imedi /  06 დეკემბერი 2018, 11:55 / სანდო წყარო

იზორია არ ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის თემაზე სკოლებში სპეციალურ საგანს ასწავლიან

ლევან იზორია

ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არ ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის თემაზე სკოლებში სპეციალურ საგანს ასწავლიან. მინისტრი ამბობს, რომ საჯარო სკოლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ დისციპლინას ასწავლიან და შესაძლოა, ერთ-ერთი კომპონენტი ომის თემაც იყოს. იზორიას განცხადებით, მსგავსი საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე 14 სკოლაში დაინერგება.

"ჩავთვალეთ საჭიროდ, პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, შეგვემუშავებინა პილოტ-პროექტის სახით სახელმძღვანელო, კერძოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, რომელიც მოზარდ თაობას პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე გააცნობს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ეს საფრთხეები არის როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიოლოგიურ ან სხვა ტიპის კატასტროფებთან, შესაბამისად, ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, მომდინარეობს სწორედ რუსეთის ფედერაციიდან. აქედან გამომდინარეობს ეს ფაქტი, ეს საფრთხე თუ როგორ იქნება რეალიზებული, რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. მოზარდებთან როგორც არის ეს პედაგოგიურად მიზანშეწონილი, იმ ფორმატში იქნება უზრუნველყოფილი", -განაცხადა ლევან იზორიამ.

კითხვაზე - რა სახით მიეწოდება ინფორმაცია მოზარდებს მაგალითად აგვისტოს ომთან დაკავშირებით და იქნება თუ არა დასმული კითხვა - ვინ დაიწყო ომი, იზორიას თქმით, ასეთი კითხვები ამ სახელმძღვანელოში საერთოდ არ არის.

"ამ სახელმძღვანელოს ამოცანაა პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება. ამ სახელმძღვანელოს შექმნა ემსახურება ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელებას საქართველოში, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტი აღმზრდელობითი, საგანნანათლებლო ინფორმაციულჯ კომპონენტია. ასე რომ, ეს არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში, რომლებიც გარკვეული საფრთხეების წინაშე დგანან. სახელმძღვანელო პილოტ პროექტის სახით წარდგენილი იქნება 14 საშუალო სკოლაში. ამისთვის მზად არიან ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ წაუკითხავენ და ინფორმაციას მიაწვდიან მოზარდებს გარკვეულ საფრთხეებზე",- აღნიშნა იზორიამ.

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საკითხი ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

თბილისის ბიუჯეტი

11 დეკემბერი 2018, 11:22

ეკონომიკა

კალაძე: თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ბოლო წლების საუკეთესო ფინანსური დოკუმენტია

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი უკვე საკრებულოშია. თბილისის მერი კახა კალაძე პროექტს ბოლო წლების სუკეთესო ფინანსურ დოკუმენტს უწოდებს. დოკუმენტის პირველადი ვარიანტი საკრებულომ შენიშვნებთან ერთად მერიას ნოემბერში გაუგზავნა.

დემნა გვასალია

11 დეკემბერი 2018, 11:19

კულტურა

დემნა გვასალიამ აქსესუარების საუკეთესო დიზაინერის პრიზი მიიღო

ლონდონში 2018 Fashion Awards-ის დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც უამრავი მოდელი და დიზაინერი დაესწრო. ცერემონიაზე წლის საუკეთესო ბრენდად Gucci დაასახელეს, წლის მოდელად კაია გერბერი, ხოლო აქსესუარების დიზაინერის პრიზი დემნა გვასალიას გადაეცა.

ჰეროინი

11 დეკემბერი 2018, 11:17

საქართველო

შსს-მ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღო

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2018, 11:06

საქართველო

ზურაბიშვილის თქმით, მიწასთან დაკავშირებული კანონი სწრაფად უნდა მიიღონ

ახლადარჩეული პრეზიდენტი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მასთან დაკავშირებით ორგანული კანონი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიიღონ.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2018, 11:01

საქართველო

ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა

„საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის, კრიტიკისათვის და აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან - ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ამგვარ თანამშრომლობას ემყარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე განაცხადა.

მონაზვნები

11 დეკემბერი 2018, 10:58

ტაბლოიდი

ამერიკელმა მონაზვნებმა აღიარეს, რომ მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი კაზინოში წააგეს

კალიფორნიაში კათოლიკურ სკოლაში მომუშავე ორმა მონაზონმა აღიარა, რომ ლას-ვეგასში სათამაშოდ სკოლიდან 500 000 დოლარი მოიპარა და კაზინოში წააგო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალები ეკონომიკაში

11 დეკემბერი 2018, 10:42

ეკონომიკა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის, მათ შორის ბანკების, წარმომადგენლებმა, ქალთა უფლებების დამცველებმა, მკვლევარებმა, სტუდენტებმა და მეწარმე ქალებმა განიხილეს ის ბარიერები, რასაც ქალები აწყდებიან ეკონომიკურ საქმიანობაში.

11 დეკემბერი 2018, 10:20

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთი ტურისტებისთვის საშიში ქვეყნის სიიდან ამოიღო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, სადაც მოგზაურობას ამერიკელ ტურისტებს არ ურჩევენ. ამის სანაცვლოდ რუსეთი დაასახელეს იმ ქვეყნად, სადაც საჭიროა „განსაკუთრებული სიფრთხილით ყოფნა“.

მთის დღე

11 დეკემბერი 2018, 10:14

საქართველო

საქართველოში მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ღონისძიებაზე სიმბოლურად დააჯლდოვებენ მაღალი მთის მაცხოვრებლებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ მთიანი რეგიონების განვითარებაში. ასევე, გაიმართება მაღალმთაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ქსენია სობჩაკი

11 დეკემბერი 2018, 09:56

კულტურა

ქსენია სობჩაკმა LʼOfficiel-ის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა

ქსენია სობჩაკმა ჟურნალ LʼOfficiel-ის რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტმა Instagram-ზე დაწერა.„4 წლის განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად უამრავი უმაგრესი პროექტი და გარეკანი გავაკეთეთ, თუმცა დადგა დრო წინ წავიდე"- წერს სობჩაკი.

ამინდის პროგნოზი

11 დეკემბერი 2018, 09:43

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მარია ბუტინა

11 დეკემბერი 2018, 09:31

მსოფლიო

აშშ-ში ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსი მარია ბუტინა მზად არის ბრალი აღიაროს

ბუტინას დაცვის მხარემ და ვაშინგტონის ფედერალურმა პროკურატურამ მოსამართლე ტანე ჩატკენს ერთობლივი შუამდგომლობა გაუგზავნა სასამართლოს რიგგარეშე სხდომის შესახებ, რომელზეც ბუტინა მზად არის დანაშაული აღიაროს. მოსმენა დღეს გაიმართება.

11 დეკემბერი 2018, 09:14

საქართველო

თბილისში საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა

თბილისში საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეებს საავტორო კოქტეილის მომზადება ევალებოდათ და გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ოქროს მედლით იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი დაჯილდოვდა.

ავარია

11 დეკემბერი 2018, 08:56

ძალოვნები

აღმაშენებლის ხეივანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც 32 წლის კაცი მართავდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

Brexit

11 დეკემბერი 2018, 08:44

მსოფლიო

Brexit-ის შესახებ ევროკავშირის სპეციალური სამიტი გაიმართება

ტუსკის განცხადებით, მოლაპარაკებები ბრიუსელში 13 დეკემბერს გაიმართება. მისივე თქმით, ევროკავშირი ლონდონთან შეთანხმების გადახედვას გამორიცხავს.

ინტერნეტ ფორუმი

11 დეკემბერი 2018, 08:31

ტექნოლოგიები

თბილისი ინტერნეტ მმართველობის ფორუმს მასპინძლობს

თბილისში დღეს საქართველოს მე-4 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2018 გაიმართება. ღონისძიება ინტერნეტ მმართველობის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენად იქცა და აღიარება მოიპოვა საერთაშორისო დონეზე.

11 დეკემბერი 2018, 08:15

კულტურა

ჯგუფ Queen-ის Bohemian Rhapsody მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენადი სიმღერა გახდა

ამაში კი მთავარი როლი მუსიკალური ბიოგრაფიულმა ფილმმა Bohemian Rhapsody-მ ითამაშა. სურათის კინოეკრანებზე გამოსვლის დღეს სტიმინგ სერვისებზე ამ სიმღერას ერთ ნახევარ მილიონჯერ მოუსმინეს.

საახალწლო განათება

11 დეკემბერი 2018, 08:01

საქართველო

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზი 2D დეკორაცია - 145 ცალი და ფლეშ სტრინგები დაემატება. დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

ლიბანი

11 დეკემბერი 2018, 00:59

მსოფლიო

ლიბანში ტერაქტების სერია აღკვეთეს

ქვეყნის შინაგანს საქმეთა მინისტრის ჰუჰად მაშნუკის განცხადებით, ტერორისტები თავდასხმას კულტურულ და სამხედრო დაწესებულებებზე გეგმავდნენ. თავდასხმები კი არჩევნების პერიოდში იგეგმებოდა.

ახალი წელი აშშ-ში

11 დეკემბერი 2018, 00:51

ეკონომიკა

ცნობილია აშშ-ის 10 ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქი საახალწლოდ

WalletHub-მა კველევა ჩაატარა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი წლის აღსანიშნად 10 ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები დაასახელა. წინასწარი ვარაუდით, ახალი წლების პერიოდში დაგეგმილი ავიარეისების დანახარჯი $1.1 მილიარდს გადააჭარბებს. სულ მცირე 6.4 მილიონი ადამიანი ორ გზაში საშუალოდ 165 დოლარს იხდის.