imedi /  05 დეკემბერი 2018, 11:40 / სანდო წყარო

ომბუდსმენი გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილებას ითხოვს

სახალხო დამცველი

ნინო ლომჯარია

2018 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველისთვის გამოძიების დასრულებამდე გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საქმის მასალებს სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ეცნობა, როდესაც გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება, ან როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. ამ შეზღუდვის გამო, სახალხო დამცველის აპარატი ვერ ეცნობა ისეთ საქმეებს, რომლებიც ეხება მაგალითად არასათანადო მოპყრობას ან სიცოცხლის უფლების ხელყოფას და რომელთა გამოძიებაც წლების განმავლობაში გრძელდება.

„ბოლო წლებში სახალხო დამცველის აპარატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქმეებს, რომელთა მიმართაც არსებობდა საზოგადოების ინტერესი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და შეეხებოდა ეფექტიანი გამოძიების შესახებ სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების შესრულებას. ამ საქმეების შესწავლა ინდივიდუალური დაშვების ფარგლებში მოხდა და კარგად წარმოჩინდა ის უპირატესობა, რაც მიმდინარე საქმის მასალების გაცნობას ახლავს ზოგადად“, – აცხადებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე ცნობით, სხვადასხვა კატეგორიის საქმეთა გამოძიების ვადა დაკავშირებულია დანაშაულის ხანდაზმულობასთან, რაც იძლევა 25 წლამდე ან ზოგიერთ შემთხვევაში, უვადოდ გამოძიების წარმოების შესაძლებლობას.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ყოველდღიურად არაერთ საქმეს იხილავს, სადაც დაზარალებულები არასათანადო გამოძიებაზე და ამ კუთხით არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. ამ საქმეთა გამოძიება წლები გრძელდება და სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია მათი გაცნობის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება გაფართოვდეს და მას მიმდინარე საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცეს. ამ ტიპის უფლებამოსილება აქვს მრავალი ევროპული ქვეყნის ომბუდსმენის ინსტიტუტს (ფინეთს, შვედეთს, დანიას, ესტონეთს, ლიეტუვას) და სრულიად თავსებადია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან.

ჩვენი რეკომენდაციით სახალხო დამცველს უნდა მიეცეს იმ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, რომელიც არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიებას შეეხება. ამ კუთხით საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ფორმულირება შევთავაზეთ“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სარეზერვო ფონდი

10 დეკემბერი 2018, 12:54

საქართველო

რომან კაკულია საერთო სარეზერვო ფონდის შექმნის მომხრეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის სარეზერვო ფონდების გაუქმებისა და საერთო ფონდის შექმნის მომხრეა.

პარაკალათბურთელი

10 დეკემბერი 2018, 12:47

სპორტი

თბილისში პარაკალათბურთელთა მატჩი ჩატარდა

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, პარაკალათბურთის ნაკრებსა და მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენლებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა. ხუთ-ხუთი მოთამაშისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა ეტლებით იასპარეზეს, სადაც გამარჯვება პარასპორტსმენებმა მოიპოვეს.

კინოჩვენება

10 დეკემბერი 2018, 12:43

კულტურა

პოლონეთში ქართულ ღვინოზე გადაღებული ფილმი აჩვენეს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გამომცემლობა „ვინისფერა“ (Vinisfera.Pl) იყო.

ფასების ინდექსი

10 დეკემბერი 2018, 12:43

ეკონომიკა

FAO: სურსათის ფასების ინდექსი კლების ტენდენციას ნოემბერშიც ინარჩუნებს

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, 2016 წლის მაისის თვის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შემცირებულმა ინდექსმა, ნოემბრის თვეში საშუალოდ 160.1 ერთეული შეადგინა, რაც ოქტომბრის თვესთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 8.5% ნაკლები.

10 დეკემბერი 2018, 12:40

მსოფლიო

ბრიტანეთს Brexit-ის შეჩერების უფლება მიეცა

დიდ ბრიტანეთს Brexit-ის შესაჩერებლად ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის უკან გაწვევა ცალმხრივად შეუძლია. დადგენილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დღეს მიიღო.

პურის ფასი

10 დეკემბერი 2018, 12:36

ეკონომიკა

საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა

საქართველოში პური გაძვირდა, პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებენ. პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 47-50 ლარია.

მუჰამედ აბულკაზემი

10 დეკემბერი 2018, 12:27

მსოფლიო

ეგვიპტეში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბრიტანელი სტუდენტი გაათავისუფლეს

19 წლის მანჩესტერელი სტუდენტი, მუჰამედ აბულკაზემი, რომელიც ეგვიპტეში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, - თავისუფალია. მანჩესტერელი სტუდენტი ეგვიპტეში გადაღებული ფოტოს გამო დააპატიმრეს, რომელზეც უკანა ფონზე ეგვიპტური სამხედრო თვითმფრინავია აღბეჭდილი.

ქალები საქართველოში

10 დეკემბერი 2018, 12:23

საქართველო

კვლევა: ქართველი ქალები საოჯახო საქმეებზე კაცებზე სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში კვირაში საშუალოდ 45 საათს საოჯახო საქმეების შესრულებას უთმობენ, რაც სამჯერ მეტია კაცების მიერ საოჯახო საქმეებზე დახარჯულ დროზე. საოჯახო საქმე ქალების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ერთ-ერთ მნიშნველოვან ბარიერია.

თორნიკე რიჟვაძე

10 დეკემბერი 2018, 12:21

საქართველო

რიჟვაძე: პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას

„პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას,“ - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენელს ჯელალ ქიქავას.

იარაღი

10 დეკემბერი 2018, 12:20

მსოფლიო

მსოფლიოში იარაღის გაყიდვებით აშშ პირველ ადგილზეა

ორგანიზაცია SIPRI-ს მონაცემებით, რომელიც იარაღის კონტროლზეა სპეციალიზებული, პირველ ადგილს იარაღის გაყიდვებით აშშ იკავებს. ანგარიშში 42 ამერიკული კომპანია მოხვდა, რომელმაც 2017 წელს 226,6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა.

ქალაქები

10 დეკემბერი 2018, 12:09

ეკონომიკა

2018 წლის ყველაზე პოპულარული ქალაქები გამოვლინდა

ბრიტანულმა კომპანიამ, Euromonitor International-მა გამოავლინა მსოფლიოს ის ქალაქები, რომელთაც 2018 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტურისტი ესტუმრა. რეიტინგის სათავეშია ჰონგ-კონგი, რომელსაც 2018 წლის 11 თვეში 30 მილიონამდე ადამიანი ესტუმრა.

მინდია გოგოჭური

10 დეკემბერი 2018, 11:58

საქართველო

მინდია გოგოჭურის მამა: ჩემი შვილი „ბულკი“ არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულოა

მინდია გოგოჭურის მამის, მამუკა გოგოჭურის თქმით, ბინაში, სადაც მისი შვილი მეგობართან ერთად პოლიციამ აიყვანა, არც იარაღია აღმოჩენილი და არც სხვა რამ უკანონო ნივთი. მამუკა გოგოჭური ამბობს, რომ კორპუსის ტერიტორიაზე ნაპოვნი იარაღი სულაც არ ნიშნავს, რომ ის მის შვილს ეკუთვნის.

კენგურუ

10 დეკემბერი 2018, 11:53

ტაბლოიდი

12 წლის გიგანტური კენგურუ როჯერი მოკვდა

კენგურუ როჯერი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი დიდი ზომებით, 12 წლისა მოკვდა. როჯერის დედა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა და ის ავსტრალიის ნაკრძალში გაზარდეს. ის სიმაღლეში 2 მეტრამდე გაიზარდა და 89 კილოგრამს იწონიდა.

ეკონომიკა

10 დეკემბერი 2018, 11:34

ეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის III კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.

ბავშვთა უფლებები

10 დეკემბერი 2018, 11:29

ეკონომიკა

Unicef: ქართველი მშობლები შვილების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნაკლებად ზრუნავენ

კვლევის თანახმად, საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი მოზარდთა აღზრდის პროცესში სირთულეებს განიცდის, მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლების სათანადო მხარდაჭერას. მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ნაკლებად მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

კარლოს გონი

10 დეკემბერი 2018, 11:26

მსოფლიო

Nissan-ის ყოფილ დირექტორს იაპონიაში ბრალი წაუყენეს

Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელი კარლოს გონს იაპონიაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. კარლოს გონი 19 ნოემბერს დააკავეს. 22 ნომბერს კი მანქანათმწარმოებელი კომპანიის დირექტორთა საბჭომ ის თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.

აფეთქება

10 დეკემბერი 2018, 11:11

ძალოვნები

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

არსებული ინფორმაციით, ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სახლში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაშავდა. ის სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

10 დეკემბერი 2018, 11:11

სპორტი

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია. ტურნირი 12-22 დეკემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება. ფინალი და მე-3 ადგილისთვის 22 დეკემბერს გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი

10 დეკემბერი 2018, 10:51

საქართველო

გიორგი კვირიკაშვილი მარგველაშვილს მადლობას უხდის

"ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასდროს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი,"- წერია განცხადებაში.

რადარები

10 დეკემბერი 2018, 10:39

ძალოვნები

თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საავტომობილო გზის 319 კმ. კონტროლდება. "შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას,"- წერია განცხადებაში.