imedi /  06 დეკემბერი 2018, 17:31 / სანდო წყარო

ევროკავშირის ელჩი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის შტაბში მიმდინარეობს.

ევროკავშირის ელჩს შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ევროკავშირის ელჩი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტი 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია.

ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

17 დეკემბერი 2018, 11:57

საქართველო

ზალკალიანი: აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ველისციხეში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა. ამის შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მეტროსადგური

17 დეკემბერი 2018, 11:57

საქართველო

სადგურის მოედნის ერთ-ერთი ჩასასვლელი 2019 წლის 15 მარტამდე დაიკეტა

მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

ქედის კულტურის ცენტრი

17 დეკემბერი 2018, 11:50

ეკონომიკა

ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციაში მილიონ ნახევარზე მეტ ლარზე მეტი დაიხარჯება

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წელს ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო. პროექტის მთლიანი ღირებულება კი მილიონ ნახევარზე მეტ ლარს შეადგენს.

17 დეკემბერი 2018, 11:48

ეკონომიკა

გასულ წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება უმნიშვნელოდ შემცირდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა 0,4 პროცენტით და შეადგინა 11531,2 მილიონი კილოვატსაათი.

მთავარი პროკურატურა

17 დეკემბერი 2018, 11:46

საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, რომლის შესახებაც სიუჟეტი ერთ-ერთ ტელევიზიაში გავიდა.

საფულე

17 დეკემბერი 2018, 11:43

ეკონომიკა

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 56.4 ლარით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალურმა ხელფასმა საშუალოდ 5.3%-ით მოიმატა და მაჩვენებელმა 1125.5 ლარი შეადგინა.

ავარია

17 დეკემბერი 2018, 11:39

ძალოვნები

ადგილები, სადაც 2018 წელს ყველაზე მეტი ავტოავარია მოხდა თბილისში

მიმდინარე წლის ნოემბრამდე თბილისში ყველაზე მეტი ავარია კახეთის გზატკეცილზე მოხდა, შედეგად კი 6 ადამიანი დაიღუპა. ავტოავარიების სიხშირით მეორე ადგილზე აღმაშენებლის ხეივანია, მესამე ადგილზე კი მტკვრის მარცხენა სანაპირო.

მკვლელობა

17 დეკემბერი 2018, 11:33

ძალოვნები

მარნეულში დააკავეს კაცი, რომელმაც მოკლული მამიდის ცხედარი სარდაფში გადამალა

შსს-მ მარნეულში მამიდის მკვლელობისთვის 1986 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 დეკემბერი 2018, 11:32

ეკონომიკა

ქართველ ფერმერებს ბელარუსები კონსულტაციებს გაუწევენ

შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

დავით კირკიტაძე

17 დეკემბერი 2018, 11:22

ძალოვნები

შსს დავით კირკიტაძეს პოლიციელის მიმართ ძალადობის ფაქტს ედავება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. უკავშირებოდა თუ არა მათი მობილიზება გუშინდელ აქციას გუნდში ამას ვერ ამბობენ, თუმცა ადგილზე რჩებიან.

17 დეკემბერი 2018, 11:07

მსოფლიო

საფრანგეთში 300-მდე მიგრანტმა Comédie-Française-ის თეატრში შეჭრა სცადა

მიგრანტებმა, უმეტეს წილად აფრიკელებმა, ორჯერ სცადეს თეატრში შეჭრა, სადაც ამ დროს მიმდინარეობდა სპექტაკლი „ლუკრეცია ბორჯია“, თუმცა ისინი დაცვის სამსახურის წევრება გააჩერეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კონგრესი

17 დეკემბერი 2018, 11:04

საქართველო

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

რაგბი

17 დეკემბერი 2018, 10:47

სპორტი

12 იანვარს „ლოკომოტივი“ თბილისში „ფიამე ოროს“ დაუპირისპირდება

საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირი სწორედ „კალვიზანოსთან“ თბილისში გამართული შეხვედრით დაიწყო - ოქტომბერში, ავჭალის სტადიონზე სტუმრებმა მოიგეს - 17:6. 15 დეკემბერს კი „ლოკომოტივმა“ იტალიაში აიღო რევანში - 20:13 და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. „კალვიზანო“ ათი ქულით ლიდერობს.

17 დეკემბერი 2018, 10:47

მსოფლიო

სინგაპურელ გეი წყვილს სუროგაციით გაჩენილი ბავშვის შვილად აყვანის უფლება მიეცა

სინგაპურში ჰომოსექსუალმა სასამართლო პროცესი მოიგო, რომელიც მას საშუალება მისცემს იშვილოს ბავშვი, რომელიც კაცმა სუროგაციის დახმარებით გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ციპი ჰოტოველი

17 დეკემბერი 2018, 10:22

საქართველო

ისრაელი: ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო

ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ჰოტოველიმ განაცხადა. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ თქვა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლიცია

17 დეკემბერი 2018, 10:20

ძალოვნები

ფოთში თონეში აფეთქება მოხდა

„კაცს სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია ჰოსპიტალში“, - განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფოს მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

17 დეკემბერი 2018, 10:17

კულტურა

ეგვიპტეში უმაღლესი ქურუმის 4 400 წლის სამარხი იპოვეს. ფოტოკოლაჟი

15 დეკემბერს ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გიზაში, პირამიდების კომპლექსში,„განსაკუთრებულად კარგად შენახული“ სამარხი იპოვეს, რომ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში მოღვაწე უმაღლეს ქურუმს ეკუთვნოდა.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 09:54

ეკონომიკა

საბერძნეთში საპენსიო რეფორმით მიყენებული ზარალი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა

პენსიონერების განმარტებით, მათი შემოსავალი საკმაოდ მცირეა და არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში არაა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საბერძნეთში უმუშევრობის დონე საგრძნობლად გაიზარდა, ბოლო 9 წლის განმავლობაში კი ოჯახების შემოსავალი 40 პროცენტით შემცირდა.

კოლინ კროლი

17 დეკემბერი 2018, 09:44

ტექნოლოგიები

Vine-ისა და HQ Trivia-ს შემქმნელი კოლინ კროლი გარდაიცვალა

პოლიციას კროლის მოძებნა მისმა მეგობარმა გოგომ სთხოვა. სიკვდილის მიზეზი ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა, პოლიციის პირველადი ვერსიით, ეს ნარკოტიკების ზედოზირებამ გამოიწვია.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 09:37

მსოფლიო

ბარსელონაში ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

აქტივისტების თქმით, განსაკუთრებულ პროტესტს მოდის ინდუსტრიაში მიღებული ის წესები იწვევს, რომელთა თანახმადაც სხვადასხვა სახის პროდუქტის შესაქმენლად ცხოველთა ტყავი გამოიყენება. სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, დემონსტრანტებმა პროტესტის ორიგინალურ ხერხს მიმართეს და პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ, შიშველ სხეულზე კი სიმბოლურად წითელი სითხე გადაისხეს.