imedi /  04 დეკემბერი 2018, 23:03 / სანდო წყარო

კალაძე: ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს

კახა კალაძე

კახა კალაძე

ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მოაწესრიგებს ტრანსპორტს დედაქალაქში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

„ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად 2019 წლის ბოლოსთვის ჩვენ არსებულ პარკს სრულად ჩავანაცვლებთ ახალი ევროპული ტიპის ავტობუსებით“, - აცხადებს მერი.

კალაძის თქმით ქალაქს 7 ახალი მეტროსადგური დაემატება და ეს პროექტი 90 მილიონი ლარი ჯდება. არსებობს იდეა რუსთავთან მიწისზედა მეტროთი დედაქალაქის დასაკავშირებლად.

დღეს თბილისის მერიამ ანგარიში წარადგინა.

 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

15 დეკემბერი 2018, 22:45

საქართველო

ოპოზიციამ გმირთა მემორიალთან სალომე ზურაბიშვილის მისვლა გააპროტესტა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალა ერთობაშიას მხარდამჭერებთან ერთად გმირთა მოედანზე აქცია გამართა. შეკრებილები სალომე ზურაბიშვილის მემორიალთან მისვლას აპროტესტებდნენ.

15 დეკემბერი 2018, 22:20

მსოფლიო

ლიეტუვაში ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მასწავლებლები გაიფიცნენ

გაფიცულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ამისთვის კი დამატებით 150 მილიონი ევროა საჭირო. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პედაგოგების ხელფასი გაფიცვის გარეშეც ეტაპობრივად იზრდება. მათი განცხადებით, 2016 წელს მასწავლებლის ხელფასი 623 ევრო იყო, 2017 წელს 650 ევრო, ხოლო 2018 წელს ხელფასი 727 ევრომდე გაიზარდა.

15 დეკემბერი 2018, 22:12

კულტურა

ფილმი „მარტო სახლში“ მულტფილმად აქციეს

ამერიკელი მხატვარი ბენ ჟურავსკი უკვე მრავალი წელია ბლოკნოტში მულტფილმებს ხატავს. ის კამერას რთავს და შემდეგ სწრაფად იწყებს გადაფურცვლას, რაც ანიმაციის მოძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჟურავსკი თავის მულტფილმებს YouTube-არხზე აქვეყნებს, მისი ბოლო ვიდეო კი ცნობილ საახალწლო ფილმს „მარტო სახლშის“ ეხება.

15 დეკემბერი 2018, 21:49

საქართველო

ნაციონალების ოპოზიციური ერთობა თელავში აქციას ერეკლე მეორის ძეგლთან გამართავს

ოპოზიციის წარმომადგენლები 16 დეკემბერს, დილის 9 საათიდან აეროპორტის გზაზე მდებარე ცენტრალური ოფისიდან თელავისკენ გაემართებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება ერქვას საქართველოს პრეზიდენტი“.

15 დეკემბერი 2018, 21:34

მსოფლიო

კათოლიკე მღვდელმა თვითმკვლელი მოზარდის დაკრძალვის დროს მას ცოდვილი უწოდა

ამერიკელი მოზარდის მშობლები, რომელთა შვილმაც თავი მოიკლა, კათოლიკური ეკლესიის მღვდელს უჩივიან, - ახალგაზრდის დაკრძალვის დროს, მან მოზარდი თვითმკვლელობის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

15 დეკემბერი 2018, 20:56

ტაბლოიდი

ჰოკეის ამერიკულ გუნდთან ერთად ლეკვი ვარჯიშობს. ვიდეო

ამერიკულმა სპორტულმა არხმა ჰოკეის ნაციონალური ლიგის „სენტ ლიუსი ბლიუზის“ ვარჯიში აჩვენა, რომელშიც მონაწილეობა ლეკვმა მიიღო. თავიდან მან საყელური დაიჭირა, სწრაფად გაირბინა შემდეგ კი სპორტსმენებთან „ასპარეზობდა“.

15 დეკემბერი 2018, 20:41

საქართველო

მარგველაშვილი თავის ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას ასახელებს

საქართველოს მიმავალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, პრეზიდენტობის დროს ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა გახდა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს.

კახა კახიშვილი

15 დეკემბერი 2018, 20:30

საქართველო

კახიშვილი: ინაუგურაციის პროცესში მონაწილეობას 1800-ზე მეტი ადამიანი მიიღებს

„მოსაწვევების დაბეჭდვა დღეს დასრულდა და ბუნებრივია, დარიგების პროცესი გრძელდებოდა. 800 კაცი იყო დაგეგმილი და დღეს საუბარია იმაზე, რომ ინაუგურაციის პროცესში მონაწილეობას 1800-ზე მეტი ადამიანი მიიღებს“, - თქვა კახიშვილმა. მისივე თქმით, ინაუგურაციაზე სტუმრები ფეხზე იდგებიან, გარდა, კათოლიკოს- პატრიარქის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულების.

აბდულა იამინი

15 დეკემბერი 2018, 20:24

მსოფლიო

მალდივის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტის ანგარიშები დააყადაღეს

გამოძიება ექსპრეზიდენტს ფინანსური გარიგებების გზით 100 მილიონი მალდივური რუპიის (6,5 მილიონი დოლარი) მითვისებაში ადანაშაულებს. ანგარიშების დაყადაღების გარდა ქვეყნის ყოფილი მეთაური სასამართლოში საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის საქმეზეც გამოიძახეს.

15 დეკემბერი 2018, 20:18

საქართველო

უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტში ფრენები გადაიდო

უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები გადაიდო. რეისები კიევისა და სტამბოლის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო. მგზავრებმა რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა რეისები ვერ შესრულდა და ამ წუთებში ისინი თვითფრინევებიდან ჩამოჰყავთ.

ჩესტერის ზოოპარკი

15 დეკემბერი 2018, 20:05

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდეს ზოოპარკში ხანძარი გაჩნდა

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. შემთხვევის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციამ twitter-ზე დაწერა. ზოოპარკიდან დამთვალიერებლები გაიყვანეს, გავრცელებული ცნობით ხანძრის დროს არავინ დაზარალებულა. მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ ცხოველების გადასარჩენად.

15 დეკემბერი 2018, 19:53

საქართველო

ირაკლი კობახიძე ლიეტუვის სეიმის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის სპიკერს, ვიქტორას პრანკიეტის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მხარეებმა ასევე მზადყოფნა გამოხატეს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

15 დეკემბერი 2018, 19:46

მსოფლიო

საქართველოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი ჩამოვიდა

ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო.

15 დეკემბერი 2018, 19:32

მსოფლიო

პოროშენკომ უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების შესახებ განაცხადა

კიევში გამართულ გაერთიანებულ კრებაზე, უკაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის დაუძნების შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. ახალი ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს.

პაოლო სკარონი

15 დეკემბერი 2018, 19:26

ტაბლოიდი

კლუბ „მილანის“ პრეზიდენტს მანქანიდან 10 000 ევრო მოჰპარეს

ქურდმა მანქანა გატეხა და ჩანთა მოიპარა, რომელშიც 10 000 ევრო იდო. პაოლო სკარონი დამნაშავეს მანქანით დაედევნა, თუმცა მას გზის გაგრძელების საშუალება სავარაუდოდ ქურდის თანამზრახველმა არ მისცა.

15 დეკემბერი 2018, 19:13

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა ისევ აიკრძალა

ქარბუქისა და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

არქიტექტორი

15 დეკემბერი 2018, 18:56

კულტურა

თბილისში საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალი ჩატარდა

არქიტექტურის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პრემია 2018-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნამუშევრების ატვირთვა ორი თვე მიმდინარეობდა. სულ წარდგენილი იყო 153 ქართველი და უცხოელი არქიტექტორის 168 ნამუშევარი. პრიზები 10 ნომინაციაში გაიცა.

15 დეკემბერი 2018, 18:51

მსოფლიო

ნეპალში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხრამში გადავარდა, არის მსხვერპლი

ინციდენტი 14 დეკემბერს საღამოს მოხდა. ადგილობრივები თანასოფლელის დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ამ დრომდე მაშველებს არ დაუდგენიათ სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსში.

ალმასი

15 დეკემბერი 2018, 18:39

ტექნოლოგიები

ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ალმასი კანადაში აღმოაჩინეს

სამთო კომპანია Dominion Diamond Mines-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კანადაში, დაიავიკის ველზე 552-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს. ძვირფასი ქვის ზომებია 33.74 მილიმეტრი 54.56 მილიმეტრზე. კომპანიაში განმარტავენ, რომ ალმასი ჯერ არაა შეფასებული.

15 დეკემბერი 2018, 18:37

საქართველო

ჟურნალისტური ქარტიის საბჭომ „რუსთავი 2“ კალაძის ნათქვამის განზრახ დამახინჯებაში დაადანაშაულა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს ჟურნალისტს და მეთერთმეტე, რომლის თანახმადაც, უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა ფაქტის განზრახ დამახინჯება.