imedi /  06 დეკემბერი 2018, 17:39 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილის სტატია Financial Times-ში გამოქვეყნდა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ღირებულებების დასაცავად საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

„ამას ერთი საუკუნე დასჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, ვხედავ, რომ ჩემი ბებია-ბაბუის ოცნება რეალობად იქცა - 28 ნოემბერს მე ამირჩიეს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად. ჩემი სამშობლოსთვის, რომელმაც გასული საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის კლანჭებში გაატარა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – წერს ზურაბიშვილი.

სტატიაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მისმა წინაპრებმა საქართველო წითელი არმიის ოკუპაციის გამო დატოვეს, მაგრამ მათ არასდროს დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული და იმედი, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიული გახდება.

ზურაბიშვილის თქმით, საფრანგეთში დიპლომატად მუშაობისას ის მუდამ იცავდა საქართველოს ინტერესებს.

„საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებადი საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების იმედის შუქურად რჩებოდა. 1991 წელს საქართველო პირველი სახელმწიფო იყო კავკასიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, – წერს ზურაბიშვილი და ის საკუთარ გამარჯვებას არჩევნებში დასავლეთის გამარჯვებად მიიჩნევს.

„არჩევნებში ჩემს გამარჯვებას ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებად ვაფასებ. საქართველო კავკასიაში დემოკრატიის დასაყრდენი და ევროპისა და აშშ-ის ერთგული სამხედრო მოკავშირეა. თუმცა, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი, ეს 2008 წლიდან ასეა. ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა, რათა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დიპლომატიური გზით აღვადგინოთ“, - წერს არჩეული პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ფიცის დადების შემდეგ, შეეცდება, გააერთიანოს ქვეყანა და დადგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა ისე, როგორც ამას საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოითხოვს.

ამასთან, ის პირობას დებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„ქართველების დიდი უმრავლესობა პროდასავლურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი პარტიულ პოლიტიკას სცდება“, – წერს ზურაბიშვილი.

ის ასევე პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება. ზურაბიშვილის თქმით, გააკეთებს მეტს, რათა უცხო ქვეყნებში განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდნენ და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კავკასიაში პირველი ქალია, ვინც ეს პოსტი დაიკავა და პირდაპირი წესით ბოლო არჩეული პრეზიდენტია საქართველოში.

მან 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 20%-იანი სხვაობით დაამარცხა ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ყველა სიახლე

მონტრო

21 მაისი 2019, 22:11

ტაბლოიდი

საფრანგეთში სოფლის მერი მოსახლეობას ვიაგრას უფასოდ სთავაზობს

საფრანგეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მერი მოსახლეობის რაოდენობის კლების პრობლემასთან ბრძოლას უჩვეულო მეთოდით აპირებს. ჯინ დიბოუზი 650 ადამიანით დასახლებულ სოფელს ვიაგრას უფასოდ სთავაზობს.

Huawei-ს ოფისი

21 მაისი 2019, 21:31

ტექნოლოგიები

Huawei-ს ოპერაციული სისტემა ბაზარზე შესაძლოა შემოდგომაზე გამოჩნდეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ Huawei Consumer Business Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთიანი ოპერაციული სისტემა ტელეფონებისთვის, კომპიუტერებისთვის, პლანშეტებისთვისა და სხვა პროდუქციისთვის.

„შავი სარკე“

21 მაისი 2019, 21:06

კულტურა

„შავი სარკის“ მეხუთე სეზონის სამივე სერიის ტრეილერები გამოქვეყნდა

5 ივნისს Netflix-ზე სერიალ „შავი სარკის“ მეხუთე სეზონი გამოვა, რომელიც მხოლოდ სამი სერიისგან შედგება. სერიებში მთავარი როლები ენდრიუ სკოტმა, ენტონი მაკიმ და მომღერალმა მაილი საირუსმა შეასრულეს. Netflix-მა მეხუთე სეზონის თითოეული სერიისთვის ცალკე ტრეილერი გამოაქვეყნა.

21 მაისი 2019, 20:55

ძალოვნები

51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა

51-ე სკოლის სასადილოში დაწყებული შელაპარაკებაზე, რომელიც სასწავლებლის გარეთ ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა, დღეს ახალი დეტალები გაირკავ. აღმოჩნდა, რომ ერთმა მე-11 კლასელმა, მეორეს მხარი გაჰკრა, რასაც საქმის გარჩევა მოჰყვა.

ნიდერლანდების პოლიცია

21 მაისი 2019, 20:51

მსოფლიო

ნიდერლანდებში ჯებჰატ ან-ნუსრას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღო. პარალელურად გერმანიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა კიდევ 6 ადამიანის სახლებში, რომლებიც, სავარაუდოდ, იმავე ბატალიონის წევრები იყვნენ.

რამაზ ჩინჩალაძე

21 მაისი 2019, 20:46

ძალოვნები

ადვოკატები ეჭვობენ, რომ ფეხბურთელები შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე დაიყოლიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პირობას დებს, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო უმკაცრეს ზომებს გაატარებს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გარიგებული მატჩების საქმეში ფიგურირებს. არ არის გამორიცხული, მკაცრი ზომები გატარდეს იმ კლუბების მიმართაც, სადაც ეს სპორტსმენები თამაშობდნენ.

ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო

21 მაისი 2019, 20:33

კულტურა

ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

Sony Pictures Entertainment-მა კვენტინ ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once upon in time in Hollywood) ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს-ანჯელესში ხდება. მთავარი პერსონაჟები სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი რიკ დალტონი და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი არიან.

21 მაისი 2019, 20:17

ეკონომიკა

ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზს ასახელებენ

კომერციულ ბანკებში ოფიციალურ კურსთან შედარებით მნიშვნელოვანი სხვაობა ფიქსირდება. ბანკებში ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 80 თეთრად არის შესაძლებელი. ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზს ასახელებენ.

ტერეზა მეი

21 მაისი 2019, 20:14

მსოფლიო

მეი დეპუტატებს განმეორებით რეფერენდუმზე მსჯელობას დაჰპირდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ ბრიტანელი დეპუტატები ევროკავშირიდან შემადგენლობიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ გამოსვლის უფლებას მიიღებენ, თუმცა ამისთვის მათ Brexit-ის პირობების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების დამტკიცება მოუწევთ.

21 მაისი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

კვლევა: ძაღლები ერთნაირი გენოტიპის ადამიანებს უყვართ

არის თუ არა ძაღლების სიყვარული კავშირში გენებთან? შვედმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ამ საკითხს ვრცელი კვლევა მიუძღვნეს. მათ შვედეთში 35 ათასი ტყუპის მონაცემი შეისწავლეს და გამოარკვიეს, რომ ხშირ შემთხვევაში ძაღლებს ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად დაბადებული ტყუპები ფლობენ. რადგან მათ ერთნაირი გენოტიპი აქვთ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო

21 მაისი 2019, 19:45

საქართველო

ბათუმელი ექიმი რემონტის გაჭიანურებას საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარვებში აპროტესტებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ექიმმა ბენო ჭელაძემ პროტესტის ნიშნად კარვები გაშალა. ის რამდენიმე ადამიანთან ერთად საავადმყოფოს ახალი შენობის დასრულებისა და ტექნიკური აღჭურვილობის პროცესის დაჩქარებას ითხოვს.

პედრო სანჩესი და ორიოლ ჟუნკერასი

21 მაისი 2019, 19:43

მსოფლიო

ესპანეთში ახალი პარლამენტის პირველ სხდომას პატიმარი დეპუტატებიც ესწრებიან

BBC-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანეთის პარლამენტში დაპატიმრებული დეპუტატები იმყოფებიან. 28 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად ჟოზეპ რული, ორიოლ ჟუნკერასი, ჟორდი სანჩესი და ჟორდი ტურული პარლამენტის ქვედა პალატაში, რაულ რომევა კი სენატში მოხვდა.

21 მაისი 2019, 19:31

სპორტი

ჯემალ ნანდოშვილი წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობას. 83 კგ კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა სიღნაღელმა ჯემალ ნანდოშვილმა. ქართველმა ძალოსანმა მესამე მისვლაზე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

21 მაისი 2019, 19:01

მსოფლიო

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მერვე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, ვადამდელი არჩევნების თარიღად კი 21 ივლისია გამოცხადებული.

ჩვილი

21 მაისი 2019, 18:41

ტაბლოიდი

გერმანიაში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ

მეუღლეები სამშობიაროდან სახლში ჩვილთან და უფროს შვილთან ერთად ბრუნდებოდნენ. როდესაც ტაქსი მათ სახლთან მივიდა, მათ მგზავრობის საფასური გადაიხადეს და მანქანიდან გადმოვიდნენ. რამდენიმე წუთში მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი მანქანაში დარჩათ. მამამ მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.

21 მაისი 2019, 18:33

ტექნოლოგიები

ინტერნეტში Instagram-ის მილიონობით მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა გაჟონა

პლატფორმა Amazon Web Services-ზე აღმოაჩინეს ღია ბაზა Instagram-ის 49 მილიონი მომხმარებლის მონაცემებით. ბაზაში არსებული მონაცემებში იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ასევე ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და რეკლამის ღირებულება თითოეულ გვერდზე. ბაზაში თითოეული ჩანაწერი შეიცავდა შეფასებას აუდიტორიის დაფარვის, ხელმომწერების და მოწონებების მიხედვით.

უზენაესი სასამართლო

21 მაისი 2019, 18:21

საქართველო

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ.

შეჯიბრში გამარჯვებულებთა პრიზები

21 მაისი 2019, 18:15

ტაბლოიდი

ესპანეთში სპორტული შეჯიბრების გამარჯვებულს ვიბრატორი გადასცეს

ესპანეთში ქალებს შორის სქვოშის შეჯიბრის გამარჯვებულებს პრიზის სახით ვიბრატორი, სადეპილაციო ლენტი და ქუსლების ელექტროსაფხეკი გადაეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. შეჯიბრის მონაწილეებმა სქვოშის ადგილობრივ ფედერაციას საჩივრით მიმართეს და ორგანიზატორები სექსიზმში დაადანაშაულეს.

კრისტინ ლაგარდი

21 მაისი 2019, 18:04

ეკონომიკა

კრისტინ ლაგარდი: საქართველომ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს განვითარება, ფინანსური რეფორმები და ახალი საბანკო რეგულაციები შეაფასა. სსფს ხელმძღვანელთან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკამ“ ინტერვიუ ჩაწერა.ის თბილისს 19 მაისს ეწვია. ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.

Huawei-ს ოფისი

21 მაისი 2019, 17:55

ტექნოლოგიები

Huawei-ს დამფუძნებელი: აშშ-ს მთავრობა ჩვენს შესაძლებლობებს ვერ აფასებს

აშშ-ის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე კომენტირებისას ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის Huawei-ს დამფუძნებელმა თქვა, რომ სანქცია ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან კომპანია ამ სცენარისთვის უკვე მზად იყო. 20 მაისს აშშ-ის გაყიდვების დეპარტამენტმა Huawei-ს ლიცენზია 19 აგვისტომდე მისცა.