temps-ი.