imedi /  05 დეკემბერი 2018, 14:45 / სანდო წყარო

ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

კოლხური კულტურის მუზეუმი

კოლხური კულტურის მუზეუმი

ფოთში, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკში, ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გახსნეს. ამის შესახებ Droa.ge წერს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ფოთია და ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, - ჰქონდეს და შეინარჩუნოს ეს ისტორია. ნიკო ნიკოლაძის კოშკი ძალიან შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ფოთი იღბლიანი ქალაქია, რომ აქვს ასეთი ლამაზი შენობა და ჩვენც, როგორც პორტი, პატივი გვერგო წვლილი შევიტანოთ ისტორიის შენარჩუნებასა და გაცოცხლებაში. ამასთან, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ ნამდვილად საინტერესო ღონისძიების ჩატარებაში, რათა გვეჩვენებინა ისტორიის ეს მნიშვნელოვანი მონაკვეთი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც უნდა იცოდნენ თუ საიდან მოდიან.  160 წელი დიდი დროა და საინტერესოა პორტიდან დანახული ქალაქი. მე ვფიქრობ, რომ ეს ფანტასტიკური რამაა, რადგან ჩვენ ამ ისტორიის ნაწილი ვართ“, – განაცხდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლაურსენმა.

მსურველებს ექსპოზიციის დათვალიერება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ღონისძიება ფოთის საზღვაო ნავსადგურის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კოლხური კულტურის მუზეუმი

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი  ნიკოლა დიმიტროვი

16 თებერვალი 2019, 16:56

საქართველო

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა

შესაბამის ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლა დიმიტროვმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრისას გაფორმდა.

სწრაფი მატარებელი ინდოეთში

16 თებერვალი 2019, 16:39

ტექნოლოგიები

ინდოეთში ყველაზე სწრაფმა მატარებელმა პირველი რეისი შეასრულა

თანამედროვე, მატარებლის წარმოებაზე ინდოეთში იმუშავეს. პირველი რეისი ქალაქ ვარანასიდან დედაქალაქ დელიში შესრულდა. მატარებელმა საათში 180 კილომეტრი განავითარა. პრეზენტაციას ქვეყნის პრემიერმინისტრი დაესწრო. გამოცემის ინფორმაციით, მატარებელმა საათში 180 კილომეტრი განავითარა.

16 თებერვალი 2019, 16:37

ეკონომიკა

ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების მცდელობისთვის რამდენიმე კომპანია დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა. სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები.

მაიკ პენსი

16 თებერვალი 2019, 16:27

მსოფლიო

მაიკ პენსი: ირანი ტერორიზმის მთავარი სპონსორია

„ირანი ტერორიზმის მთავარი სპონსორია“ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა გააკეთა. ირანზე საუბრისას მაიკ პენსმა ყურადღება გაამახვილა რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები სირიას ტოვებენ, თუმცა საერთაშორისო კოალიცია , „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

ბრუნო განზი

16 თებერვალი 2019, 16:11

კულტურა

გარდაიცვალა შვეიცარიელი მსახიობი, რომელმაც ჰიტლერი განასახიერა

ბრუნო განზის მენეჯერის განმარტებით, შვეიცარიელი მსახიობი, ციურიხში, პარასკევს, 15 თებერვლის ღამეს გარდაიცვალა. განზი გერმანულენოვან ფილმებსა და თეატრში პოპულარული იყო. სხვადასხვა როლი აქვს განსახიერებული ინგლისურ ფილმებში, მათ შორის The Reader-სა და The Manchurian Candidate-ში.

16 თებერვალი 2019, 16:10

კულტურა

ამერიკული კინოაკადემია რამდენიმე „ოსკარის“ გადაცემას სარეკლამო ჭრის დროს აპირებდა

ამერიკულმა კინოაკადემიამ უარი თქვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც „ოსკარის“ ჯილდო სარეკლამო ჭრის დროს გადაეცემოდა. კერძოდ ეს ეხებოდა საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრის ნომინაციას, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმს და საუკეთესო გრიმის გამარჯვებულს.

ანგელა მერკელი

16 თებერვალი 2019, 15:53

მსოფლიო

მერკელი: ევროპა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტით დაინტერესებული არ არის

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა ყურადღება გაამახვილა ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებაზე. ყურადღება დაუთმო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ საკითხს და საკითხზე დიალოგის გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

Galaxy Tab S5e

16 თებერვალი 2019, 15:43

ტექნოლოგიები

Samsung-მა მსუბუქი და ყველაზე თხელი ტაბლეტი წარადგინა

Android 9 Pie-ზე მომუშავე ყველაზე თხელი ტაბლეტი წონითაც მსუბუქია და ის 400 გრამს იწონის. მოწყობილობის ღირებულება 399 დოლარია. Samsung-ის ახალი პროდუქტი შავ, ნაცრისფერ და შეზღუდული რაოდენობით ოქროსფერში იქნება წარმოდგენილი.

16 თებერვალი 2019, 15:13

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონის და პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა. ვიდეო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის და პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა. მიზეზი Brexit-თან დაკავშირებული მწვავე დისკუსია გახდა. ინციდენტი ტელეკომპანია Sky News-ის ერთ-ერთი პოლიტიკური შოუს მსვლელობისას მოხდა.

სამტრედიის #1 საბავშვო ბაღი

16 თებერვალი 2019, 15:02

საქართველო

სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების ფაქტი დადასტურდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ცხენის ხორცისგან მომზადებული კერძი აჭამეს, - ინფორმაციას სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა ადასტურებს.

ავტომობილის საბავშვო სავარძელი

16 თებერვალი 2019, 14:45

მსოფლიო

ბავშვების „მკვლელი“ მანქანის სავარძელი ინტერნეტში 8 ფუნტად იყიდებოდა

ავტომობილის საბავშვო სავარძელი, რომელიც 8 ფუნტ სტერლინგად იყიდებოდა ონლაინ პლატფორმებზე არანაირი დამცავი მექანიზმით არ იყო აღჭურვილი. შესაბამისად ბავშვი მგზავრობისას შესაძლო ავტოკატასტროფისგან გამოწვეული შედეგებისგან დაცული საერთოდ არ იყო.

მამუკა ბახტაძე და მაიკ პენსი

16 თებერვალი 2019, 14:40

საქართველო

ჯონ მაკკეინის სახელობის ნაშრომების დაჯილდოებაზე მამუკა ბახტაძე მაიკ პენსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა.

16 თებერვალი 2019, 14:20

საქართველო

თბილისში CO-თი 2 წლის ბავშვი მოიწამლა

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ.

მამუკა ბახტაძე და მილო დუკანოვიჩი

16 თებერვალი 2019, 13:48

საქართველო

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. საპასუხო მიწვევა მიიღო მამუკა ბახტაძემაც.

თეოდორ მაკარიკი

16 თებერვალი 2019, 13:40

მსოფლიო

აშშ-ში ყოფილ კარდინალ მაკარიკს მსახურების უფლება ჩამოართვეს

მაკარიკი 2018 წლის ივლისში კათოლიკური ეკლესიის პირველი კარდინალი აღმოჩნდა, რომელსაც 1927 წლის შემდეგ წოდება ჩამოართვეს. თეოდორ მაკარიკს 1970-იან წლებში, ნიუ-იორკში, მღვდლად მსახურების დროს მოზარდზე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

რომი

16 თებერვალი 2019, 13:27

მსოფლიო

რომში ტურისტების შავ სიას ადგენენ

რომის ადმინისტრაცია უცხოელი ტურისტების შავ სიას შეადგენს, რომლებსაც ქალაქში განმეორებით აღარ შეუშვებენ. იტალიის დედაქალაქში მოჩხუბარი ტურისტების დაბრუნება აღარ უნდათ, რომელთა ქცევამ შესაძლოა ღირსშესანიშნაობები დააზიანოს.

იენს სტოლტენბერგი

16 თებერვალი 2019, 13:18

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსეთი ევროპის საზღვრებთან მეტი რაკეტის განთავსებას გეგმავს

სიტყვით გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და მოსკოვს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი საპასუხო ზომების მიღებაზე მსჯელობს.

Uber

16 თებერვალი 2019, 13:11

ეკონომიკა

Uber-ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა

როგორც კომპანიის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, Uber-ის შემოსავალმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში $3 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლების ამავე პერიოდის მაჩვენებელთან მხოლოდ 25%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 70%-იან, ხოლო მესამე კვარტალში 38%-იან ნიშნულზე იყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია

16 თებერვალი 2019, 12:35

საქართველო

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ „სიდას“-თან თანამშრომლობა შეაჩერა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება „ფინანსური გადაცდომისა“ და „სამუშაო ადგილზე არაჯანსაღი კულტურის“ გამო შეაჩერა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პოლ მანაფორტი

16 თებერვალი 2019, 11:56

მსოფლიო

მიულერი მანაფორტის ციხეში 24 წლით გამწესებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალური პროკურორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 24 წლიან პატიმრობას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო რობერტ მიულერის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პოლ მანაფორტი ციხიდან 93 წლის ასაკში გამოვა.